;
30 აგვისტო 2013      Britain     42 კომენტარი     ნანახია 5849-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

სიკვდილი

სიკვდილი - ეს ის თემაა, რაზეც ლაპარაკს ყველა გაურბის, რომელიც უმეტესობას შიშს გვრის, თემა, რომელზეც დაფიქრებისას შეუძლებელია ბევრი კითხვა არ დაგებადოს. თემა, რომელზე ფიქრისას გარდაუვალია არ დაფიქრდე ცხოვრების პრიმიტიულობაზე. მრავალი კითხვის ნიშანი, უფრო მეტი ამოუცნობი შემთხვევა - და მაინც, რაც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები, რაც არ უნდა დაიხვეწოს ადამიანის აზროვნება, არასდოს გვეცოდინება პასუხი კითხვაზე, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. აღწევს თუ არა სული უკვდავებას და როგორია ცხოვრება იქ, საიქიოში. ადამიანმა ვერ გაითავისა, რომ სიკვდილი უდიდესი კანონზომიერებაა. ჩვენ მას ტრაგედიად აღვიქვამთ, როცა უფრო დიდი ტრაგედია ისაა, რომ არ გვესმის რატომ ვკვდებით. ადამიანი სიცოცხლეს მაშინ ამთავრებს, როცა მისი ამქვეყნიური მისია შესრულდება და არ აქვს მნიშვნელობა მოხუცია, ახალგაზრდა თუ მცირეწლოვანი ბავშვი, იგი ექცევა ბუნების კანონის ზეგავლენის ქვეშ. სიკვდილზე საუბრისას ხშირად ისმის შეკითხვა, რატომ არ ვცხოვრობთ უსასრულოდ. მაგრამ, ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, თუ რა მოხდებოდა სიკვდილი, რომ არ არსებობდეს, რა მოხდებოდა, მართლა უსასრულოდ, რომ ვცხოვრობდეთ. სიკვდილი დასასრულია იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ ამ სამყაროში აღვიქვამთ,თუმცა დასაწყისია იმისა, რაც კაცობრიობისთვის ამოუხსნელი და იდუმალებით მოცულია. "სიკვდილი იმდენად გარდაუვალია,რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს.აბა ,როგორ უნდა მიხვდე რომ მაინცდამაინც დღევანდელი დღეა შენი ცხოვრების უკანასკნელი დღე?არადა ,სულ გგონია,რომ დრო კიდევ გაქვს!მერე,უცებ ერთ მშვენიერ დღეს -ბრახ!და გადატრიალდები,რეგლამენტტი ამოწურულია,სიკვდილი ერთადერთი პაემანია,რომელიც შენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაინიშნება.''
სიკვდილი

სიკვდილი

მიუხედავად იმისა, რომ ყველანი საბოლო ჯამში მკვდრეთით ავღდგებით, ყველანი ერთად სამოთხეში ვერ მოვხვდებით. თავის ცხოვრებაში თითოეულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, ერგება თუ არა მას უკვდავება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენ მხოლოდ ერთხელ მოვკვდებით და ამის შემდეგ დადგება განკითხვის ჟამი . მართლები უკვდავნი იქნებიან სამოთხეში, ცოდვილები კი საუკუნო სასჯელს მიიღებენ, ანუ ჯოჯოხეთში მოხვდებიან. აქ ისმის კითხვა, ნამდვილად არსებობს თუ არა სამოთხე და ჯოჯოხეთი, თუ ეს მხოლოდ ადამიანის წარმოდგენის ნაყოფია? ჯოჯოხეთი, სამოთხის მსგავსად, არა მხოლოდ არსებობის ფორმაა, არამედ უშუალო და საკმაოდ რეალური ადგილი. იქ ცოდვილებს დახვდებათ ღვთის უსასრულო, მარადიული რისხვა.
სიკვდილი

