;
2 ივნისი 2013      Johnny depp     8 კომენტარი     ნანახია 7285-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი

ელიჩკა ასე ეძახდნენ ახლობლები ელენე ახვლედიანს,იმდენი ადამიანისთვის იყო ახლობელი,რომ სახელის ეს მოფერებითი ფორმა მთელ თბილისს მოედო.ელენე ახვლედიანი ძალიან რთული ცხოვრებით ცხოვრებდა. ეს იყო მუდმივი სრულყოფის გზა ხელოვნებაში,ბრძოლა ტრაფარეტულ აღქმასა და თუნდაც კეთილ გავლენებთან. მშვენიერების აღქმა და იმავდროულად ნებისმიერი დეტალის ინტელექტუალურ ჭრილში დანახვა,ყველაზე ამბიციური მოთხოვნის თავისთავად დაფიქსირება- ეს ეხლენე ახვლედიანის სამყაროა იყო. სინათლითა და სიკეთით აღფრთოვანება, სამყაროს სიყვარული, კაცთმოყვარეობა მის ცხოვრებაში ჟღერდა როგორც განუმეორებელი სიმფონია,როგორც მუსიკა,რომელსაც ასეთი გატაცებით ეზიარებოდა ხოლმე. მის არსებაშიც მუსიკაც კი ფერებად გარდაიქმნებოდა.ფერი გახდა მისთვის ყველაფერი! ელენე ახვლედიანის ნამუშევრები სინაზით, მდიდარი ფერადოვნებითა და რომანტიულობით გამოირჩევიან. ასეთი სურათების ავტორი სითამამითა და ექსცენტრიულობით, ნოვატორული იდეებითა და მდიდარი ფანტაზიის მქონე გამორჩეული ქალბატონი გახლდათ. როდესაც გიმნაზიაში ყველა გოგონა გადაწეული თმითა და ნაწნავებით დადიოდა, ელიჩკა ერთ დღეს მოკლედ შეკრეჭილი თმით გამოცხადდა და მთელი გიმნაზია შეძრა. ლამაზ და მოუსვენარ გოგონას უყვარდა კიბეების მოაჯირზე ჩასრიალება, არ იკლავდა თავს რევერანსებით, როცა სხვებისთვის ეს აუცილებელი იყო პედაგოგებთან შეხვედრისას.ელენე ახვლედიანი იმ ბედნიერ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც სიცოცხლეშივე პოვა აღიარება. ეს იშვიათი შემთხვევაა, თუმცა, ჩემი აზრით, ის მაინც არ იყო სათანადოდ დაფასებული. ელენე ახვლედიანი გაცილებით დიდი მხატვარია, ვიდრე აღიარებდნენ.
გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი

იგი დაიბადა აპრილის თვეში, როცა ლურჯია გაზაფხული. თუმცა, იმ დღეს ბარდნიდა თელავში, თოვდა თეთრი სითეთრე აპრილის ციდან. ძველნი ამბობენ: თოვლიან აპრილს იშვიათნი იბადებიანო. იგიც გამორჩეული ქართველი იყო. მისი დათოვლილი ხედები კი – მამულის ტფილი ხატები.ელენე ახვლედიანი დაიბადა კახეთში ცნობილი სამხედრო ექიმის, დიმიტრი ახვლედიანის ოჯახში. დიმიტრი წარმოშობით ლეჩხუმელი გახლდათ, რომელიც ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ თელავში გაუშვეს, როგორც სამხედრო ექიმი და ბოლოს იქ დარჩა საცხოვრებლად. მან სოფელ კურდღელაურში გახსნა პატარა კლინიკა, სადაც უფასოდ ემსახურებოდა ხელმოკლე ადამიანებს. დიმიტრიმ ცოლად შეირთო ულამაზესი და ძალიან განათლებული ქალბატონი, ელისაბედ ერისთავი, ქართული ქირურგიის დამაარსებლის, კონსტანტინე ერისთავის ახლო ნათესავი. თელავში მათი ოჯახი დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. მათთან სახლში ბევრი საინტერესო ადამიანი იყრიდა თავს, სალონური სიტუაცია იყო. ელენე, მიუხედავად თავისი ასაკისა, არაჩვეულებრივად უკრავდა და ხშირად უწევდა აკომპანემენტს იქ გამოსულ მომღერლებს, მაგალითად, მომღერალ ანა ვარდიაშვილს. ძალიან საინტერესო შეხვედრები, კონცერტები ეწყობოდა. ხუთ დედმამიშვილში ელენე უფროსი იყო. არც ერთი მათგანი არ იყო ხელოვანი. ელენეს უნდოდა, მუსიკოსი გამხდარიყო. თავიდან სმენით უკრავდა, მერე – ნოტებით. მამამისის ახლო მეგობარი იყო მხატვარი ქართველიშვილი, რომელიც საკმაოდ კარგი გარეგნობის მამაკაცი გახლდათ. ის ხშირად დადიოდა მათთან სახლში. ელენეს ძალიან მოსწონდა ეს ადამიანი და აფასებდა მის შემოქმედებას, იმდენად, რომ საწოლთან ჰქონდა გაკრული მისი ნამუშევრები. ხშირად ჰბაძავდა კიდეც ხატვაში, მაგრამ, არასდროს უფიქრია, რომ მხატვარი გამოსულიყო. მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ მუსიკოსი ვერ გახდა .

