;
12 ივლისი 2013      usversusthem     40 კომენტარი     ნანახია 9139-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

თინეიჯერები და მშობლები


თინეიჯერების უმრავლესობას აქვს კონფლიქტი მშობელთან. ეს არის სტატია სადაც აღწერილია მშობლის თვალითა და თინეიჯერის თვალით დანახული პრობლემები მათ ურთიერთობაში.


მინდა ვთქვა, რომ მეც თინეიჯერი ვარ და არ მინდა ოფიციალურად ვწერო,
უბრალოდ დავწერ იმას რაზეც დავფიქრდი და მინდა თქვენც დაგაფიქროთ.

გარდატეხის ასაკი .. თინეიჯერობა .. ეს ზუსტად ის ასაკია სულ ნერვები, რომ გვაქვს მოშლილი და ყველაფერზე ვწუწუნებთ. მშობლის უბრალო კითხვაზეც კი ვღიზიანდებით. ასე გვგონია ყველა და ყველაფერი იმისთვისაა გამიზნული რომ ჩვენ არ ვიყოთ კარგად. თუმცა მოდით ამ ყველაფერს მშობლის თვალითაც შევხედოთ..
ჩატარდა მშობლების გამოკითხვა. მშობლების უმრავლესობაამ დაასახელა შემდეგი რამ:

"ჩემს ბიჭი ყოველთვის მეგობრებთან ერთად არის, ხოლო როცა სახლშია მას ან ძინავს ან უბრალოდ თავის ოთახშია გამოკეტილი."
" ყოველთვის როცა ვცდილობ ჩემს ქალიშვილს რაიმე ავუხსნა ან მივრჩე რჩევა ის ბრაზდება და გადის ოთახიდან"
"ჩემი შვილი არასდროს მეუბნება რა აწუხებს. ის ყველაფერზე ღიზიანდება. არც ვიცი რას გრძნობს"
"როდესაც ჩემს შვილს მარტივ რაიმეს ვეკითხები მაგალითად "როგორი იყო შენი დღე" ის მპასუხობს უხეშად, მას არ სიამოვნებს ჩემი კითხვები."


ასევე ჩატარდა გამოკითხვა მოზარდებში :

"ჩემი მშობლები ყოველთვის უამრავ რაღაცას მეკითხებიან (სად მიდიხარ, ვისთან ერთად მიდიხარ,როდის მოხვალ და ასე შემდეგ) ეს უბრალოდ აუტანელია"
"ჩემს მშობლებს ჩემი არ ესმით. ისინი დროის სხვა პერიოდში ცხოვრობენ"
"მამაჩემი მხოლოდ მაშინ მელაპარაკება როცა რაიმეს ვაშავებ. "
"როდესაც ვეკითხები მათ რაიმეს პასუხად ვიღებ ლექციას!"
"როდესაც დედა მეჩხუბება მე სიტყვისაც არ მათქმევინებს, ის მისვამს კითხვას თუმცა თვითონვე პასუხობს"


თინეიჯერები და მშობლები

რა თქმა უნდა ეს ყველა ადამიანს არ ეცნო , თუმცა ალბათ უმრავლესობისთვის ეს მათი ყოველდღიური ფრაზების მცირე ჩამონათვალია.
მშობლის გადმოსახედიდან ალბათ ძალიან რთულია უყურებდე შენს საკუთარ შვილს და აცნობიერებდე , რომ ის აღარ არის დედიკოს კალთას მიკედლებული პატარა ბავშვი , უფრო რთულია აცნობიერებდე იმას , რომ შვილთან ურთიერთობა აღარ გაქვს. როცა ხვდები რომ მას ურჩევნია მთელი დღე სახლში მარტო იყოს ვიდრე ეს დრო დედასთან ან მამასთან გაატაროს.