სიკვდილი

სუიციდი - პრობლემა რომელიც, მსოფლიოს უძვლესი დროიდან დღემდე აწუხებს. სიმხდალე თუ გამბედაობა? რითია გამოწვეული სუიციდით გარდაცვლილი ადამიანების (ძირითადად ახალგაზრდების) რიცხვის ყოველწამიერი ზრდა? მრავალი გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი საკუთარი ნებით წყვეტს ცხოვრებას. მათ შორის სრული უმრავლესობით კი თინეიჯერები სარგებლობენ. დეპრესია, სირცხვილი, საკუთარი თავის შეძულება, ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც თვითმკვლელობა მოზარდებში აქტუალური ფენომენია. საზოგადოების ნაწილი თვითმკვლელობით გარდაცვლილებს სუსტებად მიიჩნევს. ერთი შეხედვით ეს ხომ, ყველაფრისგან გაქცევასა და რეალობისგან დამალვას გავს. მაგრამ როგორც ყველა მედალს, მასაც აქვს მეორე მხარე. სუიციდზე საუბრისას, ბევრი ვერ აანალიზებს თუ რამხელა ძალას ავლენენ ადამიანები მანამ, სანამ სუიციდის გადაწყვეტილებამდე მივლენ. დიახ, სუიციდისთვისაც საჭიროა იყო ძლიერი. ეს ხომ ძნელია. ძნელია, შენს თავს განაჩენი თავად გამოუტანო. ძნელია იცოდე, რომ მოკვდები. თვითმკვლელობაში ინახება გენიის საიდუმლო, რომელიც ადამიანს აძლევს იმ უდიდეს ძალას, რომლის მიღების შემდეგაც, მას ჯოჯოხეთის ცეცხლიც ვეღარ აშინებს, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ათეიზმსა და თეიზმს ამ შემთხვევაში, რადგან ყოველთვის არსებობს ადამიანში მოსალოდნელი სასჯელის შიში. სანამ თვითმკვლელ ადამიანს ლაჩარს უწოდებთ, დაფიქრდით, ნუთუ შეიძლება მხდალი იყოს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში პოულობს ძალას დაასრულოს აბსურდი. ეს არ არის გაქცევა, ეს ტანჯვის დასრულებაა.
სიკვდილი

სიკვდილი

სიკვდილი

სიკვდილი

სიკვდილი

სიკვდილი

სიკვდილი

სიკვდილი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

42


  • QueenB თქვა:
    24 სექტემბერი 2013 14:09 - ID: 42,
    ციტატა: -Sally-
    QueenB
    ძალიან კარგად ვხვდები, მესმის რომ შეიძლება ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში იყოს ადამიანი ჩავარდნილი, რომ უბრალოდ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდეს, მაგრამ თვითმკვლელობა არის უდიდესი ცოდვა და რა მძიმე ვითარებაც არ უნდა გქონდეს ეს არ უნდა ჩაიდინო! ჩემთვის მიუღებელია ეს ნაბიჯი! ვინც გაუძლებს და მოთმინებით გადაიტანს ამ ყველაფერს ის იქნება სწორედ ძლიერი ნებისყოფის და გაბედული ადამიანი, სწორედ უფრო მეტად იქნება დაფასებული ვიდრე ადამიანი,რომელიც თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს!

    ნამდვილად,უდიდესი ცოდვაა,მაგრამ,როდესაც ისეთი გამოუვალი მდგომარეობა გაქვს,რომ თავის მოკვლაზე ფიქრობ,სხვა არაფერი აღარ გაინტერესებს. ჩემმა საკმაოდ ახლო ნათეასვმა დაასრულა სიცოცხლე თვითკვლელობით და მიუხედავად იმისა,რომ ვიცი-ეს უდიდესი ცოდვაა,მაინც ვერ განვკიცხავ მას და,როდესაც ჩემს თავს წარმოვიდგენ მის ადგილზე,ვხვდები,რომ მეც მისნაირად მოვიქცეოდი. სიტუაციას გააჩნია:) არის ისეთი მომენტები ცხოვრებაში,როდესაც გიღირს,რომ დარჩე ძლიერი და გადალახო ეს ყველაფერი,მაგრამ არსებობს ისეთი სიტუაციაც,როდესაც აზრი არ აქვს სიცოცხლის გაგრძელებას და აღარ გაინტერესებს ვინ დაგაფასებს და ვინ არა:)

  • Nia თქვა:
    17 სექტემბერი 2013 22:10 - ID: 41,
    .

  • loseyourself თქვა:
    8 სექტემბერი 2013 13:54 - ID: 40,
    ციტატა: aivenho
    ციტატა: loseyourself
    aivenho
    გმირობაათქო არ მითქვამს, უბრალოდ ბევრი აცნობიერებს რომ ცოდავს, და იცის რაც ელის მაგრმა მაინც ასე იქცევა, არ შეიძლება ადამიანს მშიშარა უწოდო როცა არ იცი რა ხდება მის სულში და რა განსაცდელშია, მე ვთქვი არ უნდა განვიკითხოთქო. ქრისტიანი ვარ და სუიციდის მოწინააღმდეგე ვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმესთვის ლაჩრის წოდების უფლება მაქვს.