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი


ელენემ თელავში მიიღო დაწყებითი განათლება წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. 1906-1907 წლებში დიმიტრის ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც შემდეგ შეიძინეს ცნობილი ისტორიკოსის, თედო ჟორდანიას სახლი კლარა ცეტკინის ქუჩაზე. ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს. იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომ ყველას ეგონა, ელენე ჩინებული მუსიკოსი გამოვიდოდა მომავალში. მაგრამ იგი მხატვრობამ გაიტაცა და დაწყებითი მხატვრული განათლება მიიღო ნიკოლა სკლიფასოვსკის და ფოგელის სამხატვრო სტუდიაში.გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1918 წელს ელენე ახვლედიანმა გაიარა ხატვის მოკლევადიანი პედაგოგიური კურსები ნიკოლა სკლიფასოვსკის და ფოგელის ხელმძღვანელობით და მიენიჭა მხატვრის პედაგოგის კვალიფიკაცია. 1918-1920 წლებში ასწავლიდა ხატვას თბილისის დაწყებით სკოლებში.მისი სამხატვრო დებიუტი 1919 წლის მაისში, ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაზე შედგა, სადაც მან თვრამეტამდე ნამუშევარი წარმოადგინა. მნახველთა განსაკუთრეული ყურადღება მიიქცია ელენეს ორმა სურათმა: „თელავი” და „თელავში.” მშობლიური კახეთისადმი სიყვარული მთელი სიცოცხლე გამოჰყვა ელენე ახვლედიანის მხატვრულ შემოქმედებას.თბილისში ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს.1918 წელს მან ხატვის მოკლევადიანი პედაგოგიური კურსებიც გაიარა და პედაგოგიური კვალიფიკაცია მიენიჭა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ,1922 წელს,ელენე ახვლედიანი თბილისში ახლადაარსებულ სამხატვრო აკადემიაში,პროფესორ გიგო გაბაშვილის კლასში იწყებს სწავლას.ცოტა ხანში ელენემ გიგო გაბაშვილის სტიპენდია მიიღო და სასწავლებლად პარიზში გაუშვეს.ის ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობდა.სასწაულის განცდა ჯერ კიდევ იტალიაში დაეუფლა.წელიწად-ნახევარში იტალიაში იცხოვრა.თურმე მონუსხული დადიოდა რომში .1924 წელს ელენე ახვლედიანი პარიზში ჩავიდა,ქალაქში,სადაც,როგორც ამბობდნენ,ყველაზე უკეთ ისინჯებოდა მხატვრობის გულისცემა.