ვუყვირით , ვეკამათებით , ზოგჯერ მეგობრებთანაც ვაკრიტიკებთ მშობლებს და იმაზე არც ვფიქრობთ , რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში ზუსტად ისინი არიან ვისაც შეგვიძლია თვალდახუჭულები ვენდოთ. ისინი ხომ ჩვენი მშობლები არიან.. წარმოიდგინეთ რა რთულია იყო დედა და ხედავდე თინეიჯერების უმრავლესობა გზას არის აცდენილი , ამ დროს ხომ დედა ყველანაირად ცდილობს მისი შვილიც არ გახდეს სხვისნაირი. ზუსტად ჩვენს მიმართ უსაზღვრო სიყვარულით არის განპირობებული ყველაფერი რაც ჩვენ ნერვებს გვიშლის.

თინეიჯერები და მშობლები


მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის ჩვენ ვართ დამნაშავენი დედასთან ან მამასთან კამათის დროს. ყველა ჩვენგანმა იცის რა საშინელი გრძნობაა , როცა ყველა ჩვენი მეგობარი სადღაც მიდის და შენ არ მიდიხარ იმიტომ , რომ დედას იქ მყოფი საზოგადოება არ მოსწონს ან უბრალოდ უხასიათოდაა და არ გვიშვებს . ალბათ ის ფაქტიც ყველა თქვენგანმა იცის დედას ,რომ არ აინტერესებს სხვა ბავშვი, რომელსაც იქ უშვებენ სადაც ჩვენ არ გვიშვებენ ,თუმცა ყოველთვის აინტერესებს ის სხვა ბავშვი რომელიც ჩვენზე უკეთ სწავლობს ან უკეთ იქცევა..

მოკლედ უამრავი სახის კონფლიქტია მშობელსა და შვილს შორის , თუმცა მაინც ყველა ჩვენ
განისთვის მშობელი პირველია , მშობლისთვის კი- შვილი.

ეს ჩვენ ვართ თინეიჯერები დედებს რომ ვეუხეშებით, ცხვირწინ კარს ვუჯახუნებთ, თუმცა მათზე ვგიჟდებით!!

თინეიჯერები და მშობლები

ყველანაირად ვეცადე ეს ის სტატია ყოფილიყო რომლის წაკითხვის შემდეგაც ყველა ჩვენგანი
ინანებდა მშობლის წინაშე რაიმეს, თუნდაც ერთხელ ნათქვამ უხეშ სიტყვას.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

40


  • chxakuna თქვა:
    22 ივლისი 2013 20:43 - ID: 40,
    მე სულ პრობლემები მაქ სულ ჩემს ოთახში ვარ და იშვიათAდ ველაპარაკები როცა რამე მჭირდება და მირჩევნია ესე გაგრძელდეს არ მიყვარს უაზროდ ლაპარაკი !! /// მირჩევნია მეოობრებთAნ ვიყო და გავერთო სახლში ნამდვილი უბედურებაა

  • )))))))) თქვა:
    21 ივლისი 2013 18:18 - ID: 39,
    ვაიმეე როგორ მიხარია რო დედაჩემთან არ მაქვს ასეთი ურთიერთობა
    აი ყველაფერს ვეუბნებიიიი, ყველაფერს.... ჩემი საუკეთესო მეგობარია <3 და პანიკური შიში მაქვს მისი დაკარგვის :(((((
    ნუ ზოგჯერ ჩვენც ვუშლით ნერვებს ერთმანეთს :პ