    ადამიანი თავს რატომ იკლავს? იმიტომ რომ მის სულში გეთანხმები რაღაც საშინელება ხდება, მაგრამ დაფიქრდი თუ მას რელიგიის სწამს ხომ იცის რომ იქ ჯოჯოხეთის სახით უფრო საშინელი რამ ელოდება? მაშინ რაღატომ მოიკლავს თავს? დამეთანხმები იმისთვის ნამდვილად არა რომ უფრო საშინელს შეხვდეს. ანუ თავს იკლავს იმის გამო რომ მას არ სწამს ჯოჯოხეთის და უნდა გათAვისუფლდეს პრობლემებისგან, თავს არიდებს მას. ახლა დასკვნა შენ გამოიტანე. მაგრამ მგონი დაგიმტკიცე რომ არ სწამს ჯოჯოხეთის მას ვინც თავს იკლავს.

    ჩვენ არცერთმა არ ვიცით იმ ადამიანებს იმ წუთში რა სწამთ და რა არა, კი მართალი ხარ შეიძლება, მაგრამ რატომ არ უშვებ იმას რომ იმ ადამიანს ამ ცხოვრებას სიკვდილი ურჩევნია ნებისმიერ ფასად.. და გათვიცნობიერებულად აირჩია ჯოჯოხეთი, no

  • candyyy თქვა:
    5 სექტემბერი 2013 21:10 - ID: 39,
    სანამ თვითმკვლელ ადამიანს ლაჩარს უწოდებთ, დაფიქრდით, ნუთუ შეიძლება მხდალი იყოს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში პოულობს ძალას დაასრულოს აბსურდი. ეს არ არის გაქცევა, ეს ტანჯვის დასრულებაა.

  • -Sally- თქვა:
    4 სექტემბერი 2013 23:23 - ID: 38,
    QueenB
    ძალიან კარგად ვხვდები, მესმის რომ შეიძლება ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში იყოს ადამიანი ჩავარდნილი, რომ უბრალოდ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდეს, მაგრამ თვითმკვლელობა არის უდიდესი ცოდვა და რა მძიმე ვითარებაც არ უნდა გქონდეს ეს არ უნდა ჩაიდინო! ჩემთვის მიუღებელია ეს ნაბიჯი! ვინც გაუძლებს და მოთმინებით გადაიტანს ამ ყველაფერს ის იქნება სწორედ ძლიერი ნებისყოფის და გაბედული ადამიანი, სწორედ უფრო მეტად იქნება დაფასებული ვიდრე ადამიანი,რომელიც თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს!

  • aivenho თქვა:
    3 სექტემბერი 2013 21:08 - ID: 37,
    ციტატა: loseyourself
    aivenho
    გმირობაათქო არ მითქვამს, უბრალოდ ბევრი აცნობიერებს რომ ცოდავს, და იცის რაც ელის მაგრმა მაინც ასე იქცევა, არ შეიძლება ადამიანს მშიშარა უწოდო როცა არ იცი რა ხდება მის სულში და რა განსაცდელშია, მე ვთქვი არ უნდა განვიკითხოთქო. ქრისტიანი ვარ და სუიციდის მოწინააღმდეგე ვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმესთვის ლაჩრის წოდების უფლება მაქვს.


    ადამიანი თავს რატომ იკლავს? იმიტომ რომ მის სულში გეთანხმები რაღაც საშინელება ხდება, მაგრამ დაფიქრდი თუ მას რელიგიის სწამს ხომ იცის რომ იქ ჯოჯოხეთის სახით უფრო საშინელი რამ ელოდება? მაშინ რაღატომ მოიკლავს თავს? დამეთანხმები იმისთვის ნამდვილად არა რომ უფრო საშინელს შეხვდეს. ანუ თავს იკლავს იმის გამო რომ მას არ სწამს ჯოჯოხეთის და უნდა გათAვისუფლდეს პრობლემებისგან, თავს არიდებს მას. ახლა დასკვნა შენ გამოიტანე. მაგრამ მგონი დაგიმტკიცე რომ არ სწამს ჯოჯოხეთის მას ვინც თავს იკლავს.

