;
4 სექტემბერი 2013      Hermione...♥     31 კომენტარი     ნანახია 11336-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჰარპერ ლის რომანი ნუ მოკლავ ჯაფარას (To Kill a Mockingbird) პირველად 1960 წელს გამოჩნდა წიგნის მაღაზიების თაროებზე და გამოცემისთანავე მილიონობით ადამიანის უსაყვარლეს წიგნად იქცა, ავტორს კი პულიცერის ლიტერატურული პრემია მოუტანა. რომანის სიუჟეტი და პერსონაჟები დაფუძნებულია მწერლის ბავშვობის მოგონებებზე თავისი ოჯახისა და მეზობლების შესახებ და იმ უცნაურ მოვლენაზე, რომელიც მისი მშობლიური ქალაქის ახლოს მოხდა, როდესაც იგი 10 წლის იყო.
ნუ მოკლავ ჯაფარას (To Kill a Mockingbird)

ნაწარმოების პროტაგონისტი და მთხრობელი, სკაუტ ფინჩი პატარა გოგონაა, რომელიც მამასთან, ადვოკატ ატიკუს ფინჩთან, უფროს ძმასთან, ჯერემისთან ერთად ცხოვრობს ალაბამას სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქში. იგი თავისი ასაკისათვის საკმაოდ გამჭრიახი გონებით გამოირჩევა, მაგრამ ბავშვური გამოუცდელობის წყალობით, მაინც არასწორ დასკვნას აკეთებს. სკაუტის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს მის გარშემო გაბატონებული მოვლენები: რასიზმი, სიკეთისა და ბოროტების თანაარსებობა, სოციალურ კლასებს შორის არსებული ბრძოლა და ა.შ. დღესდღეობით, "ნუ მოკლავ ჯაფარას" ამერიკული ლიტერატურის კლასიკურ ნშედევრადაა აღიარებული.

გთავაზობთ ავტორის მოკლე ბიოგრაფიას, რომანის მიმოხილვას, მასში წამოჭრილ თემებსა და გამონათქვამებს

ავტორის შესახებ

ნუ მოკლავ ჯაფარას (To Kill a Mockingbird)
ნელ ჰარპერ ლი
1926 წლის 28 აპრილს დაიბადა ალაბამას შტატში მდებარე პატარა ქალაქ მონროვილში. რომანის პრიტაგონისტის, სკაუტის მამის, ატიკუსის მსგავსად, მწერლის მამაც ადვოკატი იყო. მომავალი სახელგანთქმული ნოველისტი ტრუმან კაპოტე კი ბავშვობაში ჰარპერთან მეგობრობდა, რამაც ლი შთააგონა სკაუტის საუკეთესო მეგობრის, დილის პერსონაჟი შეექმნა. მიუხედავად ამდენი მსგავსებისა რომანსა და მწერლის ბავშვობას შორის, ავტორმა შექმნა აშშ-ს სამხრეთით მდებარე მიყრუებული ქალაქების მოსახლეობის ცხოვრების სტილის ზოგადი სურათის შესაქმნელად და არა თავისი ბავშვობის მოგონებების გადმოსაცემად. მომავალი მწერალი 5 წლის იყო, როდესაც მისი მშობლიური ქალაქის მეზობლად 9 შავკანიანი მამაკაცი 2 თეთრკანიანი გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. არაერთი სასამართლო პროცესის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიძებნა, მამაკაცები დამნაშავედ სცნეს და მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ადამიანთა კანის ფერის მიხედვით დისკრიმინაციას ეწინააღმდეგებოდა (მათ შორის, ლის მამა) ასეთ განაჩენს რასისტულ შეხედულებებს მიაწერდა. ამ ყველაფერმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჰარპერის ცნობიერებაზე, რომ სწორედ ეს ამბავი დაედო საფუძვლად "ნუ მოკლავ ჯაფარას" სიუჟეტში კვანძის შეკვრას.
ლიმ "ნუ მოკლავ ჯაფარაზე" მუშაობა 50-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო, როდესაც უკვე ნიუ-იორკში ცხოვრობდა. 1957 წელს მან რომანის წერა დაასრულა და ამერიკაში ადამიანის უფლებათა დამცველების დემონსტრაციების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 1960 წელს გამოსცა. 1961 წლისთვის ნაწარმოების 15 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, მწერალს კი სახალხო აღიარება და პულიცერის პრემია ხვდა წილად.
Image and video hosting by TinyPic
ამის შემდეგ ლის ახალი რომანი აღარ დაუწერია. ახლა ის უკვე 87 წლისაა, 2011 წელს ჟურნალისტთან ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ 2 მიზეზის გამო გადაწყვიტა "ნუ მოკლავ ჯაფარას" შემდეგ აღარაფერი დაეწერა: ჯერ ერთი, მისი თქმით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ასე მოხვედრას მეორედ ვერავითარი ჰონორარის სახით ვაღარ გაუძლებდა და მეორეც, მან თავისი სათქმელი მთლიანად ამოწურა თავის ერთადერთ რომანში და იმავეს გამეორებას აღარ აპირებდა.
Image and video hosting by TinyPic