  • makoo თქვა:
    16 ივლისი 2013 15:27 - ID: 38,
    ყველას აქვს რაღაც პრობლემაა მშობლებთან და არც მე ვარ გამონაკლისიი XX ხშირად ვკამათობთ მე და დედააჩემიიი უაზრო რარაცებზე :D(განსაკუთრებით სახლის დალაგებაზე ) მაგრამ ვხდები რო მართალია ა:D :D ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ორივესთანს განსაკუტრებით დედასთან მეგობრულად ვარ XX აბსოლიტურად ყველაფერს ვეუბენბი ხ სამსახურიდან დაღლილი რომ მოდის მე ენას არ ვაჩერებ დაა ვუყვები ყველაფერს თუ რა გავაკეთე მთელი დღის განმავლობაში XX :D
    ჩემი მშობლები ყოველთვის უამრავ რაღაცას მეკითხებიან (სად მიდიხარ, ვისთან ერთად მიდიხარ,როდის მოხვალ და ასე შემდეგ) ეს უბრალოდ აუტანელია" << ამ ფაქტმა გამაღიზიანაა XX არ მიმაჩნია ის მშობელი ნორმალურად რომელიც არ არის დაინტერესებული იმაში თუ რას აკეთებს მიში შვილი სად მიდის ას ვისთან ერთად XX კარგით რაა XXX დაფიქრდით უბრალოდ XX ეს მათი ვალდებულებაა XXX 19 წლის ვარ და აბსოლიტურად ყველაფრის გაკეთება შემიძლია დამოუკიდებლად XX და ვაკეთებ კიდეც Xხ მაგრამ დედის რჩევაა ჩემთვის მაინც განსაკუთრებულიაა XX
    ორივე მხარემ უნდ აეცადოს რო კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ XX როცა რამე სისულელეს ვაკეთებ და ამას დედას ვეუბნები რა თქმა უნდა მიბრაზდება XX დაა ლამის თვალები უცვივდებაა :D მაგრამ მე მაინც ვუყვები XX ალბათ ეგაა მიზეზიი იმ ნდობის რაც ეხლა მაქვს დამსახურებული XXX

    და ხო კიდე :D უნდა ეცადოთ როოო დრო გადააანაწილოთ უყურადღებოდ არავინ არ უნდა დატოვოთ XX მშობელს არ უნდა აგრძნობიოთ რო ისინი ზედმეტები არიან თქვენს ცხოვრებაში XX ვგიჟდები ჩემს მეგობრებზე და მათტან ერთად დროს ტარებაზე XX და ვატარე კდიეც Xხ ყოველდღე მათთან ერთად ვარ XX მაგრამ მშობლებთან ერტადაც მიყვარს ბოდიალი XX მიყვარს მშობლებთან ერთად shopingი ან გამით სადმე რესტორანში წასვლაა Xხ ეს ჩემი საყვარელლი მომენტიაა XX როცა მშვიდად ზიხარ XX და ერთად აწყობთ გეგმებს XX მმ მიყვარს ჩემი დედიკო და მამიკო <3 <3

  • marisha:) თქვა:
    15 ივლისი 2013 15:10 - ID: 37,
    Wow saintereso iyo martla dzaan (tumca me dadastan da mamastan martla magri urtietoba maq ertmanets kargad vugebt sabednierod)

  • smiler-belieber თქვა:
    15 ივლისი 2013 15:00 - ID: 36,
    მეც მაქ მშობლებთან პრობლემები -_- ნერვები მეშლება სულ რომ მაკონტროლებენ მეგობრებთან ერთად ჩემი უბნის იქით გასვლა არ შეიძლებაო ისაო ესაო -_- ჩემი დზმა კიდევ სულ მიყვირის ყველაფეერზე და მერე მე მაბრალებენ -_- 13-ის ვარ უკვე და რას მაკონტროლებენ რა ნერვები მეშლება -_- angry მარა მაინც მიყვარს ჩემი მშობლები და რა ვქნა love

