;
10 სექტემბერი 2013      mariami222     37 კომენტარი     ნანახია 9193-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



ჩვენს ცხოვრებას მომენტები ქმნიან, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ბედნიერია თუ არა, მთავარია ფაქტი, ამიტომ გთავაზოვთ პატარა ცხოვრებისეული ისტორიების მეოთხე ნაწილს, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე:


დღეს ჩემმა პაციენტმა 3 წლიანი რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური პროცედურების შემდეგ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ჯერ კიდევ გუშინ მეგონა, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინე.

დღეს, მე და ჩემს უფროსს მეგობრული საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ძალიან შეწუხებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ ოჯახთან, შვილებთან ყოფნნის დრო თითქმის არ აქვს. არ მაქვს საშუალება დიდხანს ვითამაშო მათთან და მეტი სიყვარული ვაჩუქო. მან არაფერი მიპასუხა. 3 საათზე (მაშინ როდესაც ჩემი ბიჭი სკოლდან ბრუნდება) მან სახლში გამიშვა და მითხრა, რომ ჩემს შვილებს ვჭირდები ყველაზე მეტად.

დღეს, ჩემი მშობლების ოფიციალური გაყრის შემდეგ, დედამ, რომელიც ცრემლებს ძლივს იკავდება მითხრა: ,,ცხოვრებაში ყველაზე რთულია, როდესაც წლებს წირავ გრძნობას, რომელიც ნამდვილი გეგონა, მაგრამ ასე არასოდეს ყოფილა“

დღეს, ჩემმა 16 წლის პაციენტმა, რომელიც კიბოს ებრძვის, მკითხა როგორი დღე მქონდა. მე ვუპასუხე, რომ გრძელი, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდიოდა. მან უცბადვე მიპასუხე: ,, მე ვნატრობ, რომ იგივე პასუხის გაცემა შემეძლოს, ეს წამლები ყველაფერს ანადგურებს, ჩემს დღეებს ამოკლებს და ამოკლებს“

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [4]


დღეს, ჩემი უფროსი ვაჟი მანქანაში ჩაჯდა და სამსახურში წავიდა. გადავწყვიტე მესიჯი მიმეწერა: ,,დღეს მშვენივრად გამოიყურები, წარმატებული დღეს გისურვებ“. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს წერილი გახდებოდა მისი საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი. როდესაც მთავარ ექიმს ვკითხე, რა მოხდა, მან მიპასუხა: ,, რა უნდა მომხდარიყო, ტელეფონი და საჭე ერთად“

დღეს, ჩემი მეგობრის უკანასკენლი პოსტი თვითერზე ასეთი იყო: ,,მე ვნატრობ, ადამიანები, რომლებიც დამციანიან, ჩემი თვალებით ხედავდნენ სამყაროს, მხოლოდ ერთი დღე“

დღეს, როდესაც მე სკოლაში არ მივედი, ჩემმა 11ვე ჯგუფელმა დამირეკა და მომიკითხა. მე ავად ვარ, მაგრამ მათ სიყვარულს და თანადგომას უფრო ვგრძნობ.

დღეს, ერთი წლის შემდეგ მამას სიკვდილიდან, მე ისევ არ შემიძლია მისი ნომრის წაშლა ჩემი ტელეფონიდან.

დღეს, როდესაც ჩემი მეუღლე საავადმყოფოში უგონოდ იწვა, მე ისევ ვფიქრობდი იმ მომენტებზე, რომელიც ჩვენ დავკარგეთ და ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ ახლა მე მივცემდი ყველაფერს, რათა შემეძლოს იმ წუთების დაბრუნდება, შემეძლოს მისი ხმის გაგონება. ახლა მივხდი, რომ უფრო ბევჯერ უნდა მეკოცნა მისთვის.

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [4]


დღეს, როდესაც ჩემ 5 კლასის მოსწავლეს ვკითხე, თუ რა უნდა გამოვიდეს ცხოვრებაში, მან მიპასუხა: ,, მე მინდა თქვენნარი კარგი მასწავლებელი გამოვიდე“

დღეს, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ინვალიდის ეტლით შემოვიდა საავადმყოფოში სადაც მე ვმუშაობ, სანამ ის თავის მკურნალ ექიმთან შევიდოდა, შემომხედა და მითხრა: ,,მშვენიერი დღეა. რადგან თავიდან უნდა ვისწავლო სიარული“

დღეს, ბოსტონის მარათონის შემდეგ, რის შემდეგაც მე დავკარგე მარცხენა მკლავი, როდესაც გარეთ ვსეირნობდი და ვნახე ბრმა ადამიანი, სიტყვა ,,იღბალმა“ ჩემთვის ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

დღეს, როდესაც ჩემს მეგობარ ქეითს ჩავეხუტე, მან ნაღვლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა: ,, ღმერთო, ნეტა შეიძლებოდეს ამ ჩახუტებას მორჩენა შეეძლოს“

დღეს, მოხუცმა მამაკაცმა, რომელსაც ყოველთვის ვეხმარები ხოლმე საჭმლით, ხელში მომცა დაბადების დღის მისალოცი ბარათი. მე მას მხოლოდ ერთხელ ვუთხარი ჩემი დაბადების დღის თარიღი, ისიც წინა წელს.

