;
25 August 2013      Nina√     41 კომენტარი     ნანახია 12948-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა




გაჭედილის კანიონი ❤ ულამაზესი ადგილი სამეგრელოში

გაჭედილის იგივე გოჭკადილის კანიონი ერთ-ერთი ულამაზესი და გასაოცარი ადგილია საქართველოს ულამაზეს მხარეში-სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილის მიდამოებში. სოფელ გაჭედილის კანიონი კერძოდ ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 240 მეტრზე. კანიონის სიგრძე 2400, ხოლო ჩაჭრის სიღრმე- 20-40 მეტრია. იგი რამდენიმე ადგილას საფეხურებრივადაა დაყოფილი და შუა ნაწილში 12 მეტრი სიმაღლის მარტვილის ცნობილ, ულამაზეს ჩანჩქერს წარმოქმნის. თუმცა, ეს ადგილი მხოლოდ სილამაზით არ გამოირჩევა. საინეტერსო ფაქტია ისიც, რომ კანიონში დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც 75 მილიონ წელს ითვლიან. მსოფლიოში ასეთი ადგილები ძალიან იშვიათია, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთებიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამ მხრივ, კანიონი მსოფლიო მეცნიერებისათვის რიგით მესამე აღმოჩენაა. ამ ადგილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკანტებმა 2010 წლის ივლისში მიაგნეს, რის შედეგადაც მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორ ნატერფალიც იპოვეს.



2011 წელს სოფელ გაჭედილში კვლავ მოეწყო ექსპედიცია, რომელმაც უკეთესი შედეგი აჩვენა. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთებს, მათ ძვლებსა და ნასუფრალსაც კი მიაგნეს. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები. 2010 წლის 4 ოქტომბერს ყველა ამ გასაოცარი ფაქტის გამო გაჭედილის კანიონი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა. ყოველწლიურად, კანიონს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. აქ ხშირად ეწყობა ლაშქრობები და სასკოლო ექსკურიები. მნახველს კანიონში ნავით საკმაოდ ღრმად შეუძლია შეცუროს და ნამდვილი ბუნების სასწაული სრულად იხილოს. სხვათა შორის, აქვეა დადიანების ცნობილი სამეფო საბანო ადგილიც. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კანიონის გამჭვირვალე, ფირუზისფერი წყალი წელიწადის ყველაზე სეზონზე ძალიან ცივია და ფაქტობრივად, არ თბება.




რატომ დაერქვა ამ ადგილს გაჭედილი (მეგრულად გოჭკადილი) ?

ეს კითხვა ამ ადგილის ნახვის შემდეგ ძალიან ბევრს უჩნდება, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის თუ რატომ დაარქვეს ამ ადგილს გაჭედილი. გადმოცემით, თურმე XVII საუკუნის დასასრულს, სამეგრელოს მთავარს ბერძენი ოსტატები მოუწვევია, რომლებმაც მდინარე აბაშის ყველაზე ვიწრო ხეობაში, სადაც ორი ხეობა, უნაგირა და ტაბაკონა კიდურებით ერთმანეთს ებჯინება, აგურის ლამაზი ხიდი აუშენებიათ, ისრის წვერის მოყვანილობის ერთი თაღით. ამით ხეობის ორივე ნაპირი გაერთიანდა, რომელიც მაშინ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი ყოფილა. ე.ი. – ხეობა გაჭედეს . სწორედ აქედან შეერქვა სოფელს გოჭკადირი ანუ გაჭედილი.


























კატეგორია: საინტერესოა
Tags:

41


  • marika0704 თქვა:
    10 September 2013 20:28 - ID: 41,
    რა ლამაზია ეს საქართველო love

  • pipia თქვა:
    10 September 2013 15:19 - ID: 40,
    ვააა რა დამთხვევააა:D:D:D ზუსტად 25აგვისტოს ვიყავი აქ :))) მართლა უმაგრესი ადგილია, დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ და კიდევ

  • ninnito თქვა:
    1 September 2013 23:19 - ID: 39,
    ლამაზიც არის და მართლაც წყალი ძალიან ცივია )))))))))

  • Bao თქვა:
    1 September 2013 20:30 - ID: 38,
    არვიცოდი ამ ადგილის არსებობა! ულამაზესია და მიხარია რომ ჩვენია ქართველების! საქართველოშიცაა ასეთი ტროპიკული ადგილი <3 love მუსიკაც როგორ მოუხდა! თითქოს იქ აღმოვჩნდი.

