;
22 ივლისი 2013      nini.     8 კომენტარი     ნანახია 5106-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ცხოველთა ქცევა - საინტერესო ცნობები
თითქმის ყველაფერი, რასაც ცხოველი აკეთებს, ქცევის ერთ-ერთი ფორმაა

მგლების ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი. მაღალ საფეხურზე მდგომი მგლები (დომინანტი) გამართულნი დგანან; მათ ყურები და კუდი აწეული აქვთ. უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი, ანუ დაქვემდებარებული მგლები ზურგზე წვებიან, იმის ნიშნად, რომ არ იჩხუბებენ.


პატარა შიმპანზე ყურადღებით აკვირდება, როგორ ტეხავს დედამისი მაგარ, მოღუნულ მცენარის ღეროს და ფოთლებს აცლის. შემდეგ, გასუფთავებულ ღეროს ტერმიტების ბუდეში ყოფს და იქიდან წვნიანი ტერმიტი ამოჰყავს პირის ჩასატკბარუნებლად. პატარა შიმპანზეს მრავალი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ეს მოქმედება ზუსტად გაიმეოროს..


შეძენილი თუ თანდაყოლილი?

პატარა შიმპანზეს შეუძლია ტერმიტებზე ,,ნადირობა,, ისწავლოს, იმიტომ, რომ მას დედისგან შთამომავლობით გადაეცა ამ ტიპის ქცევის შესრულების უნარი და შესაძლებლობა. ქცევის ორი ძირითადი ტიპი არსებობს- ინსტინქტური ანუ თანდაყოლილი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და შეძენილი, რომელსაც ცხოველი სიცოცხლის მანძილზე სწავლობს. ცხოველების ქცევა ხშირ შემთხვევებში ინსტინქტებისა და შეძენილი ჩვევების რთულ კომბინაციას წარმოადგენს.


თითქმის ყველაფერი, რასაც ცხოველი აკეთებს, ქცევის ერთ-ერთი ფორმაა. შიმპანზეების მიწაში ქექვა ტერმიტების მოპოვების მიზნით , წეროების ჰაერში ტრიალი და საქორწილო ცეკვა, ლომის ბოკვერის თამაში, კრაზანების ბუდის მშენებლობა- ყოველივე ზემოთქმული, ცხოველების ქცევის მაგალითებია. სახეობებს შორის ყველაზე საინტერესო ქცევის მაგალითებს მაშინ ვაწყდებით, როდესაც ცხოველები იცავენ თავიანთ ტერიტორიას, ეძებენ პარტნიორს, ეხმარებიან ერთმანეთს ნადირობაში, მტრებს იგერიებენ ან ნაშიერებს ზრდიან.


ცხოველებს დაბადებიან აქვთ უნარი შეასრულონ განსაზღვრული, ავტომატური ქცევები. ზოგიერთი ცხოველი თითქმის მთლიანად ამ ავტომატურ ქცევას ეყრდნობა. მწერების ქცევა დიდწილად ავტომატურია. მაგალითად , ობობებს არ სჭიდებათ ქსლის გაკეთების სწავლა. განსაზღვრულ ანუ ინსტიქტურ ქცევას ცხოველების გენები აკონტროლებენ. თუ ის ცხოვრების პირობები შეიცვლება, რომელსაც ცხოველები შეჩვეულები არიან, მაშინ მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომლებიც ახალ პირობებს უფრო კარგად შეეგუებიან, გამრავლდებიან და ამ გზით თავიანთ გენებს შთამომავლობას გადასცემენ. შეძენილი ქცევები მომავალ თაობაზე არ გადადის.

ცხოველთა ქცევა

კომუნიკაცია

ცხოველის ქცევაზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, თუ როგორ ახერხებს ის თავის სახეობის სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობას- კომუნიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებს ლაპარაკი არ შეუძლიათ, ისინი ერთმანეთს მაინც ეურთიერთებიან ბგერების, სუნისა თუ სხეულის ენის საშუალებით; მაგალითად, სახის გამომეტყველებით. მდედრი ციცინათელები მამრების მოსახილბად განათების სხვადასხვა ხერხებსაც კი იყენებენ.


სეზონის გადატანა

სხვადასხვაგვარი ქცევა ცხოველებს ამინდის სეზონური ცვლილებების გადატანაში ეხმარება.ბევრი ფრინველი, ზოგიერთი ძუძომწოვარი, თევზები და მწერები მიგრირებენ- გრძელ გზას გადიან, რომ ცუდ ამინდსა და საკვების სიმწირეს გადაურჩნენ, ან უსაფრთხო ადგილები მოძებნონ ნაშიერების გასაჩენად.
სხვა ცხოველები ღრმად იძინებენ, რომ გადაიტანონ ძალიან ცივი ან მშრალი ამინდი. ცივი პირობებისგან თავის ამ გზით დაღწევას ზამთრის ძილი ეწოდება. ცხელ და მშრალ პირობებში ძილს კი ზაფხულის ძილი ჰქვია.


ზამთარში მონარქი პეპლები კანადიდან მექსიკაში მიფრინავენ და 4000 კილომეტრიან გზას გადიან. მექსიკის ფიჭვის ხეებს შორის პეპლებს უზარმაზარი ჯგუფები ზამთრის ძილს მიეცემიან და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ხეებს პეპლები მოუსხამსო.


მამრი კანადური ცხვრები ერთმანეთს იმის გასარკვევად ერკინებიან, თუ ვინ უფრო ძლიერია და ვინ არის ყოჩი. მათი ორთაბრძოლა თავებით დატაკებაში გამოიხატება, რომლის დროსაც რქებს საშინელი ძალით უჭახუნებენ.












წყარო: ოქსფორდის სამეცნიერო ენციკლოპედია

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

8


  • Ana smiley თქვა:
    23 ივლისი 2013 12:40 - ID: 8,
    რა მაგარი სიახლე იყოო love

  • anna_ anna თქვა:
    23 ივლისი 2013 11:25 - ID: 7,
    კატებიიი love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    23 ივლისი 2013 10:07 - ID: 6,
    საინტერესო ნიუსია <3

  • NIni :) თქვა:
    22 ივლისი 2013 21:44 - ID: 5,
    love მომეწონა :))

  • mariamininutsa თქვა:
    22 ივლისი 2013 19:04 - ID: 4,
    ვგიჟდები ცხოველებზე. იმ დღეს დისკავერზე გადიოდა გადაცემა, ძუ ლომი დაედევნა ზებრას და მეორე ზებრამ წიხლი ჩაცხო(შესაძლებელი იყო თვითონ გამხდარიყო ლომის ლუკმა,მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა) თურმე შვილი ყოფილა love საყვარლები.

  • niniko♥ თქვა:
    22 ივლისი 2013 18:28 - ID: 3,
    საინტერესო იყო feel

  • lady_tamo თქვა:
    22 ივლისი 2013 18:10 - ID: 2,
    რა საინტერესო სიახლეეაა
    მადლობა ავტორს

  • Shining Diamond თქვა:
    22 ივლისი 2013 16:52 - ID: 1,
    საინტერესო სიახლეა love მომეწონა ძალიან

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top