დღეს, ჩემი ერთ–ერთი უახლოესი მეგობარი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა ძლიერი დეპრესიის გამო. ის ყოველთვის მისმენდა, მაძლევდა რჩევებს და მეხმარებოდა პრობლემების გადაჭრაში. მაგრამ ვერასოდეს წარმოვდგენდი, რომ ასეთი რამ შეემთხვეოდა, მე ხომ არასოდეს მიკითხავს მისთვის ,,როგორ ხარ“.

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [4]


დღეს, მან თავის უკანასკნელ წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე დაწერა, ჩემი სახელი 28ჯერ მეორდება.

დღეს, ჩემი მეზობელი პატარა ბიჭი, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული, ყველას ეუბნება, რომ მე მისი საუკეთესო მეგობარი ვარ. ის მხოლოდ ამას ამბობს.

დღეს, მთელი ღამე ვკითხულობდი ცხოვრებისეულ ისტორიებს და პირველად 46 წლის მანძილზე პირველად მივხდი როგორ ცივ საწოლში მძინავს მის გარეშე.

დღეს, როდესაც მე და ჩემი პატარა ბიჭი ჩემი ანალიზის შედეგებს ველოდებოდთ საავადმყოფოში, 7 წლის გოგონა შემოიყვანეს, რომელიც ძალიან ტიროდა, ჩემმა პატარა ვაჟმა ექთანის მაგიდის ქოთნდან ამოიღო ვარდი, გოგონას გაუწოდა და უთხრა: ,, მამაჩემი ამას არასოდეს არ აკეთებს, მაგრამ დედა მეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავიღიმოთ და შევინარჩუნოთ ერთმანეთი“

დღეს, მე ჩემი მეუღლის კაბინეტში ვიპოვე ჩარჩოში ჩასმული გამხმარი ყვავილი, რომელიც მას 1952 წელს ვაჩუქე“

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [4]


დღეს, როდესაც ბაბუაჩემს სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ რჩევა ვთხოვე მან მიპასუხა: ,, როდესაც მე შევწყვიტე საუკეთესოს ძებნა და ვცდილობდი მე თვითონ გავმდარიყავი კარგი, სწორედ ამ დროს ბებიაშენმა ჩაიარა და მითხრა: ,,გ ა მ ა რ ჯ ო ბ ა“

დღეს, ჩემი პირველი კლასის მოსწავლეებს მოვუწყე პატარა საღამო. ამ პატარა შეკრებას ესწრებოდა მოსწავლეც, რომელსაც მამა ავღანეთში ბრძოლისას დაეღუპა. როდესაც ტომი დაფასთან გავიძახე, ერთი გოგონა ადგა და ტომს ჰკითხა, თუ რა გააკეთა მამამისმა არმიისთვის, მან კი უპასუხა: ,, მე არ ვიცი, მე მას ვკითხავდი, მაგრამ სამოთხე აქედან ძალიან შორსაა“

დღეს, 7 კვირიანი კომის შემდეგ მე გავიღვიძე, 5 გატეხილი ძვლით, მაგრამ უმამოდ.

27. დღეს, ჩვენს კლასს მხოლოდ ერთი მოსწავლე აკლდა, ბავშვი, რომელიც ყოველთვის კარგი ყოფაქცევით გამოირჩვეა, მოსწავლე რომელიც ყოველთის მოხალისეა კლასისთვის გააკეთოს კარგი. მას კიბო აქვს და სკოლაში მხოლოდ იმიტომ არ მოვიდა, რომ თმა გადაიპარსა. მე კლასში დავსვი ასეთი შეკითხვა: ,,ვის უნდა გადაიპარსოს თავი დერეკის თანადგომისთვის“ მე გაოცებული ვიყავი, ჩვენს კლასში ეს ყველას უნდა.

დღეს, ჩემი ონკოლოგი, რომელმაც გადამარჩინა და ჩემი სხეული განკურნა კიბოსგან, გარდაიცვალა კიბოთი.

დღეს, ჩემი 85 დაბადების დღეა, რომელსაც მარტო ვხდები, მაგრამ მე ისევ გავშალე სუფრა ჩემი ოჯახისთვის, რომელიც აღარ მაქვს.