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი

გიგო გაბაშვილის კლასის წარჩინებული მოწაფისა და პარიზის "კოლოროსის აკადემიის" თავისუფალი მსმენელის, ელენე ახვლედიანის ცხოვრებაში პირველი წარმატება და აღიარება პარიზში მოვიდა. პირველი რეცენზიებიც სწორედ იქ, მრავლისმნახველ ფრანგულ პრესაში გამოქვეყნდა, რომელსაც ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრის უცხო ტემპერამენტით, სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ნახატები უყურადღებოდ არ დარჩენია. ხატავდა თელავურ ზამთარს, პარიზულ ქუჩებს, თბილისურ ხედებს... ხატავდა ბევრს და კიდევ უფრო ბევრი იდეა, ოცნება და გეგმა ჰქონდა. სურდა საყვარელი მუსიკლური ნაწარმოებები (დებიუსი, სულხანიშვილის ქორალები, პროკოფიევის მეშვიდე სონატა (რომლის მეორე ნაწილიც განსაკუთრებით ხიბლავდა) ფერებში "აეჟღერებინა". ლამაზი ხმა ჰქონდა და მომღერლობაზე ოცნებობდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროფესია აირჩია, მუსიკისადმი ინტერესი არასდროს დაუკარგავს. ალბათ ამიტომ, მის სახლში ყოველთვის ისმოდა კლასიკური მუსიკა, იმართებოდა სალონური კონცერტები, დრემდის დგას როიალი, რომელზეც ნეიგაუზი უკრავდა. მეგობრობდა რიხტერთან, რომელიც მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობდა .ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ოციანი წლების ბოლოს, დედის ავადმყოფობის გამო პარიზიდან დაბრუნებული ელენე ახვლედიანის ქუთაისურ გამოფენაზე მისი ნახატები კოტე მარჯანიშვილმა ნახა. მათში სცენის, როგორც მხატვრული ტილოს, გააზრების დიდი პოტენციალი ადვილად ამოიკითხა და თეატრში სამუშაოდ მიიწვია: "თქვენს ფერწერაში იმდენია დეკორატიული, ყოველი სურათი ისეა შეკრული კომპოზიციურად, ისე გრძნობთ სივრცეს და ისეთი ადამიანური განწყობილებით ავსებთ ბუნებასა და არქიტექტურულ ნაგებობებს, რომ უსათუოდ თეატრში უნდა იმუშაოთ". ასე დაიწყო მისი დიდი და საინტერესო "მოგზაურობა" თეატრალურ სამყაროში, სპექტაკლიდან სპექტაკლში. მალე მარჯანიშვილი-ახვლედიანის ტანდემმა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში ახალი ხედვა და ესთეტიკა შემოიტანა. პარიზული "ნიუს სერიის", ნატურის მოძრაობაში ხატვის გამოცდილებამ ასახვა ჰპოვა კოსტუმებისთვის შექმნილ ესკიზებში. სამოსი პერსონიფიცირებული, გმირის ხასიათის, შინაგან სამყაროსა და მისთვის დამახასიათებელი სცენიური პლასტიკის გამომხატველი გახდა.

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი

საფრანგეთში გამგზავრებამდე ელენეს მამა გარდაეცვალა. სხვათა შორის, პედაგოგობა არ უყვარდა, თუმცა, იძულებული იყო, ორი წელი ხატვის მასწავლებლად ემუშავა. პარიზში რომ წავიდა, იქიდან არც აპირებდა დაბრუნებას, ჰოლანდიაში უნდა გაჰყოლოდა თავის ნამუშევრებს, სადაც მისი პერსონალური გამოფენა უნდა გამართულიყო, მაგრამ, შეიტყო, რომ დედა ავად გახდა და აღარ წავიდა, საქართველოში დაბრუნდა. ისეთი არეული პერიოდი იყო, რომ მისი ნამუშევრები სულ დაიკარგა, თუმცა, დიდად არც უნერვიულია ამაზე, მისთვის მთავარი იყო, რომ დედას ცოცხალს ჩამოუსწრო. დედის გარდაცვალების შემდეგ საქართველოდან დიდი ხნით აღარც წასულა, სიცოცხლის ბოლომდე ამ სახლში ცხოვრობდა – ოთხი ათეული წელი.მომხიბლავი გარეგნობის ელენეს უამრავი თაყვანისმცემელი თხოვდა ხელს. 1921 წელს ელენე აგრონომ აპოლონ კაკაბაძეს მიჰყვება ცოლად. პომპეზური ქორწილიც გადაიხადეს. “მეუღლე აპოლონ კაკაბაძე არაჩვეულებრივი კაცი იყო და ძალიან უყვარდა ელენე. თუმცა იგი ძალიან ეჭვიანობდა. ეჭვიანობდა ყველაფერზე. სწორედ ეს გახლდათ მათი გაყრის მიზეზი. მიუხედავად ამისა აპოლონის გარდაცვალების შემდეგ მისი მეორე ოჯახის შექმნილ შვილს, ბიჭს სულ ელენე ედგა თავზე და ზრდიდა” (ირინა კალანდაძის მოგონებიდან).1922 წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, ელენე საზღვარგარეთ მიავლინეს ჯერ იტალიაში, ხოლო 1924 წლიდან სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, პარიზის კოლაროსის აკადემიაში (1922-1927).პარიზში გატარებული წლები ელენე ახვლედიანისთვის ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობის წლებად იქცა. პარიზის სურათებთან ერთად, საქართველოდან წაღებული ჩანახატების მიხედვით, მხატვარი ქმნიდა თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით მიძღვნილ პეიზაჟებს: “ძველი თბილისი” (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), “კახეთი-ზამთარი” (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), “ძველი თბილისი” (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), “თელავი” (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი).