  • adriana თქვა:
    15 ივლისი 2013 14:08 - ID: 35,
    ციტატა: Tamuniako
    ციტატა: adriana
    ყველაფერი გასაგებია მაგრამ ხანდახან მე თავს მოკვლის სურვილი მიჩნდება როცა ყველა ჩემს წინააგმდეგაა. :( ყველაფერში ჩემ ძმას ამართლებენ მართლა დავიღალე ეს ჩემი ძმა კიდე უაზროდ უტაქტოა ქუჩაში მიყვირის ხოლმე მართლა შუა ქუჩაში და რო ვეუბნები დედაჩემს აქეტ მადანაშაულებს ხო იცი რო არ სიამოვნებს იქ რო ზიხარ ხოლმეო ( დაქალებთან ერთად ვზივარ ხოლმე ) what მიდი და არ გაგიჟდე და არ დაგემართოს ისტერიკები მომბეზრდა ძალიან sad

    მეც დაახლოებით იქივე პრობლემა მაქ უბრალოდ მე უმცროსი და მყავს და ყოველთვის ყველაფერში ისაა მართალი :(( ხანდახან თავი ზედმეტი მგონია

    ხო ძნელია ძალიან და მერე კიდე აქეთ მეჩხუბებბიან რა დეპრესიული ხარო რა უხასიათოვო belay angry

  • Tamuniako თქვა:
    13 ივლისი 2013 23:06 - ID: 34,
    ციტატა: adriana
    ყველაფერი გასაგებია მაგრამ ხანდახან მე თავს მოკვლის სურვილი მიჩნდება როცა ყველა ჩემს წინააგმდეგაა. :( ყველაფერში ჩემ ძმას ამართლებენ მართლა დავიღალე ეს ჩემი ძმა კიდე უაზროდ უტაქტოა ქუჩაში მიყვირის ხოლმე მართლა შუა ქუჩაში და რო ვეუბნები დედაჩემს აქეტ მადანაშაულებს ხო იცი რო არ სიამოვნებს იქ რო ზიხარ ხოლმეო ( დაქალებთან ერთად ვზივარ ხოლმე ) what მიდი და არ გაგიჟდე და არ დაგემართოს ისტერიკები მომბეზრდა ძალიან sad

    მეც დაახლოებით იქივე პრობლემა მაქ უბრალოდ მე უმცროსი და მყავს და ყოველთვის ყველაფერში ისაა მართალი :(( ხანდახან თავი ზედმეტი მგონია

  • linda_JB თქვა:
    13 ივლისი 2013 21:46 - ID: 33,
    სულაც არ მაქვს მსგავსი კონფლიქტები მშობლებთან მიუხედავად იმისა რომ 16 წლის ვარ smile

  • bachia777 თქვა:
    13 ივლისი 2013 16:22 - ID: 32,
    ძალიან კარგი ნიუსია,ძალიან მომეწონა love love love

  • Young and Beautiful თქვა:
    13 ივლისი 2013 15:51 - ID: 31,
    რა ნაცნობი სიტუაციაა :D ალბათ გარდატეხის ასაკის ბრალია...სულ ესე მომდის..არ მინდა მაგრამ ასე გამოდისს..როდესაც დედა მეჩხუბება მე სიტყვისაც არ მათქმევინებს, ის მისვამს კითხვას თუმცა თვითონვე პასუხობს "როდესაც ვეკითხები მათ რაიმეს პასუხად ვიღებ ლექციას!" სულ მუდამ ასე ხდება :D
    აი ძაან მააგრი და სრულყოფილი ნიუსია ♥ ყოჩაღ ავტორს !! მომეწონა :) love

  • meducha თქვა:
    13 ივლისი 2013 15:33 - ID: 30,
    ციტატა: natia salvatore
    ეჰ შვილო :D 9წლისას რა კონფლიქტი უნდა გქონდეს მშობელთან


    აჰაჰაჰა wink

  • usversusthem თქვა:
    13 ივლისი 2013 14:55 - ID: 29,
    დამიჯერე წინასწარ არავის გვქონდა დაგეგმილი რომ ასე მოვიქცეოდით :დდ
    ციტატა: salomesalome17
    მე დედიკოს გოგო ვარ და არ ვაბრაზებ და არც უხეშად ველაპარაკები ასევეა მამასთან ჯერ თინეიჯერი არ ვარ მაგრამ როდესაც გავხდები არც მაშინ დაველაპარაკები უხეშად იმიტომ რომ ორივე ძალიან მიყვარსსს love

