;
2 სექტემბერი 2013      Hermione...♥     32 კომენტარი     ნანახია 14560-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, დიეტა/რჩევები

რა არის მოტივაცია?

მოტივი არის იმპულსი, რომელიც პიროვნებას ქმედებისაკენ უბიძგებს. მოტივაცია კი შინაგანი პროცესია, რომელიც ადამიანს მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ამხნევებს. ინტელექტის მსგავსად, მოტივაციის განზოგადება ძალიან რთულია და ის ყველა ჩვენგანში ინდივიდუალური სახით ვლინდება, მაგრამ მეცნიერებმა მაინც შეძლეს ამ პროცესის ფართო ასპექტში ახსნა. კერძოდ, მათი თქმით, მოტივაცია შეიძლება იყოს შინაგანი, გარეგანი და ორბუნებოვანი.
მოტივაცია და მისი ამაღლების გზები

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ადამიანის მოტივაცია განპირობებულია დაუკმაყოფილებელი სურვილების შემცირებისა და სტაბილური ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით. მოთხოვნების იერარქიის მიხედვით კი ადამიანს დიდი ამბიციები უჩნდება მაშინ, როდესაც ძირითადი, საარსებო სურვილები დაკმაყოფილებულია.
მოტივაცია და მისი ამაღლების გზები

სურვილები შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ორივე სახის მოთხოვნის ჩამოყალიბებაზე უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოება და კულტურა.


მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა

ადამიანები, რომლებიც მიზნის მისაღწევად მაღალი მოტივაციით გამოირჩევიან, უმეტესწილად შეუპოვრები და შრომისმოყვარენი არიან. მათ დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ უარი თქვან წამიერ სიამოვნებაზე, რათა საბოლოო დანიშნულებამდე სვლაში არ შეყოვნდნენ. ამას გარდა, ისინი ხშირად ამჯობინებენ კოკურენტუნარიან გარემოში მუშაობას.
მოტივაცია და მისი ამაღლების გზები

ადამიანს შეუძლია მიაღწიოს მაქსიმუმი, როდესაც მას გააჩნია:

1. გათვიცნობიერებული მიზნები
2. წარმატების დიდი მოლოდინი
3. შემაგულიანებელი ნივთები და/ან ახლობლები
4. კონტროლი საკუთარ ქმედებებზე


მოტივაცია და მისი ამაღლების გზები


რეალისტურად შერჩეული მიზნები არიან:

1. მკაფიოდ ჩამოყალიბებული
2. საშუალო სირთულის ან რთული, მაგრამ არა მიუღწეველი
3. სპეციფიკურ ჩარჩოებში მოქცეული, რათა გამოიკვეთოს მათ მისაღწევად საჭირო ქმედებები


მოტივაცია და მისი ამაღლების გზები


მოტივაციის დაკარგვის ძირითადი მიზეზები:

1. თავდაჯერებულობის ნაკლებობა (თუ არ გჯერა, რომ დასახულ მიზანს მიაღწევ, მისკენ სწრაფვას რა აზრი აქვს?)
2. მიზნის ბუნდოვანება (თუ არ იცი რა გინდა, რისკენ ილტვი?)
3. კონკრეტული მიმართულების არარსებობა (თუ არ იცი როგორ აიხდინო ოცნებები, ვის ელოდები, რომ მათკენ მიმსვლელი გზები იპოვოს?)

მოტივაცია და მისი ამაღლების გზები


ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მოტივაციის დაკარგვა საგანგაშო არაა - ეს ბუნებრივი მოვლენაა ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი უმოქმედობა დიდხანს არ გაგრძელდეს.

მოტივაცია და მისი ამაღლების გზები


თუ გსურთ მოტივაციის ამაღლება, მაშინ ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ smile


1. დაისახეთ კონკრეტული მიზანი, რომელიც თქვენს სურვილებსა და მიდრეკილებებთან ახლოსაა.

წარმატებული ადამიანების მიერ განვლილი ცხოვრების შესწავლა გვარწმუნებს, რომ არავითარი აზრი არ აქვს იმ მიზნის დასახვას, რომელიც თქვენს სურვილებში არ ჯდება. გახსოვდეთ, კარიერული წინსვლისათვის მთავარია არა პრესტიჟული პროფესიის არჩევა, არამედ თქვენი ინტერესები და მიდრეკილებები. ეს თქვენი ცხოვრებაა და არა თქვენი მშობლების, მეგობრებისა თუ ნათესავების.

2. იყავით ამბიციურები, მაგრამ რეალობის შეგრძნება არ დაკარგოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთული და მიუღწეველი მიზნების ერთმანეთისაგან გარჩევა ისწავლოთ. კერძოდ, არსებობს ოცნებები, რომელთა ახდენასაც დაუღალავი შრომა ჭირდება, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომელთაც თანდაყოლილი ტალანტის გარეშე რეალობად ვერ აქცევთ. მაგალითად, თუ თქვენ არ გაგაჩნიათ მუსიკალური სმენა, ვერ გახდებით წარმატებული მომღერალი.