  • QueenB თქვა:
    2 სექტემბერი 2013 00:31 - ID: 36,
    ციტატა: aNaNo_O
    QueenB,
    აუ ეხლა უცბათ ძალიან მომინდა რო გიცნობდე, ჩემი დაქალი იყო... :D


    ჰაჰაა wink რა საყვარელი ხაარ love

  • aNaNo_O თქვა:
    2 სექტემბერი 2013 00:11 - ID: 35,
    QueenB,
    აუ ეხლა უცბათ ძალიან მომინდა რო გიცნობდე, ჩემი დაქალი იყო... :D

  • KiKi თქვა:
    1 სექტემბერი 2013 18:17 - ID: 34,
    ძალიან საინტერესო სიახლეა,ბევრ კითხვებს ბადებს და დამაფიქრებელიცაა.ყოჩაღ ავტორ!! ერთი სიტყვით,მაგარი ნიუსი გამოვიდა smile

  • loseyourself თქვა:
    1 სექტემბერი 2013 17:42 - ID: 33,
    aivenho
    გმირობაათქო არ მითქვამს, უბრალოდ ბევრი აცნობიერებს რომ ცოდავს, და იცის რაც ელის მაგრმა მაინც ასე იქცევა, არ შეიძლება ადამიანს მშიშარა უწოდო როცა არ იცი რა ხდება მის სულში და რა განსაცდელშია, მე ვთქვი არ უნდა განვიკითხოთქო. ქრისტიანი ვარ და სუიციდის მოწინააღმდეგე ვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმესთვის ლაჩრის წოდების უფლება მაქვს.

  • ta_bitch თქვა:
    1 სექტემბერი 2013 13:55 - ID: 32,
    ძალიან ძალიან კარგი ნიუსია !

  • QueenB თქვა:
    1 სექტემბერი 2013 12:46 - ID: 31,
    ციტატა: -Sally-
    საინტერესო სიახლეა.
    ვინც თავს იკლავს ის მხდალია და არა გაბედული, სუსტი ნებისყოფის ადამიანი, რომელიც ამქვეყნიური პროლემებისგან გაქცევას ცდილობს

    რაც არ უნდა იყოს,უკვე გარდაცვლილ ადამიანებზე ეგრე საუბარი არ შეიძლება. ღმერთმა დაგიფაროს და არასდროს არ იცი მათ ადგილზე შენ როგორ მოიქცეოდი,შეიძლება შენც იგივე გაგეკეთებინა,უბრალოდ ამ გადმოსახედიდან ადვილია საუბარი და ლანძღვა. ნებისმიერ ჩვენგანს უფიქრია ამ თემაზე და წესით ყველა უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე,რომ თვითმკვლელობას უდიდესი ძალა სჭირდება. მე არ მაქვს უფლება,რომ "მხდალი" ვუწოდო იმ ადამიანს,რომელმაც ვერ გაუძლო ამქვეყნიურ ტკივილს და გადაწყვიტა თავი მოეკლა,ყველას ჩვენი გაჭირვება გვაქვს,ზოგს უფრო დიდი,ზოგს-პატარა,ზოგი-უძლებს,ხოლო ზოგი თვითმკვლელობით ამთავრებს ყველაფერს.

  • -Sally- თქვა:
    1 სექტემბერი 2013 11:00 - ID: 30,
    საინტერესო სიახლეა.
    ვინც თავს იკლავს ის მხდალია და არა გაბედული, სუსტი ნებისყოფის ადამიანი, რომელიც ამქვეყნიური პროლემებისგან გაქცევას ცდილობს

  • aivenho თქვა:
    1 სექტემბერი 2013 00:02 - ID: 29,
    ციტატა: loseyourself
    ნუთუ ვინმე თვლის რომ ადამიანი, რომელიც აცნობიერებს რომ სუიციდს მერე ჯოჯოხეთი არ აცდება და მაინც იკლავს თAვს ლაჩარია,. რა იცით რა ბრძოლა მიდიოდა მის სულში ასე რომ განიკითხავთ, დარწმუნებული ვარ ოდნავადაც ვერ მიხვალთ იმ სევდასა და სატანჯველთან რასაც ისინი განიცდიდენ, თქვენ კიდევ ზიღართ კომპიუტერთად და ფეისზე ვითონ ჩკვიანი შეძახილებით დარწმუნებულებს რომ ბრძოლა სულ შეიძლება იძახით უნდა ებრძოლათო .... ქრისტიანობას ამ მხრივ თუ აქცევთ ყურადღებას ნუ დაგავიწყებათ რომ არც სხვისი განკითხვა შეიძლება, ზოგი პოულობს ძალას ზოგი ვერა და არც აქ რაიმე გზა.. მაგრამ ის ადამინები ხვდებოდნენ რომ ცოდავდნენ მაგრამ მაინც გააკეთეცესეს ამას ის გამბედაობა ჭირდება ჩვენთან ახლოსაც რომ ვერ მოვა. რაც შეეხება ტანჯვის დასრულებას, რა თქმა უნდა სიცოცხლე ტანჯვა არ არის და ტუ ასე ვიფიქებთ მაშინ ყველა თავს მოვიკლავთ, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქ.. რაც შეეხება განსაცდელს რა თქმა უნდა უფალი გადაუჭრელს არ მოგვივლენს მაგრამ ის რომ ჩვენ გავუძელით და არ ვუღალატეთ ჩვენ რწმენას არ ნიშნავს რომ სხვისთვის ჭკუის დარიგეის და მხდალის წოდების უფლება გვაქ ))))))
    ნიუსი კარგი იყო


