;
11 ივლისი 2013      Johnny depp     18 კომენტარი     ნანახია 4039-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"
არც მთა უყვარდა, არც ზღვა, არც ბუნებაში ხეტიალი. ხალხმრავალ, ბომონდურ “ტუსოვკებს” საკუთარ, ლამაზ სახლში მყუდრო ტახტზე განმარტოებას ამჯობინებდა. მშვიდს და საოცრად გაწონასწორებულს ქედმაღლობა და უვიცობა აღიზიანებდა. ნიჭისთვის შეეძლო ყველაფერი ეპატიებინა. ბუნებით კონსერვატორი რთულად ეგუებოდა ექსპერიმენტებს. ერჩივნა დოსტოევსკი გადაეკითხა მეთორმეტედ, ვიდრე ახლებსა და მოდურებზე შეაწუხებინა გონება. ინტერვიუზე პრაქტიკულად ყოველთვის თანხმდებოდა, თუმცა ყოფილა უხეირო კითხვები, რომელთაც მისი გახსნილი ღიმილი ირონიულ ჩაღიმებად უქცევიათ. მისთვის ცხოვრების არსი ყოველი დღის, ყოველი წუთის რიტმში იყო, მისთვის სიცოცხლე უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ცხოვრება.დამიანი მიდის, მისი შემოქმედება კი რჩება… ნიკო გომელაური წავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება უკვდავია, უკვდავია მისი პოეზია, მის მიერ, თეატრის სცენაზე ნათამაშები როლები. ნიკო იყო ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დაიბადა 1970 წლის 12 ივლის და გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს. ამ დროის მანძილზე მან შექმნა ლეგენდა, შექმნა ისტორია რომელსაც ჰქვია “ნიკო გომელაურის გზა”, გზა პოეზიისკენ, გზა თეატრისკენ და ზოგადად ნიჭიერებისკენ, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოულოდნელად და უდროოდ დასრულდა.
ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"
ფილმოგრაფია
ანემია (1987)
უცხო (1998)
ძვირფასო მ. (2000)
იდიოტოკრატია (2008)
ყველაფერი კარგად იქნება (2009)
რენე მიდის ჰოლივუდში (2010)


^1992 წელს დაამთავრა თბილისი შოტა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. “თავისუფალი თეატრის” და “თბილისი ა.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული აკადემიური თეატრის” წამყვანი მსახიობი. ავტორი ხუთი პოეტური კრებულის ქართულ და რუსულ ენებზე.კ.მარჯანიშვილის სახელობის პრემიის,საერთაშორისო თეატრალური და პოეტური პრემიების ლაურეატი.

^მისი ლექსები თარგმნილია რუსულად,ინგლისურად,შვედურად.იბეჭდება უცხოეთის პერიოდულ პრესაში.
“ამ ლექსების ავტორი,ნიკო გომელაური,ახალგაზრდა კაცია,პროფესიით მსახიობი.

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

^ლექსების პირველი კრებული 2001 წელს გამოსცა. მას ხუთი პოეტური კრებული აქვს გამოცემული.. მისი ლექსები იყო და არის სპექტაკლივით.

^მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

^12 აპრილს ნიკო გომელაურს ფონდ “იავნანას” ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა ნინო ქათამაძესთან ერთად, მაგრამ ავადმყოფობის გამო მისი ლექსები მისმა მეგობრებმა წაიკითხეს. ხოლო “იავნანას ფონდმა” მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს “თბილი სახლი” გადასცა. “მე მინდა მქონდეს თბილი სახლი” – ეს სლოგანი მას ეკუთვნის.

^ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში მან თქვა: "ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები. ნამდვილი გრძნობით ნათქვამი "მიყვარხარ" არასოდეს გაუფასურდება..."

