;
22 ივლისი 2013      nini.     11 კომენტარი     ნანახია 5539-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Swedish House Mafia - Save The World

Powered by emp3world.com


საშიშები, თუმცა - გმირები !



ცხოველებს აქვთ იმის უნარი, რომ გადაარჩინონ სხვა ცხოველები და რამდენად წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს ადამიანებიც კი, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი შესულები არიან იმ ცხოველთა სიაში, რომლებიც ადამიანებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.



6) ლომმა ბავშვი იხსნა გამტაცებლებისაგან

12 წლის კენიელი გოგონა იძულებით იქნა წაყვანილი რამდენიმე მამაკაცის მიერ. გოგონა ერთი კვირის შემდეგ იპოვნეს, რომელიც მარტო იმყოფებოდა, მისი გამტაცებლები გაიქცნენ. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომელიც გაოცებას იწვევს. მართალია, რომ გოგონას სხვა მამაკაცები თან არ ახლდნენ თუმცა მის გარშემო იყო 3 ლომი, რომლებიც პატარას არ სცილდებოდნენ. პოლიციელები ამბობდნენ, რომ მათი მისვლიდან ნახევარი დღის განმავლობაში ლომები გოგონას არ სცილდებოდნენ და მას იცავდნენ. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ლომები არიან მტაცებლები ამიტომაც შესაქებია მათი ძალისხმევა, რომ გოგონა არ შეჭამეს და პირიქით მასთან ახლოს ,,ცუდ ადამიანებს" არ უშვებდნენ. მეცნიერები ამბობდნენ, რომ ეს ლომები რეაგირებდნენ გოგონას ცრემლებზე ისევე როგორც საკუთარ ნაშიერთა ცრემლებზე.




5) გორილამ გადაარჩინა 3 წლის ბიჭი

3 წლის ბიჭი მიუახლოვდა გორილებისათვის განკუთვნილ ტერიტორიას და შემთხვევით დაეცა ,,საზღვარზე" . ბიჭუ იყო გონებადაკარგული და დაცემისას თავზე მიიღო დაზიანება. პოლიციელებმა ამ გორილისათვის წინათ სპეციალურად შემოღობეს ადგილი და სრულიად მისაღები იქნებოდა ის ფაქტი თუ გორილა აგრესიას გამოამჟღავნებდა ამ პატარა ბიჭუნას მიმართ, რომელმაც ნებით თუ უნებლიეთ ,,მის სამფლობელოში" შეაბიჯა. თუმცა ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ერთ-ერთი გორილა მიუახლოვდა ბიჭს და მის დახმარებას ცდილობდა. აიყვანა ხელში, როგორც დედები იჭერენ მძინარე შვილს და მიიყვანეს უახლოეს კართან , სადაც ექიმები ბიჭის დახმარებას შეძლებდნენ.

მსგავსი შემთხვევა მოხდა 1980 წელს, როდესაც პატარა ბიჭუნა ამავე სიტუაციაში აღმოჩნდა. მის გვერდით კი იმყოფებოდა გორილა, რომელიც იყო დომინანტი მამრთა ჯგუფში. გორილა მას იცავდა და უვლიდა სანამ ექიმები შეძლებდნენ მოსვლას.




4) ვეშაპი მყვინთავს გადაარჩენს დახრჩობისაგან.

ჰარბინში იყო შეჯიბრი, რაც შემდეგში მდგომარეობდა: 7 მყვინთავს უნდა ჩაეყვნითათ აუზის სიღრმეში, (რომელიც საკმაოდ ღრმა იყო) თუმცა მათ არ უნდა გამოეყენებინათ ,,სასუნთქი აპარატურა" და რაც მთავარია ამ აუზში იმყოფებოდნენ ვეშაპებიც.. Yang Yun (ქალი) იყო ერთ-ერთი 26 წლის მონაწილე. როდესაც მან მიაღწია ფსკერამდე, მისი ფეხი იქნა პარალიზებული და მას დაეწყო პანიკა, რომელმაც გამოიწვია არასწორი სუნთქვა და სულის ხუთვა. მილა- ერთ-ერთი ვეშაპი მიცურდა მასთან, რათა გადაერჩინა. მილამ ხელი ჩაავლო იანგ იანის ფეხს საკუთარი პირით და დაიწყო მისი ზედაპირზე აყვანა. მყვინთავი გადარჩა !!!




3) ღორი გადაარჩენს საკუთარ მეპატრონეს გულის შეტევისაგან.

ღორი სახელად - ლულუ იმყოფებოდა ბაღში, როდესაც საკუთარ პატრონს დაემართა გულის შეტევა., ბაღი შემოღობილი იყო მესერით, საიდანაც გაღწევა უბრალოდ შეუძლებელი იყო თუმცა ლულუმ ეს შეძლო და გავიდა გზაზე.. მანამ იდგა იქ, სანამ ერთ-ერთმა მანქანამ არ გააჩერა და ლულუს უკან არ გაჰყვა...საბოლოოდ ღორმა მანქანის მძღოლი მიიყვანა სახლში, სადაც მამაკაცს დახვდა ქალი, გულის შეტევით...მან გამოიძახა ექიმები და ჯო ანიც გადარჩა. ლულუმ ჯილდოდ მიიღო თავისი საყვარელი საჭმელი: ჟელეანი ღვეზელი.