    რა მაინტერესებს.. ცოდვის ჩადენა როდის აქეთაა გმირობა თუ შეიძლება ამიხსენით. თან ბედნიერ ადამიანს თავს რა მოაკვლევინებს? იფიქრებს "წავალ ახლა ბარემ ჩემ გამბედაობასაც გამოვაჩენ და თავს მოვიკლავო?" :D თან თავად ამბობ რა იცით რა ტანჯვას გრძნობდაო ე.ი. ტანჯვის გამო მოიკლა თავი მაგრამ რისთვის? იქ რომ უარეს განსაცდელში ჩავარდნილიყო? რა თქმა უნდა არა! მას უბრალოდ არ ჯეროდა რომ არსებობს იქ ჯოჯოხეთი. თანაც როგორ ფიქრობ ის რაც ადამიანის სულის ჭეშმარიტ ძალას აჩენს, რელიგიაში ცოდვად ჩაითვლება? უკაცრავად მაგრამ მე ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ...

  • aivenho თქვა:
    31 აგვისტო 2013 23:52 - ID: 28,
    ადამიანი როოგრც წესი უფრო მარტივ გზას ეძებს ყოველთვის. თინეიჯერებისთვის კი ეს მარტივი გზაა "ტანჯვისგან" თავის დასახსნელად. ადამიანის ძალა არა გაქცევაში არამედ დარჩენაში და ბრძოლაშია. თინეიჯერები ფიქრობენ რომ თუ ღმერთი არსებობს მაშინ არ უნდა იყვნენ ასეთი უბედურებიც და რადგან მათი აზრით არ არსებობს ე.ი. არ იქნება არც ჯოჯოხეთი. ასეა უმეტესობა. თანაც ეს დიდი ეგოისტობაა . ეგოისტობა კი არაა ძალა. ისინი ამით ცდილობენ გული ატკინონ ყველას და არც ეს არაა ძალა ალბათ დამეთანხმებით ამაში.თანაც რელიგიაზე მეტად ისინი ამ უკნასკნელზე ფიქრობენ. და საერთოდ წარმოიდგინეთ როგორ ჟღერს "გინდათ დაამტკიცოთ რომ ძლიერი ხართ? მოიკალით თავი". wink

  • სტოფი თქვა:
    31 აგვისტო 2013 23:30 - ID: 27,
    ეს პოსტი ძალიან მომეწონა და ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა აკაუნტი lol სიკვდილი ეს ერთადერთი გზაა თავისუფლებისაკენ და პირიქით ეს სიძლიერეაა და არაა შიში fellow მთავარია გააცნობიერო რა მოხდება შემდეგ am

  • T A M U თქვა:
    31 აგვისტო 2013 18:04 - ID: 26,
    რამდენჯერ მინატრიააა სიკვდილიიი :)) მარაა სამწუხაროდ ამ უსამართლო სამყაროში ისინი კვდებიან ვისაც ცხოვრება უხარიათ და პირიქით ... მაგრამ მიუხედავად ამისა თვითმკვლელობა ყველაზე ცუდი გამოსავალია ყველაზე დიდი გმირობაა გაუძლო ტკივილს და ცხოვრება გააგრძელო იმის მიუხედავად რომ ნატრობ ნეტა მალე დასრულდეს შენი უაზრო ცხოვრება smile

