;
4 ივნისი 2014      Ann_J     29 კომენტარი     ნანახია 20331-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

აუცილებლად ჩართეთ მუსიკა]


როგორ უნდა გაატაროს მოზარდმა ზაფხული? ეს კითხვა აწუხებს თითქმის ყველას მათ შორის აქტუალურად კი სკოლადამთავრებულებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ჩვენ ხომ მთელი წლის განმავლობაში ველოდებოდით ზაფხულის საოცნებო არდადეგებს. ალბათ თითოეულ თქვენგანს ხანგრძლივი სასწავლო პერიოდის განმავლობაში აზრად მოუვიდა არაერთი იდეა და ჩანაფიქრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
უპირველესყოვლისა შეეცადეთ გაიხსენოთ ყველა ის გადადებული საქმე, რომლის შესრულებასაც სწავლისა და გადატვირთული სამუშაო დღის გამო ვერ ახერხებდით. წინააღმდეგ შემთხვევაში თუკი თქვენ არ გაქვთ არანაირი გეგმა ჩვენ დაგეხმარებით ამ პრობლემის მოგვარებაში

ალბათ ზოგიერთი თქვენგანისთვის ზაფხული სხვადასხვა რამესთან ასოცირდება: სპორტით დაკავება, სანაპიროზე რუჯის მიღება, გართობა, საინტერსო წიგნების კითხვა და სასურველი ფილმების ნახვა, მაგრამ როდეაც რეალურად მოვიდა ამ ყოველივეს გაკეთების დრო ჩვენი მიზნები და გეგმები ნელ ნელა გაიფანტა. საბოოლოდ კი უსაქმურად ვსხედვართ კომპიუტერის ეკრანებთან და ვცდილობთ მისი საშუალებით დრო მოვკლათ. სანატრელი არდადეგები გადაიქცა მოსაწყენ და ერთფეროვან დღის წესად. როგორ გავატაროთ ზაფხული მხიარულად და საინტერესოდ? მოდით ერთად შევადგინოთ საოცნებო ზაფხულის გეგმა.
თავდაპირველად აუცილებელია გავიხსენოთ საინტერესო და განუხორციელებელი ჩანაფიქრები. არ არის საგანგაშო თუ მაშინვე არაფერი მოგაფიქრდებათ.
როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

გამოიჩინეთ შეუპოვრობა და წარმოიდგინეთ თავი მომავალში. რითი გსურთ რომ დაკავდეთ, რისი გაკეთებაა იმისთვის საჭირო რომ გაიუმჯობესოთ თქვენი არსებული მდგომარეობა. ჩამოწერე ყველა იდეა განცალკევებულ ფურცელზე და ყოველდღე ადევნე თვალყური . დროთა განმავლობაში შენ შეავსებ ან შეცვლი მას. შეეცადეთ ყოველდღიურად აკეთოთ რამდენიმე სასარგებლო საქმე და გამოყოთ გარკვეული დრო დასვენებისთვის. საჭიროა თქვენი დღე დაყოთ და დაგეგმოთ : გასაკეთებელი საქმე და დროის კარგად გატარება. თქვენს ნაცვლად ხომ არავინ იზრუნებს ამაზე. უჯობესია თუ საღამოობით ჩამოწერთ ხვალინდელი დღის გეგმას, მაგრამ თუ ეს რთულად გეჩვენებათ მაშინ თქვენთვის კარგი მაგალითი გახდება შემდეგი გეგმა "დილით მოვაწესრიგებ ოთახს და წავიკითავ წიგნის პირველ თავს საზაფხულო სიიდან. სადილამდე დავკავდები სპორტით ხოლო შუადღისას მოვინახულებ მეგობრებს. საღამო მშვენიერი დროა იმისთვის რომ უყუროთ რაიმე ფილმს." ეს უბრალოდ ზოგადი მაგალითი იყო დღის გეგმისა. მისი შემუშავება კი ყველას ინდივიდუალურად შეგიძლიათ

საქმისა და გართობის სია, რომელიც მოზარდს დაეხმარება ზაფხულის სასიამოვნოდ გატარებაში.

