;

21 June 2013      Hermione...♥     Views 6051    
Category: Fun, Interesting

ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება

ექვსი დედმამისშვილიდან მეორე, ერნესტ მილერ ჰემინგუეი ქვეყნიერებას 1899 წლის 21 ივლისს მოევლინა, ცხოვრების ადრეული წლები კი ჩიკაგოს გარეუბანში გაატარა. მისი მშობლები კონსერვატორული ხასიათითა და რელიგიური ფუნდამენტალიზმით გამოირჩეოდნენ, თავიანთ შვილებს ყოველგვარი სახის გართობას უკრძალავდნენ და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მკაცრადაც სჯიდნენ. მოგვიანებით უკვე ნობელი პრემიის ლაურეატმა მწერალმა გაბედულად გააკრიტიკა თავისი დედ-მამა ეთიკის ნორმებისადმი ზღვარგადასული ერთგულების გამო. არაორდინალურად ნიჭიერ ბიჭუნას წერისადმი მიდრეკილება მცირე ასაკში გამოუვლინდა და 17 წლის იყო, როდესაც მისმა ნაშრომებმა მზის სინათლე პირველად იხილეს.
ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება
სკოლის დამთავრების შემდეგ, მამამისს სურდა, რომ ერნესტს უმაღლესი განათლება მიეღო, მაგრამ ახალგაზრდა ყმაწვილი სამხედრო სამსახურსა და მწერლობაზე ოცნებობდა. ამ გარემოებამ მამა-შვილს შორის განხეთქილება ჩამოაგდო როს შემდეგაც ერნესტმა მშობლების სახლი დატოვა და Kansas City Star-ის რეპორტიორად დაიწყო მუშაობა. სწორედ რეპორტიორად მუშაობის წლებში შეიმუშავა ჰემინგუეიმ წერის საკუთარი, "აისბერგის" პრინციპი, რომლის დამსახურებითაც, როგორც აისბერგი ზედაპირზე მცირე ზომის ჩანს, წყალქვეშ კი უზარმაზარია, ისე მწერლის ნაშრომთა უმეტესობა მცირე მოცულობითა და მარტივი ლექსიკით გამოირჩევა, მაგრამ მათ მიღმა საოცრად დიდი სიბრძნეა. აღსანიშნავია, რომ ბევრს ვერ გამოჰქონდა აზრი ჰემინგუეის "სიტყვაძუნწი" ნაშრომებიდან და ამის გამო ავტორს უამრავ უსამართლო ბრალდებასაც უყენებდნენ.
ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება
ჰემინგუეი პირველ მსოფლიო ომში სასწრაფო მანქანის მძღოლად მუშაობდა. ერთ-ერთი გამოძახების დროს, მან მუხლი დაიზიანა, რის გამოც მილანში მდებარე ლაზარეთში ამოყო თავი. იქ ყოფნისას მწერალს ექთანი, სახელად აგნეს ფონ კუროსკი შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მათ საკმაოდ ლამაზი სიყვარულის ისტორია აკავშირებდათ, რომელიც შემდგომში ჰემინგუეის ერთ-ერთ შედევრს, "მშვიდობით, იარაღოს" (A Farewell to Arms) დაედო საფუძვლად.
ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება
აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, ჰემინგუეიმ ჟურნალისტური კარიერა გააგრძელა და სულ მალე ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონზე დაქორწინდა. წყვილს ვაჟიც შეეძინათ, მაგრამ მალევე დაშორდნენ, რადგან მწერალმა მეუღლეს პაულინ პფაიფერთან უღალატა. ჰემინგუეი ამჯერად პფაიფერზე დაქორწინდა, რომელთანაც კიდევ 2 შვილი ეყოლა, მაგრამ 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მასაც დაშორდა რათა მორიგ საყვარელზე, მარტა გელჰორნზე დაქორწინებულიყო. მესამე ქორწინებამ 10 წელი გასტანა და წინა ორის მსგავსად ისიც მწერლის ღალატის გამო დაინგრა. ჰემინგუეი მეოთხედ მერი უელშზე დაქორწინდა, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

