;

1 July 2013      ellen potter...♥ϟ     Views 6686    
Category: Fun, Interesting

მოგზაურობა აზიაში
მალაიზია და სინგაპური, 10 დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა.. მხარე რომელიც ეგზოტიკით, კონტრასტებითა და საოცარი სუბკულტურით გამოირჩევა. პირველს რასაც მალაიზიაში ჩასვლისას იგრძნობთ ტროპიკული კლიმატია, რომელიც მთელი წლის მანძილზე თითქმის უცვლელია. აქ მხოლოდ ერთი სეზონი – ზაფხულია, წლის მანძილზე საშუალო ტემპერატურა 35–40 გრადუსამდე მერყეობს. ამ კლიმატს მალაიზიის მდებარეობა განაპირობებს, რომელიც ზუსტად ეკვატორზეა და, შესაბამისად, გაზაფხული, შემოდგომა და ზამთარი აქ არ არსებობს.
მოგზაურობა აზიაში
მალაიზიის დედაქალაქი კუალა ლუმპური მდიდარია კულტურული ძეგლებით, ნაციონალური კერძებით, მაღალი ცათამბრჯენებით და მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობებით. გირჩევთ დედაქალაქის დათვალიერება გარეუბნებით დაიწყოტ, რადგან სწორედ აქ ნახავთ ისტორიულ მუზეუმებს, სხვადასხვა კულტურულ ძეგლსა და ძველ სასახლეებს. ერთ–ერთი სანახაობა სადაც კუალა ლუმპურში ყოფნისას უნდა წახვიდეთ ეს ეგრეთწოდებული ‘’ბატუ’’–ს მღვიმეებია, სადაც უამრავი ტაძარია განთავსებული. ის ინდოელების წმინდა ადგილია. მღვიმეს მტავარ კარიბჭესთან მისასვლელად 272 კიბე უნდა გაიაროთ. აქ ნახავთ ბუდას ქანდაკებას, რომელიც მთელ მსოფლიოში სიდიდითაა ცნობილი.გაითვალისწინეთ რომ ამ ტერიტორიაზე უხვად არიან თავისუფალი, ონავარი მაიმუნები, რომლებიც ქურდბაცაცობით გამოირჩევიან.
მოგზაურობა აზიაში
მოგზაურობა აზიაში

ძველ კუალა ლუმპურში საგანგებოდ არის ერთი ქუჩა, სადც ეგრეთწოდებული ‘სთრით ფუდი’ (ქუჩის საკვები) იყიდება. ვისაც გიყვართ ეგზოტიკური სამზარეულო, ზღვის პროდუქტები და ტროპიკული ხილი, მაშინ გეტყვით, რომ ეს ქუჩა თქვენთვის სამოთხეა.
მოგზაურობა აზიაში