^ ზარმაცი იყო და ამას თავადაც აღიარებდა. არ მიყვარს პრობლემებთან ჭიდაობა, მირჩევნია მივუშვა და დროს მივანდოო. დრო ყველაფერს დაალაგებს, ან ვინმე მოაგვარებს , მაგალითად, ნინა მოაგვარებსო.. ნინა ჩემი ცოლია და შვილები ნინას და მე, ჯამში ოთხი გვყავსო…

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

^თეატრში ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ ნიკოს დღეები დათვლილი იყო, მაგრამ თეატრი ყოველდღე თამაშობდა სპექტაკლებს და ახალი სპექტაკლის დადგმაც კი დაიწყეს, რომელშიც ტრადიციულად მთავარ როლს ნიკო ითამაშებდა. „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“ ასე ერქვა პიესას, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერა ავთო ვარსიმაშვილმა და რომელშიაც მთავარი გმირი ყველას სიყვარულს უხსნის, „როცა წაიკითხა, გადამეხვია და მადლობა მითხრა „ყველას საჯაროდ სიყვარულს ავუხსნიო“, სატელევიზიო ინტერვიუში იძახის ჩემთვის ყველაზე რთული როლიაო, მოიტყუა, არ თქვა უბრალოდ, ყველაზე საპასუხისმგებლოო, რადგან იცოდა, რომ ბოლო როლი იყო და ამ როლში ეძლეოდა საშუალება ყველას გამომშვიდობებოდა ვინც კი უყვარდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მითხრა, „რა იდიოტი ვიყავი, რომ ვსვამდი, რამდენი დრო დავკარგე სმის გამო, ხომ შეიძლებოდა იმ დროს წამეკითხა მეტი, მეწერა მეტი, მეთამაშა მეტი, სიყვარული ამეხსნა მეტიო“.-- იხსენებს რეჯისორი ავთო ვარსემაშვილი

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

^თეატრალურ სარდაფში“ „ჰამლეტს“ ვდგამდი, ბევრი ახალგაზრდა მსახიობი მოდიოდა და უბრალოდ ესწრებოდა რეპეტიციებს, მათ შორის შევნიშნე შლაპაჩამოფხატული, ცისფერთვალება, გაუპარსავი ლამაზი ბიჭი, რომელიც ბოლო რიგში იჯდა და ნერვიულად შეჰყურებდა სცენას. „ვინ არის?“ ვკითხე ჩუმად მათ, ვინც მას იცნობდა. „ნიკოა გომელაური, სამი წელია რაც დაამთავრა თეატრალური, არსად არ თამაშობს“, „რატომ?“ „მეტყველების პრობლემა აქვს და თან მაგრად სვამს“ . ისევ გავხედე, თვალები უელავდა, ეტყობოდა რომ ნასვამი იყო. გავიდა რამდენიმე დღე, ნიკო მოდიოდა, ჯდებოდა ბოლო რიგში და უყურებდა რეპეტიციას, ბოლოს დავუძახე „გინდათ თამაში?“ , „მინდა“... – ასე იხსენებს ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურთან შეხვედრას.. გადის დრო და ნიკო რეჟისორისთვის, არა მარტო ნომერ პირველი მსახიობი, არამედ მისი თანამზრახველი, თანამებრძოლი ხდება.

^2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება



ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

საუკთარი დახასიატება : მე ჩემს თავზე ვამბობდი, რომ ვარ მავნე და უზნეო. ბაგა-ბაღში სულ პატარა, ძალიან ვუყვარდი თამარა მასწავლებელს და მუდმივად კალთაში ვეჯექი. ერთხელ დედამ მკითხა, რატომ უყვარხარ თამარას ასეო? ძალიან ლამაზი ვარ და იმიტომ,” – არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე, ცისფერი თვალებით და ოქროსფერი კულულებით, ეტყობა, ცოტა ანგელოჩიკის იერი მქონდა

