;
4 ივლისი 2013      Britain     19 კომენტარი     ნანახია 7974-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ალბათ ბევრი გოგოს ოცნებაა გახდეს მოდელი, მიიღოს მონაწილეობა ფოტოსესიებში, გამოვიდეს
პოდიუმზე, იყოს ყურადღების ცენტრში..თუმცა მხოლოდ ცოტა თუ დაფიქრებულა, იმაზე, თუ რას
ნიშნავს იყო მოდელი - დიდ შრომასა და ნებისყოფასთან ერთად ამ პროფესიას ბევრი უცნაური და
თქვენთვის უნცობი რამ ახასიათებს.
მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ უამრავი მისი საყვარელი
მოდელი დიეტებით თავს არ იწუხებს და მიირთმევს ყველანაირ საჭმელს. შეიძლება არ იცოდეთ
ისიც, რომ მოდელებს ყველა ფოტოსესიაში არ უხდიან ფულს. გადავხედოთ 10 ისეთ
დამახასიათებელ ფაქტორს, რაც არ იცით მოდელების შესახებ.


1. სრულყოფილი სურათის მისაღებად, მოდელებს ესაჭიროებათ დიდი რაოდენობის მაკიაჟის
გაკეთება, რაც ცხადია, კანს ზიანს აყენებს. ამიტომ, ყველა მოდელს მოსდის სივრცეში ფეხის
შედგმისას გაანალიზებული აქვს, რომ მისი კანი შეიძლება ისეთივე რბილი და ნაზი აღარასდროს
იყოს.


10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ

10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ

10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ


2. ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ უამრავი მოდელი დიეტებით თავს არ იწუხებს.
მაგრამ, ეს სიმართლეა. მოდელების საკმაოდ დიდი ნაწილი არ ითვლის კალორიებს, არ
შიმშილობს
და პირიქით, მიირთმევს ჰამბურგერებს, პიცას..ასეთია მაგალითად კარა
დელევინი, რომელსაც არ აქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ და არ ესაჭიროება
დიეტაზე ყოფნა.

10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ





3. მოდელებს და განსაკუთრებით დამწყებებს, ყველა ფოტოსესიისთვის არ უხდიან. ასეთი
ტიპის ფოტოსესიებში ფულის გადახდის მაგივრად მოდელებს ჩუქნიან ტანსაცმელს, მაგრამ
ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება არც ეს არ გააკეთონ.

4. ფოტოსესიები ყოველთვის ისეთი გლამურული არ არის, როგორიც ჩანს დამუშავებულ
ფოტოებში. კამერებს მიღმა ბევრი რამ იმალება. მოდელს შეიძლება მოუწიოს სიცივეში
ან სიცხეში საპირისპირო სეზონის ტანსაცმლის ჩაცმა, ტანსაცმლის ბევრჯერ გამოცვლა
და უხერხული პოზების მიღება
.



10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ

10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ


5. მოდელები ყოველთვის ფორმაში უნდა იყვნენ, რადგან მათ ფოტოგრაფები აფიქსირებენ ყველაზე
შეუფერებელ დროსაც. მაგალითად, მაშინ, როდესაც მოდელები იცვლიან ტანსაცმელს შემდეგი
ფოტოსესიისთვის.


10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ

6. მართალია, მოდელებს ეძლევათ შესაძლებლობა მოირგონ ყველაზე ძვირი,გლამურული და
მოდური ტანსაცმელი, მაგრამ, ცოტა თუ არის იმდენად იღბლიანი, რომ ეს ტანსაცმელი მათ
აჩუქონ.



7. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მოდელებს ფოტოსესიები ყოველდღე აქვთ.
სინამდვილეში კი მოდელებს (და არა სუპერმოდელებს) უჭირთ იპოვონ რეგულარული
სამუშაო.
ამ დროს ისინი კასტინგებზე გასვლაში ატარებენ.

8. მოდელობა მოითხოვს დიდი ნებისყოფის ქონას, რადგან მათ უხდებათ დიდი ხნით ლოდინი,
სანამ გაუკეთებენ მაკიაჟს, ვარცხნილობას, სანამ ფოტოგრაფი მოემზადება, სანამ მათი დრო
მოვა პოდიუმზე გასვლისა.
ამიტომ თქვენ ხშირად ნახავთ მოდელებს მობილურებით ან
წიგნებით ხელში ბექსთეიჯში.

10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ

10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ


9. მოდელების წარმოდგენები ხშირად არ ემთხვევა რეალობას. იშვიათია ისეთი ფოტოსესიები,
რომლებიც გეგმის მიხედვით ხორციელდება. ფოტოგრაფს შეუძლია დაგეგმილი ფოტოსესია
გადააკეთოს
ნებისმიერ წუთს და მოდელს მოუხდეს შიშველი პოზირება.

10. მოდელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის. ფართოდ გავრცელებულია აზრი, რომ მოდელი
უნდა იყოს ახალგაზრდა, მაგრამ თუ ადამიანს აქვს სამოდელო პარამეტრები, მის ასაკს ნაკლები
ყურადღება ენიჭება.