3. "დააჯილდოვეთ" საკუთარი თავი მიზნისაკენ მიმავალი გზის გარკვეულ ეტაპებზე.

იქნება ეს სასუსნავი, მეგობრებთან ერთად გართობა თუ სხვა რამ, ზოგჯერ საჭიროა საკუთარი თავი გაანებივროთ, რათა მოტივაცია არ დაკარგოთ.

4. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ უკვე მიაღწიეთ წარმატებას.

ეს მეთოდი ბრწყივნალე მოტივატორია - იგი შეგახსენებთ, თუ რა სანატრელი და ტკბილია თქვენი მიზანი და გაორმაგებული ძალებით ქმედებისაკენ გიბიძგებთ.

5. მუდამ გახსოვდეთ, რომ დამარცხება დროებითია და არა სამუდამო!!!

მიზნისაკენ მიმავალ გზაზე თუ დამარცხდებით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და გაიხსენეთ ბილ გეითსის ფრაზა: "მე რამოდენიმე საგნის გამოცდაში ჩავიჭერი, ჩემმა მეგობარმა კი ყველა ჩააბარა. ახლა ის ინჟინრად მუშაობს მაიკროსოფტში, მე კი ამ კომპანიის მფლობელი ვარ". თქვენ მთელი ცხოვრება წინ გაქვთ და კიდევ უამრავი შანსი მოგეცემათ - მთავარია ხელი არ ჩაიქნიოთ!!!

მოტივაცია და მისი ამაღლების გზები


P.S. გისურვებთ წარმატებებს!!!

კატეგორია: საინტერესოა, დიეტა/რჩევები
Tags:

32


  • nasyidashvili თქვა:
    9 ნოემბერი 2013 14:43 - ID: 32,
    კარგია აპრილამდე გამომადგება)) თორე აღარ შემიძლია უკვე

  • ellenchik თქვა:
    6 სექტემბერი 2013 12:11 - ID: 31,
    ფულის შოვნა ვისაც უნდა წაიკითხეთ ბოლომდე!!!!! აგიხსნით ძალიან ადვილათ როგორ იშოვოთ ფული დღეში მხოლოდ 10 წუთი მუშაობით. პირველ თვეში 30 $ მარა შემდეგ მოგემატებათ აუცილებლად!!! მეთვითონ ვხმარობ და დგესდგეობით 150 $ ვიღებ თვეში საშვალოთ. 1. შევდივართ საიტზე www.bestbux.info 2. შევდივართმარჟვნივ ზემოთ REGISTER რო წერია. ვავსებთ ყველაფერს დაკვირვებით E-MAIL სამივეში ჩაწერეთ ერთი დაიგივე ოღონდ E-MAIL უნდა
    არსებობდეს! YOUR COUNTRY არააქ მნიშველობა რას ჩაწერთ 3. ყველაზე მნიშვნელოვანია REFERRER რო წერია მანდ ჩაწერეთ elenekaxidze ზუსტათ ჩაწერეთ თორე ისე ვერ დარეგისტრირდებით ეს საჭიროა იმიტომ რომ იქ დაიწეროს უკვე დარეგისტრირებულის ID. შემდექ REFERRERIS ქვემოთ გადაწერეთ SECUTITY CODI ისე როგორც წერია არ შეგეშალოთ! შემდექ დააჭირეთ REGISTER ს. გვეშველა დარეგისტრირდით . შემდექ შევდივართ Login -ში და Username DA Password ჩაწერთ იმას რაც რეგისტრაციის დროს შეავსეთ კოდსაც გადაწერთ და შევედით. . 5.my stats shei ceria tqveni angarishi tu ramdeni gamoimushavet. 6.ra unda gavaketot ro puli gadagvixadon: shevdivart surf ads shi da aq chamocerilia bevri saiti.titoeushi satitaod shevdivart da velodebit 20 cami marcxniv kutxeshi daecereba camebi da ro daicleba mcvane pcichka eqneba da davxuravt am sais da ase gavaketebt yvelaze satitaod ertdroulad ar gaxsnat satitaod.ase vaketebs yovel dge da tan tqveni angarishic sheamocmet xolme da naxavt ro puli emateba. 7. 30$ze meti unda moagrovot ro gadaricxot nebismieri bankis angarishze.gadaricxva: my stats shi shevdivart da vachert qvemot mocemul cashouts Account Balance gverdit ro ceria da mere sheavsebt anketas da 15 cutshi gadairicxeba.minimum 30$unda gamoimushaot ro gadaricxot puli.am puls ubroblemod aigebs nagdi pulit nebismier bankomatshi... kidev erti ram rac minda rom gitxrat sheecadet rac sheizleba bevri referali gkavdet, da matganac miigot shemosavali radganac sul sheizleba 500 referalis kola da titoeulis erti kliki tqvens balansze aisaxeba, tavidan mec megona rom cota fuli iqneboda shemosavali magram rac referalebi mkavs mis mere chemma shemosavalmasagrznoblad imata, pirvel tveshi 30 dolari davagrove meoreshi 90 da exla minimum 150-200 dolars vaketeb.