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

როგორი წარმოედგინა საუკუთარი თავი მსახიობის ამპლუაში: დამყოლი მსახიობი? კი, ძალიან. ბოლომდე ვუსმენ რეჟისორს, მაინტერესებს მისი კონცეფცია და უკვე შემდეგ ვცდილობ ჩემი შევიტანო პერსონაჟში; ჩემს ყველა პერსონაჟს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი ბიოგრაფია, მაგრამ ამაზე მე უკვე მარტო დარჩენილი აქ, ჩემს სახლში ვფიქრობ. რეპეტიციების პროცესში არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, კამათი, უფრო მეტს ვფიქრობ და ვაკეთებ, ვიდრე ვლაპარაკობ. შემოქმედებაში ენერგიული და დაუზარელი ვხდები, ღამეები შემიძლია ვათენო ვიდრე არ ვიპოვი, ასეა სცენაზეც და წერის დროსაც. თითქოს დალაგდა, თითქოს ის არის, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც არ მყოფნის, ბოლომდე ვერ ვიპოვე და ყველაფერი თავიდან იწყება. აი, სამაგიეროდ ყოფაში კი საშინელი ზარმაცი ვარ. არ მიყვარს პრობლემებთან ჭიდაობა, მირჩევნია მივუშვა და დროს მივანდო. დრო ყველაფერს დაალაგებს, ან ვინმე მოაგვარებს (კვლავ იღიმება) მაგალითად, ნინა მოაგვარებს.. არ მიყვარს სიტყვა “მეუღლე”, “უღელი”- ჩემში კამეჩის, ძროხის ასოციაციას იწვევს… ნინა ჩემი ცოლია და შვილები ნინას და მე, ჯამში ოთხი გვყავს…

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

ნიკო და სპროტი : ბავშვობიდან დავდიოდი ცურვაზე, ჩოგბურთზე, კალათბურთზე, ფეხბურთზე, მერე უკვე კრივზე. არასდროს მინდოდა სპორტსმენი გავმხდარიყავი, თუმცა ფეხბურთი და კრივი განსაკუთებულად მიყვარდა. კრივი ვაჟკაცური, კაცური სპორტია, ჯენტლმენური, ჩემი აზრით, ძალიან ლამაზიც. ფეხის დარტყმა არ შეიძლება არც წელს ქვემოთ, არც ზურგში. ილეთები ქუჩაში არასდროს გამომიყენებია. ძალისმიერ სპორტს ერთი თვისება აქვს, იმდენად იხარჯები, რომ თავდაჯერებული ხდები და ქუჩაში ამის გამოყენება აღარ გჭირდება.

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

პირველი ლექსი : ალბათ, ეს მაინც მიბაძვით და გავლენის ქვეშ იყო დაწერილი. ბავშვობაში განსაკუთრებით მიზიდავდა ვაჟას პოეზია. მინდოდა ისეთივე გმირებზე მეწერა, როგორზეც ვაჟა წერდა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რაზე დავწერე. როცა იზრდები და საპირისპირო სქესის წარმომადგენელს აქცევ ყურადღებას, ლირიკა ერთვება, სიყვარულზე წერ, იქ უკვე გალაკტიონის გავლენა იგრძნობოდა. უფროს კლასებში რომ ვიყავი, ეროვნული მოძრაობა იკრებდა ძალას და ლექსებიც პატრიოტული გახდა. დღევანდელი გადასახედიდან მეცინება, ურაპატრიოტული ლექსები იყო.

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

ნიკო და "მოდა" ვიცვამ ისე, როგორც მსიამოვნებს და როგორც კომფორტულად ვგრძნობ თავს. არ მივყვები მოდას და არ ვაქცევ ყურადღებას რა არის ამ წელს აქტუალური. ღიმილს მგვრის ასეთი დამოკიდებულება. როგორ შეიძლება მეტრ–ნახევრიანმა და ორმეტრიანმა ქალმა ერთნაირად ჩაიცვას, ერთი სტილი და ფერი მოიხდინოს. მოდას ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს, ინდივიდუალურობას აკარგვინებს ადამიანს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ჯინაზე უნდათ განსხვავებულად გამოიყურებოდნენ. ესეც ღიმილის მომგვრელია. რაც უფრო ნაკლებად თვალშისაცემი ვიქნები, უკეთესია. მსახიობი ვარ და ამ პროფესიაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებზე, გარემოზე დაკვირვებას. როცა შენ ხარ ყურადღების ცენტრში, შენ გაკვირდებიან. ეს დროს გაკარგვინებს. ცდილობ სხვანაირად მოიქცე, ცუდად არ გამოჩნდე და როლს თამაშობ. მირჩევნია შეძლებისდაგვარად ვიყო ჩრდილში და სხვა გახდეს ჩემი დაკვირვების საგანი. მერე ამას პროფესიაში გამოვიყენებ.


