;
27 ივნისი 2013      Hermione...♥     29 კომენტარი     ნანახია 4819-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები


Powered by mp3skull.com


ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გასჩენია ინტერესი წარსულის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში მცხოვრებნი კლასიკური ლიტერატურის, ხელოვნების მუზეუმების, ბებია-ბაბუის მოგონებებითა და კიდევ უამრავი წყაროს საშუალებით ვეცნობით ჩვენი წინაპრების ცხოვრებას, ეს ხშირად სულაც არაა საკმარისი. ხანდახან ჩდება სურვილი, რომ დროებით მაინც მოწყდე თანამედროვე ეპოქას, იმოგზაურო წარსულში, დატკბე ძველებური არქიტექტურის ნიმუშების ცქერითა და პერგამენტის ნაზი სურნელით, მაქმანებიანი კაბების შრიალითა და უამრავი რომანტიკული მომენტით, რომლებიც რამდენიმე საუკუნის წინ ჩვეულებრივ მოვლენებს წარმოადგენდნენ, დღეს კი ხალხის უმრავლესობა ირონიულად უყურებს. სტატიის მეშვეობით გეპატიჟებით შორეულ, იდუმალ და მუდამ მიმზიდველ წარსულში. ეს, რა თქმა უნდა, არ იქება საკმარისი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს პატარა მოგზაურობა დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე.


✔ ცნობილი მწერლების ფრაზები

ჯეინ ოსტინი:

-იშვიათად, ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ ადამიანმა სრული სიმართლე თქვას. დღესდღეობით თითქმის უპრეცენდენტოა რაიმე ამბის შეულამაზებლად გადმოცემა.

-ეგოიზმი მიტევებული უნდა იყოს, რადგან მისი განკურნების იმედი არ არსებობს.

-ნამდვილი კომფორტისთვის სახლში დარჩენას არაფერი ჯობია.

-პიროვნება, იყოს ეს გენტლმენი ან ლედი, რომელიც კარგი ნაწარმოების კითხვისგან სიამოვნებას ვერ იღებს, ჩამოყალიბებული სულელია.


-არაფერს აქვს ისეთი შარმი, როგორიც წრფელ გრძნობებს.

-თუ ქალი იმდენად უბედურია, რომ ცხოვრების შესახებ რამე გაეგება, იგი ყველანაირად უნდა შეეცადოს ამის დამალვას.

-მეჯლისზე სასიამოვნო ცეკვის პარტნიორის გაცნობა სიყვარულის პოვნისკენ გადადგმული პირდაპირი ნაბიჯია.

-ადამიანი, რომელიც გრძელ წერილს ადვილად წერს, ცუდი მწერალი ვერ იქნება.



უილიამ თეკერეი:

-გულიანი სიცილი ბნელ სახლში მზის სხივის შეღწევას ჰგავს.

-სიმამაცე არასოდეს გადადის მოდიდან

-სიყვარული და გამარჯვება უდიდესი წარმატებაა. სიყვარული და დამარცხება კი მის შემდეგ საუკეთესო მოვლენაა.

-ჩვენი დროის საზოგადოებაში შეუძლებელია, რომ ხანდახან მაინც არ მოიქცე სნობურად.


-სიძულვილის გრძნობა სიყვარულს იმით ჰგავს, რომ ორივე უმიზეზოა.

-ახალგაზრდების გარდა არავის სიკვდილზე არ მწყდება გული.

-ახალგაზრდა და გამოუცდელი ხალხის შემდეგ ყველაზე ეგოისტთა მასას მხცოვანი ხალხი შეადგენს.

-არ ვიცი მივულოცო თუ მივუსამძიმრო ადამიანს, რომელიც ამ ცხოვრების აზრს ბოლომდე სწვდება.



ნათანიელ ჰოუთორნი

-ბედნიერება პეპელას ჰგავს: თუ გაეკიდები გაგექცევა, მაგრამ თუ მშვიდად დაელოდები, თავად მოფრინდება შენთან.

-მარტივად კითხვა ურთულესად წერის შედეგია.

-სუფთა ხელებს დასაფარად ხელთათმანი არ სჭირდებათ.

-ეგოიზმი სიყვარულის ერთ-ერთი უმთავრესი შთამაგონებელია.


-გმირი მხოლოდ გმირულ სამყაროში წარმოადგენს გმირს.