რომანის მოკლე მიმოხილვა

ჟანრი: სოციალური დრამა, სასამართლო დრამა, ე.წ. პიროვნულად ჩამოყალიბების რომანი (Bildungsroman)
ენა: ინგლისური
დაწერის დრო და ადგილი: XX ს-ის 50-იანი წლები; ნიუ-იორკი
გამოცემის თარიღი: 1960
მთხრობელი: მთავარი პერსონაჟი სკაუტ ფინჩი წარსულის მოგონებებს გვიყვება. მკითხველისათვის გაურკვეველია, თუ რამდენი წელია გასული რომანში მოთხრობილი მოვლენებიდან.
მთხრობელის თვალთახედვა: სკაუტი პირველ პირში მოგვითხრობს იმას, რაც თავად ნახა და გაიგონა. იგი ბევრად უფრო გამოცდილი ჩანს, ვიდრე აღწერილი მოვლენებისას იყო.

Image and video hosting by TinyPic
სკაუტ ფინჩი თავის ძმასთან, ჯემთან და მამასთან, დაქვრივებულ ადვოკატ ატიკუს ფინჩთან ერთად ცხოვრობს ალაბამას ერთ მიყრუებულ პატარა ქალაქში. ერთ ზაფხულს, ჯემი და სკაუტი დაუმეგობრდებიან ბიჭუნას, სახელად დილს, რომელიც იმ წელს მათ სამეზობლოში ატარებს არდადეგებს. ერთ მშვენიერ დღეს, დილი დაინტერესდება ერთი ძველებური სახლის ისტორიით, რომელიც მათ ქალაქში მდებარეობს და რომელსაც ყველა ცდილობს, რომ მოერიდოს და გვერდი აუაროს. ჯემი და სკაუტი დილს აუხსნიან, რომ ეს სახლი მისტერ ნათან რედლის ეკუთვნის, რომლის ძმა, არტური (მეტსახელად ბუუ) იქიდან წლების მანძილზე არ გამოსულა.
Image and video hosting by TinyPic
დილი მეგობრებთან მომავალ ზაფხულსაც დაბრუნდება. მათ საზარელი ისტორიები მოაფიქრდებათ ბუუ რედლის შესახებ და მათზე დაფუძნებით, თავშესაქცევად პატარა სკეტჩებს დადგამენ. გართობისას ბავშვებს ატიკუს ფინჩი მიუსწრებს და ურჩევს მათ, რომ უცნობ ადამიანთა ცხოვრებას სხვა გადმოსახედიდან შეხედონ. თუმცა, ერთ ღამეს ბავშვები მაინც შეიპარებიან რედლების ეზოში, არასტუმართმოყვარე ნათან რედლი კი მათ შესაშინებლად იარაღს გაისვრის. მეგობრები მაშინვე გაიქცევიან, მაგრამ ჯემის შარვალი სხვა სხეულს წამოედება, გაიხევა, გაიხლართება და თავის დასაღწევად, ბიჭუნას მისი გახდა მოუწევს. როცა ჯემი სამოსის დასაბრუნებლად უკან დაბრუნდება, იგი მას დაკერებულსა და მესერზე გადაკიდებულს იპოვის.
Image and video hosting by TinyPic
მომხდარიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ატიკუსი შავკანიანი ტომ რობინსონის დაცვას გადაწყვეტს, რომელსაც გოგონას გაუპატიურებას უსამართლოდ აბრალებენ. ადვოკატის გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს. ხალხის ნაწილი ჩათვლის, რომ ატიკუსი სამართლიანობის აღსადგენად იბრძვის, ნაწილი კი იფიქრებს, რომ ასეთი ნაბიჯით იგი კარიერას დაინგრევს. სასამართლოზე დაცვის მხარე ტომის გამამართლებელ ყველანაირ სამხილს წარმოადგენს, მაგრამ სასამართლო მას მაინც დამნაშავედ სცნობს...
Image and video hosting by TinyPic
ბუუსა და ტომის პერსონაჟები შესანიშნავ მაგალითებს წარმოადგენენ იმ უდანაშაულო ადამიანებისა, რომლებიც საზოგადოებაში მიღებული სტერეოტიპების შედეგად აღმოჩნდნენ ყველასაგან გარიყულნი.
Image and video hosting by TinyPic

