;
26 მაი 2013      Nanuka.     20 კომენტარი     ნანახია 2627-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ჩემპიონთა ლიგა მიუნხენის ბაიერნმა მოიგო!

25 მაისს, უემბლის სტადიონზე, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალი გერმანული გუნდების - მიუნხენის ბაიერნსა და დორტმუნდის ბორუსიას შორის გაიმართა. მატჩის პირველ წუთებში დორტმუნდის ბორუსია უკეთ გამოიყურებოდა და ნოიერის კართან უამრავი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ბაიერნის მეკარემ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და საბოლოოდ 1-ლი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. მე-2 ტაიმში ბაიერნი აშკარად ჯობნიდა დორტმუნდს, რაც მე-60 წუთზე რობენის საოცარი პასის შემდეგ მანჯუკიჩის გოლით დასრულდა. ზუსტად 5 წუთის შემდეგ, ბაიერნის საჯარიმოში შესული როისის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა დანტემ, რის გამოც არბიტრმა დორტმუნდელთა სასარგებლოდ თერთმეთმეტრიანი დანიშნა. დარტყმა გიუნდოგანმა ზუსტად შეასრულა - ანგარიში გათანაბრდა 1:1.

მომდევნო 20 წუთის განმავლობაში მიუნხენელებმა ბევრი რეალური მომენტი შექმნეს, რომელთაგან განსაკუთრებული იყო 71-ე წუთზე მიულერის მიერ საჯარიმოში შესვლა და ბურთის რობენისთვის გადაცემა, რის შემდეგაც გოლი გარდაუვალი ჩანდა რომ არა დორტმუნდელთა მცველის, სუბოტიჩის საოცარი თამაში, რომელმაც თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, რიბერის პასის შემდეგ, რობენი დორტმუნდელთა მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, გადამწყვეტ მომენტში გუნდი არ დააღალატა და... ანგარიშით 2:1 მიუნხენის ბაიერნი ევროპის საუკეთესო გუნდია!

ბაიერნი ჩემპიონია!

არიენ რობენი:

"დაუჯერებელია. ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია აღვწერო ის გრძნობები, რომელსაც ახლა განვიცდი, თუმცა მე ძალიან ამაყი ვარ, ამაყი ვარ, რომ ვარ ამ გუნდის ნაწილი. და დიახ, ბოლოს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეს ახდენილი ოცნებაა. ამას ვერ აღწერ - უამრავი ემოცია გიტრიალებს თავში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცი რას ნიშნავს წაგება. ვფიქრობ, ახლა უფრო მეტად შეგვიძლია ვისიამოვნოთ ამ ტიტულით.

უნაკლო სეზონია, რომელსაც იქით კვირაში დავასრულებთ. თუ მოვიგებთ გერმანიის თასს, მოვიგებთ ამ სეზონის ყველა ტიტულს, რაც ჩვენი მიზანია. მიუხედავად ამისა, გუშინდელი საღამო მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

ფეხბურთი გუნდური სპორტია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც გუნდი, მაგრამ როგორც ფეხბურთელისთვის ეს წარმატების პიკია, უმაღლესი რამ, რასაც შეგიძლია მიაღწიო. მსაჯის სასტვენი და შენ იცი, რომ ხარ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - ბევრი ბაიერნის ფეხბურთელისთვის ეს ერთადერთი რაღაცაა, რაც ენატრებოდა. შარშანდელი და 2010 წლის იმედგაცრუებების შემდეგ და ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხების შემდეგ - ეს უკვე სამი ფინალია და არავის სურს ჰქონდეს წაგებულის სახელი. როგორც იქნა, ჩვენ გამოგვივიდა დღეს და ახლა შეგვიძლია დავივიწყოთ სხვა რაღაცები.

ყოველთვის განვიცდი დიდ პასუხიმგებლობას, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობ, რადგან ეს გუნდური თამაშია. ჩვენ მივაღწიეთ ფინალს, რადგან ნამდვილი გუნდი ვართ, ჩვენ ერთმანეთისთვის ვიბრძვით, ერთმანეთისთვის დავრბივართ. დაცვის მხრივ, ამ სეზონზე დაუჯერებლად ძლიერები ვიყავით, რადგან გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. დღეს მე გავიტანე გოლი, მაგრამ ამისთვის მთელ გუნდს უნდა გადაუხადოთ მადლობა. მეამაყება, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ".

ბაიერნი ჩემპიონია!

