;

1 June 2013      ellen potter...♥ϟ     Views 2345    
Category: Fun, Interesting

Free image hosting powered by PicZ.Ge
Free image hosting powered by PicZ.Ge
პიცა
პიცას საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს. უძველეს ბერძნებს პირველად მოუვიდათ იდეა რომ პურის თხელ ნაჭერზე დაეწყოთ ბოსტნეული და გამოეცხოთ, მაგრამ პიცის გაზქურები აღმოჩენილი იქნა ასევე რომაული ქალაქების ნანგრევებში. საუკუნეების განმავლობაში პიცაას კიდევ ერთი ინგრედიენტი დაემატა– პამიდორი. მე–19–ე საუკუნეში ნეაპოლელმა მცხობელმა რაფაელ ესპოსიტომ დაიწყო თანამედროვე პიცების გაყიდვა. მას თხოვეს, რომ გამოეცხო სპეციალური პიცა იტალიიის იმდროინდელი მეფისა და დედოფლისთვის 1889 წელს. სწორედ დედოფლის სახელი მარგარიტა დაერქვა პირველ პიცას.
პიცა საუკეთესო საჭმელი გახდა იტალიაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ჯარისკაცები ევროპიდან თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ პიცა საერთაშორისო საჭმელი გახდა. მალე მთელ ამერიკაში პიცერიები გაიხსნა და არა მარტო ამერიკაში არამედ მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით საშუალოდ ამერიკელი წელიწადში 10 კილოგრამ პიცას ჭამს. მსოფლიოში უდიდესი პიცა კი გაკეთებული იქნა არა იტალიაში არამედ ჰავანაში, კუბაში.
Free image hosting powered by PicZ.Ge
Free image hosting powered by PicZ.Ge




Free image hosting powered by PicZ.Ge
Free image hosting powered by PicZ.Ge
დისკო
ოდესმე გიფიქრიათ როგორ წარმოიქმნა თანამედროვე დისკო? მეორე მსოფლიო ომამდე ქალბატონები და მამაკაცები მიდიოდნენ ღამის კლუბებში, სადაც ცეკვავდნენ ცოცხალ ბენდთან ერთად, მაგრამ პარიზში ომის დროს ჯაზ ბენდები აკრძალული იქნა. ხალხს ცეკვა ჯერ კიდევ უნდოდა, ამიტომ მათ ასეთი გამოსავალი მონახეს თავიანთ გრამაფონზე ჩაწერეს მუსიკა და ამ მუსიკაზე ცეკვავდნენ შემდეგ, სწორედ ასე დაარსდა პირველი დისკოტეკები. ომის დასრულების შემდეგ დისკოები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თან მისი გამოყენება უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე ბენდის ან დიჯეის დაქირავება. მალე დისკო ამერიკაშც გავრცელდა. დისკოები განსაკუთრებით გამოიყენებოდა 1961 წლის ცეკვაში სახელწოდებით ‘’the twist’’ , რომელიც გულისხმობდა ცეკვას როდესაც წყვილები ერთმანეთს არ ეხებიან ისე ცეკვავენ. ჟაკლინ კენედი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლე გადაღებული იქნა, როდესაც ამ ცეკვას ასრულებდა. იცვლება მოდა, მუსიკა და ტექნოლოგიები, მაგრამ მნიშვნელოვანი იდეები არასდროს კვდება.
Free image hosting powered by PicZ.Ge
Free image hosting powered by PicZ.Ge



Free image hosting powered by PicZ.Ge
Free image hosting powered by PicZ.Ge
კარაოკე
თუ ცეკვა არ გიყვარს, იქნებ სიმღერა გირჩევნია?? ყველამ იცის, რომ კარაოკე იაპონიიდან იღებს სათავეს, მაგრამ ეს ასე არ არის. კარაოკე ცარიელ ორკკესტრს ნიშნავს. ყველაფერი კუბის პატარა ბარში დაიწყო, როდესაც გიტარისტი როგორც ყოველთვის არ მივიდა სამსახურში, რის შემდეგაც ბარის მეპატრონე იძულებული გახდა, რომ სტუმრებისთვის ეთხოვა მათ თითონ ემღერათ. ეს გიჟური იდეა მალე გავრცელდა და დაამზადეს კარაოკეს მოწყობილებები. კარაოკეში ასევე ის იყო კარგო, რომ რაც არ უნდა ცუდად გემღერა, დასრულების შემდეგ ხალხი მაინც ტაშს გიკრავდა, ეს კი არაჩვეულებრივი საშუალებაა გათავისუფლდეს სტრესისგან თუნდაც იაპონელი ბიზნესმენი.
დღესდღეობით, 20 წლის შემდეგ კუბაში ერთ–ერთ ბარში მომხდარ ამ არაჩვეულებრივი ინციდენტის შემდეგ კარაოკე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ჩინეთში ის სიეთი პოპულარულია, რომ ჩვეულებრივ რესტორანს 2 ან 3 კარაოკეს მოწყობილობა აქვს, რმლებსაც ერთდროულად რთავენ. შენ შეგიძლია დაიქირავო კარაოკეს მოწყობილობა, რომელსაც მოყვება ლაზერული ნათებები, დიჯეი და მოცეკვავეებიც კი, ზუსტად ამ მომენტში შენ შეგიძლია გახდე ვარსკვლავი სულ 5 წუთით. როგორც ერთ–ერთმა კარაოკეს ფანმა თქვა: ‘ ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა სცადო ცხოვრებაში ერთხელ მაინც’.
Free image hosting powered by PicZ.Ge
Free image hosting powered by PicZ.Ge


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top