;
26 აგვისტო 2013      Cassie     23 კომენტარი     ნანახია 16463-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები

ცნობილი მწერალი ემილი ბრონტეს წიგნი ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი'' დღესდღეობით მიჩნეულია ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. წიგნი პირველად 1947 წელს გამოაქვეყნეს ლონდონში და დღემდე უამრავი ადამიანის უსაყვარლესი ნაწარმოებია. ეს არის ისტორია სიყვარულისა და სიძულვილზე, ამ ერთმანეთის ურთიერთ გამომრიცხავ გრძნობებზე. გარდა ამისა, წიგნში ნათლადაა ასახული, თუ რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს გარემო პირობებმა ადამიანის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, მაგრამ წიგნის მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვრაულია-მისტერია რომელიც უსასრულოდ გრძელდება.

ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)


ნაწარმოების მოკლე მიმოხილვა

მოქმედება ერთ-ერთ პატარა ქალაქში ხდება. წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან კეტრინი და ჰიტკლიფი. ჰიტკლიფი უპატრონოდ მიგდებული, უთვისტომო ბავშვი იყო, რომელიც კეტრინის მამამ - მისტერ ერნშოუმ თავისთან წაიყვანა და მასზე მზრუნველობა იკისრა, ამ კეთილშობილურმა საქციელმა ორი ოჯახის ისტორია მთლიანად განსაზღვრა.
კეტრინსა და ჰიტკლიფს ერთმანეთის მიმართ წარმოუდგენლად ძლიერი სიყვარული აკავშირებთ, მაგრამ ამ სიყვრულს ძირს თვითონვე უთხრიან, ერთი თავისი ეგოიზმით, ხოლო მეორე კი სისასტიკით. თუმცა, საბოლოოდ, ვერაფერი ანგრევს მათ სიყვარულს, სიკვდილიც კი.

ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)



ნაწარმოებში გამახვილებულია ყურადღება იმაზე, თუ რამდენად შეიძლება შეცვალოს გარემო პირობებმა ადამიანები. ბავშვობაში მიღებული თითოეული ტრავმა შეიძლება ძალიან მძაფრად გამოვლინდეს მომავალში, ცხოვრების განმავლობაში მიღებულ უარყოფით ემოციებს სულ ადვილად შეუძლიათ სიყვარული დამანგრეველ ძალად აქციონ. სწორედ ასე ხდება ნაწარმოების მთავარი გმირის, ჰიტკლიფის შემთხვევაშიც. ცხოვრების განმავლობაში გამოვლილი უბედურებანი და იმედგაცრუება სიყვარულში მას უსასტიკეს ადამიანად აქცევს. მისი მთავარი თვითმიზანი შურისძიება ხდება, თუმცა ვერც შურისძიება ანელებს მის სიყვარულს კეტრინის მიმართ.

ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)


აკა მორჩილაძის კომენტარი ქარიშხლიან უღელტეხილზე: ,,ნამდვილად აღარ მახსოვს, სად წავიკითხე. ალბათ ვიღაც ისეთთან, ჩემთვის რომ დიდი ავტორიტეტი იყო: ერთ-ერთი მაგარი წიგნი. რომელიც წამიკითხავს, "ქარიშხლიანი უღელტეხილიაო:.. მოკლედ სადღაც ამოვიკითხე და დავიწყე სახლში ემილი ბრონტეს წიგნის ძებნა. არ გვქონდა და რას ვიპოვიდი? ეს, მგონი იმ დროს იყო, საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა. ზაფხულში აგარაკზე ვიყავით და თბილისში ჩამოვდიოდი ხოლმე, სამსახურში. ჰოდა პლეხანოვზე, ბუკინისტებში ვნახე "ქარიშხლიანი უღელტეხილი", ხრუშჩოვის დროის გამოცემა კაი მაგარი ყდით და იმწუთში ვიყიდე. ბედად ფულიც მქონდა. მახსოვს როგორ გამეხარდა.. სიმართლე რომ ვთქვა, ის ღამე როცა დავიწყე "ქარიშხლიანი უღელტეხილის" კითხვა, კარგად მახსოვს და მგონი, არასდროს დამავიწყდება. ასეთი სულისშემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასდროს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად, ისიც კი ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი.."


ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)



ამონარიდები წიგნიდან


-ამქვენად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს, კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას, მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩება და ის დაიღუპა, სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს.

-მე ვერ ვიარსებებ სიცოცხლე დაკარგული, მე ვერ ვიარსებებ უსულოდ.

-"ჩვენი "მე" მარტო ჩვენში კი არა,სადღაც ჩვენს მიღმაა...ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს...რა აზრი ექნებოდა ჩემს ქვეყნად მოვლინებას,მხოლოდ აქ რომ ვყოფილიყავი?ჰიტკლიფის ყოველი საწუხარი ჩემი საწუხარია!ბავშვობიდანბე ისე განვიცდიდი მის ტანჯვას,როგორს საკუთარს!ჰიტკლიფი და მხოლოდ ჰიტკლიფია ჩემი სადარდებლი!

