;
1 აგვისტო 2013      -Diana-     10 კომენტარი     ნანახია 5184-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

შტეფან ცვაიგი
შტეფან ცვაიგი ებრაელი მწერალია, რომელიც 1881 წლის 28 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიბადა. მამამისი ქსოვილების მეწარმე იყო, ხოლო დედამისი საბანკო საქმიანობას ეწეოდა. შტეფანი ავსტრიის უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდა თეოდორ ჰერცლთან, რომელიც ვენის ერთ-ერთი მთავარი გაზეთის Neue Freie Presse-ს რედაქტორი იყო. 1920 წელს იქორწინა ფრიდერიკა უინტერნიცზე. თვრამეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 1938 წელს, ისინი განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ ფრიდერიკამ შტეფანზე წიგნი დაწერა და გამოაქვეყნა. 1934 წელს მან გერმანია დატოვა და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. 1939 წელს კი შტეფანმა მის თანაშემწე ლოტე ალტმანზე იქორწინა. ჰიტლერის შეირაღებული ძალების მთელს დასავლეთ ევროპაში გაძლიერებამ შტეფანი აიძულა ევროპა დეტოვებინა თავის მეორე მეუღლესთან ერთად, ატლანტის ოკეანე გადაეკვეთა და აშშ-ში ემოგზაურა. სიცოცხლის ბოლო წლები ბრაზილიაში გაატარა. ამ წლები განმავლობაში შტეფანი უფრო და უფრო დეპრესიული და გულჩათხრობილი ხდებოდა, საბოლოოდ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 22 თებერვალს მან გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა, სადაც აღწერა თუ როგორ ცუდად გრძნობდა თავს. მეორე დილით კი ცოლ-ქმარი მკვდარი იპოვეს თავიანთ სახლში. მათ ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა მიიღეს. დღესდღეობით შტეფანის სახლი, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს, მუზეუმია და ცნობილია სახელით Casa Stefan Zweig
შტეფან ცვაიგი
შტეფანის შემოქმედება მოიცავს: პოეზიას, პიესებს, ესეებს, მოკლე ნაწარმოებებს, ნოველებსა და ბიოგრაფიებს. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: Amok (1922),Beware of Pity (1938) და Conflicts (1926). მისი ავტობიოგრაფია The World of Yesterday 1943 წელს დაიბეჭდა. შტეფანის ნაწარმოებები მრავალფეროვნებითა და სიტყვათა სიმრავლით გამოირჩევა. წარმატებისა და პოპულარობის პიკს მან 1920 და 1930-იან წლებში მიაღწია. ამავე პერიოდში დაუმეგობრდა არტურ შნიტცლერსა და ზიგმუნდ ფროიდს. ძალიან პოპულარული იყო აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში და ევროპაში, მაგრამ ბრიტანელ მკითხველს ცვაიგის ნაწარმოებები არ მოსწონდა და ამერიკაში მისმა პოპულარობამ შემცირება დაიწყო. ბრიტანელი კრიტიკოსები ცვაიგის შემოქმედებას ღარიბს, არასერიოზულსა და ზედეპირულს უწოდებდნენ. სხვა ევროპელ კრიტიკოსებს კი მისი წერის სტილი მოსწონდათ. შტეფანის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოები ‘’უცნობი ქალის წერილია’’, რომელზეც ფილმი გადაიღო მაქს ოფულსმა. ფილმის პრემიერა 1948 წელს შედგა
შტეფან ცვაიგი
შტეფან ცვაიგის ფრაზები