-ცხოვრება მარმარილოსა და ტალახისგანაა შემდგარი.

-ყველა მამაც ადამიანს გააჩნია სიყვარულის უნარი.

-სიზუსტე გულწრფელობის, უზუსტობა კი ფარისევლობის ტყუპისცალია.



ბრემ სტოუკერი:

-მხოლოდ მათ შეუძლიათ მზის შუქის დაფასება, ვისაც ღამის კოშმარები აქვთ გამოვლილი.

-სასოწარკვეთილებაც ერთგვარი შვებაა.

-რა ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც არაფრის ეშინიათ და ვისთვისაც დაღამება არა შემაძრწუნებელ კოშმარებს, არამედ მშვიდ ძილს მოასწავებს.

-ცხოვრება ისეთი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე ვერასოდეს ამოხსნის და რომელიც ასაკის მომატებასთან ერთად ნაწილ-ნაწილ იშლება.


-შეჩვევა ის პროცესია, რომლის დროსაც რამდენიმე დღე რამდენიმე საუკუნის ტოლფასია.

-ამქვეყნად მარადიული სილამაზე მხოლოდ წმინდა სულის პატრონებს გააჩნიათ.

-თუ ადამიანი ბევრს ლაპარაკობს, ის ყოველთვის ბრძნული ფრაზებით გამორჩეული ვერ იქნება.

-ჩვენ გვაქვს უნარი, რომ უდიდესი ცოდნა მცირე გამოცდილებით მივიღოთ.



ჯეკ ლონდონი:

-შთაგონებას კი არ უნდა დაელოდო, არამედ მის საძებნელად უნდა გაეშურო.

-ფუფუნება ხშირად გავლენის სინონიმია.

-ცხოვრება ხანმოკლეა. ამიტომ მირჩევნია ვიმღერო ერთი სიმღერა, ვიდრე მოვისმინო ათასი.

-მხოლოდ ფიზიკურ ძალას ცარიელი ნიჟარის ფასი აქვს.


-განათლებული ადამიანი სასტიკია, გაუნათლებელი კი კოშმარულად სასტიკი.

-ეს სამყარო ძალზედ სუსტი მექანიზმია. არცერთი ენის ლექსიკონში არ მოიძებნება სიტყვა, რომელიც ამ თემაზე ჩემი მოსაზრების მკაფიოდ გადმოცემას შეძლებს.

-სიცოცხლე ძვირფასი სამკაულია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.

-გონებაშეზღუდულ ხალხს მხოლოდ სხვათა შეზღუდვების დანახვა ძალუძს.



✔ ფოტოკრებული




























კატეგორია: საინტერესოა, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

29


  • Hermione...♥ თქვა:
    2 ივლისი 2013 21:30 - ID: 29,
    tata ۰۪۫۰,
    უღრმესი მადლობა, საყვარელო love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    2 ივლისი 2013 17:35 - ID: 28,
    აი უმაგრესი ნიუსია love სიტყვები არ მყოფნის, სასიამოვნო წასაკითხი იყო, ფოტოკრებული, გამონათქვამები ძალიან მომეწონა, ფავორიტებშიიი
    ზოგჯერ მინატრია წარსულში დაბრუნება, მაგრამ ეს შეუძლებელია, ვცდილობ რომ დღევანდელი დღით დავტკბე, ვისიამოვნო, ყველა მომაკვდავები ვართ, ცხოვრება მუდმივი არაა

  • Hermione...♥ თქვა:
    29 ივნისი 2013 19:27 - ID: 27,
    SaLuKaAa,
    T A M U,
    ELE-elene,
    sesi,
    mari...:),
    beonce,
    Ana smiley,
    sunnylovers,
    salii,
    ყველას ძალიან დიდი მადლობა love ავატარი იცვლება პროფილში, მონაცემებიდან. შეიძლება მაშინვე არა, მაგრამ რამდენიმე საათში აუცილებლად შეიცვლება.