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი

"როცა შედიხარ ელენეს დარბაზებში და უმზერ კედლებს, მოფენილს მისი ნახატებით, გრძნობ, რომ მხატვრის სიცოცხლეს ბოლო არ უჩანს"... - ასეთია ვერიკო ანჯაფარიძის ჩანაწერი, რომელიც შემოქმედის უახლოესი მეგობარი იყო.

"მასთან მუშაობა ადვილი არ იყო, თუმცა, მარჯანიშვილთან კარგად ითანამშრომლა. თურმე, პირველი შეხვედრის შემდეგ, როცა სპექტაკლის გაფორმებაზე და რეჟისორის ჩანაფიქრზე ილაპარაკეს, მარჯანიშვილმა სახლში მიმავალ ელენეს მიაძახა-როგორც გითხარი, ყველაფერი ისე გააკეთეო. ელენე ძალიან განაწყენდა. მთელი ღამე მუშაობაში გაატარა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მეორე დღეს მარჯანიშვილთან მივიდა და უთხრა, მართალი იყავით, სწორედ ის უნდა გამეკეთებინა, რაც მითხარითო.-ირინე კალანდაძე, პროფესორი, ელენე ახვლედიანის დისშვილი

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანის ფენომენი ზოგადად, ძალიან საინტერესოა. ის არ იყო მხოლოდ მხატვარი... ჰქონდა არაჩვეულებრივი გარეგნობა. ბელინსკის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ბავშვები საათობით ვიდექით და ვუყურებდით ელენეს. აღნაგობით ახოვანი იყო, პანამით დადიოდა... ელენე თელავში დაიბადა. როცა მამამ, წარმოშობით ლეჩხუმელმა კაცმა, დიმიტრი ახვლედიანმა კიევში სამედიცინო განათლება მიიღო, სამუშაოდ თელავთან ახლოს, სოფელ კურდღელაურში გაამწესეს. კლინიკა ჰქონდა და პაციენტებს უფასოდ მკურნალობდა. ცოლად ძალიან ლამაზი და განათლებული ქალბატონი, ელისაბედ ერისთავი შეირთო. 5 შვილი შეეძინათ, უფროსი ელენე გახლდათ. ოჯახი გამორჩეულად სტუმართმოყვარე იყო, მართავდნენ საღამოებს, კონცერტებს... ელენე მოწვეულ მომღერლებს აკომპანემენტს უწევდა. ნიჭიერ გოგონას ოჯახი დიდი მუსიკალური კარიერისთვის ამზადებდა, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით როდი წარიმართა...- ელენე ახვლედიანს, მხატვრის სახლ-მუზეუმის მენეჯერი, თამილა თევდორაძე

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი

ხელოვნების მუზეუმში ვმუშაობდი. ერთ-ერთი გამოფენისთვის ელენეს 2 სურათი ვითხოვეთ. გარკვეული მიზეზის გამო სურათების დაბრუნება რამდენიმე დღით დაგვიგვიანდა. როცა ზარი დავრეკეთ და ახალგაზრდები დაგვინახა, ძალიან გაუხარდა, მაგრამ საოცრად აღშფოთდა მას შემდეგ, რაც გაიგო, თუ ვინ ვიყავით. თუმცა ბრაზმა მალევე გადაუარა და თავის კანფეტებსაც "გვაზიარა"... ახლანდელ რესპუბლიკის მოედანზე არაჩვეულებრივი თუთის ხე იდგა. მისი მოჭრა გადაწყვიტეს და მოჭრეს კიდეც. ელენეს მეგობარი იხსენებს: სახლში მივედი მასთან, გავიგონე, რომ ტელეფონზე ლაპარაკობდა და ვიღაცას საშინლად ეჩხუბებოდა. როგორც აღმოჩნდა, სატელეფონო ხაზზე მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი, ვასილ მჟავანაძე იყო, რომელსაც მხატვარი მოურიდებლად ლანძღავდა თუთის ხის მოჭრისთვის... ის ძალიან სამართლიანი იყო. - თამილა თევდორაძე
გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი


ოჯახი და ქორწინება--იტალიაში წასვლამდე გათხოვდა. ცოლად აგრონომ აპოლონ კაკაბაძეს გაჰყვა. ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. პომპეზური ქორწილი ჰქონდათ, რუსთაველზე ფაეტონით დასეირნობდნენ... იტალიაში მეუღლესთან ერთად წავიდა, მაგრამ ახალდაქორწინებულები მალევე დაშორდნენ. ელენე პარიზში გაემგზავრა. ფეხმძიმედ იყო, მაგრამ იქ ჩასულმა მანქანის მართვის შესწავლა მოისურვა, ავარია შეემთხვა და ბავშვი დაკარგა...

ელენე და ბავშვები (განსაკუთრებულად უყვარდა )--ბავშვები და ნიჭიერი ახალგაზრდები. პედაგოგიური მოღვაწეობა არ ხიბლავდა, მაგრამ ნიჭიერ ბავშვებს საკუთარ სახლში გამოფენებს უმართავდა. სასადილო ოთახში კალათა ჰქონდა, რომელიც მუდამ კანფეტებით იყო სავსე. მის სახლში მისულ ყველა ბავშვს უმასპინძლდებოდა.

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი


ახვლედიანი და პიკასო -საფრანგეთში 4 წელი დაჰყო. პირველი პერსონალური გამოფენა-გაყიდვაც იქვე მოაწყო. ბევრი მისი ნამუშევარი შეიძინეს: პოლ სინიაკმა, პაბლო პიკასომ და სხვებმა. პიკასოს მისი ცნობილი ნამუშევრის - "კახეთი. ზამთარი" - ყიდვა სურდა თურმე, მაგრამ ელენეს ის თავადაც გამორჩეულად უყვარდა და უარი უთქვამს. ამ დღიდან ისინი მთელი ცხოვრება დიდი მეგობრები იყვნენ. 1927 წელს ელენეს სურათების გამოფენა ჰოლანდიაში იყო დაგეგმილი, მაგრამ შეიტყო, რომ დედა იყო ცუდად. ნამუშევრები ჰოლანდიაში გაგზავნა, თავად კი საქართველოში დაბრუნდა. გაგზავნილი ტილოები დაიკარგა, მაგრამ ელენეს არ უდარდია, რადგან დედას ცოცხალს მოუსწრო. ამის შემდეგ საქართველო დიდი ხნით აღარ დაუტოვებია, მხოლოდ მოგზაურობდა როგორც ტურისტი.

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი


ელენე ახვლედიანი, არა მხატვარი, არა შემოქმედი, არა პროფესიონალი, უბრალოდ ჩვეულებრივი თბილისელი ელენე ...

სახლს არ კეტავდა... თუ კეტავდა, ყველამ იცოდა, რომ გასაღებს შესასვლელში, ტილოს ქვეშ ტოვებდა. მიუხედავად ამისა, ბოროტი განზრახვით არასოდეს შესულა ვინმე მის სახელოსნოში, არ გაუქურდავთ. სახლი ამ შემთხვევაში პირობითი ცნებაა, რადგან ელენე ახვლედიანის სახლი გაცილებით დიდი იყო და მთელ საქართველოს მოიცავდა. ამიტომაც არ გაჩერდა პარიზში, სადაც აღიარება უკვე ჰქონდა, საჭირო იყო მხოლოდ დრო, რომ ევროპას ხელისგულზე ეტარებინა. ეს დრო არ მისცა თავის თავს და საქართველოში დაბრუნდა. ბოლოს და ბოლოს, რამდენი დღე, თვე ან წელი შეიძლება კაცმა უსახლკაროდ გაძლოს? ელენე ახვლედიანისათვის მილიონის ქონებაც არარა იყო, უსახლკარობას უტოლდებოდა, თუკი სახლში არ იქნებოდა.

