;
24 ივლისი 2013      Nanuka.     45 კომენტარი     ნანახია 17161-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ბრეკეტები/Braces
❝Smile is the universal welcome❞

21-ე საუკუნის ტრენდი - ბრეკეტები

სამკურნალო ბრეკეტი (ორთოდონტიული ბრეკეტი) არის ორთოდონტიული მექანიზმი, რომელიც ასწორებს კბილებს და ეხმარება მას ჩადგეს მისთვის განკუთვნილ პოზიციაში. 21-ე საუკუნეში ბრეკეტების შესაძლებლობები იმდენად გაიზარდა, რომ მას შეუძლია ისეთი ანომალიების მოგვარება, როგორებიცაა: ერთმანეთისგან მკვეთრად დაშორებული/გადაჯვარედინებული კბილები, ზედაზე წინ გამოწეული ქვედა ყბა (Overbite)/პირიქით (Underbite) და ა.შ.

ღიმილი გარეგნული მხარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გაუმჯობესების საშუალებასაც ბრეკეტები უმტკინვეულოდ და ხელმისაწვდომ ფასად გვაძლევს. მისი ტარება პაციენტს 1-3 წლის განმავლობაში უწევს, შედეგად კი ლამაზ და ჯანმრთელ ღიმილს იღებს. ბრეკეტების გაკეთების პროცესი სრულიად უმტკინვეულოა, რაც მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის.

ჩვენს დროში ბრეკეტები იმდენად გავრცელებულია, რომ სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოს გარშემო მას თინეიჯერების 70% ატარებს. საინტერესოა რა უპირატესობები აქვს ორთოდონტიულ ბრეკეტებს ფირფიტასთან (ე.წ "რკინებთან") შედარებით, როგორ მოქმედებს მისი მექანიზმი და ა.შ.


ბრეკეტები/Braces
► როგორ მუშაობს ბრეკეტების მექანიზმი?

მას შემდეგ, რაც პაციენტი ბრეკეტს იკეთებს, მისი კბილები გადაადგილებას იწყებენ იმ ძალის მოქმედებით, რომელსაც ბრეკეტი კბილზე ახორციელებს. ბრეკეტი შეიცავს 4 ძირითად ნაწილს, რომლის მეშვეობითაც იგი კბილს პოზიციას უცვლის. ესენია: ბრეკეტი, დასაწებებელი საშუალება, რკალი (მავთული) და ელასტიური რეზინა. კბილები გადაადგილებას იწყებს მას შემდეგ, რაც მავთული იწყებს მათზე ძალის განხორციელებას. როდესაც ბრეკეტები კბილებს აწვება, კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილები ერთ მხარეს იჭიმება, ხოლო მეორე მხარეს იკუმშება. ეს მოქმედება ნელა უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტი კბილის დაკარგვის რისკზე მიდის. სწორედ ამიტომაა, რომ ბრეკეტის ტარება მას 1-3 წლის განმავლობაში უწევს.
ქსოვილების გაჭიმვისა და შეკუმშვის პროცესი კბილს ასუსტებს, რის შემდეგაც ახალი ძვალი იზრდება, რომელიც კბილს ახალ პოზიციაში ამაგრებს. ამას ძვლის რეკონსტრუქცია (Bone Remodelling) ჰქვია. ზოგადად, კბილი ყოველ თვე ერთი მილიმეტრით იცვლის პოზიციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.


ბრეკეტები/Braces
► ბრეკეტი თუ ფირფიტა?

ორთოდონტიულ ბრეკეტთან ერთად, ფართოდ არის გავრცელებული
ორთოდონტიული ფირფიტა (ე.წ "რკინები"), რომლის გაკეთებაც შედარებით იაფი ჯდება. რა უპირატესობები გააჩნია ბრეკეტს რკინებთან შედარებით? მთავარი უპირატესობა ბრეკეტისა არის ის, რომ იგი მხოლოდ კბილებზე მაგრდება და პაციენტს სასა თავისუფალი აქვს. რკინების შემთხვევაში, ფირფიტა პაციენტს ზედა და ქვედა ყბებზე უკეთია, რის გამოც ჭამის დროს მისი მოხსნა, გაწმენდა და ხელახლა გაკეთება უწევს. იქიდან გამომდინარე, რომ ფირფიტის მოხსნა ძალიან მარტივია, მცირედი დისკომფორტის შემთხვევაში, შესაძლებელია იგი პაციენტმა მოიხსნას, ბრეკეტების მოხსნა კი მასზე არ არის დამოკიდებული. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ბრეკეტების მექანიზმი გაცილებით უფრო ეფექტური და ძლიერია, რაც სასურველი შედეგის მიღების გაცილებით მაღალ გარანტიას გვაძლევს.