დღეს, ჩემმა 17 წლის მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, რომ ჩემთან ლაპარაკი უნდოდა. მე მას ვუთხარი, რომ 20 წუთში გადავურეკავდი, რადგან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. სინამდვილეში კი იქბოსქსით ვერთობოდი. ასეთი შეცდომა არასოდეს დამიშვია, 20 წუთის შემდეგ, როდესაც დავრეკე გავიგე, რომ მან თავი მოიკლა. მე დავამსხვრიე ჩემი იქსბოქსი .

დღეს, როდესაც ბებიაჩემს ვუთხარი, თუ როგორ ცუდ ხასიათზე მაყენებენ სკოლაში ბავშვები, რომლებიც ვერ მიტანენ, მან მითხრა: ,,წყნარი ოკეანის მასის წყალიც კი ვერ ჩაძირავს გემს, სანამ ის მასში არ შეაღწევს, ზუსტად ასევე მთელი სამყაროს ნეგატივიც ვერ დაგამარცხებს, თუ მას არ მისცემ უფლებასს შემოიჭრას გონებაში.


დღეს, მე წავიკითხე თითქმის ყველა ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც აქ იყრის თავს და ჩემში საოცრად შეიცვალა ყველაფერი. რადგანც მივხდი, როგორ ჭირდებათ ადამიანებს ჩვენი დახმარება, სითბო, დაცვა, მეგობარობა და სიყვარული. სწორედ ამიტომ გული სითბოთი ამევსო რადგან, ვიცი რომ ხვალ ყველა ერთად დავეხმარებით ერთმანეთს. ეს არის რაც ადამიანებს ს ჭ ი რ დ ე ბ ა თ.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

37


  • tamo თქვა:
    23 ოქტომბერი 2013 19:33 - ID: 37,
    ∞ დღეს, მოხუცმა მამაკაცმა, რომელსაც ყოველთვის ვეხმარები ხოლმე საჭმლით, ხელში მომცა დაბადების დღის მისალოცი ბარათი. მე მას მხოლოდ ერთხელ ვუთხარი ჩემი დაბადების დღის თარიღი, ისიც წინა წელს. love

    ∞ დღეს, როდესაც ბებიაჩემს ვუთხარი, თუ როგორ ცუდ ხასიათზე მაყენებენ სკოლაში ბავშვები, რომლებიც ვერ მიტანენ, მან მითხრა: ,,წყნარი ოკეანის მასის წყალიც კი ვერ ჩაძირავს გემს, სანამ ის მასში არ შეაღწევს, ზუსტად ასევე მთელი სამყაროს ნეგატივიც ვერ დაგამარცხებს, თუ მას არ მისცემ უფლებასს შემოიჭრას გონებაში.


    ∞ დღეს, ჩემი ერთ–ერთი უახლოესი მეგობარი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა ძლიერი დეპრესიის გამო. ის ყოველთვის მისმენდა, მაძლევდა რჩევებს და მეხმარებოდა პრობლემების გადაჭრაში. მაგრამ ვერასოდეს წარმოვდგენდი, რომ ასეთი რამ შეემთხვეოდა, მე ხომ არასოდეს მიკითხავს მისთვის ,,როგორ ხარ“.

    ∞ დღეს, ჩემმა 17 წლის მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, რომ ჩემთან ლაპარაკი უნდოდა. მე მას ვუთხარი, რომ 20 წუთში გადავურეკავდი, რადგან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. სინამდვილეში კი იქბოსქსით ვერთობოდი. ასეთი შეცდომა არასოდეს დამიშვია, 20 წუთის შემდეგ, როდესაც დავრეკე გავიგე, რომ მან თავი მოიკლა. მე დავამსხვრიე ჩემი იქსბოქსი .
    ასეთების არ მესმის :)

  • iiqueen თქვა:
    2 ოქტომბერი 2013 20:22 - ID: 36,
    გული დამეწვა ძალიან დამაფიქრებელი და კარგი ისტორიებია recourse

  • elentussaa თქვა:
    28 სექტემბერი 2013 10:19 - ID: 35,

    დღეს, მე წავიკითხე თითქმის ყველა ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც აქ იყრის თავს და ჩემში საოცრად შეიცვალა ყველაფერი. რადგანც მივხდი, როგორ ჭირდებათ ადამიანებს ჩვენი დახმარება, სითბო, დაცვა, მეგობარობა და სიყვარული. სწორედ ამიტომ გული სითბოთი ამევსო რადგან, ვიცი რომ ხვალ ყველა ერთად დავეხმარებით ერთმანეთს. ეს არის რაც ადამიანებს ს ჭ ი რ დ ე ბ ა თ. ვიტირე <3


    შემეხო <3 ძალიან მომეწონა კიდევ წავიკიტხავდი მსგავსს
    ციტატა: mariami222
    დიდი მადლობაა ყველას <3 <3

  • saalll თქვა:
    21 სექტემბერი 2013 20:23 - ID: 34,
    ზუსტად დგეს ვამბობდი დიდი ხანია არ მიტირია თქო

  • mariam.. თქვა:
    14 სექტემბერი 2013 23:44 - ID: 33,
    ავტორო, უბრალოდ დიდ მადლობას გიხდი და გთხოვ გააგრძელე...