რომანში წამოჭრილი თემები

1. სიკეთისა და ბოროტების თანაარსებობა

2. მორალური აღზრდის მნიშვნელობა

3. სოციალურ კლასებს შორის დაპირისპირება

4. პატარა ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების წესი

5. სტერეოტიპებით მოაზროვნე საზოგადოების მანკიერება

Image and video hosting by TinyPic

გამონათქვამები

-შენ ვერასოდეს გაუგებ კონკრეტულ ადამიანს, თუ სამყაროს მისი თვალით არ შეხედავ.

-ადამიანის სინდისი საზოგადოებაში მიღებულ წესებს არ ემორჩილება.

-ხალხს მხოლოდ იმის დანახვა შეუძლია, რასაც ეძებენ და იმის გაგება, რასაც უსმენენ.

-არსებობს მხოლოდერთგვარი სახეობის ხალხი - ხალხი.


Image and video hosting by TinyPic

-ბრძენნი არასოდეს ამაყობენ თავიანთი ტალანტით.

-მასთან ერთან ჩემი ცხოვრება რუტინული იყო, მის გარეშე კი გაუსაძლისი.

-ნამდვილი სიმამაცე ისაა, როდესაც იცი, რომ დამარცხდები, მაგრამ მაინც იბრძოლებ იმისთვის, რისიც გჯერა.

-ზოგიერთი იმდენად ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რა ელის იმქვეყნად, რომ ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ ვერაფერს სწავლობს.


Image and video hosting by TinyPic

"ნუ მოკლავ ჯაფარას" მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი ეკრანებზე 1962 წელს გამოვიდა ლეგენდარული გრეგორი პეკის მონაწილეობით. სურათმა 3 ოსკარი მიიღო და კინოშედევრადაა მიჩნეული.

ნუ მოკლავ ჯაფარას (To Kill a Mockingbird)
ნუ მოკლავ ჯაფარას (To Kill a Mockingbird)
ნუ მოკლავ ჯაფარას (To Kill a Mockingbird)


***

ნუ მოკლავ ჯაფარას (To Kill a Mockingbird)

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

31


  • meducha თქვა:
    20 ივლისი 2015 19:00 - ID: 31,
    სახელს რაც შეეხება პირდაპირი თარგმანი ლამაზად ვერ გამოვიდოდა, თანაც ჯაფარა გადატანითი მნიშვნელობითაც არის, ამიტომაც მშვენიერი სახელი გამოვიდა. პროფესიონალებმა უკეთ იციან რა ჯობს