  • Lady თქვა:
    1 September 2013 11:17 - ID: 37,
    მაგარიააა! ძალინ მომეწონა! love

  • Nanuka. თქვა:
    31 August 2013 20:01 - ID: 36,
    გავგიჟდი, რა სილამაზეა!!!

  • tekla თქვა:
    28 August 2013 14:12 - ID: 35,
    მართლაც ულამაზესი ადგილიააა დიდი სიამოვნებით მოვინახულებდი smile
    როგორც ვიცი ამ ტურს აწყობს ტურისტული კომპანია BON VOYAGE winked

  • giorgiooo თქვა:
    27 August 2013 14:01 - ID: 34,
    ვოვ უძაანმაგრესია 2 დრის წინ ვიყავი ტურისტულით https://www.facebook.com/media/set/?set=a.496521517105561.1073742191.424925610931819&type=1 ნავებით გასეირნება 10 ლარი ღირდა მაგრამ ტურში შედიოდა ...კიდე მინდააააააააააა აქ

  • beonce თქვა:
    27 August 2013 13:18 - ID: 33,
    ძალიან ლამაზი ადგილია.სიამოვნებით მოვინახულებდი. :))

  • :(: თქვა:
    26 August 2013 14:37 - ID: 32,
    mindaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

  • ANGEL თქვა:
    26 August 2013 14:24 - ID: 31,
    მართლაც ულამაზესი ადგილია!!
    ინსტაგრამზე მოიძიეთ #martvili სახელით ან სხვა ჰეშტაგებით და ულამაზეს ფოტოებს ამოაგდებს, ხალხის,ტურისტების გადაღებულს

  • lady_tamo თქვა:
    26 August 2013 11:52 - ID: 30,
    საოცარი სილამაზეა, წელს ვიყავი პირველად და წამოსვლა არ მინდოდა
    დიდი მადლობა ნიუსისთვის

  • Nicaaa თქვა:
    26 August 2013 10:50 - ID: 29,
    აჰამ მე ვიყავი შარშან :)

  • SaLuKaAa თქვა:
    26 August 2013 10:46 - ID: 28,
    ვაიმე რა ლამაზი ადგილია.

  • Melakoo თქვა:
    26 August 2013 10:19 - ID: 27,
    ვა, არ ვიცოდი აქამდე, მშვენიერია winked თანაც საქართველოში, ვისურვებდი წასვლას smile

  • liliana თქვა:
    26 August 2013 09:50 - ID: 26,
    ულამაზესი ადგილია..ნიუსი ფანტასტიური love

  • makuna8887 თქვა:
    26 August 2013 01:48 - ID: 25,
    არა 25ლარი არ ღირს თითო ადამიანი მგონი 5 ლარი თუ 10

  • nnniiiaaa_1991 თქვა:
    26 August 2013 01:25 - ID: 24,
    ააა ჩემი სოფელი :დდდ ულამაზესიიაა აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ სასწაულიააა მანდ ნავით გასეირნებე დამიჯერეთ !!!!!! მარტვილში ულამაზესი ბუნებააა love
    ნიუსიიი ძაააააალიან ძალიან კარგი იყო love

  • demetria თქვა:
    26 August 2013 00:57 - ID: 23,
    როგორ მინდა ნახვა ერთხელ ვერ მოვახერხე love

  • Nina√ თქვა:
    25 August 2013 23:57 - ID: 22,
    ციტატა: Gvanc`a
    ძალიან მომინდა აქ მისვლა.აქამდე არ ვიცოდი ამ ადგილის შესახებ.ძალიან ლამაზია love ასეთი ადგილი ბევრია სამეგრელოში.რომელი მდინარეა ხომ არ იცით? request

    მდინარე აბაშა

« 1 2 3 »



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top