ახალი კუალა ლუმპური იგივე დედაქალაქის ცენტრია, რომელიც ნამდვილი ლაბირინთია, დიდი შენობებით, უამრავი სავაჭრო ცენტრით, კაფეებითა და სასტუმროებით. გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ქალაქის ცენტრში მდებარე ეგრეთწოდებული ‘’თვინ თაუერი’’ , რომელიც კუალა ლუმპურის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა: ორი 88–სართულიანი სრულიად იდენტური შენობა, რომელსაც ერთი პატარა ხიდი აერთიანებს. იგი ქალაქში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენია. შიგნით განტავსებულია სავაჭრო ცენტრები, ოფისები და კაფებარები. გარემოს ულამაზესი მოცეკვავე შადრევანი ამშვენებს.
მოგზაურობა აზიაში
მოგზაურობა აზიაში
ქალაქი მელაკა ძირითადად ჩინელებითაა დასახლებული. ამიტომ აქ ძალიან ბევრ ადგილას ნახავთ ჩინურ კვარტლებს, რესტორნებს, მუზეუმებს და კულტურულ ძეგლებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩინური ნაციონალური კერძები ან შეიძინოთ ძვირფასი და ძველებური ანტიკვარული ნივთები. ეს ქალაქი პატარა ჩინეთია მალაიზიაში.
მოგზაურობა აზიაში
ქამერონ ჰაილენი – მთებისა და ჩაის მოყვარულებს აუცილებლად გირჩევთ ესტუმროთ მას. ესაა ადგილი, რომელსაც ჩაის სამოთხეს უწოდებენ. ეს მალაიზიის ყველაზე მაღალი რაიონია, რომელიც პახანგის შტატში მდებარეობს და კუალა ლუმპურიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, მოიწყოთ სამთო ტური და ნახოთ ულამაზესი ჩაის პლანტაცია. პლანტაციებთან ახლოს აუცილებლად უნდა ესტუმროთ მაღაზიას, სადაც უამრავი სახეობის ჩაი დაგხვდებათ. ეგზოტიკის მოყვარულებს გირჩევთ , აუცილებლად მოინახულოთ ტერარიუმი, სადაც სხვადასხვა სახეობის გველი და ქვეწარმავალი დაგხვდებათ. გამბედავ ადამიანებს მათი ხელში აყვანაც შეგიძლიათ.
მოგზაურობა აზიაში
მოგზაურობა აზიაში
პენანგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. როგორც ადგილობრივებისგან ვიგებთ აქ დაახლოებით 1000–დან 2000–მდე აუცილებლად სანახავი კულტურულ – ისტორიული ძეგლია, რომელიც მთელ კუნძულზეა მომიფანტული. მათი ნახვა შეგიძლიათ როგორც ფეხით, ისე ავტობუსით, რომელსაც სახელმწიფო ტურისტებს უფასოდ სთავაზობს.
მოგზაურობა აზიაში
მოგზაურობა აზიაში
აუცილებლად უნდა მოინახულოთ პენანგის ნაციონალური პარკი, ჩიტების ბაღი, სადაც დაახლოებით 800 სახეობის ფრინველი ბინადრობს. ‘’გველი ტაძარი’’ 1850 წელს აშენდა, ბუდისტი ბერი მკურნალის, ჩორ სუ კონგას პატივსაცემად. ამ ტაძარში ბევრ ბუდისტს ნახავთ, რომლებიც სალოცავად იკრიბებიან. ეს იმ კულტურული ძეგლების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც აქ უხვადაა.
მოგზაურობა აზიაში

სინგაპური საოცარი კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც ტერიტორიულად ძალიან პატარაა და სიგრძეში სულ რაღაც 42, სიგანეში კი 23 კილომეტრია. საინტერესოა, რომ სინგაპურში არ იყიდება საღეჭი რეზინა, აკრძალულია მისი ტარება და განსაკუთრებით ქუჩაშუ დაგდება. ისინი თვლიან, რომ ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია საღეჭ რეზინას ფრინველებისთვის, ასფალტისთვის რომლიდანაც მისი მოშორება ძალიან ძნელია, აგრეთვე ზიანს აყენებს სხვადასხვა მექანიზმს, ამის მაგალითიც არსებობს, საღეჭმა რეზინამ ათეულობით ადამიანის სიხცოცხლე იმსხვერპლა ერთ–ერთ ქარხანაში, სადაც აგრეგატში მოხვდა და აფეთქება გამოიწვია.
მოგზაურობა აზიაში
მოგზაურობა აზიაში
მოგზაურობა აზიაში

სინგაპურის ერთ–ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება ქალაქის არქიტექტურა, აქ ძალიან ლამაზად არისერთმანეთთან შერწყმული თანამედროვე შენობები ძველთან, აქ თქვენ ნახავთ ულამაზეს სასტუმროს ‘’მარინა ბეი’’–ის რომელიც სამი შენობისგან შედგება, თავზე კი გემის ფორმის ნაგებობა ადგას, სადაც პალმები, აუზები და კაფე–რესტორნებია განტავსებული. შენობას გარშემო შუშის ულამაზესი ხეები ამშვენებს, რომელიც ღამე ისე ანათებს, რომ ტურისტები ციცინათელებივით ეხვევიან. აუცილებლად ესტუმრეთ სინგაპურის ზოოპარკს, რომელიც პატარა ჯუნგლებია. აქ ცხოველები თავისუფლად სეირნობენ ადამიანების გვერდით.
მოგზაურობა აზიაში
მოგზაურობა აზიაში
მოგზაურობა აზიაში


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top