ამუშაო დღე ელენე ახვლედიანის სახელოსნოში დილის 6 საათიდან იწყებოდა. 9 საათიდან მასთან უკვე სტუმრები მოდიოდნენ, ზოგს დახმარება სჭირდებოდა, ზოგს რჩევა, ზოგს გაყოლა და სიტყვის შეწევნა... უშაობდა შესვენებებით, ეხმარებოდა და უმასპინძლდებოდა ყველას, როგორც ნამდვილი დედა-დიასახლისი. თავისთვის შეიძლებოდა სადილი არც მოემზადებინა, მაგრამ რაკი იცოდა, აუცილებლად ეწვეოდა ვინმე, ვერ დაუშვებდა, არ დაეპურებინა! ამიტომაც მუდმივად მზად ჰქონდა რაღაც, რითიც გამასპინძლებას შეძლებდა.


გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი

ზრუნავდა იმაზეც, რომ ახალგაზრდა მხატვრებისათვის გზა მიეცა, მათი ნახატები საკუთარ სახელოსნოში გამოეფინა. ზრუნავდა მათზეც, ვისაც მხატვრობა უყვარდა. 18 აპრილს, მხატვართა დღეს, რომელიც მისი დაბადების დღეც იყო, ძალიან იაფად ყიდდა ნახატებს, 10-15 მანეთად. ამბობდა, თუკი უნდა, ადამიანს ნახატი უნდა ჰქონდესო. ისეც ხდებოდა, ქუჩაში გასული უფასოდ ჩუქნიდა გამვლელს თავის ნახატს.

"მშვენიერია პარიზი, მაგრამ თბილისი სასწაულია", - ამბობდა ის. ამ სასწაულში დაბრუნდა პარიზიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდა და დღესასწაული მოუწყო აქაურებს. პარიზიდან სთხოვდნენ, იქნებ ჩამოხვიდე და გამოფენა მაინც მოაწყოო. "თქვენ ჩამოდით საქართველოში, მე აქ სასწაულს გაზიარებთო", - პასუხობდა.


გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი


მისი ხასიათის მთავარი თვისება სიმართლისმოყვარეობა და უშიშრობა იყო.ელენე გახლდათ ძალიან ტემპერამენტიანი. მეამბოხე და რაც მთავარია ,ორიგინალური ადამიანი. ძალიან ხელგაშლილი და ქველმოქმედი იყო. ხელოვან ბავშვებს საახალწლოდ თავის დარბაზს უთმობდა.თვეობით მასთან ცხოვრობდნენ ნათესავები ან მეგობრის მეგობრები.მისი კარი არასდროს იკეტებოდა და ამიტომ მარტო არასდროს იყო .ადამიანების დახმარება მისთვის ერთგვარი მოვალეობა იყო.რა თხოვნითაც უნდა მოსულიყვნენ მასთან,თავის საქმეს მიატოვებდა და გაჰყვებოდა დასახმარებლად. მისთვის მთავარი ხნეობრივი ღირებულებები გახლდათ.დაუშრეტელი ენერგიის წყალობით გარიჟრაჟიდან დაღამებამდე შეეძლო შრომა,სამუშაო დღე იწყებოდა ელენე ახვლედიანის სახელოსნოში დილის 6 საათიდან... მართალია,შვილები არ ჰყავდა,მაგრამ მასში იმდენად იდო დედის პოზიცია,რომ უამრავ ადამიანს უნაწილებდა მზრუნველობასა და სიყვარულს.მას უზომოდ უყვარდა ბავშვები და მათთან ურთიერთობა.დრო გადიოდა..ხანდახან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა ..სწორედ ასეთ დროს უთქვამს:’ძალიან მშვენიერია თბილისი,მე კი მგონი, მივიდარო“.გული ნამდვილად სწყდებოდა.არ უნდოდა განშორება ქალაქთან,რომელასაც არასოდეს არც ერთ ქალაქში არ გაცვლიდა.’მშვენიერია პარიზი,მაგრამ თბილისი სასწაულია’-ამბობდა ის.1975 წლის 30 დეკემბერს,თბილისში, ელიჩკა გარდაიცვალა...ზუსტად ამ დღეს მისი ინიციატივით მოეწყო მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა ფინანსთა სამინისტროს შენობაში.სიტყვით გამოსვლის დროს მხატვარი მოულოდნელად ჩაიკეცა."მოკვდა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეფერებოდა სიკვდილი..მისივე თაოსნობით მოწყობილი გამოფენის დახურვის დროს,თავის მეგობრებისა და პატივისმცემლების წრეში,როცა მადლობისა და სიყვარულის სიტყვებით მიმართავდა საზოგადოებას,უცებ ჩაიკეცა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,რომ გრძნობაზე არც მოსულა.წავიდა სიხარულის წუთებში .."ზამთრის ხატვა უყვარდა, თეთრ, სპეტაკ თოვლს ხატავდა, სწორედ ისეთს, როგორიც მიაჩნდა, რომ ადამიანის სული უნდა ყოფილიყო. უმძიმესი წლები ამ თოვლის სისპეტაკით გაიარა, არავინ ჩაუშვია და არავისთვის შეშინებია გამარჯობის თქმის, იმათ კი, ვინც იდეოლოგიით სხვებს ავიწროებდა, ვაჟკაცურად აგინებდა.

