;

21 June 2013      Britain     Views 1077    
Category: Fun, Interesting


ბრწყინვალე მაიამი ჰითის (Miami Heat) დამარცხება სახელოვანმა სან ანტონიო სპურსმაც (San Antonio Spurs) ვერ შეძლო. ულამაზესი თამაშით, მაიამიმ ზედიზედ მეორედ, კლუბის ისტორიაში კი მესამედ მოიპოვა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონობა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოსკენ, ფლორიდელებმა ძალა მოიკრიბეს და მაქსიმუმი აჩვენეს, რაც შედეგშიც გამოჩნდა. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ლეგენდარული, ლებრონ ჯეიმსი დასახელდა. დღევანდელი თამაშის შედეგად, ჰითი ლეიკერსის შემდეგ გახდა გუნდი, რომელიც ზედიზედ ორი წელია, რაც ჩემპიონობას არავის უთმობს. ასევე მაიამი ჰითი გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც შეძლო NBA-ს ფინალში სპურსი დაემარცხებინა.


თამაშის შემდეგ გაკეთდა განცხადებებიც. მაგალითად, მოგებით გახარებულმა დუეინ უეიდმა თქვა : „სან ანტონიო სპურსი“ შესანიშნავია და მათ გამო ეს სერია ჩვენს კარიერაში ყველაზე რთული სერია იყო. ძალიან დავიღალეთ, ტეხასელებმა მართლაც უდიდესი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მაგრამ „ჰითმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ, უძლიერესია“.
რაც შეეხება გრეგ პოპოვიჩს, მან განაცხადა : „მართლაც ბრწყინვალე სერია გამოგვივიდა. დავიფიცებ, რომ წაგების მიუხედავად, უკმაყოფილო მაინც არ ვარ. რა თქმა უნდა, საბოლოო წაგებით ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ უძლიერეს გუნდთან დავმარცხდით. ჩემმა ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, 100 პროცენტით დაიხარჯნენ და მათ მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს“.











Miami Heat კვლავ ჩემპიონიაMiami Heat კვლავ ჩემპიონიაMiami Heat კვლავ ჩემპიონიაMiami Heat კვლავ ჩემპიონიაMiami Heat კვლავ ჩემპიონიაMiami Heat კვლავ ჩემპიონია




Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top