;

18 June 2013      MaRihanna     Views 4369    
Category: Fun, Interesting

როგორ ვიგრძნოთ თავი ლამაზად - მაკიაჟის გარეშე
How to feel beautiful - without makeup

საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებთ
"მას აქვს ჩემზე კარგი სხეული, ის უკეთესად გამოიყურება ამ კაბაში, მას ჩემზე კარგი კარიერა აქვს" - საკმარისია!
შეწყვიტეთ საკუთარი თავის შედარება სხვებთან. შეეცადეთ იპოვოთ ის რაღაცები, რაც თქვენს თავში მოგწონთ - ეს უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგძენთ. თქვენ მალევე შეწყვეტთ თქვენი თავის შედარებას სხვებთან და დატკბებით თქვენი ცხოვრებით.

გაიღიმეთ
არაფერია იმაზე მიმზიდველი, როგორც ბედნიერებისგან გაბრწყინებული ღიმილი! დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ქალს უხდება ღიმილი.

გააფერადეთ თქვენი გარდერობი
ზაფხული მოვიდა და დროა გააფერადოთ თქვენი გარდერობი! შავი სამოსი შეამცირეთ და ჩაანაცვლეთ ის ფერადით.

შეასრულეთ თქვენი საყვარელი ვარჯიშები
იპოვეთ თქვენი რჩეული ვარჯიში და აკეთეთ ის.
How to feel beautiful - without makeup

გაატარეთ დრო მეგობართან, რომელიც ბედნიერს გხდით
გარემო ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ უმჯობესია, რომ გაატაროთ დრო მხიარულ ადამიანების გარემოცვაში და თქვენც კარგად იგრძნობთ თავს!

იზრუნეთ სახის კანზე!
ყველაზე მთავარი ადამიანის გარეგნობაში ალბათ მაინც სახის კანია. რა სჯობს ლამაზ, სუფთა კანს? არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და გააკეთეთ ნიღბები სახლის პირობებში.
რამოდენიმე ნიღაბი, რომელსაც ნამდვილად კარგი შედეგი აქვს. (იცოდეთ, რომ თუ აკნე გაქვთ მაშინ აუცილებლად ექიმის დახმარებას საჭიროებთ)

1. კვერცხის ცილა გამოაცალკევეთ გულისგან. ცილა ათქვიფეთ ჩანგლით მანამ, სანამ არ აქაფდება. სანამ ამ მასაც სახეზე წაისვამთ, დარწმუნდით რომ კანი სუფთა გაქვთ. კვერცხის ცილა სახეზე გაიჩერეთ 15 წუთი(სანამ არ გახმება). ჯერ სველი პირსახოცით მოიშორეთ, შემდეგ კი მშრალით.

2. 1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს + 1 სუფრის კოვზი სოდა. გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ.

3. კანს გაგიჯანსაღებთ კიტრის ნაჭრები. გარეცხეთ და დაჭერით კიტრი თხლად, დაიდეთ რგოლები სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ამ დროის განმავლობაში კანი შეიწოვს კიტრის წვენს. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
How to feel beautiful - without makeup

4. გახეხეთ უმი კარტოფილი, დაუმატეთ ერთი კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. გაიჩერეთ 15-20 წთ.

5. კანისთვის საუკეთესო საშუალებაა გახეხილი სტაფილოს ნიღაბი, რომელიც საკმაოდ მარტივია. უბრალოდ გახეხეთ სტაფილო და გაიჩერეთ 20 წუთით. თუ 1 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ამ ნიღაბს გაიკეთებთ, თქვენი კანი გაუმჯობესდება და უფრო ლამაზი გახდება.

6. გამწმენდი: 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენს დაუმატეთ ჭიქის მეოთხედი წყალი (პატარა ზომის).

იძინეთ !
სილამაზისთვის აუცილებელია ძილი. ამიტომ ეცადეთ, რომ 8-9 საათი მაინც იძინოთ. რადგან ნაკლები ძილის შემთხვევაში ეს ყველაფერი თქვენს გარეგნობაზე უარყოფითად აისახება.

და ბოლოს, იცოდეთ, რომ ყველა ქალში არის სილამაზე, მთავარია რომ იზრუნოთ და გიყვარდეთ საკუთარ თავი.
How to feel beautiful - without makeup


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top