  • Hermione...♥ თქვა:
    4 სექტემბერი 2013 18:58 - ID: 30,
    liliana,
    beonce,
    Monica_94,
    gvanci-qavto,
    გმადლობთ love

  • gvanci-qavto თქვა:
    4 სექტემბერი 2013 17:12 - ID: 29,
    ძალიან ძალიან კარგი პოსტია...ყოჩაღ ავტორ...შეანიშნავია)))<3:*

  • Monica_94 თქვა:
    4 სექტემბერი 2013 03:43 - ID: 28,
    კარგია კარგია კარგიაააა love

  • beonce თქვა:
    3 სექტემბერი 2013 22:17 - ID: 27,
    საკმაოდ პოზიტიური და სასარგებლო ნიუსია.ჩემი მთავარი პრობლება თავდაჯერებულობის ნაკლებობაა.მიზანი კი თითქმის ყოველთის მკაფიო მაქვს. feel
    კარგი ნიუსია winked

  • liliana თქვა:
    3 სექტემბერი 2013 19:26 - ID: 26,
    ბრავო ავტორო ..

  • Hermione...♥ თქვა:
    3 სექტემბერი 2013 14:47 - ID: 25,
    lady_tamo,
    მადლობა, თამო, მე კი შენ გამოგარჩევდი ♥ რაც შეეხება ფერებს, იმდენად მინდოდა, რომ დადებითი და მხიარული ნიუსი გამოსულიყო, რომ მგონი მართლა ზედმეტი მომივიდა..! სხვა დროს ასე აღარ გადავუხვე ჩემი ჩვეული სტილიდან :)
    tata____tata,
    demetria,
    tatagutsy,
    დიდი მადლობა ყველას! ♥♥♥

  • tatagutsy თქვა:
    3 სექტემბერი 2013 13:46 - ID: 24,
    როგორი კარგი ნიუსია! )) love

  • leluchia თქვა:
    3 სექტემბერი 2013 12:22 - ID: 23,
    ეჰ როგორ მჩირდება ეს : recourse

  • demetria თქვა:
    3 სექტემბერი 2013 10:46 - ID: 22,
    ძაან მაგარი სიახლეა love

  • tata____tata თქვა:
    2 სექტემბერი 2013 20:18 - ID: 21,
    მიყვარს ასეთი ნიუსები, სიამოვნებას მანიჭებს ნამდვილად love

  • lady_tamo თქვა:
    2 სექტემბერი 2013 20:12 - ID: 20,
    ცოტა ფერებმა ამიჭრელა თვალები :D
    ძალიან კარგი სტატიაა, ძალიან ლამაზი და ლიტერატურული ენით წერ
    ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ენჯელი ხარ

  • Hermione...♥ თქვა:
    2 სექტემბერი 2013 20:04 - ID: 19,
    niniko♥,
    Ann Glambertt,
    ELE-elene,
    tata ۰۪۫۰,
    უღრმესი მადლობა! ♥♥♥

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    2 სექტემბერი 2013 19:23 - ID: 18,
    ძალიან მაგარი ნიუსია, ძაან მომეწონა love

  • ELE-elene თქვა:
    2 სექტემბერი 2013 18:43 - ID: 17,
    ყოჩაღ! ძალიან კარგი სიახლეა ♥

  • Ann Glambertt თქვა:
    2 სექტემბერი 2013 18:31 - ID: 16,
    ავტორ მადლობა ამ ნიუსისთვის love დამეხმარება ძალიან .... მაგარი ხარ

  • niniko♥ თქვა:
    2 სექტემბერი 2013 18:27 - ID: 15,
    რა კარგი ნიუსიაა love love

  • Hermione...♥ თქვა:
    2 სექტემბერი 2013 18:07 - ID: 14,
    mariland1,
    helen_angel,
    Bao,
    Esma,
    Shining Diamond,
    MARAUDER,
    mariami222,
    loseyourself,
    bax_bax,
    Johnny depp,
    Amber Rose,
    Eleniko♥
    მადლობა თქვენ! ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ასეთი თბილი კომენტარები ♥

  • Eleniko♥ თქვა:
    2 სექტემბერი 2013 17:57 - ID: 13,
    ვა ვა ვა ძლივს კარგი ნიუსიიიი!

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top