-ეს გრძნობა მიწის წიაღში გაქვავებულ,ძველისძველ ქანებს ემსგავსება.ის არის არც თუ დამატკბობელი,თუმცა სიცოცხლისთვის აუცილებელი წყარო. ჰიტკლიფი - ეს მე ვარ,ნელი! ის სულ ჩემს გულშია: როგორც დიდი სიხარული და ადამიანი,რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს,არამედ როგორც - მთელი ჩემი არსება..."

-ამქვეყნად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს,კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას,მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩა და ის დაიღუპა,სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს.

ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)
ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)
ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)
ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)
ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights) ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)
ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)
ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights) ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)
ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights) ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)
ქარიშხლიანი უღელტეხილი (Wuthering Heights)

წიგნის ათეულობით კინო-ვერსია და სატელევიზიო ფილმია გადაღებული:

Wuthering Heights (2011)
Director: Andrea Arnold
Stars: Kaya Scodelario, James Howson

Wuthering Heights (2009)
Director: Coky Giedroyc
Stars: Tom Hardy, Charlotte Riley

Wuthering Heights (2003) სატელევიზიო ფილმი, ადაპტაცია
Wuthering Heights (1998) სატელევიზიო ფილმი

Wuthering Heights (1992)
Director: Peter Kosminsky
Stars: Juliette Binoche, Ralph Fiennes,

Wuthering Heights (1985)
Wuthering Heights (1970)
Wuthering Heights (1939)
Wuthering Heights (1920)

კატეგორია: საინტერესოა, ფილმები
Tags:

23


  • Cassie თქვა:
    13 სექტემბერი 2013 14:31 - ID: 23,
    ციტატა: Hermione...♥
    პირველ რიგში, დიდი მადლობა რომ სტატია მოგეწონა love რაც შეეხება ,,ქარიშხლიან უღელტეხილსა'' და ,,ჯეინ ეარს'' ამ ორში მეც მეორეს ვანიჭებ უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რომ მისტერ როჩესტერისა და ჯეინის სასიყვარულო ისტორია ჩემთვის ცოტა არ იყოს მშრალი და ცივი იყო. ,,აგნეს გრეის'' შესახებ კი შენი კომენტარიდან გავიგე და აუცილებლად წავიკითხავ love

  • Cassie თქვა:
    12 სექტემბერი 2013 18:41 - ID: 22,

    ციტატა: rukuta


    ვერც დაგეთანხმები და ვერც შეგეწინააღმდეგები, რადგან ცალსახად ვერ ვიტყვით, საბოლოოდ სიკეთემ გაიმარჯვა თუ ბოროტებამ. ეს თვითონ ნაწარმოებშიც არ ჩანს, ასე რომ, სწორი დასკვნის გამოტანა ძალიან რთულია.

  • rukuta თქვა:
    10 სექტემბერი 2013 10:37 - ID: 21,
    ამაზე საშინელი წიგნი ცხოვრებაში არ წამიკითხავს. არავის ვურჩევ წაკითხვას. აქ აღწერილია როგორ იმარჯვებს ბოროტი კეთილზე....................................

  • Hermione...♥ თქვა:
    31 აგვისტო 2013 12:51 - ID: 20,
    Davijero, ertaderti adamiani var, viszec am romans ansakutrebuli shtabechdileba ar mouxdenia? Ase sheidzleba imitom moxda, rom cota damigvianda misi wakitxva, ukve sakmaod bevr inglisuri literaturis shedevrs vicnobdi da mat fonze es konkretuli maincdamainc agar momewona. Mxiblavs Emily Brontes weris stili, romanis kitxvisas saocar sityvata shetanxmebebs vawydebodi, da miuxedavad imisa, rom dialogebi arqaizmebit iyo gamotenili, agwerebshi inglisuri enis namdvili zeimi iyo, magram Wuthering Heights-shi asaxuli temebi, misi motivebi da simboloebi samwuxarod, chemtvis cota banaluri agmochnda. Ai, misi debis, Charlottesa da Annes nawarmoebebi, Jane Eyre da Agnes Grey ki samagierod, chemi favoriti wignebis siashi shedian, kitxvisas orive matganma didi siamovneba momanicha da bevr cxovrebiseul movlenaze amixila tvali. Statia martlac dzalian kargia, yochag!!!

  • Cassie თქვა:
    28 აგვისტო 2013 15:07 - ID: 19,
    ციტატა: fuck selena
    ყველაზე მეტად მიყვარს
    წიგნი კარგია მაგრამ ფილმი (2009)ის ვაფშე მაგარია

    2009 წელს გადაღებული ფილმი წიგნის ეკრანიზაციებს შორის მართლა საუკეთესოა, მე კიდევ რატომღაც მახსოვდა, რომ 2007 წელს იყო გადაღებული wink

  • fuck selena თქვა:
    28 აგვისტო 2013 14:21 - ID: 18,
    ყველაზე მეტად მიყვარს
    წიგნი კარგია მაგრამ ფილმი (2009)ის ვაფშე მაგარია