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ბაიერნი გახდა, დიდი პატივისცემის ღირსია დორტმუნდის ბორუსიაც, რომელმაც საოცარი სეზონი ჩაატარა და ნახევარფინალში ისეთი დონის გუნდი დაამარცხა, როგორიც რეალ მადრიდია! გთავაზობთ გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის კომენტარს გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით.

ჰუმელსი (მცველი): "რა თქმა უნდა, ძალიან დამწუხრებულები და იმედგაცრუებულები ვართ. შეგვეძლო ჩემპიონთა ლიგის ეს წელი წარმატებით დაგვესრულებინა. ამ თამაშისთვის უნაკლო ფორმაში ვიყავით, მაგრამ გავუშვით შანსი, რომ პირველებს გაგვეტანა გოლი, რაც მეტ თავდაჯერებულობას შეგვძენდა. 1-1-ზე, უკვე დამატებით დროზე დავიწყეთ ფიქრი, მანამ სანამ 90-ე წუთი არ მოვიდა"

ვაიდენფელერი (მეკარე): "ატმოსფერო ძალიან ჩუმია, არავინ ლაპარაკობს, რაც ვფიქრობ, რომ ნორმალურია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ გვეამაყება ის, რასაც მივაღწიეთ და ის, რაც ვაჩვენეთ მთელი ჩემპიონთა ლიგის სეზონის განმავლობაში, განსაკუთრებით კი დღეს. ჩვენ მოვახერხეთ ბაიერნის დონეზე თამაში და გვქონდა შანსი მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დაგვესრულებინა".

სუბოტიჩი (მცველი):
"რა თქმა უნდა, არავინ არის ბედნიერი. პირადად მე, ვფიქრობდი რომ რაღაც განსხვავებულის გაკეთება შემეძლო, მაგრამ რაც მოხდა ის უნდა მივიღოთ. საოცარი მატჩი იყო ორი კარგი გუნდის მონაწილეობით და ყველას საკუთარი შანსი ჰქონდა, მათ შორის ჩვენც. ნამდვილად არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ბაიერნი არ იმსახურებდა მოგებას - ისინი ნამდვილად კარგ ფორმაში იყვნენ".


ბაიერნი ჩემპიონია!

გუშინდელი მატჩის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარული მწვრთნელი - იუპ ჰაინკესი გახდა მე-4 მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 2 სხვადასხვა გუნდთან ერთად აქვს მოგებული. ჰაინკესამდე ეს შეძლეს მხოლოდ ერნსტ ჰაპელმა, ჯოვანი ტრაპტონმა და ჯოზე მოურინიომ. თუ 1 კვირის შემდეგ ბაიერნი შტუტგარდს დაამარცხებს, იგი გახდება პირველი გუნდი, რომელიც 1 სეზონში სამივე ტურნირს მოიგებს.

ბაიერნი ჩემპიონია!

მე კი, ყველა ბაიერნის ფანს ვულოცავ ამ ბრწყინვალე და დამსახურებულ გამარჯვებას!
ბაიერნი ჩემპიონია!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

20


  • Sophie_Persie თქვა:
    27 მაი 2013 13:19 - ID: 20,
    ციტატა: keti
    ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.


    ბარსელონა ? :)

    გერმანული იგულისხმა ალბათ, ბავარიას პირველად აქვს შანსი მოიგოს სამივე ერთად

  • Monica Bellucci თქვა:
    26 მაი 2013 23:54 - ID: 19,
    არავის არ გაერჭნონ....დორტმუნდი იმსახურებდა ამ წელს მოგებას მარა გული არ გაიტეხონ მაინც მაგრები არიან :)) <3

  • tamo თქვა:
    26 მაი 2013 20:37 - ID: 18,
    ბარსას წინააღმდეგ ბაიერნი რომ თამაშოდა ბაიერნისკენ ვიყვი და განმიხარდა რომ მოგესს
    რას შეეხება ფინალს იმედი მქონდა რომ დორტმუნდი მოიგებდა თუმცა ბაიერნიც იმსახურებდა...2ვე გუნდი ღირსეულად მოვიდა ფინალამდე.

  • lul თქვა:
    26 მაი 2013 19:15 - ID: 17,
    საერთოდ არ მაინტერესებს

  • mary...p თქვა:
    26 მაი 2013 18:51 - ID: 16,
    საერთოდ ამ სეზონზე და ზოგადად რეალის გულშემატკივარი ვარ, თუმცა დიდი პატივს ვცემ ბაიერნს და ახლა უკვე დორტმუნდსაც(აქამდე არ ვაქცევდი ყურადღებას)..
    ბაიერნს ვგულშემატკივროდი, პროფესიონალიზმს დამეტ გამოცდილებას და რათქმაუნდა მათ ეს მოახერხე.!!