გავიჩინოთ ახალი მეგობრები – კომუნიკაცია, ახალი ურთიერთობები და მეგობრები. მათი შეძენა ზაფხულში უფრო ადვილია. შენ გაქვს თავზესაყრელი დრო საინტერესო ურთიერთობებისთვის. მოიფიქრე სად შეიძლება წახვიდე მეგობრებთან ერთად. გატარებული დრო კი შესაბამისად უნდა იყოს სასიამოვნო და დასამახსოვრებელი. შესაძლოა თქვენი ნაცნობობა ადამიანებთან დროთა განმავლობაში ხანგრძლივ მეგობრობად ჩამოყალიბდეს.
როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

სწავლა! _ისევ? კი, კი! – თუ შენ სასწავლო პერიოდის განმავლობაში მრავალ სირთულეს აწყდებოდი, ზაფხული არის შესანიშნავი საშუალება ამის გამოსასწორებლად. სწავლისთვის სულ რაღაც რამდენიმე საათი კვირაში დაგეხმარება გაიუმჯობესო გონებრივი შესაძლებლობები. ალბათ ამ რჩევას მნიშვნელოვან ყურადღებას არ მიაქცევთ მაგრამ მერწმუნეთ რომ ამისთვის მცირე დროის გამონახვა თქვენთვის უმჯობესი იქნება.

მივიღოთ რუჯი – რასაკვირვველია, ერთ–ერთი საყვარელი საქმე ზაფხულობით არის რუჯის მიღება და ცურვა. ოქროსფერი კანი თქვენ უფრო ლამაზსა და მიმზიდველს გხდით საპირისპიო სქესის წარმომადგენლებისთვის. თუმცა ესეც რომ არ გავითვალისწინოთ რუჯის დახმარებით თავს უფრო თავდაჯერებულად და სასიამოვნოდ ვგრძნობთ.
როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

გამოვიმუშავოთ საკუთარი თანხა – თუ შენ მაინც გრჩება ბევრი თავისუფალი დრო და გაქვს სურვილი შეიგრძნო ფინანსური დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა მოძებნო შენთვის შესაბამისი სამუშაო. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აამაღლებს თქვენს თვითშეფასებას ხოლო მშობლებისა და მეგობრების თვალში ერთი საფეხურით მაღლა აიწევთ. არ ითაკილოთ პრიმიტიული საქმეები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო მოზარდისთვის მიუწვდომელია. რაც მთავარია კი ეს დაგეხმარებათ გადადგათ ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ.

გაერთე! – ყოველდღიურ სიაში საჭიროა არ დაგავიწყდეთ რომ აუცილებელია გარკვეული დრო დაუთმოთ გართობას (ალბათ ეს არც გავიწყდებათ) ამ საკითხში ყველა ინდივიადუალურია თუმცა იმაზე კი შევჯერდებით რომ მეგობრებთან ერთად დროის გატარება და ხალისი საუკეთესო გართობაა. მოაწყვეთ პიკნიკები, ჩაატარაეთ საყვარელი ფილმის სეანსი , თუმცა თქვენ უკეთ იცით რა გსურთ თქვენ და თქვენს მეგობრებს.
როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

წავიკითხოთ რამდენიმე საინტერესო წიგნი – თანამედროვე სამყაროში ცოტა თუ კითხულობს წიგნს სურვილის შესაბამისად. თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ სულიერი საზრდოსა და სიმშვიდისთვის ეს ერთ–ერთი და უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. იმისათვის რომ იყოთ საინტერესო პიროვნება, შეგეძლოთ ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად მსჯელობა, საჭიროა ვიკითხოთ წიგნები ჩვენი ინტერესებისა და სურვილების მიხედვით. ამას გარდა, დღესდღეობით გაქვთ საშუალება იკითხოთ ყოველთვის და ყველგან.
როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

ზაფხული ბუნებაში – შენ ძალიან გაგიმართლა, ალბათ იმათ ძალიან შეშურდებათ შენი ვისაც დარჩენა "ცხელ" ქალაქში უწევს. ისიამოვნე სუფთა ჰაერით და შესანიშნავი გარემოთი. ასეთ პირობებში კი საინტერესო საქმის პოვნა არ გაგიჭირდება. ითევზავე, ისეირნე ველოსიპედით, გაერთე მეგობრებთან ერთად მდინარზე. დაეხმარე ბებოს სამეურნეო მრეწველობაში. და რა თქმა უნდა იკითხე წიგნები. ბუნება ხომ არის იდეალური ადგილი ამ პროცესის განსახორციელებლად.
სიგრილე, ჰამაკი, კარგი გარემო და წიგნის თავგდასავლები.
როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