^ ისტორიაში ისევე როგორც ადამიანის ცხოვრებაში, სინანული დაკარგულ მომენტებს არ აბრუნებს და დაკარგული წლების აღდგენა შეუძლებელია
შტეფან ცვაიგი
^ მხოლოდ იმ ადამიანს ვისაც გამოუცდია სიანთლე და სიბნელე, ომი და მშვიდობა, დაცემა და ამაღლება, მხოლოდ მათ აქვთ ნამდვილად გამოცდილი ცხოვრება
შტეფან ცვაიგი
^ მუშაობის ძალიან ძლიერი ძალა ვერასდროს ვერ დაიმალება ან ჩაიკეტება. ხელოვნებას დროსთან ერთად გადაივიწყებს ადამიანი. ის აიკრძალება ან უვარგისი გახდება
შტეფან ცვაიგი შტეფან ცვაიგი
შტეფან ცვაიგი შტეფან ცვაიგი
^ ხელახლა ვიწყებ მსოფლიოს აღმოჩენას. ინგლისმა ჩემი ჰორიზონტი გააფართოვა
შტეფან ცვაიგი
^ თავისუფალ და დამოუკიდებელ სულს საზღვარი არ აქვს
შტეფან ცვაიგი
^ ერთ ადამიანს მაინც უნდა სწამდეს იმის, რომ შეუძლია სტიმული მისცეს სხვებს
შტეფან ცვაიგი
^ მაშინ როცა ომისათვის ემზადებიან, ისინი, ვისაც ძალადობის დამყარება სურთ, ყოველთვის მშვიდობაზე საუბრობენ. ეს ხდება მანამ სანამ მობილიზაციიის პროცესი დასრულდება
შტეფან ცვაიგი
^ ებრაული გაერთიანების იდეა, საუბედუროდ, მხოლოდ ჰიტლერისა და შტრაიხერის ტვინშია
შტეფან ცვაიგი
^ გადასახლების გამოცდის შემდეგ, ადამიანები ერთმანეთის უკეთ გაგებას იწყებენ და რეალობას თვალს უსწორებენ
შტეფან ცვაიგი
^ დღესდღეობით ებრაელს, რომელიც გერმანულად წერს, არ შეუძლია გამოიმუშავოს იმდენი ფული, რომ თავი ირჩინოს. მხოლოდ ებრაელი მწერლები, რომლებიც გერმანულად წერენ, არიან გულგატეხილნი, სასოწარკვეთილნი და უიმედონი არიან, ამავდროულად ისინი ძალიან იტანჯებიან
შტეფან ცვაიგი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

10


  • nero თქვა:
    5 აგვისტო 2013 17:57 - ID: 10,
    ვგიჯდები ამ მწერალზე,მართლაც რომ გენეალურია :) "უცნობი ქალის წერილი"-ის წაკითხვის შემდეგ მისი ყველა ნოველა,რომანი და მთლიანად შემოქმედება წავიკითხე <3 ჩემს აზროვნებაში ყოველთვის იბადებოდა კითხვა,რომ ეს კაცი იქნებ ოდესღაც ქალი იყო? რადგან მართლაც ღრმად იცნობდა ქალის ფსიქოლოგიას,რაც მის ნაწარმოებებშიც აშკარადაა გამოხატული.

  • beonce თქვა:
    1 აგვისტო 2013 21:43 - ID: 9,
    "უცნობი ქალის წერილი" ძალიან მომეწონა feel მისი სხვა ნაწარმოებების წაკითხვასაც ვაპირებ.

  • -Diana- თქვა:
    1 აგვისტო 2013 17:11 - ID: 8,
    ციტატა: liliana
    კარგი სიახლეა... love

    ციტატა: psiqologia
    ცვაიგის მხოლოდ ერთი ნაწარმოები მაქვს წაკითხული სამწუხაროდ :(
    "მარიამ სტიუარტი", თუმცა ამ ერთი წიგნიდანაც შემექმნა წარმოდგება ცვაიგზე, შესანიშნავია
    კარგი ნიუსია ძალიან


    - მადლობაა feel

  • saliii თქვა:
    1 აგვისტო 2013 17:00 - ID: 7,
    მეც 28ნოემბერს მაქ დ

  • liliana თქვა:
    1 აგვისტო 2013 16:27 - ID: 6,
    კარგი სიახლეა... love

  • psiqologia თქვა:
    1 აგვისტო 2013 14:51 - ID: 5,
    ცვაიგის მხოლოდ ერთი ნაწარმოები მაქვს წაკითხული სამწუხაროდ :(
    "მარიამ სტიუარტი", თუმცა ამ ერთი წიგნიდანაც შემექმნა წარმოდგება ცვაიგზე, შესანიშნავია
    კარგი ნიუსია ძალიან

  • tatiami თქვა:
    1 აგვისტო 2013 13:26 - ID: 4,
    რა ყველგან ნარკოტიკები გელანდებათ ძილის წამალი დიალიეს ზედმეტი დოზით

  • Shining Diamond თქვა:
    1 აგვისტო 2013 13:06 - ID: 3,
    უცნობი ქალის წერილი ძალიან მიყვარს love

  • 1 აგვისტო 2013 12:44 - ID: 2,
    როგორ მიყვარს,ჩემი საყვარელი მწერალია..ყველაზე მეტად უცნობი ქალის წერილი მომწონს love

  • loseyourself თქვა:
    1 აგვისტო 2013 12:20 - ID: 1,
    ჩემი უსაყვარლესი მწერალია და უნივერსალური :D.. მისი რომანებიც მიყვარს, ნოველებიც, ისტორიულლი მინიატურებიც, ისტორიული რომანებიც და ლეგენდებიც. უბრალოდ ვგიჟდები მასზე. გენიალურია. წერს საოცრად... ხოლო შურიან კრიტიკოსებს სხვა რა შეუძლიათ feel

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top