ბრეკეტები/Braces
► ფასები

საქართველოში ბრეკეტების საშუალო ფასი (ორივე ყბაზე) 1000-დან 1500 ლარამდე მერყეობს, თუმცა ძირითადად თითო ყბა 500 ლარი ჯდება. ბრეკეტების გაკეთების შემდეგ, თვეში ერთხელ ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, რათა შემოწმდეს თუ როგორ მიდის მკურნალობის პროცესი და შეიცვალოს ელასტიური რეზინა, რისთვისაც დამატებით თანხის გადახდა მოგიწევთ (საშუალოდ 15-დან 30 ლარამდე). არსებობს ორთოდონტიული კლინიკები, რომლებიც ბრეკეტების ჩასმას 2000-დან 3000 ლარამდე გვთავაზობენ, რაც მკურნალობასთან შეუსაბამო და კოლოსალური თანხაა. გონივრული არჩევნის შემთხვევაში, ბრეკეტებით სარგებლობის ერთწლიანი კურსი 1500 ლარზე ძვირი არ უნდა დაგიჯდეთ.

ბრეკეტები/Braces
► რისკები და პრობლემები

მანამ სანამ, პაციენტი ბრეკეტებს ჩაისვამს, მან აუცილებლად უნდა შეიტყოს იმ გართულებების შესახებ, რაც შესაძლებელია ბრეკეტების ჩასმას მოჰყვეს. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ფორმა შესაძლებელია შეიცვალოს არამარტო ყბამ, არამედ ყვირმლის ძვლებმა და სახემ. პაციენტმა ორთოდონტთან ერთად უნდა განიხილოს რამდენად მოუხდება ეს ცვლილებები მის გარეგნობას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მკურნალობა. ბრეკეტების ტარება კომპლექსურ ჰიგიენას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გაჩნდეს კბილთაშორისი ლაქები. სისუფთავის გარდა, ბრეკეტებს დაცვაც სჭირდება: პაციენტმა თავი უნდა აარიდოს ზედმეტად მაგარი საკვების ჩაკბეჩას, მოგლეჯვას და ა.შ. პრობლემები შესაძლებელია გაჩნდეს ბრეკეტების ჩასმიდან 7-10 დღის განმავლობაში, როდესაც პირის ღრუ ეგუება მასში ახალი სხეულის გაჩენას. ამ დროს, პაციენტს შესაძლებელია გაუჭირდეს ღეჭვა, თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. აგრეთვე, იმ პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე, მეტალის ბრეკეტების მკვეთრმა ფერმა შესაძლებელია დისკომფორტი შეუქმნას. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ზედმიწევნით დაიცავს ექიმის მითითებებს, იზრუნებს პირის ღრუს სისუფთავესა და უსაფრთხოებაზე, ბრეკეტების მკურნალობის კურსი ძალიან კარგი შედეგის გარანტიას იძლევა.

► ბრეკეტების ჩასმის პროცესი (დეტალური ახსნა)



► ცნობილი ადამიანები ბრეკეტების ჩასმამდე და შემდეგ



***


პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ კარგი კბილები და ლამაზი ღიმილი ბევრად მეტ თავდაჯერებულობას შეგძენთ. თუ გსურთ გახდეთ საკუთარ გარეგნობაში მეტად დარწმუნებულები, აუცილებლად მიმართეთ ორთოდონტიულ კლინიკას და მერწმუნეთ, შედეგით აღფრთოვანებულები დარჩებით. წარმატებას გისურვებთ!
ბრეკეტები/Braces

გიკეთიათ თუ არა ბრეკეტები?

კი
არა
არა, მაგრამ მჭირდება

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

45


  • ბეკ თქვა:
    19 ივნისი 2014 12:25 - ID: 45,
    სად მირჩევთ ბრეკეტების გაკეთებას? მინდა გამჭირვალე და რამდენად არის შსამჩნევი?

