;
12 ივლისი 2013      nini.     7 კომენტარი     ნანახია 3875-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები

ალბათ თქვენთვის ნაცნობია ფილმი "Soul Surfer" , რომელსაც საფუძვლად რეალური ისტორია უდევს. ფილმი მოგვითხრობს სერფინგისტ Bethany Hamilton-ის ცხოვრების შესახებ, რომელიც 2003 წლის 31 ოქტომბერს ზვიგენის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. 13 წლის გოგონას მარცხენა ხელის ამპუტაცია გაუკეთეს. მიუხედავად ამისა, მან შეძლო თავისი ტრაგედიის გადატანა და ცხოვრება ძველებურად განაგრძო. ის არის ადამიანი, რომელიც სხვებისთვის ყოველთვის სამაგალითო იქნება, რადგან მიუხედავად ფიზიკური ნაკლისა საკუთარ ოცნებაზე უარი არ თქვა და დღემდე განაგრძობს საყვარელი საქმის კეთებას.




ასეთი ტრაგედია გოგონასთვის დაბრკოლება სულაც არ ყოფილა.. ის ბედნიერია, რადგან იპოვნა მეორე ნახევარი..ადამიანი, რომელმაც დაინახა მისი შინაგანი სამყარო.



23 წლის პროფესიონალი სერფერი გეგმავს რომ იქორწინოს 25 წლის Adam Dirks-ზე. გოგონა ამბობს:
,,2012 წლის ზაფხულში შევხვდი ყველაზე გასაოცარ ადამიანს, ვინც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო კლდიდან გადმოხტომა და მაშინ რომ გენახეთ დაინახავდით რომ ეს იყო სიყვარული პირველივე დანახვისას.რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მასთან ერთად, მით უფრო მეტად მომწონდა ადამი.ის არის გულწრფელი,კეთილი,მხიარული,თავგადასავლების მოყვარული.მასთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. ყველასადმი მეგობრულად განწყობილია, ის უბრალოდ საოცარი ადამიანია."


,,2013 წლის 9 აპრილს ადამმა ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდი. ვიცი რომ მე და ადამი ერთმანეთისთვის შესაფერისები ვართ და უფალმა ერთმანეთისთვის შეგვქმნა,არც ერთი ჩვენგანი არ არის იდეალური,სრულყოფილი, მაგრამ ჩემთვის ადამი შესანიშნავია და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვიპოვნე ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შემიძლია გავიზიარო ყოველი ბედნიერი წუთი."


იმედის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია ჰემილტონისა და ადამისთვის. 2003 წლის თავდასხმის შემდეგ გოგონა ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდა.. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი ისტორია მოეთხრო მსოფლიოსთვის საკუთარი წიგნის "Soul Surfer"-ის დახმარებით. წიგნი იმდენად პოპულარული იყო რომ გადაწყვიტეს მასზე ფილმის გადაღებაც.


,,როდესაც რთული მომენტი გვიდგება აუცილებელია რომ მივენდოთ უფალს. ვიყოთ მასთან ახლოს და გავძლიერდეთ."

,,ადამ, შენს გამო მე ყოველ დღე გავიზრდები და ვისწავლი სიყვარულს, რომლის გაზიარებისაც ასე მეშინოდა."


კატეგორია: საინტერესოა, ფილმები
Tags:

7


  • SaLuKaAa თქვა:
    18 ივლისი 2013 15:48 - ID: 7,
    მეექვსე კლასის ინგლისურის წიგნშია ამ გოგოს ისტორია.

  • Ggvantsa თქვა:
    15 ივლისი 2013 22:36 - ID: 6,
    ვა რა მაგარია, ფილმსაც აუცილებლად ვუყურებ winked

  • ek-u თქვა:
    13 ივლისი 2013 10:19 - ID: 5,
    ძლიერია და მე მშურს ამ ადამიანის სიძლიერის...

  • nini. თქვა:
    12 ივლისი 2013 20:59 - ID: 4,
    ციტატა: Ana smiley
    ხელზე რა შეემთხვა?

    ზვიგენი დაესხა თავს და ხელის ამპუტაცია დასჭირდა..13 წლის ასაკში, თუმცა კვლავ სერფერია..ამას მისთვის ხელი არ შეუშლია..

  • Ana smiley თქვა:
    12 ივლისი 2013 19:59 - ID: 3,
    ციტატა: liii :)
    ამ გოგონას ისტორია ვიცი.სადღაც წავიკითხე. winked

    ხელზე რა შეემთხვა?

  • natali_ng თქვა:
    12 ივლისი 2013 19:44 - ID: 2,
    ვიცოდი მასზე :(( მართლა მისაბაძი მაგალითია ბევრისთვის .. love ზუსტად წუხელ მოვრჩჰი 'Soul Serfer'-is ყურებას.. კარგი ფილმია love

  • liii :) თქვა:
    12 ივლისი 2013 18:46 - ID: 1,
    ამ გოგონას ისტორია ვიცი.სადღაც წავიკითხე. winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top