არ მიყვარს თეატრი. ძალიან იშვიათად დავდივარ სპექტაკლებზე. მსახიობმა უნდა გამაკვირვოს, რომ დავინტერესდე. მე ხომ ვიცი როგორ კეთდება ეს ყველაფერი. ეს იმას ჰგავს ფოკუსნიკი ფოკუსნიკის წარმოდგენას რომ ესწრება (იღიმება). როდესაც მე თეატრში მივდივარ და მავიწყდება, რომ თეატრში ვარ, მაშინ აღფრთოვანებულ მაყურებლად ვიქცევი.

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"
უბრალოდ ნიკო, კარგი მამა და კარგი მუეღლე

ნიკოს მეორე მეუღლე და მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული ნინა გახლავთ, ნინას კი წინა ქროწინებიდან 2 შვილი ყავს. ნიკო მათაც ისე ზრდიდა როგორც საკუტარ შვილებს.

ნიკო რომ გავიცანი, 17 წლის ვიყავი. წარმოიდგინეთ, რომ მაშინ მეც ავად ვიყავი. იმ პერიოდში ავარიაში მოვყევი და გირებზე ვეკიდე. ხელში ტკბილეული ეჭირა. ელენესგან განსხვავებით, არ დავუბღვირე, პირიქით, კარგად შევხვდი. თვითონაც ძალიან მოკრძალებული იყო. თავდახრილი შემოვიდა, მაგრამ მალე ჩვენ შორის ისეთი ურთიერთობა დამყარდა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. --მარიკა
მე 6 წლის ვიყავი. შემოვიდა ვიღაც წვერიანი, "საშიში" კაცი, რომელსაც დაბნეული ვუყურებდი. მაშინ ავად ვიყავი. მითხრა, როგორც კი კარგად გახდები, მაშინვე ვაკის პარკში წაგიყვანო. წვერიანი კაცი მაშინვე მომეწონა. იმ დღის შემდეგ ნიკო ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა. --ელენე

"მამაჩვენზე ხშირად გვეუბნებოდა, ის თქვენი მამაა, ჩემს თავზე კი შეგიძლიათ "იგულავოთო", ანუ ჩემთან მეტი შეგიძლიათ გაბედოთო. "

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

ამონარიდი ზურა ყიფშიძის ინტერვიუდან
– როგორი იყო მეგობრებისთვის ნიკო გომელაური?

– ძალიან კარგი. ისეთი მეგობარი იყო, რომელიც შენთვის ყველაფერს გააკეთებდა, გვერდში დაგიდგებოდა. წარმოიდგინეთ, ასეთი დიდი ადამიანი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. ბოლოს მეუღლემ აიძულა, რომ საკუთარი ბინა ჰქონოდა და ნორმალურად ეცხოვრა. თავიდან, ფაქტობრივად, თეატრში ცხოვრობდა. ცოლი რომ მოიყვანა, მეგობრებმა საგრიმიოროში მოუწყეს პატარა ოთახი, რადგან მისმა ოჯახმა ნინა არ მიიღო. ნიკო ისეთი ტიპი იყო, რომ კეთილდღეობა და ასეთი რაღაცეები არ აინტერესებდა. საინტერესო დამთხვევაა, რომ როდესაც ოთარ იოსელიანმა “იყო შაშვი მგალობელი” გადაიღო, ნიკოც მაშინ გაჩნდა. ფილმში “ნიკო… აპლოდისმენეტები” ზუსტად ასეთი ტექსტია ნიკოზე, რომ იგი გაჩნდა ულამაზესი ქალბატონის და მოთამაშის ოჯახში, რომელიც სულ ციხეში იყო. ნიკო მართლაც კარგი მეგობარი იყო. მეგობრისთვის აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ფილმში ასეთი კადრიც არის, რომ ერთ ადამიანს გაუჭირდა, მან უცებ შეკრიბა დასი და მის დასახმარებლად ითამაშეს. ასეთი რაღაც ადრე მე და გოგა პიპინაშვილმაც გავაკეთეთ. ჩვენს ერთ მეგობარს ოპერაციისთვის ფული სჭირდებოდა, წავედით ქუთაისში და იქ დარბაზი გავავსეთ და საჭირო თანხაც შევაგროვეთ. ნიკოც ასევე დაეხმარა იმ ბიჭს, არადა სად ჰქონდა ნიკოს ფული. ის კაცი ვისაც დაეხმარა, სცენის გამნათებელი იყო, ანუ მსახიობიც არ ყოფილა, უბრალოდ თეატრის ოჯახის წევრი იყო და ამიტომ დაეხმარა მას.

ნიკოსადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერაზე
ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

– თქვენი ცხოვრებისეული გზის არჩევანი აღზრდამ განაპირობა?

– ადამიანის ქცევებს დიდწილად აღზრდა და ოჯახი განაპირობებს. სიამოვნებით ვუსმენდი, როცა მიკითხავდნენ. ეს არ იყო იძულებითი. იძულებითი იყო, როცა კითხვას ვსწავლობდი და მიჭირდა. როცა რაღაც გიჭირს და ძალა უნდა დაატანო, ბავშვისთვის რთულია. ყოველთვის ურჩევნია გაერთოს, ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ როცა ჩვევაში გადაგდის, გიყვარდება, ათავსებ გართობას და კითხვას.

– თქვენმა კოლეგებმა იცოდნენ თქვენი პრობლემის შესახებ და შეიცვალა მათი დამოკიდებულება?

– დამოკიდებულება იცვლება, როცა შენ ამის საშუალებას აძლევ. მე რომ ტრაგიკული სახით მევლო, შევცვლილიყავი, ალბათ მათაც შეეცვლებოდათ დამოკიდებულება თუ დათრგუნულს დამინახავდნენ. იცოდნენ ჩემი ამბავი, არ მქონდა უფლება დამემალა. როცა ორ თეატრში ხარ და ორივეში მნიშვნელოვანი ადგილი გიკავია, ერთ–ერთი ხარ, ვისზეც რეპერტუარი იგება, შენ გარეშე სპექტაკლი წარმოუდგენელია. რაღაც პერიოდია საჭირო, რომ შეგცვალონ. თავიდანვე გავაფრთხილე რეჟისორი, შეიძლება მომიწიოს სცენასთან ჩამოშორება რაღაც დროით და გქონდეთ აზრად, ვინ შეიძლება შეიყვანოთ ჩემს როლზე. ბუნებრივია, ეს პარტნიორებმაც იცოდნენ.


ნიკო და გოგა ბარბაქაძე
ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"
სად გაიცანით ერთმანეთი?

- სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი კაფეში. საერთო მეგობრები გვყავს. მაშინვე მივხვდი, რომ ნინა ჩემი ცხოვრების ქალი იყო. იმ დღესვე მივიღე გადაწყვეტილება. სულ ნაწყენია. ალბათ, იმიტომ, რომ ვსვამ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა, მეტ დროს ვატარებ სხვაგან, ვიდრე სახლში. თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი არ ვარ. ყველაზე მთავარი, იცით, რა არის? ნინა რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი, - მსახიობი ვიქნებოდი, დაკარგული თუ ერთი გალოთებული კაცი... უამრავი ჩემი ლექსი არ დაიწერებოდა. ნინას მივუძღვენი ეს სტრიქონები: „ეს სიყვარული ისე ვრცელია, გავახალისებ, მიიღე ცნობად, უნდა გაგშორდე, უეჭველია, რომ კიდევ ერთხელ შეგირთო ცოლად“...

თქვენი ქორწინების წინააღმდეგი ვინ იყო?

- არავინ. ჩვენ ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ, საკუთარ ბედს თავად ვწყვეტთ. ნინას მშობლები აღარ ჰყავდა, ამიტომ ხელი პირადად მას ვთხოვე.