  • Hermione...♥ თქვა:
    6 სექტემბერი 2013 16:13 - ID: 29,
    beonce,
    ani.......... ♥,
    gvanci-qavto,
    tata ۰۪۫۰,
    თედელური,
    natuka555,
    L A N K,
    მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონათ და დაგაინტერესათ ♥♥♥
    limoni,
    სათაური მართლაც უხერხულად ჟღერს, მაგრამ რადგანაც ქართველმა მთარგმნელებმა "ოფიციალურად მონათლეს" ეს ნაწარმოები, როგორც "ნუ მოკლავ ჯაფარას" საკუთარ თავს მისი შეცვლის უფლება აღარ მივეცი, მერე ვინმე საპირისპიროს იტყოდა wink

  • limoni თქვა:
    6 სექტემბერი 2013 09:11 - ID: 28,
    ხო პრობლემა არის ნამდვილად :) "ნუ მოკლავ ჯაფარას" კი არა "მოკლაი კაჭკაჭი" არის სწორი თარგმანი.. სულ მაინტერესებს ქართველები რატო ვამახინჯებთ თარგმანს??? არა არეკვატურად მეჩვენება. წაკითხული მაქვს ეს წიგნი რუსულად, მართლა კარგი წიგნია winked იმედია ჩვენც გვეშველება ^_^

  • L A N K თქვა:
    5 სექტემბერი 2013 20:24 - ID: 27,
    ავტორ, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი ნიუსია love

  • natuka555 თქვა:
    5 სექტემბერი 2013 20:03 - ID: 26,
    იმდენი ხანია ამ წიგნის წაკითხვა მინდა, მაგრამ აქამდე ვერც ქართულად ვერც ინგლისურად და ვერც რუსულად ვერსად ვნახე. ელექტრონული ვერსია კი გადმოვიწერრე მაგრამ თვალები დამეთხარა და დავანებე თავი. იმ დღეს ბიბლუსში შემხვდა შემთხვევით და სიხარულისგან ვიკივლე ლამის. ახლა ერთი წიგნი მაქვს რიგში და იმას წავიკითხავ თუ არა ამის კითხვას შევუდგები love მადლობა ავტორს არაჩვეულებრივი სიახლისთვის, კიდევ უფრო დამაინტერესა წიგნმა <3

  • Ggvantsa თქვა:
    5 სექტემბერი 2013 19:53 - ID: 25,
    სათაურის თარგმნა საერთოდ ყველაზე ძნელი და პრობლემატურია ხოლმე. ადრე იყო და პირდაპირ რუსულიდან აკოპირებდნენ, მაგრამ თუ ახალი თარგმანია და მითუმეტეს "არეტეს" გამოცემა,ჰაჰ მაინც სასწაულ სათაურებს ურჩევენ ხოლმე(მთლად მთარგმნელსაც არ ეკითხებიან).. უფრო შინაარსიდან გამომდინარე არჩევენ.მაგარმ "ჯაფარა" საიდან მოიტანეს ვერ ვხვდები, ვინმეს ქვია ნაწარმოებში?.. სიტყვასიტყვით თუ ვთარგმნით "კაჭკაჭის მოკვლა" გამოვა, მაგრამ სათაურის თარგმნისთვის აუცილებელია ნაწარმოებს გაეცნო ჯერ და მერე გაუკეთო შესაბამისი ინტერპრეტაცია

  • lul თქვა:
    5 სექტემბერი 2013 16:19 - ID: 24,
    ჩემთვის დაკარგული დრო იყო მაგრამ ასეა თუ ისე მაინც წიგნია,თუმცა აჯობებდა ამ ნაწარმოების მაგივრად სხვა შემეცნებითი წიგნი წამეკითხა.კარგია ხანია ნაწარმოების კითხვას მოვრჩი.დამწყები მკითხველებისთვის არაა ცუდი.მე უბრალოდ დიდი ვიყავი რომ წავიკითხე,ბავშვების წასაკითხი ნაწარმოებია.