  • Your Angel თქვა:
    29 ივლისი 2013 14:26 - ID: 44,
    მე გავიკეთე უნიდენტში უკვე 1 წელია და ძალიან კარგი შედეგი მიჩვენა . smile კმაყოფილი ვარ გირჩევთ იქ მიხვიდეთ თან აც მთავარია არის როგორც მეტალის ასევე კერამიკის ბრეკეტებიც.... fellow

  • nini.mcqueen თქვა:
    28 ივლისი 2013 14:43 - ID: 43,
    ციტატა: Nanuka.
    ციტატა: Anni
    ციტატა: nini.mcqueen
    აუ მირჩიეთ სად გავიკეეთოო?(((( რკინებიი მეკეთა ორი წელიი მაგრამ აშკარად ბრეკეტებია საჭირო ეხლა) უფერული მინდა და ყვეელგაან არ არის როგორც ვიიციი...

    მეც არ გირჩევ, მეგობარს ქონდა და 2ჯერ გაუტყდა თან თუ არ ვცდები უფრო ძვირია და არაა გამძლე და თუ გაგიტყდა კიდევ რამდენი დაგიჯდება წარმოიდგინე ..
    კიდევ მეგობარმა მითხრა რომ ექიმი თვითონ ცვლის ამ რაღაც ფერებს და რამოდენიმემ მითხრა ესე და ვერ გავიგე კარგად:)) რომ იკეთებ ჩვეულებრივს ის ფერი არ გექნება ბოლომდე თუ მართლა თავისით ცვლიან ?

    ფერები, რომელზეც შენ საუბრობ, რეალურად არის ელასტიური რეზინა, რომელიც სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს. მას პაციენტი თავად ირჩევს. ეს რეზინა ყოველ თვე უნდა გამოიცვალოს, რომ რკალი (ე.წ "მავთული") მოიჭიმოს. თუ პირველ მისვლაზე ვარდისფერი რეზინა აირჩიე და მოგწონს, შეგიძლია ყოველ მისვლაზე ვარდისფერი აირჩიო და არ შეცვალო, შენზეა ფერი დამოკიდებული:).



    მადლობა ბავშვებოო რჩევებისთვიის :* ნანუკა პმ_ში მოგწერე და ეტყობა არ მოგივიდააა არ ვიიციი ))

  • Nanuka. თქვა:
    27 ივლისი 2013 21:53 - ID: 42,
    ციტატა: Anni
    ციტატა: nini.mcqueen
    აუ მირჩიეთ სად გავიკეეთოო?(((( რკინებიი მეკეთა ორი წელიი მაგრამ აშკარად ბრეკეტებია საჭირო ეხლა) უფერული მინდა და ყვეელგაან არ არის როგორც ვიიციი...

    მეც არ გირჩევ, მეგობარს ქონდა და 2ჯერ გაუტყდა თან თუ არ ვცდები უფრო ძვირია და არაა გამძლე და თუ გაგიტყდა კიდევ რამდენი დაგიჯდება წარმოიდგინე ..
    კიდევ მეგობარმა მითხრა რომ ექიმი თვითონ ცვლის ამ რაღაც ფერებს და რამოდენიმემ მითხრა ესე და ვერ გავიგე კარგად:)) რომ იკეთებ ჩვეულებრივს ის ფერი არ გექნება ბოლომდე თუ მართლა თავისით ცვლიან ?


    ფერები, რომელზეც შენ საუბრობ, რეალურად არის ელასტიური რეზინა, რომელიც სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს. მას პაციენტი თავად ირჩევს. ეს რეზინა ყოველ თვე უნდა გამოიცვალოს, რომ რკალი (ე.წ "მავთული") მოიჭიმოს. თუ პირველ მისვლაზე ვარდისფერი რეზინა აირჩიე და მოგწონს, შეგიძლია ყოველ მისვლაზე ვარდისფერი აირჩიო და არ შეცვალო, შენზეა ფერი დამოკიდებული:).

  • Anni თქვა:
    27 ივლისი 2013 15:22 - ID: 41,
    ციტატა: nini.mcqueen
    აუ მირჩიეთ სად გავიკეეთოო?(((( რკინებიი მეკეთა ორი წელიი მაგრამ აშკარად ბრეკეტებია საჭირო ეხლა) უფერული მინდა და ყვეელგაან არ არის როგორც ვიიციი...