ზაფხული ზღვაზე – მზე, სანაპირო, მხიარული მეგობრები – კიდევ უფრო გაგიმართლა თუ არდადეგების გატარება სანაპიროზე გიწევს. მაგრამ არ არის აუცილებელი მთელი დღეები ეფიცხებოდეთ მზეს. თქვენ გაქვთ მრავალფეროვანი "მენიუ". ამიტომ არ შეგაწყენთ თავს მათ ჩამოთვლაში ალბათ არც გესაჭიროებათ იმის თქმა რომ სანაპირო დაკავშირებულია კლუბებთან და "გლამურულ" ცხოვრებასთან
როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

როგორ გავატარე ♡ ზაფხული
იმისათვის რომ კითხვა "რით გავერთო ზაფხულის არდადეგებზე და როგორ გავატარო დრო" აღარ გაწუხებდეთ საჭიროა გადადგათ ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯი. იმედია ეს სტატია მცირე გავლენას მაინც მოახდენს თქვნზე და არ მოგცემთ იმის საშუალებას რომ უაზროდ გაფლანგოთ ეს შესანიშნავი დრო. ზაფხულის ბედნიერად და წარმატებით გატარებას გისურვებთ!

როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

29


  • flyamoki თქვა:
    13 ივლისი 2014 03:19 - ID: 29,
    qutassihi samushao srulwlovnebistvis araa da 17 wlis mozardz damixataven

  • keti glambert თქვა:
    7 ივნისი 2014 11:40 - ID: 27,
    ციტატა: mariami.P
    საინეტესო სიახლეა.. როგორც სხვებს მეც ძალიან გამიხარდება თუ კონკრეტულ წიგნებზე და ფილმებზე დადებთ სიახლეს

    მე ნამდვილად ვეთანხმები ... ჯობს კონკრეტულ წიგნებზე და ფილმებზე დადო სიახლე ძალიან სახალისოო იქნება და უფრო დაგვეხმარებიი ...! სიახლე მართლა კაია.!

  • beonce თქვა:
    7 ივნისი 2014 02:24 - ID: 26,
    კარგი ნიუსი იყო.მიხარია ზაფხული და უამრავი თავისუფალი დრო.როგორც იქნა,მომეცა შესაძლებლობა უფრო მეტი დრო დავუთმო მეგობრებს,წიგნებს და ფილმებს.კარგია!!! <3

  • mariami.P თქვა:
    2 ივლისი 2013 21:20 - ID: 25,
    საინეტესო სიახლეა.. როგორც სხვებს მეც ძალიან გამიხარდება თუ კონკრეტულ წიგნებზე და ფილმებზე დადებთ სიახლეს

  • )))))))) თქვა:
    2 ივლისი 2013 15:15 - ID: 24,
    აუ ეს ყველაფერი კი კარგია წაიკითხავ და რაღაც ენთუზიაზმი გიპყრობს და გგონია ყველაფერს გააკეთებ მაგრამ ეს სიხალე მალევე გავიწყდება და ჩვეულ რიტმში აგრძელებ ზაფხულის უაზროდ გატარებას

    ამიტომ ცოტა კონკრეტული სიახლე დადეთ, ანუ მიუთითეთ რა წიგნები უნდა წავიკითოთ ან რა ფილმებს გვირჩევთ და აასე შემდეგ

  • ani:) თქვა:
    29 ივნისი 2013 15:12 - ID: 23,
    იმედია კარგად გავერთობი მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება ოქტომბერში გამოცდები მაქვს და ზაფხულშიც უნდა ვიმეცადინო ეხლაც მასწავლებლებთან დავდივარ და ევრ წავედი სოფელში no

  • beonce თქვა:
    28 ივნისი 2013 22:43 - ID: 22,
    წიგნები საუკეთესო საშუალებაა დროის სასიამოვნოდ გასატარებლად!მერწმუნეთ,სოფელში,ბუნებაში თუ სახლში,სადაც ხელს არ გიშლის ქალაქური ცხოვრების აჩქარებული ტემპი შესანიშნავია იკითხო საინტრესო წიგნები,შემოიკრიბო მეგობრები სახლში და უყუროთ საშიშ კინოს საღამოს.დღისით,ხან ერთის სახლში იყოთ,ხან მეორეს სახლში და ცივი სასმელებით საუბრობდეთ ყველაფერზე.ამას არაფერი ჯობია! მიხარია,ესე კარგად,რომ ვატარებ ზაფხულს. love love

