;
12 სექტემბერი 2013      TomBoy     7 კომენტარი     ნანახია 2144-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ალბათ ცოტას თუ გსმენიათ ამერიკელი ბლოგერის Chelsey Mead–ის შესახებ.
ჩელსი უკვე YouTube და Tumblr–ის "ვარსკვლავია".
ჩელსი 23 წლისაა და რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად გადავიდა სიდნეიში რადგან ახლოს ყოფილიყო თავის Girlfriend-თან. დიახ დიახ, Girlfriend-თან, ის გეია...



ჩელსი უკვე წლებია რაც ერთ–ერთი "YouTuber"–ია. ის ცდილობს თავისი ვიდეოებით გააშუქოს არაერთი თემა და დაეხმაროს თავის მაყურებელს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში, მისცეს კარგი რჩევა და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. ის მართლაც ცდილობს დაეხმაროს ყველა ჰომო და არაჰომოსექსუალ მკითხველს.




ჩელსი დაიბადა ძალიან რელიგიურ ოჯახში, ამიტომაც მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ოჯახისთვის საკუთარი ორიენტაცია გაემხილა. მან "ტრანსფორმაციის" დიდი პერიოდი განვლო და დაუფარავად ყვება იმის შესახებ თუ როგორი იყო ადრე და როგორია დღესდღეობით.


ეხლა კი ჩელსის ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, ისინი ჩელსის მხარდამჭერები არიან, დედა კი მისი ერთგული მაყურებელია.



ჩელსის ასევე ძალიან გაუმართლა პარტნიორში, ისინი ერთი წელია რაც ერთად ცხოვრობენ. Jessica (Jess) ჩელსის არამხოლოდ პარტნიორი, არამედ საუკეთესო მეგობარი და მხარდამჭერია. საინტერესო კი ის არის, რომ ჯესის ტყუპისცალი ჯეისონი ასევე გეია.



ჩელსი მართლაც კარგი და მისაბაძი პიროვნებაა, ის 24 საათის განმავლობაში ცდილობს დაეხმაროს თავის მკითხველს და გასცეს ამომწურავი პასუხი ამა თუ იმ შეკითხვას. ჩელსის მაგალითით კი იმის ჩვენება და თქმა მინდა, რომ მიუხედავად ქართული მენტალიტეტისა ჩვენს შორისაც არიან არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები და ჩემი აზრით, მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი საზოგადოებაში ორიენტაციის საშუალებით არ უნდა წყდებოდეს. ისინი ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. დღესდღეობით კი ძალიან ბევრი ლგბტ–ის წარმომადგენელი იკლავს თავს დამცირებებისა და საზოგადოებისგან გარიყულობის გამო და სწორედ ეს არ არის ნორმალური, რადგან ჩვენ ვკარგავთ არა ჰომოსექსუალს, არამედ პირველ რიგში ადამიანს და ადამიანის სიცოცხლე მოგეხსენებათ ფასდაუდებელია... გთხოვთ ნუ ჩამომართმევთ ამას გეიპროპაგანდაში, მაგრამ ბავშვებო It's OK to be gay !!!


ეხლა კი ჩელსის რამდენიმე ვიდეო :










Tumblr: http://theonechelsey.tumblr.com/
YouTube: http://www.youtube.com/user/chlsysayswhat?feature=watch
Instagram: Chelseymead

იმედია ნიუსი ყველას თუ არა უმრავლესობას მაინც მოგეწონებათ,
რადგან საჭიროდ ჩავთვალე ეს შესანიშნავი ადამიანი თქვენც გაგეცნოთ.


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

7


  • tammsayswhat თქვა:
    29 ოქტომბერი 2013 22:04 - ID: 7,
    gay ლესბოსელსაც ნიშნავს, ამერიკაში მაგ მნიშვნელობითაც იყენებენ, ლექსიკონში რო არ წერია არ ნიშნავს, რომ ეგრეა ... არამგონი ეხა ამერიკელზე უკეთ იცოდეთ იყენებენ თუ არა ლესბოსელის მნიშვნელობით და თვითონ ჩელსის ვიდეოებს თუ ნახავთ იქ ამბობს: I'm GAY ;)

  • Hellen თქვა:
    13 სექტემბერი 2013 13:29 - ID: 6,
    კარგი ნიუსია.
    მართალია, არ უნდა გავრიყოთ საზოგადოებიდან ლგტბ-ს წევრები :)))
    კარგი გოგონაა . თამბლერიც მომეწონა.

  • tannk თქვა:
    12 სექტემბერი 2013 23:07 - ID: 5,
    ugrateful

    ცდები, ინგლისურიდან რომ თარგმნო გეი არის მამაკაცი რომელსაც ლტოლვა მამაკაცის მიმართ აქვს. ლესობელი კი ქალი რომელსაც მოსწონს ქალი. ტერმინი ჰომოსექსუალი კი შეგვიძლია ვიხმაროთ ორივეზე.

  • ugrateful თქვა:
    12 სექტემბერი 2013 14:51 - ID: 4,
    ხალხო ინგლისურად გეი ლესბოსელსაც და გეისაც ნიშნავს smile

  • Sk8er თქვა:
    12 სექტემბერი 2013 14:42 - ID: 3,
    სიტყვა გეის ახალი მნიშვნელობა აქვს და მე არ ვიცი?

  • Biersack თქვა:
    12 სექტემბერი 2013 14:27 - ID: 2,
    გეი არ ქვია მაგას...ეს გოგო ლესბოსელია.ვერ არჩევ ავტორ?

  • papovski თქვა:
    12 სექტემბერი 2013 13:50 - ID: 1,
    http://papowsky.tumblr.com/ mmm

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top