  • salYyY თქვა:
    26 მაი 2013 18:48 - ID: 15,
    89 წუთზე გაუმართლა ეგრე ვიტყოოდი .. ;))

  • Scouser Kate თქვა:
    26 მაი 2013 18:17 - ID: 14,
    ბორუსიას მოგება მინდოდა მარა გამიხარდა ესეც რობენის პონტში :დ ძლივს არ გაუმართლა?! <3

  • Tatia_M. თქვა:
    26 მაი 2013 18:16 - ID: 13,
    ძალიან მიყვარს ეზ გუნდი, და უბედნიერესი ვარ რო ამ ზაფხულში მექნება ბედნიერება ალიანს არენაზე ამათ თამაშს დავესწრო

  • katskatss თქვა:
    26 მაი 2013 18:05 - ID: 12,
    ყველაზე მაგარი გუნდიაააა

  • psiqologia თქვა:
    26 მაი 2013 17:25 - ID: 11,
    ნეიტრალური ვიყავი, მაგრამ ვიცოდი,რომ ბაიერნი მოიგებდა
    ბარსას,რომ ნახევარფინალში მოუგებ მერე ფინალსაც მოიგებ:D
    გილოცავთ ბავარიის ფანებს
    ვისკა ბარსა!

    keti
    ბარსამ 6 მოიგო:D

  • tiko26 თქვა:
    26 მაი 2013 17:24 - ID: 10,
    ძალიან კარგი თამაში იყო..როგორიც ფინალს ეკადრებოდა..ვულოცავ ბაიერნის გულშემატკივრებს..
    ვაიდენფელერი და ნოიერი მინდა გამოვყო ორივე შესანიშნავი იყო...რობენიც, მიუხედავად მისი რამდენიმე წარუმატებელი ეპიზოდისა, საგოლე გადაცემა და საჩემპიონო გოლი...
    მოკლედ ვინც ბარსელონას გამოაგდებს ნახევარფინალიდან უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ჩემპიონი გახდება :დდდ ჯერ მანჩესტერი, შემდეგ ინტერი, ჩელსი და ეხლა ბაიერნი wink

  • keti თქვა:
    26 მაი 2013 17:17 - ID: 9,
    ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.


    ბარსელონა ? :)

  • abuuu თქვა:
    26 მაი 2013 16:19 - ID: 8,
    აუუუფ მე დორტმუნდისკენ ვიყავიიი:(((

  • smileyz_xato თქვა:
    26 მაი 2013 16:12 - ID: 7,
    დარწმუნებული ვიყავი რომ გაიმარჯვებდნენ <3

  • liliana თქვა:
    26 მაი 2013 15:53 - ID: 6,
    მე ნეიტრალური გულშემატკივარი ვარ მაგრამ დანტე გასაგდები იყო...დანტე რომ გაეგდოთ შეიძლება ვეღარ მოეგო ბაიერნს winked

  • QiQiTo:):) თქვა:
    26 მაი 2013 15:49 - ID: 5,
    იმის მიუხედავად რომ თამაშზე ბოლომდე არ მიყურებია მაინც კარგი და ბევრი ემოციური მომენტი ვნახე!
    ვულოცავ ბაიერნის ფანებს!
    დორტმუნდი მაინც ძალიან კარგი იყო!

  • Sophie_Persie თქვა:
    26 მაი 2013 15:49 - ID: 4,
    დორტმუნდელების ცრემლები ვერ აიტანე :((( საოცარი გუნდია, თუმცა ბავარია წელს ძლიერია ყველაზე!

  • Smiley :) თქვა:
    26 მაი 2013 15:46 - ID: 3,
    დორტმუნდს რომ მოუგებდნენ, ეგ რა 'სამარჩიელო' იყო

  • barsutka))) თქვა:
    26 მაი 2013 15:45 - ID: 2,
    ეე დორტმუნდისკენ ვიყავიი :D მაგრამ ბაიერნმა კარგად ითამაშაა

  • T A M U თქვა:
    26 მაი 2013 15:42 - ID: 1,
    ერთი ამათიიც : D:D:D აუ ფოტოკრებულებს რატო აგარ დეეეეეეეებთ მომენატრაააააააა კარგი ფოტოები და მუსიკაა აი ესეთი ნიუსები მიყვარს ყველაზე ძაააან დადეეთ რააა გთთთხხხხოოოოვთთ. !!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top