  • Deakoo თქვა:
    28 ივნისი 2013 19:43 - ID: 21,
    გამიმართლა <3 დასასვენებლად ბუნებაში მივდივარ და დიდი გეგმები მაქ ჩამოწერილი რა უნდა გავაკეთოო <3 უი ისე ბავშვებო კალათბურთს გირჩეევთ ამ ზაფხულისთვის რომ დაკავდეთ,ვინ ქალაქ არ ტოვებს მაღტლა გეუბნებით კალათბურთი იდეალური საშვალებაა გასახდომად,გასამაღლებლად და მეგობრების შესაძენად ,3

    სიახლეე ბრწყინვალეე <33

    _______________________

    Forever Twilighter <3
    I Love Nicki Minaj
    Hip-Hop
    Give Peace a Chance
    I Love Hunger Games

  • aNuKiii01 თქვა:
    27 ივნისი 2013 23:42 - ID: 20,
    დაილოცოს ამის გამკეთებელი ძალიანმაგარი ნიუსია <3 მე პირადად აგარაკზე ვარ და 3 საათზე ვიღვიძებ ყველაფერი მეზარება ვერ ვერთობი და სულ კომპიუტერთან ვზივარ ამ ნიუსმა წამახალისადა ამიტომგადავწყვიტე ხვალიდან გამოვცოცხლდე მადლობა შენ ვინც ეს ნიუსი გააკეთე <3

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    27 ივნისი 2013 19:06 - ID: 19,
    love უუმაგრესი ნიუსი იყო..ამაზე მაგარიც არ შეიძლება იყოს რომელიმე..მირჩიეთ ფილმები,წიგნები ვინმემ!! ამაზე სტატია ძაან გამიხარდება თუკი ვნახავ ამ საიტზეე love

  • sopo232 თქვა:
    27 ივნისი 2013 13:03 - ID: 18,
    ციტატა: Nutty
    ვინმემ არაფერი იცით მოზარდების სამუშაოსთან დაკავშირებით? :*

    აიი მეც ეგ მაინტერესებს რაა მეორე ზაფხულია უკვე რაღაც კატასტროფულად მინდა სადმე ვმუშაობდე და ჩემით გამოვიმუშავო ფული :D რამდენიი ხანია ვეძებ და ვერსად ვერაფერს ვერ ვპოულოოოობ :((

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    27 ივნისი 2013 11:38 - ID: 17,
    ყოჩაღ ავტორო <3 აი ძალიან კარგი ნიუსია, გამოსადეგარი,
    გუშინ მქონდა ბოლო გამოცდა, ჩავაბარე და დღეიდან დაიწყო ჩემი ზაფხული იეეეეესნდსალდფჰბლგჰ winked
    ამ არდადაგებზე დროს წიგნების კითხვას, ცურვას, კინოების ყურებას, კომპიუტერს და მეგობრებს დავუთმობ :)

  • Marriami თქვა:
    26 ივნისი 2013 23:48 - ID: 16,
    ძალიან მაგარი სიახლეა <3

  • Nutty თქვა:
    26 ივნისი 2013 19:08 - ID: 15,
    ვინმემ არაფერი იცით მოზარდების სამუშაოსთან დაკავშირებით? :*

  • salomenatia თქვა:
    26 ივნისი 2013 17:53 - ID: 14,
    გავგიჟი ისე მომეწონა სტატია love კიდევ დადეთ რა ასეთები !! <3

  • Mari Glonti თქვა:
    26 ივნისი 2013 15:42 - ID: 13,
    ai xarisxiani publikaciac <3 dagvibrunda ana
    saintereso rchevebia gamosayenebeli
    me am dros wignebis kitxvas,filmebis yurebas da curvas davutmob..nu megobrebtan choraobasac da shevecdebi kompiutertan naklebad vijde
    me sacodavs oqtobershi 4 gamcoda maqvs chasabarebeli magram amistvisac gamovnaxav dros ivlisshi axla ki enjoy yourleves!!

  • liliana თქვა:
    26 ივნისი 2013 14:47 - ID: 12,
    kargi siaxlea

  • Ana smiley თქვა:
    26 ივნისი 2013 14:36 - ID: 11,
    მომეწონა კარგი ნიუსი იყოოო love

  • marikuna009 თქვა:
    26 ივნისი 2013 14:17 - ID: 10,
    ძალიან საიმტერესო სტატია იყო!!! love love love love love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top