    მეც არ გირჩევ, მეგობარს ქონდა და 2ჯერ გაუტყდა თან თუ არ ვცდები უფრო ძვირია და არაა გამძლე და თუ გაგიტყდა კიდევ რამდენი დაგიჯდება წარმოიდგინე ..

    კიდევ მეგობარმა მითხრა რომ ექიმი თვითონ ცვლის ამ რაღაც ფერებს და რამოდენიმემ მითხრა ესე და ვერ გავიგე კარგად:)) რომ იკეთებ ჩვეულებრივს ის ფერი არ გექნება ბოლომდე თუ მართლა თავისით ცვლიან ?

  • Nanuka. თქვა:
    26 ივლისი 2013 20:53 - ID: 40,
    ციტატა: nini.mcqueen
    აუ მირჩიეთ სად გავიკეეთოო?(((( რკინებიი მეკეთა ორი წელიი მაგრამ აშკარად ბრეკეტებია საჭირო ეხლა) უფერული მინდა და ყვეელგაან არ არის როგორც ვიიციი...


    პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გითხრა, რომ უფერულ (გამჭვირვალე) ბრეკეტებს არ გირჩევდი, რადგან კერამიკისგანაა დამზადებული და არ არის ისეთი გამძლე, როგორიც მეტალის. ზოგადად, რთულ ანომალიებს კერამიკის (გამჭვირვალე) ბრეკეტი კარგად ვერ უმკლავდება.
    ვიზუალურად გამჭვირვალე ბრეკეტი უფრო კარგად გამოიყურება პირველ თვეებში, თითქოს სულ არ გეტყობა, რომ გიკეთია, მაგრამ დროთა განმავლობაში რაც არ უნდა კარგად მოუარო ფერს იცვლის, ყვითლდება და ძალიან არაესთეტიკური შესახედია.
    რაც შეეხება კლინიკას, მე "ავერსს" გირჩევდი, ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ და ფასიც სხვა კლინიკებთან შედარებით, ხელმისაწვდომია.
    თუ რამე კითხვები გაგიჩნდება, მომწერე PM-ში და დაგეხმარები.

  • nini.mcqueen თქვა:
    26 ივლისი 2013 18:17 - ID: 39,
    აუ მირჩიეთ სად გავიკეეთოო?(((( რკინებიი მეკეთა ორი წელიი მაგრამ აშკარად ბრეკეტებია საჭირო ეხლა) უფერული მინდა და ყვეელგაან არ არის როგორც ვიიციი...

  • Ggvantsa თქვა:
    25 ივლისი 2013 21:42 - ID: 38,
    ერთი წელი მეკეთა მე-9 კლასში, მარტო ზედა ყბაზე... ვისაც გასაკეთებელი გაქვთ აუცილებლად გაიკეთეთ!!! და იხეხეთ კბილები ხალხნოოო ლამაზ კბილებზე კაი არაფერია, რავიცი მე ძალიან ვარ ჩაციკლული ამ კბილებზე wink

  • Nanuka. თქვა:
    25 ივლისი 2013 17:47 - ID: 37,
    ციტატა: Holly ❤ Shit
    უი იმდენი ვიბოდიალე სულ დამავიწყდა სიახლის შეფასება, ძალიან კარგი სიახლე ადვილად და კარგად წასაკითხი, კარგად გაქვს აზრი გადმოცემული, მოკლედ და კონკრეტულად.
    თამამად შემიძლია ვთქვა რომ შენ და ta_mo ჩემთვის მისაბაძი ენჯელები ხართ


    დიდი მადლობა!:)

  • xunwo თქვა:
    25 ივლისი 2013 02:15 - ID: 36,
    მე გავიკეთე თებერვალში.და იმხელა შედეგი მაქ რო რავი. უმტკივნეულოა გაკეტება ვისაც აინტერესებს და მოხსნაც როგორც ვიცი.მე საერტოდ ვერ ვგრძნობ იმდენად მივეჩვიე.მადლობა გამომგონებელს :D :D
    და რკინები მეკეთა 3 წელი პუშკინზე დავდიოდი და 0 შედეგი