გზა მწვერვალებისკენ :ელენე ახვლედიანი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

8


  • Mari.♫ თქვა:
    6 ივნისი 2013 21:05 - ID: 8,
    სიტყვები არ მყოფნის, არაჩვეულებრივი ნიუსია.ადამიანს, რომ არ უყვარდეს ეს შემოქმედი, ამ სიახლის შემდეგ აუცილებლად შეუყვარდებოდა. არ ვიყავი ინფორმირებული ელენე ახვლედიანის ცხოვრების შესახებ, ახლა კი დიდი მადლობა შენ, ავტორო :))

  • elga თქვა:
    4 ივნისი 2013 14:09 - ID: 7,
    ყოჩაღ თაკო ისევ და ისევ არაჩვეულებრივი ნიუსი მართლაც არაჩვეულებრივი გოგო ხარ. სასიამოვნო ნიუსი იყო.
    ელენე უბრალოდ ადამიანი იყო ჯერ პიროვნულად ადამიანი და მერე უდიდესი ნიჭის პატრონი. მისი ნამუუშევრები გხიბლავს ყველას . როგორი საყვარელი და თბილი ქალი იყო სახეზეც ერთი შEხედვით ეტყობა. მისი ნამუსევრები ხო საყოველთავოდ ცნობილია ერთი ადამიანიც არ არსებობს მგონი რომ არ გაეგო ვინ იყო ელენე ახვლედიანი.

  • kathryn happyborn თქვა:
    3 ივნისი 2013 16:19 - ID: 6,
    ყოჩაღ ავტორო!ძალიან სასაიმოვნო , ამომწურავი სტატია იყო)!

  • tako_takunebi თქვა:
    3 ივნისი 2013 14:18 - ID: 5,
    მეამაყება! არაჩვეულებრივი ნამუშევრები აქვს love

  • Ana smiley თქვა:
    3 ივნისი 2013 01:19 - ID: 4,
    როგორ მახსოვს ბავშობაში უბრალოდ არაჩვეულებრივი ფოტო და სურათის ბოლოს წარწერა ელენე...მკაფიოთ ჩამრჩა მეხსიერებაში შეუძლებელი არ გიყვარდეს მისი შემოქმედება love

  • bibi თქვა:
    2 ივნისი 2013 19:31 - ID: 3,
    ვაიმეეე აი ასეთი სიახლეები მიყვარს მე ♥♥♥

    ______________________________

    My Webpage Creatiuli.Com

  • Hermione...♥ თქვა:
    2 ივნისი 2013 18:45 - ID: 2,
    თაკო, კვლავ მოახერხე ჩემი აღფრთოვანება მორიგი შესანიშნავი ნიუსით love
    ელენეზე ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ სიამოვნებით გადავიკითხე მოცემული ინფორმაცია და თვალი გადავავლე მის ფერწერულ ნამუშევრებს, რომელთა ყურებაც არასდროს მომბეზრდება. აი, სურათების უმეტესობა კი ნანახი არ მქონდა და ჩემთვის მართლა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათი დათვალიერება.

  • Johnny depp თქვა:
    2 ივნისი 2013 18:10 - ID: 1,

    მეგონა წერა დამავიწყდა ;დ
    ნახატების გარეშეც მიყვარს, იმდენად კარგი ადამიანია უბრალოდ
    მინდა ვიკითხო უფრო მეტი და მეტი ბიოგრაფია მის შესახებ.
    ამ ბმეზრდები ელენე! love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top