არის თუ არა მასში ისეთი, რაც თქვენს გაღიზიანებას იწვევს?

- მასში ყველაფერი მომხიბვლელია, ნაღდი და მართალია. მაგრამ ზოგჯერ სიწმინდეც გამაღიზიანებელია... სახლში მისვლა თუ შემაგვიანდა, დიდ საყვედურს ვიმსახურებ. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ნინა ჩემთვის ძვირფასი ადამიანია, საკამათო მიზეზს არასოდეს ვეძებ. უნდა დააფასო ის, რაც გაქვს. კარგის დანახვის უნარი უნდა გქონდეს. რაღა დაგიმალოთ და, არ ვიცი, ნინას დასაყრდენი ვარ თუ არა ცხოვრებაში, მაგრამ ნინა რომ ჩემი იმედი და საყრდენია, ზუსტად ვიცი. მეც მინდა, რომ მისი იმედი ვიყო.

ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

გაგამხიარულებდა და სევდიანსაც გაგხდიდა, დაგაფიქრებდა და გაგიტაცებდა ოცნებებში… მისი ხმის ტემბრი, მისი ინტონაცია და მოელვარე თვალები, რომელიც წაკითხულ ლექს აკომპანიმენტს უკეთებდა, ანალოგიური სიტუაცია იყო სცენაზე, როდესაც ნიკო მთლიანად ითავისებდა როლს და იმდენად სწორად გადმოსცემდა პერსონაჟის ბუნებას და სიტუაციას რომ, ვერ გაარჩევდით სპექტაკლს უყურებდით თუ ნიკო გომელაურის ცხოვრებას .ვცოცხლობთ რათა შევიგრძნოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, სხვა დანარჩენი სიკვდილის მოლოდინის ნაირსახეობაა. ნიკომ ზუსტად იცოდა, რომ ცხოვრება მშვენიერია. ის ნიჭიერი, ძლიერი და გულწრფელი იყო. მისი თეატრი საოცრებათა ზღაპრული სამყარო იყო, სადაც მსახიობი გრიმის გარეშე სასწაულებრივად გარდაისახებოდა. მისთვის პოეზია ვნება იყო და არა მიზანი. მისი პოეზია სიხარულის, ტკივილის, აღფრთოვანების, გაოცების უწყვეტი დინებაა და არა ლექსიკონიდან სიტყვათა ლამაზი წყობა. ის რთულს აქცევდა ჩვეულებრივად, ჩვეულებრივს იოლად, იოლს-მშვენიერებად. ნიჭიერება რთულია დამალო, უფრო რთულია მისი სიმულირება. ნიკო გომელაურის შემოქმედებამ მოკლა სიკვდილი!
ჩვენი თაობის რჩეული "ნიკო"

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

18


  • just smile :) თქვა:
    12 ივლისი 2013 23:25 - ID: 18,
    ციტატა: აგნოსტიკ
    როგორც პოეტი არა , მაგრამ მსახიობი კარგი იყო ნამდვილად :) თუმცა ამ ქართველებმა ხომ ძან გაფანატება ვიცით... fellow


    ერთი გენაცვა, ვინახარ რო აკრიტიკო?

  • elga თქვა:
    12 ივლისი 2013 00:59 - ID: 17,
    ვაიმე თაკოო კიდევ ერთხელ გაღიარებ ნამდვილი ჟურნალისტი ხარ.
    ნიკო კარგი ადამიანი იყო ბევრი სიმწარე გადაიტანა.მისი და ნინას სიყვარულის ისტორია არაჩვეულებრივია.
    როგორც პოეტს მის შემოქმედებას ნაკლებად ვიცნობ. მაგრამ რაც წამიკითხავს მომწონებია.