  • Nutty თქვა:
    25 ივლისი 2013 00:49 - ID: 35,
    2 წელზე მეტია მიკეთია და ისე შევეჩვიე მგონი მოხსნა აღარ მინდა. თან მუღამიც აქვს ყოველ თვე ფერების გამოცვლას :დ საინტერესოა

  • MaRuSa13 თქვა:
    25 ივლისი 2013 00:39 - ID: 34,
    მეც მიკეთია ბრეკეტები და ხვალ სამ საათზე ვარ დაბარებული მაღლითა ყბაზე უნდა მოვიხსნნა დაბლა სექტემბერში ვიხსნი ბრეკეტები მართლა ბევრად ჯობია რკინებით დავიტანჯე თავიდან და შედექიც არ მქონდა უბრალოდ მარჯვენა მხარეს ცოტა ადგილი დამრჩა და ეგ არ მომწონს ექიმმა სიბრძნის კბილები რო ამოვა ადგილი ცოტა უნდა გქონდესო :( თან თითქოს ვერ ველევი :D ორი წელი და ორი თვე დიდი დროა :(

  • mari mari mari თქვა:
    24 ივლისი 2013 22:01 - ID: 33,
    ბოლო გიფი ''ლოლიტადან'' იყოოო :D მიყვარს ეგ კინოოოოოოოო

  • anano95 თქვა:
    24 ივლისი 2013 21:18 - ID: 32,
    me miketia da dzalianac momwoons :)) rkinebs jobia 10000jer. saertod ar aris mtkivneuli da ise vinc mikadzestan apirebt gaketebas me piradad ar girchvedit magram ravici tkveni gadasawkvetia

  • Holly ❤ Shit თქვა:
    24 ივლისი 2013 18:59 - ID: 31,
    უი იმდენი ვიბოდიალე სულ დამავიწყდა სიახლის შეფასება, ძალიან კარგი სიახლე ადვილად და კარგად წასაკითხი, კარგად გაქვს აზრი გადმოცემული, მოკლედ და კონკრეტულად.
    თამამად შემიძლია ვთქვა რომ შენ და ta_mo ჩემთვის მისაბაძი ენჯელები ხართ

  • Nanuka. თქვა:
    24 ივლისი 2013 18:16 - ID: 30,
    ციტატა: Anni
    საინტერესო სიახლეა:)) მეც მიქაძესთან ვაპირებ გაკეთებას :)) მაინტერესებს გაკეთების პროცესი ნამდვილად უმტკივნეულოა? და მეტყველებაში თუ უშლის ხელს? ( რკინებით ვიცი რომ ჩლიფინებენ და wink )


    გაკეთების პროცესი ნამდვილად უმტკინვეულოა.

    როგორც ზემოთ ავღნიშნე, ჩასმიდან 7-10 დღის განმავლობაში შესაძლებელია იგრძნო დისკომფორტი, ვინაიდან პირის ღრუ იწყებს შეგუებას მისთვის სრულიად უცნობ ახალ სხეულთან და შესაძლებელია გაგიჭირდეს ღეჭვა.

    მეტყველებაში კი შემიძლია 100%-ით მოგცე გარანტია, რომ არანაირად არ შეგიშლის ხელს რკინებისგან განსხვავებით. :)

  • Anni თქვა:
    24 ივლისი 2013 18:03 - ID: 29,
    საინტერესო სიახლეა:)) მეც მიქაძესთან ვაპირებ გაკეთებას :)) მაინტერესებს გაკეთების პროცესი ნამდვილად უმტკივნეულოა? და მეტყველებაში თუ უშლის ხელს? ( რკინებით ვიცი რომ ჩლიფინებენ და wink )

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    24 ივლისი 2013 18:02 - ID: 28,
    ნიუსი საინტერესოა
    მიხარია რომ არ მჭირდება, იმედია არც მერე არ დამჭირდება, საშინლად არ მომწონს, მაგრამ როდესაც საჭიროა უნდა გაიკეთო და იმის გამო არ უნდა ვთქვათ უარი რომ არ მოგვწონს

  • Ann Glambertt თქვა:
    24 ივლისი 2013 17:06 - ID: 27,
    ფურა საზიზღრობაა :3 crying wink

  • Lolipop.. თქვა:
    24 ივლისი 2013 17:03 - ID: 26,
    ძალიან საინტერესო ნიუსია, მეც მჭირდება ბრეკეტები :( ამ ზაფხულს ჩავისვამ ალბათ//

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top