ჰემინგუეისა და ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონის ქორწილის ფოტო

ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება

მწერალი პაულინ პფაიფერთან ერთად

ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება

მარტა გელჰორნთან ერთად

ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება

მერი უელშ ჰემინგუეისთან ერთად

ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება

1927 წელს ჰემინგუეიმ გამოაქვეყნა მინიატურა "გორაკები როგორც თეთრი სპილოები" (Hills Like White Elephants), რომელის შესულია მის მინიატურათა კრებულში სახელწოდებით "მამაკაცები უქალებოდ" (Men Without Women). ამ ნაშრომში მწერალმა ბევრი ელემენტი შეიტანა თავისი პირადი ცხოვრებიდან (განსაკუთრებით საგულისხმოა მისი კრახი ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობების დამყარებაში). ის ალუზიები და შეფარული სიმბოლოები, რომლებიც მინიატურაში შეგხვდებათ, "აისბერგის" პრინციპის საუკეთესო ნიმუშებია. 1952 წელს გამოვიდა ჰემინგუეის მორიგი შედევრი, "მოხუცი და ზღვა" (The Old Man and the Sea), რომლისთვისაც მწერალს ნობელის პრემია გადასცეს.
ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება
ერნესტ ჰემინგუეიმ, რომელმაც მოიპოვა არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია, შექმნა ასობით ჟურნალისტური პუბლიკაცია, პროზაში შემოიტანა წერის ახლებური - "აისბერგის" პრინციპი და მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ომში, 1961 წლის 2 ივლისს, 61 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მწერალს მენტალური პრობლემები შეექმნა და სწორედ ამ გარემოებამ მიიყვანა იგი საბედისწერო ნაბიჯამდე.
ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება

გამონათქვამები:

-საუკეთესო საშუალება იმის გასარკვევად სანდოა თუ არა კონკრეტული პიროვნება, არის მისი ნდობა.

-განათლებული ხალხი განსაკუთრებით ბედნიერებასაა მოკლებული.

-თავს ბედნიერად მხოლოდ მძინარე ვგრძნობ, რადგან როცა მღვიძავს, ჩემი ცხოვრება უფსკრულისაკენ მიექანება.

-მორალური ის ქმედებაა, რომლის ჩადენის შემდეგაც სინდისი არ შეგაწუხებს.

-შეიძლება ადამიანი განადგურდეს, მაგრამ არ დამარცხდეს.

-წიგნები ადამიანის უერთგულეს მეგობრებს წარმოადგენენ.

-ნაწარმოების წერისას მწერალმა უნდა ასახოს არა პიროვნების, არამედ ხალხის რეალური სახე. ლიტერატურაში პიროვნება კარიკატურაა, რომელსაც სინამდვილესთან არაფერი აკავშირებს.

-სიმამაცე ზეწოლის ქვეშ ღირსების შენარჩუნებაა.

-როდესაც ძლიერი ადამიანის ცხოვრება ინგრევა, ეს ადამიანი ნანგრევებზეც კარგად სახლდება.

-სხვებთან შედარებით მხოლოდ ის უპირატესობა გამაჩნია, რომ მოსმენის კულტურას კარგად ვფლობ.

-მთელი ამერიკული ლიტერატურა მომდინარეობს მარკ ტვენის ნაწარმოებიდან სახელწოდებით "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი".

-ადამიანმა ცხოვრებაში უამრავი ტკივილი უნდა გამოიაროს იმისთვის, რომ სასაცილო ნაწარმოების დაწერა შეძლოს.

-საკუთარ თავს პროზის არქიტექტორად მივიჩნევ.

-არასოდეს ამირჩევია თემები, რომლებზეც ჩემი ნაწარმოებები ავაგე. ამ თემებმა მე ამირჩიეს, რომ ისინი საბეჭდი მანქანით ქაღალდზე გადამეტანა და ხალხისთვის გამეზიარებინა.

-ნააზრევის ფურცელზე უმარტივესი ენით გადმოტანა ჩემი ცხოვრების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.


ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებითი ცხოვრება


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top