  • Anni თქვა:
    27 აგვისტო 2013 13:54 - ID: 17,
    ამ ზაფხულს წავიკითხწ ^_^ კარგი წიგნია, კითხვის პროცესში სულ მონაწილე მეგონა თავი:)) მითუმეტეს ჩახლართული ამბების მოყვარულებს მოეწონებათ wink

  • Cassie თქვა:
    27 აგვისტო 2013 09:23 - ID: 16,
    ციტატა: -twilight-
    ბინდშია ეს წიგნი ბევრჯერ ნახსენები და იქიდან ვიცი წავიკითხავ აუცილებლად

    პირველად მეც ბინდში წავიკითხე და იმის მერე გადავწყვიტე წაკითხვა love

  • ruso-10 თქვა:
    27 აგვისტო 2013 08:21 - ID: 15,
    dzalian magari wignia <3

  • -twilight- თქვა:
    27 აგვისტო 2013 00:17 - ID: 14,
    ბინდშია ეს წიგნი ბევრჯერ ნახსენები და იქიდან ვიცი წავიკითხავ აუცილებლად

  • Cassie თქვა:
    26 აგვისტო 2013 19:26 - ID: 13,
    ბავშვებო ყველას დიდი მადლობა love ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი'' მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია და ყველას გირჩევთ წაკითხვას. ამ ზაფხულს წავიკითხე და ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. იმდენად რეალურად იყო აღწერილი ყველაფერი, რომ მეც თავი ამ გოთური ისტორიის გმირად წარმომედგინა. რაც შეეხება წიგნის კინო ვერსიებს, მიმაჩნია, რომ 2007 წელს გადაღებული ფილმი ყველაზე ახლოსაა ნაწარმოებთან და ის ატმოსფერო, რაც წიგნში სუფევს, კარგადაა გადმოტანილი. ისე აკა მორჩილაძემ რა სწორად თქვა, ეს ბრონტეები ვინ ყოფილანო love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    26 აგვისტო 2013 18:22 - ID: 12,
    არ მაქვს წაკითხული, ძაან დამაინტერესა, უახლოეს მომავალში აუცილებლად წავიკითხავ

  • Eleniko♥ თქვა:
    26 აგვისტო 2013 17:56 - ID: 11,
    ფილმი მაქვს ნანახი მხოლოდ:))

  • MARAUDER თქვა:
    26 აგვისტო 2013 17:54 - ID: 10,
    კარგი ნიუსია love
    ამ წიგნზე ვგიჟდები, ვაბოდებ და ა. შ. love 1 წლის წინ წავიკითხე. უზომოდ მიყვარს love მაღტლაც უძლიერესი წიგნია love
    ვისაც არ გაქვთ წაკითხული გირჩევთ წაიკითხოთ smile

  • nini:)(: თქვა:
    26 აგვისტო 2013 16:54 - ID: 9,
    აუუ არ მაქვს წაკითხული და აუცილებლად წავიკითხავ ძალიან დამაინტერესა love

  • loseyourself თქვა:
    26 აგვისტო 2013 16:41 - ID: 8,
    კარგი წიგნია, მაინც ეს ბრონტეები მაგრები არიან love ჩემ დაბადების დღეზე ვიყიდე როგორ მახსოვს, ეს და ოსტინი ,, რომანებმა გამიტაცეს მაშინ love love wink

  • lilina თქვა:
    26 აგვისტო 2013 16:37 - ID: 7,
    აი უძალიანესად გამიხარდა ამ ნიუსის დანახვა... ვგგიჟდები ამ წიგნზე.. ვაბოდებ.. საოცრებაა..
    ჩემს საყვარელ წიგნებში მესამე ადგილს იკავებს..
    ბრონტეები გენიოსები არიან...

    მადლობა ამ სიახლისთვის ავტორო love winked



    -ამქვეყნად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს,კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას,მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩა და ის დაიღუპა,სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს.

  • -Sally- თქვა:
    26 აგვისტო 2013 16:30 - ID: 6,
    ზუსტად ახლა ვკითხულობ, თითქმის დავამთავრე love

    საინტერესო წასაკითხია, ძალიან მომწონს ეს წიგნი,ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა.
    გამიხარდა ამ ნიუსის ნახვა :))

  • ANGEL თქვა:
    26 აგვისტო 2013 16:27 - ID: 5,
    love შესანიშნავი წიგნია! თუმცა მახსოვს დასაწყისი აქვს ცოტა მოსაწყენი და ბევრი ატოვებს მალევე, არაა.. ძალიან მაგარი, #1 წიგნია ჩემთვის <3
    და კარგი ეკრანიზაციებიც აქვს, 1992 წლის საუკეთესო ვერსიაა ჩემი აზრით.

  • Nina√ თქვა:
    26 აგვისტო 2013 16:00 - ID: 4,
    ციტატა: Nina√
    არ წამიკითხავს და აქამდე არც გამეგო ამ წიგნის შესახებ
    საინეტერსო შინაარსი აქვს ბიბლიოთეკაში მოვიძიებ და თუ ვნახე აუცილებლად წვაიკითხავ request
    კარგი ნიუსია

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top