  • beonce თქვა:
    11 ივლისი 2013 22:50 - ID: 16,
    გენიალური ადამიანი იყო love ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება და თვითონ პიროვნებაც love ავტორო,შესანიშნავი ნიუსი იყო!!! დიდი მადლობა! feel

  • lul თქვა:
    11 ივლისი 2013 22:46 - ID: 15,
    მაგარი მსახიობი და მწერალი

  • Hermione...♥ თქვა:
    11 ივლისი 2013 20:14 - ID: 14,
    თაკო, ბრწყინვალე ნიუსია, ცრემლები ვერ შევიკავე love

  • nini A თქვა:
    11 ივლისი 2013 16:21 - ID: 13,
    როცა პირველად შენი თვალები,
    ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
    როცა პირველად გვერდით დაჯექი,
    - სიზმარი ახდა და გავიოცე.
    როცა პირველად მზერა მესროლე,
    თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
    ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
    მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
    როცა მომმართე ენა დამება,
    შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
    რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
    და არ მახსოვდა სხვა არაფერი.
    როცა შემაქე, გულში ვიყვირე
    როცა წახვედი ლამის ვიტირე.
    ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
    მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ love

  • gnr თქვა:
    11 ივლისი 2013 15:51 - ID: 12,
    unichieresi adamiani iyo <3

  • liliana თქვა:
    11 ივლისი 2013 15:19 - ID: 11,
    ავტორო შენი ნიკის დანახვისას სიახლის სათაურზე წინასწარვე მიჩნდება შგრძნება რომ მსუყე და გემრიელი ნიუსი მელოდება წინ..როგორც ყოველთვის ფანტასტიური სიახლე იყო..ნიკო შეუდარებელი.. ღმერთმა ნათელში ამყოფოს..

  • Shoka ♥ _ ♥ თქვა:
    11 ივლისი 2013 14:34 - ID: 10,
    გუშინ გავიხსენე ნიკო <3 რა კარგი ადამიანი იყო <3

  • Tamuniako თქვა:
    11 ივლისი 2013 14:09 - ID: 9,
    ნიკო იყო გენიალური ადამიანი და პოეტი <3 ძალიან მიყვარს <3 მისი ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ლექსის წაკითხვისას გრძნობა მქონდა თითქოს ჩემ სათქმელს ამბობდა და ამან უფრო შემაყვარას ის <3

  • Ms.Casillas თქვა:
    11 ივლისი 2013 13:47 - ID: 8,
    კარგი კაცი იყო ♥

  • maikunamai თქვა:
    11 ივლისი 2013 13:38 - ID: 7,
    ვგიჯდებიი ამ ადამიანზეე love უძლიერესიააა love

  • Ana smiley თქვა:
    11 ივლისი 2013 13:20 - ID: 6,
    მიყვარდა როგორც პოეტი love როგორც მსახიობი love და როგორც პიროვნება love

  • mako-mako თქვა:
    11 ივლისი 2013 13:01 - ID: 5,
    მაგარი ადამიანი იყო

  • 11 ივლისი 2013 12:22 - ID: 4,
    როგორც პოეტი არა , მაგრამ მსახიობი კარგი იყო ნამდვილად :) თუმცა ამ ქართველებმა ხომ ძან გაფანატება ვიცით... fellow

  • honey.honey თქვა:
    11 ივლისი 2013 12:06 - ID: 3,
    არც მაშინ მიყვარდა ცოცხალი რომ იყო და არც ეხლა , მაღიზიანებდა მისი მეტყველება , გინდა ჩამქოლეთ და გინდა გადამქოლეთ wink თუმცა პატივს ვცემ მის შემოქმედებას , ბიჭზე ვგიჟდები , ჯეეკოომ love

  • ek-u თქვა:
    11 ივლისი 2013 11:48 - ID: 2,
    კარგიი სტატიაა :) :) ნიკოო <3

  • Johnny depp თქვა:
    11 ივლისი 2013 10:21 - ID: 1,
    მიყვარდა ადრე მაგრამ ვერ ვიაზრებდი მის ბევრ ლექსს, ეხლა კარგად ვიცი რა უნდოდა და რისთვის იბრძოდა. შეიძლება ჯერ კდიევ არ ვიცით ვინ იყო ნიკო საქარტველოსთვის მაგრამ მან დატოვა "რაღაც" და უამრავი კეთილი გული love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top