2) ცხენი ქალს იხსნის ფურისაგან. (დედალი ძროხა)

Fiona Boyd-ს, შოტლანდიელ ფერმერს თავს დაესხა ძროხა. ფიონას ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდა. კერიმ (ცხენმა) გაიგონა მისი ტირილის ხმა, რომლის მეშვეობითაც მოაგნო ქალს...ცხენი შეება ძროხას და მანამ არ დაანება თავი, სანამ ქალი უსაფრთხო ადგილას არ იხილა.




1) დელფინები - ოკეანის ანგელოზები.

2004 წელს, ბუნების დამცველები ოკეანეში მიცურავდნენ, როდესაც დელფინების ჯგუფმა მათ წრე შემოარტყა. ერთ-ერთი დელფინი ამოხტა წყლიდან, რომლის ზედაპირზე მიცურავდა ვეშაპი. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ თურმე ვეშაპს შეემჩნია წყლის ქვეშ ადამიანები და მათ კვალს მიჰყვებოდა. დელფინებმა ეს შეამჩნიეს, დაიწყეს გაშმაგებით ცურვა რათა მისთვის გზა გადაეკეტათ. სწორედ ასეთი სისწრაფით ცურავდნენ დელფინები 40 წუთის განმავლობაში, რათა ადამიანები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ.

მსგავსი რამ მოხდა რამდენიმე წლის შემდეგაც. 2007 წელს სერფერი Todd Endris გადაარჩინეს დელფინებმა ვეშაპის თავდასხმისაგან.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

11


  • Imaginary თქვა:
    24 ივლისი 2013 13:02 - ID: 11,
    საყვარლებიი ^-^

  • )))))))) თქვა:
    23 ივლისი 2013 23:22 - ID: 10,
    ვაიმე აბა მე რას მერჩოდა ის ცხენი რომ გადმომაგდო და კინაღამ მომკლა :დ

  • Mari.♫ თქვა:
    23 ივლისი 2013 20:06 - ID: 9,
    თვალზე ცრემლი მომადგა დელფინებზე და ლომზე რომ წავიკითხე.
    წარმოუდგენელია უბრალოდ, ადამიანები ხშირად უფრო
    ვიქცევით მხეცურად ვიდრე ეს ცხოველები (ზოგი).

  • Ana smiley თქვა:
    23 ივლისი 2013 14:01 - ID: 8,
    აი სიტყვები არ მყოფნის უმაგრეის ნიუსი იყოო love

  • mariamininutsa თქვა:
    23 ივლისი 2013 00:45 - ID: 7,
    12 წლის კენიელი გოგონა იძულებით იქნა წაყვანილი რამდენიმე მამაკაცის მიერ. გოგონა ერთი კვირის შემდეგ იპოვნეს, რომელიც მარტო იმყოფებოდა, მისი გამტაცებლები გაიქცნენ. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომელიც გაოცებას იწვევს. მართალია, რომ გოგონას სხვა მამაკაცები თან არ ახლდნენ თუმცა მის გარშემო იყო 3 ლომი, რომლებიც პატარას არ სცილდებოდნენ. პოლიციელები ამბობდნენ, რომ მათი მისვლიდან ნახევარი დღის განმავლობაში ლომები გოგონას არ სცილდებოდნენ და მას იცავდნენ. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ლომები არიან მტაცებლები ამიტომაც შესაქებია მათი ძალისხმევა, რომ გოგონა არ შეჭამეს და პირიქით მასთან ახლოს ,,ცუდ ადამიანებს" არ უშვებდნენ. მეცნიერები ამბობდნენ, რომ ეს ლომები რეაგირებდნენ გოგონას ცრემლებზე ისევე როგორც საკუთარ ნაშიერთა ცრემლებზე.

    ჩემზე ყველაზე მეტად ამან იმოქმედა.
    ძალიან კარგი სტატია იყო love

  • nini. თქვა:
    22 ივლისი 2013 23:19 - ID: 6,
    ციტატა: elenuca44
    ეს სტატია უკვე იდო :დ კარგად მახსოვს და ფოტოებით ვიცანი

    აჰაჰ სააღოოლ...:D :D ჩემი სტატიაა უბრალოდ შეცვლილია რამოდენიმე რაღაც :D :D

    გმადლოოობთ ბავშვებოო, მიხარია თუ მოგეწონაათ love

  • elenuca44 თქვა:
    22 ივლისი 2013 22:25 - ID: 5,
    ეს სტატია უკვე იდო :დ კარგად მახსოვს და ფოტოებით ვიცანი

  • NIni :) თქვა:
    22 ივლისი 2013 21:43 - ID: 4,
    რა კარგი და საინტერესო იყოო :))) love

  • harry potter თქვა:
    22 ივლისი 2013 20:46 - ID: 3,
    ძალაინ კარგი იყო love

  • ina თქვა:
    22 ივლისი 2013 20:10 - ID: 2,
    ძალიან საინტერესო იყოოო ყოჩავ ავტორ love

  • smileyz_xato თქვა:
    22 ივლისი 2013 20:06 - ID: 1,
    დელფინებზე ვგიჟდბეი ძალიან საყვარლები არიან love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top