2 September 2013      Johnny depp     Views 6 784    
Category: Fun, Interesting

განსხვავებული ორიენტაცია
ჩემი ჰუმანიზმი არ არსებობს თქვენი ჰუმანიზმის გარეშე.
ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიყოთ ჰუმანურები".
დესმონდ ტუტუ

როგორც ამბობენ ჰომოსექსუალად არავინ იბადება, უბრალოდ ცხოვრების სტილი, ადრეულ ასაკში
მიღებული ტრამვა, ან უბრალოდ ჰორმონალლური დარღვევბის შედეგად ხდება ადამიანი გეი, ლესბოსელი,
ბისექსუალი და ა.შ რას უწოდებს მატ საზოგადოება ? ბუნების შეცდომას, ცოდვილს თუ უბრალოდ
ჩვეულებრივ ადამიანს , განსახვებული ორიენტციით და შეხედულებებით რის გამოც ხდება მათ მოკვეთა
და ჩამოშორება ყოველდგრიური ცხოვრებისგან და საზაგადოებრივი ადგილებისგან .თითოეული
ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მიუკუთვნბოდეს იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს.
გარიყულ ჯგუფებში აღმოჩენილი ადამიანებისთვის ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ისინი, ვისაც
სურვილების, სიყვარულისა და განსხვავებული ცხოვრების წესის თავისუფლად გამოხატვის უფლებაზე
უარს ეუბნებიან და საზოგადოებიდან რიყავენ, ერთად იყრიან თავს და ერთმანეთისადმი მიკუთვნებულობითა
და ერთობით გააქვთ თავი.

განსხვავებული ორიენტაცია

გენდერული იდენტობა ჩვენს საზოგადოებაში არსებული იმ იერარქიული სისტემის
ცენტრალური ასპექტია, რომელიც საზოგადოების წევრებს როლებსა და დავალებებს უწესებს.
სწორედ გენდერული იდენტობა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი
სხეული და როგორ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სურვილები.სამწუხაროდ, ის ფუნდამენტური ადამიანის
უფლებები, რაც ჩვენს ირგვლივ მცხოვრები ადამიანების უმეტესობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა,
საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის ფუფუნების საგნად არის ქცეული.

განსხვავებული ორიენტაცია

რატომ ხდება ზოგი ადამიანი ჰომოსექსუალი? ეს მდგომარეობა სამუდამოა და ცნობიერება მას ვერ
აკონტროლებსთუ ეს ცხოვრების გარკვეულ მომენტში ნებაყოფლობით და გააზრებულად გაკეთებული
არჩევანია? ან იქნებ აღზრდის შედეგია ანუ ის როლური მოდელი, რომელიც ბავშვს სახლში ან სკოლაში
თავს მოახვიეს?ჰომოსექსუალობის ფენომენის პოლიტიკური, სამართლებრივი ან რელიგიური განმარტებისას,
ყველა ზემოთ მოყვანილ ჰიპოთეზას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება. სამწუხაროდ, მთავარი პრობლემა ისაა,
რომ არავინ იცის არა მხოლოდ ჰომოსექსუალობის მიზეზი, არამედ არც ის, თუ რატომაა ადამიანთა უმრავლესობა ჰეტეროსექსუალი. ჰომოფობიის გამოვლინების თვალსაზრისით, მეოცე საუკენე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პერიოდია ისტორიაში.

განსხვავებული ორიენტაცია

ჰომოსექსუალები იდევნებოდნენ და ისჯებოდნენ საბჭოთა კავშირში. ნაცისტურ გერმანიაში ამ
ბრალდებით 100 000-მდე ადამიანმა საკონცენტრაციო ბანაკებში ამოჰყო თავი. ჰომოფობიასთან
ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლო ვარდისფერი სამკუთხედია, რომლის ისტორიაც ნაცისტურ
რეჟიმს უკავშირდება. ბოშებთან და ებრაელებთან ერთად, ჰომოსექსუალები იმ “არასასურველ”
ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნებოდნენ, ვის განადგურებასაც ნაცისტები აპირებდნენ.ჩვენს საზოგადოებაში
ჰომოსექსუალობა ჯერ კიდევ ავადმყოფობად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომვერცერთმა მეცნიერმა
ვერ შეძლო ამის დამტკიცება.1990 წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა
ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოიღო.არცერთი ექსპერიმენტი, რომელიც ჰომოსექსუალობის
განკურნების მიზნით ჩატარებულა, მისი ავტორებისათვის სასურველი შედეგით არ დასრულებულა.


განსხვავებული ორიენტაცია

✤გეი თინეიჯერების თვითმკვლელობის გახშირებული მიზეზი , პოლიტიკურად კონსერვატიული მხარეებია✤

✤გეი ან ლესბოსელი მოზარდის 50% უფრო ხშირადაა ალკოჰოლლის ზემოქმედების ქვეშ და სამჯერ
მეტად იყვენებს მარიხუანას ვიდრე ჩვეულებრივი ორიენტაციის მოზარდები✤

განსხვავებული ორიენტაცია

✤1960 წელს, უოლტ უიტმენის "ჰომოეროტიკს" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც შემდგომ უამრავი გეი
პოეტის შთაგონების წყაროდ იქცა ✤

✤ამერიკაში ჰომოსექსუალების დაახლოვებით მაჩვენებელი 8,8 მილიონია✤
განსხვავებული ორიენტაცია
✤ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ კულტურაში ჰომოსექსუალური ქცევა არ იყო განხილული
როგორც ,ზედმტად მგრძნობიარე და არამამკაცური .✤