  • 5 სექტემბერი 2013 15:06 - ID: 23,
    კარგი ნიუსია ძალიან მომეწონა love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    5 სექტემბერი 2013 14:48 - ID: 22,
    ძალიან დამაინტერესა და აუცილებლად წავიკითხავ. ძალიან კარგი ნიუსია love

  • gvanci-qavto თქვა:
    5 სექტემბერი 2013 14:25 - ID: 21,
    მაგარიაააა

  • ani.......... ♥ თქვა:
    5 სექტემბერი 2013 14:22 - ID: 20,
    ბავშვებო არის ქართულ ენაზე ნათარგმნი ეს წიგნი. გამომცემლობა ,,არეტემ" თარგმნა. ღირს 23 ლარი , ბიბლუსის , პარნასის , სანტა ესპერანსას ნებისმიერ ფილიალshი იყიდება . მე მაქვს :P
    ეხლა რაც შეეხება თავად წიგნს. როგორ ავღწერო , მოდი მოკლედ ვიტყვი : ეს წიგნი არის სიკეთის და სიყვარულის საბადო ♥

    და კიდევ კარგი ნიუსია )) კიდევ უფრო კარგი იქნება ცალკე განყოფილება თუ გაკეთდება წიგნებზე ♥

  • beonce თქვა:
    5 სექტემბერი 2013 12:29 - ID: 19,
    ეს წიგნი ადრეც მაინტერესებდა და ამ ნიუსით უფრო დავინტერესდი.აუცილებლად წავიკითხავ! smile
    ნიუსი მომეწონა.კარგად არის ყველაფერი აღწერილი. feel

  • Hermione...♥ თქვა:
    5 სექტემბერი 2013 10:54 - ID: 18,
    SaLuKaAa,
    ELE-elene,
    lady_tamo,
    liliana,
    MARAUDER,
    chuka),
    annie-ann-ana,
    უღრმესი მადლობა, გოგონებო love
    limoni,
    რა მოხდა, რამე არასწორად დავწერე და ეჭვი შეგეპარა? თუ ქართულ დასახელებასთან დაკავშირებით გაქვს პრეტენზია, მინდა გითხრა, რომ ნამდვილად ასეა, სიტყვასიტყვით არ ითარგმნება. ხოლო თუ სხვა პრობლემაა, პირდაპირ მითხარი და ადეკვატური პასუხის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად გავასწორებ :)

  • limoni თქვა:
    5 სექტემბერი 2013 08:24 - ID: 17,
    ავტორთან ერთი შეკითხვა მაქვს, თუ იცის ინგლისური? am lol

  • annie-ann-ana თქვა:
    4 სექტემბერი 2013 21:33 - ID: 16,
    ნიუსი იყო როგორც ყოველთვის უნაკლო,პირდაპირ მაოცებს ავტორი ასეთი დახვეწილი და სრულყოფილი ნიუსებით.მაინტერესებს aq http://tecfaetu.unige.ch/etu-maltt/R2D2/dacostj7/stic-2/ex14/epub/ex14.pdf ამ წიგნის მთლიანი ვერსია თუა.დამაინტერესა, აუცილებლად წავიკითხავ

  • chuka) თქვა:
    4 სექტემბერი 2013 20:39 - ID: 15,
    სიახლე ძალიან მომეწონა ! ამ წიგნს აუცილებლად გავიკითხავ და თუ ვნახე სადმე წავიკითხავ. ძალიან დამაინტერესა love

    კარგი ნიუსია და ხშირად რო დაიდოს ესეთი სიახლეები ძალიან გამიხარდება და სიამოვნებით ვნახავ ხოლმე love

  • MARAUDER თქვა:
    4 სექტემბერი 2013 19:58 - ID: 14,
    კარგი სიახლეა love დამაინტერესა წიგნმა

  • liliana თქვა:
    4 სექტემბერი 2013 19:30 - ID: 13,
    ვინმემ მითხარით ქართულად ან რუსულად ან ინგლისურად სად წავიკითხო ,ან ელექტრონული ვერსია მაინც არ არის ამ წიგნის? ეხლა ბორხესის მოთხრობებს ვკითხულობ და რომ მოვრჩები ამ წიგნს დავიწყებ,,ნიუსი ფანტასტიურია .. love

  • purple თქვა:
    4 სექტემბერი 2013 19:30 - ID: 12,
    ვინმეს გაქვთ ეს წიგნი მე ვერსა დვიპოვე და თუ იცით სად იყიდება ????

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top