  • salii თქვა:
    29 ივნისი 2013 12:12 - ID: 25,
    არაჩვეულებრივიაააააა<3

  • aNaNo_O თქვა:
    29 ივნისი 2013 01:08 - ID: 24,
    რატო დავიგრუზე :)

  • sunnylovers თქვა:
    28 ივნისი 2013 23:10 - ID: 23,
    ძალიან კარგი ნიუსია :* ვინმემ ხომ არ იცით როგორ უნდა შევცვალო პროფილის სურათი ? გთხოვთ მითხარით sad

  • Ana smiley თქვა:
    28 ივნისი 2013 21:34 - ID: 22,
    ყველაზე დიდი სურვილი რაც გამაჩნია ერთხელ მაიც მეღირსოს მეტი არ მინდააა love
    ნიუსი უმაგრესი იყოოოო love

  • beonce თქვა:
    28 ივნისი 2013 20:55 - ID: 21,
    რამდენჯერ მინატრია წარსულში მამოგზაურა და ცოტა ხნით მაცხოვრა იქ. love love love
    Hermione...♥
    ძალიან კარგი ნიუსი იყო. winked

  • mari...:) თქვა:
    28 ივნისი 2013 19:57 - ID: 20,
    დამაფიქრებელია და ძლიერ სასიამოვნო ეს სტატია love

  • sesi თქვა:
    28 ივნისი 2013 19:49 - ID: 19,
    კარგია, კარგია, კარგია! love

  • ELE-elene თქვა:
    28 ივნისი 2013 19:48 - ID: 18,
    ძალიან მომეწონა :) კარგი სიახლეა,ყოჩაღ!! feel

  • T A M U თქვა:
    28 ივნისი 2013 18:13 - ID: 17,
    აუ კარგი იყოო ძაან და იქნებ კიდე გაიმეოროოთ ფოტოკრებულები მომენატრააააააააა <3 <3 request

  • SaLuKaAa თქვა:
    28 ივნისი 2013 16:05 - ID: 16,
    ენჯელებო რამე საინტერესო თამბლერები დაწერეთ.

  • Hermione...♥ თქვა:
    28 ივნისი 2013 13:42 - ID: 15,
    ta_mo,
    MARAUDER,
    Saliiii :X:X:X,
    Britain,
    WelchIrene,
    mariami222,
    elga,
    liliana,
    ParadiseMary1,
    Johnny depp,
    Countess A.,
    psiqologia,
    უღრმესი მადლობა! feel ძალიან მიხარია, რომ ნიუსი მოგეწონათ და კიდევ უფრო, რომ სიამოვნებაც მიიღეთ love სიმღერა, როგორც უკვე ითქვა, არის Simon & Garfunkel-ის Scarborough Fair.

  • psiqologia თქვა:
    28 ივნისი 2013 13:41 - ID: 14,
    ძალიან კარგი ფრაზები იყო სურათებთან ერთად!

  • WelchIrene თქვა:
    28 ივნისი 2013 12:53 - ID: 13,
    ციტატა: qavtaradze
    scarborough fair სიმღერის სახელწოდება love

    მადლობ love

  • Countess A. თქვა:
    28 ივნისი 2013 11:20 - ID: 12,
    სულ, ამაზე ვოცნებობ.. ამ საუკუნისთვის დაბადებული ადამიანი არ ვარ, მე.ხშირად, ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე თუ როგორი ვიქნებოდი რამოდენიმე საუკუნის წინათ რომ დავბადებულიყავი. და ახლაც, თვალებს ვხუჭავ და ჩემს მიერ განვლილ ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმს შუა საუკუნეების მსოფლიოში ვამონტაჟებ. ან თუნდაც ანტიკურ სამყაროში, განსაკუთრებით კი ძველ ეგვიპტეში..
    -პიროვნება, იყოს ეს გენტლმენი ან ლედი, რომელიც კარგი ნაწარმოების კითხვისგან სიამოვნებას ვერ იღებს, ჩამოყალიბებული სულელია. < ასეა, ასე.. სამწუხაროდ დრევანდელობაში უმეტესბა ჩამოყალიბებული სულელია..
    ნიუსი სუპერ..!! ფრაზებით და ფოტოკრებულით ძალიან ვისიამოვნე.. ბრწყინვალე ხარ ჰერმიონ..!

  • Johnny depp თქვა:
    28 ივნისი 2013 11:06 - ID: 11,
    თიკა რა დდახვეწილი ხარ..საოცარი ნიუსია love

  • ParadiseMary1 თქვა:
    28 ივნისი 2013 09:40 - ID: 10,
    ძალიან მაგარია :)) სიმღერის სახელი მინდაა

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top