✤მსოფლიოში ყველაზე მეტი გეი წყვილი არის კალიფორნიაში✤

განსხვავებული ორიენტაცია

✤ამერიკის მოსახლეობის 1% ტრანსექსუალია✤

✤პირველი ორგანიზაცია ლესბოსელებისთვის მხარდასაჭერად ჩამოყალიბდა სან-ფრანცისკოში 1955 წელს ✤
განსხვავებული ორიენტაცია

✤1961 წელს ილინოსის სახელმწიფო იყო პირველი რომელმაც არ მიიღო კანონი ჰომოსექსუალების
მხარდასაჭერად ✤

✤1967 წელს ნიუ-იორკში გაიხსნა გეების პირველი მაღაზია✤

განსხვავებული ორიენტაცია

✤1969 წელს ჟურნალი "ჰომოსექსუალობა ამერიკაში " იყო პირველი ჟურნალი რომელიც იცავდა გეის
უფლებებს ✤

✤რაც შეეხება ჰომოსექსუალების ჯარში მსახურებას, შეგახსენებთ ევროსასამართლოს ერთ–ერთ
გადაწყვეტილებას UK–ის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა ჰომოსექსუალებისთვის
სამხედრო ძალებში მსახურების აკრძალვა.✤
განსხვავებული ორიენტაცია

✤ჰომოსექსულობა ჩინეთში უკვე დიდი ხანია მოხსენიებულია როგორც "უსახელო ადამიანები"✤

✤თუ ერთი იდენტური ტყუპი არის გეი, დაახლოვებით 50% არის შანსი რომ მეორეც გეი გახდეს✤


განსხვავებული ორიენტაცია

ფროიდი ვარაუდობდა, რომ ჰომოსექსუალობა ყოველი ადამიანის ბისექსუალობისადმი
თანდაყოლილი მიდრეკილების შედეგია.
ჩვეულებრივ პირობებში, ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარება ჰეტეროსექსუალური გზით მიდის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ოიდიპოსის კომპლექსის არასწორი
დაძლევის შემთხვევაში,ნორმალური განვითარება შესაძლოა “მოუმწიფებელ” სტადიაზე შეჩერდეს.
ეს კი საბოლოო ჯამში, ჰომოსექსუალობასთან მიგვიყვანს. გარდა ამისა, ფროიდის აზრით, ჰომოსექსუალობისკენ
ფარული ლტოლვა ყოველ ადამიანს აქვს და გარკვეული გარემოების ფონზე (მაგალითად, მამაკაცებში კასტრაციის
დაუძლეველი შიშის შემთხვევაში), ჰომოსექსუალური ქცევა შესაძლოა ზრდასრულ ასაკში გამოვლინდეს.ჰომოსექსუალობის შესახებ ფროიდის შეხედულებათა მკაფიოდ გადმოცემა რთულია, რადგან
ამ თემაზე იგი შედარებით ცოტას წერდა.


განსხვავებული ორიენტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზმა გაამყარა წარმოდგენა ჰომოსექსუალობაზე, როგორც ფსიქოპათოლოგიის
ერთ-ერთფორმაზე, ფროიდი ფრიად ლოიალურად იხსენიებდა ამ სექსუალურ ორიენტაციას წერილში, რომელიც ჰომოსექსუალი შვილის დედას მისწერა:რა თქმა უნდა, ჰომოსექსუალობა არ არის ღირსება, მაგრამ
ამაში სამარცხვინოც არაფერია.ეს არ არის მანკი, არც დეგრადაციის ნიშანი. მას არ შეიძლება ავადმყოფობა ეწოდოს;
ჩვენ მას სქესობრივი განვითარების ერთგვარ ვარიანტად განვიხილავთ
. წარსულისა და თანამედროვეობის ბევრი პატივცემული ადამიანი ჰომოსექსუალია, მათ შორის ბევრი – გამოჩენილი (პლატონი, მიქელანჯელო, ლეონარდო
და ვინჩი და სხვები). ჰომოსექსუალთა დევნა არა თუ უსამართლობა, არამედ დანაშაულია და სისასტიკე. ფიქრობდა
თუ არა ფროიდი სინამდვილეში იმას, რასაც წერდა, თუ ის უბრალოდ, უბედურებით გულმოკლული დედის
დამშვიდებას ცდილობდა,
გაურკვეველია, მაგრამ ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ფროიდის ბევრ მიმდევარს ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ეკავა.

განსხვავებული ორიენტაცია

იყო თუ არა შექსპირი გეი?ეს კითხვა ძალიან ბევრ ადამიანს ებადება წლების მანძილზე. ბევრი უყურებდა შექსპირს და თავისთავს ეკითხებოდა იყო თუ არა ის გეი. მისი ვიწრო ტანსაცმლისა და თვალებში უცნაური გამოხედვის გამო ბევრს სჯერა, რომ ის მართლაც გეია.მისი პიესებში ხშირად თამაშობდნენ გეის როლს. ის მუდმივად დადიოდა ჭრელი და ვიწრო ტანსაცმლით. მაგრამ გვაძლევს კი ეს საფუძველს ვიფიქროთ , რომ ის მართლაც ჰომოსექსუალი იყო?შეიძლება კი ადამიანი ჩაცმის სტილით , გარეგნობით და ქცევებით (რომელიც ჩვეულებრივია ) განვსაზრვროთ მისი ორიენტაცია ? სამწუხაროა ის ფაქტი რომ დღესდღეისობით საზოგადოების უამრავი ნაწილი ესეთვლის , როგროც ამბობენ ყველა ადამიანი თანასწორია, გეიც , ლესბოსელიც ,ტრანსექსუალიც და ჩვეულებრივი ორიენტაციის ადამიანიც


განსხვავებული ორიენტაცია

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
« 1 2 3 4 »
Back to Top