10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

19


  • nina (: ... ❤ თქვა:
    8 ივლისი 2013 14:20 - ID: 19,
    საინტერესო იყო <3

  • Hellen თქვა:
    6 ივლისი 2013 13:12 - ID: 18,
    ძალიან კარგი სიახლეა

  • Delevingne თქვა:
    5 ივლისი 2013 20:26 - ID: 17,
    Caraaaaa <3

  • Mari Glonti თქვა:
    5 ივლისი 2013 16:35 - ID: 16,
    5. მოდელები ყოველთვის ფორმაში უნდა იყვნენ, რადგან მათ ფოტოგრაფები აფიქსირებენ ყველაზე
    შეუფერებელ დროსაც. მაგალითად, მაშინ, როდესაც მოდელები იცვლიან ტანსაცმელს შემდეგი
    ფოტოსესიისთვის. ar getanmxebi..am fotoebshi modelebs castingistvis igheben fotoebs egretwodebul polaroidebs romlebsac castingis modissaxlis warmomadgenlebi da dizaineri archevs

    ise ki shesanishnavi newsia <3

    ციტატა: tamo
    http://24.media.tumblr.com/46423a37a73ca09ce7651579e305547d/tumblr_mp8s13Jkj01rchw7ao1_500.jpg

    anja rubikia :)

  • tamo თქვა:
    5 ივლისი 2013 16:09 - ID: 15,
    http://24.media.tumblr.com/46423a37a73ca09ce7651579e305547d/tumblr_mp8s13Jkj01rchw7ao1_500.jpg

    ვაიიმეე რაღაცნაირად მიმიზიდაა რა კარგი გოგოა რა ქვიაა თუ იცით ?

  • Tamo Gallagher თქვა:
    5 ივლისი 2013 15:45 - ID: 14,
    ფრeაზე და კარაზე ჭკუა მეკეტება

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    5 ივლისი 2013 13:09 - ID: 13,
    ძალიან რთული პროფესიაა მოდელობა, მართლა დიდ ნებისყოფას მოითხოვს... ისე რა ბედნიერია კარა ან ნებისმიერი ვისაც არ ესაჭიროება დიეტა და ამდენს ტკბილეულს მიირთმევენ და არ სუქდებიან, ნიუსი კი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო, ზოგიერთი რამ არ ვიცოდი

  • inano თქვა:
    5 ივლისი 2013 11:47 - ID: 12,
    au mere raa,,, cota lodini tu mouxda :D :D barbara ra motxovnadia gavgijdi :D

  • Shoka ♥ _ ♥ თქვა:
    4 ივლისი 2013 22:45 - ID: 11,
    კარგი სიახლეა, ამდენი რამ ნამდვილად არ ვიცოდი :D

  • Eleniko♥ თქვა:
    4 ივლისი 2013 22:10 - ID: 10,
    მე ვაპირებ მოდელობას და ამ ეს ყველაფერი უკვე გაანალიზებული მაქვს. ოღონდ არა საქართველოში აქ ხო შოუბიზნესი ჩამკვდარია:))))))) ყოჩაღ კაი ნიუსია:))))

  • ani-ani ___ თქვა:
    4 ივლისი 2013 22:01 - ID: 9,
    ჰმ ეს საწყლები feel

  • Smiley :) თქვა:
    4 ივლისი 2013 21:54 - ID: 8,
    ახალი მგონი არაფერი იყო აქ, მაგრამ კარგი ნიუსი იყო მაინც.

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    4 ივლისი 2013 21:54 - ID: 7,
    ეს ყველამ იცის ყოველშემთხვევაში მე პირადად .

  • Ana smiley თქვა:
    4 ივლისი 2013 21:54 - ID: 6,
    უმაგრესი სიახლე იყოოო love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    4 ივლისი 2013 21:52 - ID: 5,
    ძალიან დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს მოდელობა, ამას ისიც ემატება, რომ 2 სეზონის შემდეგ ამჩნევ, როგორ განაცვლებს დიზაინერი სხვა მოდელით, ძალიან დროებითია ეს კარიერა, ამიტომაცაა რომ დღევანდელი მოდელებს სამომავლოდ უკვე აქვთ განსაზღვრული მოდელობის შემდეგ/პარალელურად რას გააკეთებენ. სხვათაშორის, რაც უფრო სახელგანთქმულია დიზაინერი, ის უფრო ნაკლებს უხდის მოდელს, მაგალითად ჯეიკობსმა ერთხელ მოდელებს წინდები აჩუქა, შანელი ძირითადად აქსესუარებით შემოიფარგლება, თანხის გარდა. ვოგის ფოტოსესია უფრო ნაკლებ ანაზღაურებადია, ვიდრე ვთქვათ, ეიჩ-ენ-ემის კატალოგის რეკლამირება და ა.ს. რაც შეეხება კვებას, ბექსთეიჯში სულ ჯანკი საკვებია, და მოდელების ინსტაგრამები სულ საჭმელების ფოტოებითაა გავსებული, ტკბილეულზე ხომ გიჟდებიან, და როცა ეკითხებიან ამდენ მიირთმევ და მაინც გამხდარიხარო, პასუხობენ დავრბივა ისე, რომ თითქოს ხვალინდელი დღე არ არისო:D ასე ინარჩუნებენ წონას.

  • rihanna_mari თქვა:
    4 ივლისი 2013 20:48 - ID: 4,
    კარგი სიახლეა love

  • Holly ❤ Shit თქვა:
    4 ივლისი 2013 20:26 - ID: 3,
    კარგი სიახლეა, მაგრამ რა იყო აქ ისეთი რაც არ იცოდა ხალხმა ? no
    სიახლე ძალიან მაგარია სასიამოვნო და თავისუფლად წასაკითხი.

    თქვენ ხშირად ნახავთ მოდელებს მობილურებით ან
    წიგნებით ხელში ბექსთეიჯში.

    წიგნებით ხელში სამწუხაროთ ერთეულებს თუ ვხედავთ.

  • KattieB თქვა:
    4 ივლისი 2013 20:24 - ID: 2,
    კარგი ნიუსია ძააან love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top