  • natia salvatore თქვა:
    13 ივლისი 2013 14:38 - ID: 28,
    ციტატა: salomesalome17
    მე დედიკოს გოგო ვარ და არ ვაბრაზებ და არც უხეშად ველაპარაკები ასევეა მამასთან ჯერ თინეიჯერი არ ვარ მაგრამ როდესაც გავხდები არც მაშინ დაველაპარაკები უხეშად იმიტომ რომ ორივე ძალიან მიყვარსსს love


    ეჰ შვილო :D 9წლისას რა კონფლიქტი უნდა გქონდეს მშობელთან

  • ehiwmxtl თქვა:
    13 ივლისი 2013 13:31 - ID: 27,
    ჰაჰა :D რა ბედნიერებაა მშობლებთან კონფლიქტი რომ არ მაქვს :D თმების შეღებვა გინდა?-კი ბატონო ტატუს გაკეთება?-კი ბატონო :D ყველაზე საყვარელი დედიკო და მამიკო მყავს love

  • salomesalome17 თქვა:
    13 ივლისი 2013 13:19 - ID: 26,
    მე დედიკოს გოგო ვარ და არ ვაბრაზებ და არც უხეშად ველაპარაკები ასევეა მამასთან ჯერ თინეიჯერი არ ვარ მაგრამ როდესაც გავხდები არც მაშინ დაველაპარაკები უხეშად იმიტომ რომ ორივე ძალიან მიყვარსსს love

  • tata____tata თქვა:
    13 ივლისი 2013 13:12 - ID: 25,
    რაღაც სიტუაციები მართლაც მეცნო, მაგრამ აი ეს ყველაზე ნაღდია "როდესაც დედა მეჩხუბება მე სიტყვისაც არ მათქმევინებს, ის მისვამს კითხვას თუმცა თვითონვე პასუხობს" ის რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან fellow

  • chuka) თქვა:
    13 ივლისი 2013 12:54 - ID: 24,
    ძალიან კარგია. მეოგნა რომ ჩემს თავზე ვკითხულობდი, მაგრამ ამაზე აქამდეც დავფიქრებულვარ და ვხვდები რომ მშობელს ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა ჩვენთვის.
    ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტან მე რომ ვარ მართალი და მაინც რო თავისას მიერეკებიან wink

  • SomebodyYyY თქვა:
    13 ივლისი 2013 12:44 - ID: 23,
    პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ძალიან კარგი სტატიაა love მე გარდატეხის ასაკი ძალიან შემეტყო. ისედაც რთული ხასიათის ადამიანი ვარ და ეს ყველაფერი ჩემზე ორმაგ ზეგავლენას ახდენს. ჩემი მშობლები მიყვარს. განსაკუთრებით დედაჩემი, ის ყველაფერში ხელს მიწყობს და ამიტომ მისი ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ ზოგჯერ მაინც ძალიან მაღიზიანებს ხოლმე და მეც თავს ვერ ვიკავებ ჩემი ფეთქებადი ხასიათის გამო. ჩემი და ჩემი მშობლების ინტერესები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება და განსხვავებული აზრის გამო მოგვდის ხოლმე უთანხმოება.

  • Hellen თქვა:
    13 ივლისი 2013 11:58 - ID: 22,
    კარგი ნიუსია, კარგად დაგიწყია :) მომეწონა

  • Elene Lovatic თქვა:
    13 ივლისი 2013 11:36 - ID: 21,
    უმმმ... ამ სტატიამ მართლა დამაფიქრა და შევეცდები დედას ისე უხეშად აღარ ვესაუბრო როგორც წინაზე ვესაუბრებოდი.
    პ.ს მშობლები ყოველთვის მართლები არ არიან angry

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top