;

26 June 2013      salome0789     Views 11192    
Category: Fun, Interesting, Films, Movies

ამ ზაფხულს ჰოლივუდის თვალები მიმართული იქნება ისეთ ბეჰემოტებზე, როგორიცაა ,,რკინის კაცი 3“, ,, ვარსკვლავური გზა“ და ,,წყნარი ოკეანის საზღვარი“, მაგრამ ამ თვეების უფრო მნიშნველოვნად გამოყენება შეგვიძლია. გთავაზობთ 15 მიზეზს გონიერმა კინომოყვარულემა უკანმოუხედავად რატომ უნდა ნახოს შემდეგი ართ-ჰაუზ ფილმები.

"Frances Ha"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

რეჟისორი Noah Baumbach-ი კიდევ ერთხელ შეუერთდა ,,გრინბერგის“ (Greenberg) ვარსკვლავს გრეტა გერვიგს, მომხიბველელი ისტორიით მოუწესრიგებელი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც ცდილობს გახდეს ,,ნამდვილი ადამიანი“









"Stories We Tell"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

კანადელმა მსახიობმა სარა პოლმა რეჟისორობაც მოირგო. მისი დებიუტი დოკუმენტური ფილმია თავისი ოჯახის ძველი ისტორიის და ფარული საიდუმლოებების შესახებ.









"Before Midnight"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

ცნობილი სასიყვარულო რომანი გრძელდება, ჯული დელფის და ეთან ჰოუკის ყველასთვის საყვარელი წყვილი ფილმებიდან ,,მზის ამოსვლამდე“ და მზის ჩასვლამდე“ ამჯერად საბერძნეთში ხვდება ერთმანეთს და სიყვარულისთვის კიდევ შეზღუდული დრო აქვთ, მხოლოდ შუაღამემდე. ბევრამა მიმომხილველმა სანდენსის და ტრიბეკას ფესტივალებზე აღნიშნა, რომ "Before Midnight" საუკეთესოა სამეულს შორის.









"We Steal Secrets: The Story of WikiLeaks"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

ოსკაროსანმა Alex Gibney -მმა გადაიღო ფილმი ვიკილიქსის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟზე. თვითონ ასანჟმა ფილმი ცუდი სიტყვებით შეამკო, მაგრამ ფილმი დადებითად არის შეფასებული.









"Much Ado About Nothing"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო


სატელევიზიო პროექტების და ,,შურისმაძიებლების“ (Avengers) შემდეგ ჯოს უედონმა გამოყო დრო შავ-თეთრი შექსპირისეული პიესისთვის. ,,პირველი თანამედროვე შექსპირი ბაზ ლურმანის ,,რომეო და ჯულიეტას“ შემდეგ“ აღნიშნავს Guardian-ი.









"The Bling Ring"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

MTV Movie Awards-მა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფილმის ინდი სტატუსს, რომელიც თინეიჯერების სიგიჟეებს ასახავს. მაგრამ ჩვენ მათ შორის არ ვართ, ვისაც ახსოვს როგორ გახდა სოფია კოპოლა უკომპრომისო ინდი ფილმების შემქმნელი “Lost in Translation” და “Somewhere”-ს შემდეგ.









"Violet & Daisy"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

ალექსის ბლედელი (“The Gilmore Girls”) და სირშა რონანი (“The Lovely Bones”) გვევლინებიან მკვლელი თინეიჯერების როლში. ფილმი სტილის, ძალადობის, კომედიისა და სურიალიზმის კომბინაციას წარმოადგენს. ოსკაროსანი სცენარისტი Geoffrey Fletcher-ი (“Precious”) თავის რეჟისორულ დებიუტში მთლიანად გარდაიქმნა არაორდინალურ და პროვოკატიულ რეჟისორად.










"I'm So Excited!"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

"I'm So Excited!" პედრო ალმადოვარის ეროტიული კომედიაა ავიალაინერის მგზავრების შესახებ. ფილმი, ალმადოვარის სხვა ფილმებისგან განსხვავებით, არ არის ისეთი სრულყოფილი, მაგრამ დიდი და საკმაოდ უცნაური გამოძახილია.










"The Way, Way Back"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

არიან კი ის ბიჭები კარგები, რომლებმაც მიიღეს ოსკარი ,,შთამომავლებისთვის“ (The Descendants) რეჟისორის და სცენარის ავტორის ალექსანდრ პეინის გარეშე? სანდენსის ფესტივალიდან რეპორტაჟები იტყობინება, რომ არიან და თანაც შესანიშნავნი.











"Only God Forgives"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

რაიან გოსლინგმა სცენარს უწოდა ,,ყველაზე უცნაური რამ, რაც კი წამიკითხავს“, მაგრამ მისი მეორედ თანამშრომლობა ,,დრაივის“ რეჟისორთან, ნიკოლას ვინდინგ რეფნთან, თუ ისეთივე ამაღელვებელი და ვისცერალურია, როგორიც პირველის, მაშინ ,,უცნაური“ კარგი ყოფილა. იმედი დიდია, ის კანის კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა.










"Blue Jasmine"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

ეს შეიძლება იყოს ვუდი ალენის ჰიტი, როგორიც ,,შუაღამე პარიზში“ და ,,რომი სიყვარულით“. მაგრამ “Blue Jasmine” არის წლების მანძილზე პირველი ალენის ფილმი, რომელიც გადაიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ქასთიც დამაინტრიგებელია: Alec Baldwin, Cate Blanchett, Louis C.K., Andrew Dice Clay, Sally Hawkins, Peter Sarsgaard და Michael Stuhlbarg.










"Fruitvale Station"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

იშვიათი ფილმი, რომელმაც მიიღო ორივე Grand Jury Prize და the Audience Award სანდენსის კინო ფესტივალზე.









"The Spectacular Now"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

James Ponsoldt-ის ფილმი საშუალო სკოლელების შესახებ სასაცილოცაა და ამაღელვებელიც, Miles Teller -ის და Shailene Woodley-ის შესანიშნავი თამაშის წყალობით.










"Austenland"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

თითქოს ,,საშიში კინოს“ სტილისტირებული და ჩვეულებრივი რომანტიკული ფილმის ელფერი დაჰკრავს, მაგრამ Jerusha Hess-ის “Austenland” არის ისეთივე ცბიერი, როგორიც სულელი. ქერი რასელი და ჯენიფერ ქულიჯი დაგიმტკიცებენ ჯეინ ოსტინის ფანტაზიური სამყაროს და რომანტიკული კომედიის სიცილის ინტოქსიკურობას.









"Ain't Them Bodies Saints"

15 ფილმი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

ბენ ფოსტერი მონაწილეობს ციხიდან გაქცეული დამნაშავის როლში.მის გმირს უამრავი ტანჯვის გამოვლა მოუწევს, იმისთვის რომ შეხვდეს ცოლს და ქალიშვილს. ცოლის როლს რუნი მარა ასრულებს.





Category: Fun, Interesting, Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top