  • lohanitaatenki თქვა:
    31 აგვისტო 2013 17:53 - ID: 25,
    მე ხშირად მახსენდება რომ მოვკვდები და ძალიან მეშინია, მაგრამ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს საერთოდ არ ეშინიათ... ვცდილობ რომ გავაკეთო კარგი რამეები რომ მოვხვდე საიქიოში, ჯერ 14 წლის ვარ, არ ვფიქრობ რომ ჯერ ბევრი დრო მაქვს იმიტომ რომ არავინ არ იცის როდის მოკვდები....♥

    მე არ ვარ ქრისტიანი, მუსლიმანი ვარ და ასე ვიცი რომ თვითმკლელობა მუსლიმებში ყველაზე ცუდი ცოდვაა. და არავის არ ვურჩევ... რაც არ უნდა იყოს ეს სიცოცხლე ღმერთი მოგცა და ღმერთის აიღებს, ასეთი სტატიები მომწონს, მაგრამ ცუდ ხასიათზე დავდექი....

  • lilina თქვა:
    31 აგვისტო 2013 17:00 - ID: 24,
    თვითმკვლელობა ტანჯვის დასასრული კი არ დასაწყისია... და უბედურია ის ადამიანი, ვინც ამას ვერ აცნობიერებს...
    ცხოვრებისეული პრობლემები გამოცდებია, რომლებიც უნდა ჩააბარო.. თვითმკვლელობა კი, უდიდესი სიმხდალეა, რომლის მსხვერპლნიც უნებისყოფო, მხდალი ადამიანები არიან, რომელთაც არ გააჩნიათ ძალა სიცოცხლისთვის და საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძოლონ... მართლა საცოდავები არიან... ადამიანმა ცხოვრებაში უნდა ეძიოს მისი სულიერი სიმშვიდე და არა სიკვდილში!

  • loseyourself თქვა:
    31 აგვისტო 2013 16:10 - ID: 23,
    ციტატა: Ana Monro♥
    ციტატა: yeezy
    არ მეშინია სიკვდილის.

    მერე მაგას რა ჯობია სიკვდილის არ უნდა გეშინოდეს
    მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ როდესაც არსებობს ჯოჯოხეთი-ეს სამუდამოა.
    მაინც აღძრავს შიშს ადამიანში.
    ციტატა: loseyourself
    ნუთუ ვინმე თვლის რომ ადამიანი, რომელიც აცნობიერებს რომ სუიციდს მერე ჯოჯოხეთი არ აცდება და მაინც იკლავს თAვს ლაჩარია,. რა იცით რა ბრძოლა მიდიოდა მის სულში ასე რომ განიკითხავთ, დარწმუნებული ვარ ოდნავადაც ვერ მიხვალთ იმ სევდასა და სატანჯველთან რასაც ისინი განიცდიდენ, თქვენ კიდევ ზიღართ კომპიუტერთად და ფეისზე ვითონ ჩკვიანი შეძახილებით დარწმუნებულებს რომ ბრძოლა სულ შეიძლება იძახით უნდა ებრძოლათო .... ქრისტიანობას ამ მხრივ თუ აქცევთ ყურადღებას ნუ დაგავიწყებათ რომ არც სხვისი განკითხვა შეიძლება, ზოგი პოულობს ძალას ზოგი ვერა და არც აქ რაიმე გზა.. მაგრამ ის ადამინები ხვდებოდნენ რომ ცოდავდნენ მაგრამ მაინც გააკეთეცესეს ამას ის გამბედაობა ჭირდება ჩვენთან ახლოსაც რომ ვერ მოვა. რაც შეეხება ტანჯვის დასრულებას, რა თქმა უნდა სიცოცხლე ტანჯვა არ არის და ტუ ასე ვიფიქებთ მაშინ ყველა თავს მოვიკლავთ, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქ.. რაც შეეხება განსაცდელს რა თქმა უნდა უფალი გადაუჭრელს არ მოგვივლენს მაგრამ ის რომ ჩვენ გავუძელით და არ ვუღალატეთ ჩვენ რწმენას არ ნიშნავს რომ სხვისთვის ჭკუის დარიგეის და მხდალის წოდების უფლება გვაქ ))))))
    ნიუსი კარგი იყო

    კარგი რა ეხაა შეყვარებლის გულისთვის რომ იკლავენ თავს ეგ რა არიი
    განსაცდელია ვითომ?
    კარGით რა ხალხნოო...

    ხო, შეყვარებულის გულისთვის მოიკლა თავი ლონდონმა, ჰემინგუეიმ და პაოლო იაშვილმა .

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top