  • kfnbklc i თქვა:
    12 სექტემბერი 2013 19:12 - ID: 32,
    მომეწონა love

  • mariami222 თქვა:
    12 სექტემბერი 2013 11:24 - ID: 31,
    ციტატა: tiko26
    ∞ დღეს, ერთი წლის შემდეგ მამას სიკვდილიდან, მე ისევ არ შემიძლია მისი ნომრის წაშლა ჩემი ტელეფონიდან.
    ეჰჰჰჰ..:((( მეც ისევ ისე მიწერია მამას ნოომერი მობილურში:((((((
    ძალიან კარგი ნიუსიიყო..

    ციტატა: maisa
    მეც ვერ ვშლი მამას ნომერს ჯერ მხოლოდ 2 თვეა გასული

    :((((((((((((

  • maisa თქვა:
    12 სექტემბერი 2013 00:04 - ID: 30,
    მეც ვერ ვშლი მამას ნომერს ჯერ მხოლოდ 2 თვეა გასული

  • tiko26 თქვა:
    11 სექტემბერი 2013 22:25 - ID: 29,
    ∞ დღეს, ერთი წლის შემდეგ მამას სიკვდილიდან, მე ისევ არ შემიძლია მისი ნომრის წაშლა ჩემი ტელეფონიდან.
    ეჰჰჰჰ..:((( მეც ისევ ისე მიწერია მამას ნოომერი მობილურში:((((((
    ძალიან კარგი ნიუსიიყო..

  • tatagutsy თქვა:
    11 სექტემბერი 2013 20:46 - ID: 28,
    საოცარი სიახლეა.. კიდევ დადე! love

  • mariami222 თქვა:
    11 სექტემბერი 2013 17:35 - ID: 27,
    გაგრძელებაზე მეც ვფიქრობ, მაგრამ არ მოგბეზრდათ? არ მინდა მოსაბეზრებელი გახდეს, სავარაუდოდ 1 ნაწილი კიდევ იქნება 2 თვის მერე :* მადლობა ყველას, რომ ასე მოგწონთ :*

  • samantamonroe თქვა:
    11 სექტემბერი 2013 17:20 - ID: 26,
    არაჩვეულებრივია love იმედია კიდევ ბევრ ნაწილს გააგრძელებ request

  • Lady თქვა:
    11 სექტემბერი 2013 15:23 - ID: 25,
    უბრალოდ ძალიან კარგია love

  • beonce თქვა:
    11 სექტემბერი 2013 14:15 - ID: 24,
    დღეს, მე წავიკითხე თითქმის ყველა ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც აქ იყრის თავს და ჩემში საოცრად შეიცვალა ყველაფერი. რადგანც მივხდი, როგორ ჭირდებათ ადამიანებს ჩვენი დახმარება, სითბო, დაცვა, მეგობარობა და სიყვარული. სწორედ ამიტომ გული სითბოთი ამევსო რადგან, ვიცი რომ ხვალ ყველა ერთად დავეხმარებით ერთმანეთს. ეს არის რაც ადამიანებს ს ჭ ი რ დ ე ბ ა თ. love love love

  • Sk8er თქვა:
    11 სექტემბერი 2013 13:23 - ID: 23,
    ვენაცვალე ავტორს, საიდან ამოქექავ ხოლმე ასეთ ისტორიებს?)

  • anuky თქვა:
    11 სექტემბერი 2013 13:22 - ID: 22,
    ავტორთან მაქვს თხოვნა თუ შეგიძლია მომცე ლინკი სადაც მსგავსი ისტორიები იდება?

  • ani.......... ♥ თქვა:
    11 სექტემბერი 2013 00:37 - ID: 21,
    როგორ მიყვარს ეს ნიუსი ♥ როგორ მაკეთილშობილებს და მამაღლებს ...

  • aNuKiii01 თქვა:
    11 სექტემბერი 2013 00:30 - ID: 20,
    love არვიცი რა ვთქვა...

  • Princeton.Girl თქვა:
    10 სექტემბერი 2013 20:58 - ID: 19,
    ძალიან ძალიან კარგი ნიუსია love

  • Anaastasiaa თქვა:
    10 სექტემბერი 2013 20:48 - ID: 18,
    ძალიან კარგი ნიუსია, ხშირად დადე ასეთები love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top