9 September 2013      Ann Glambertt     Views 7 686    
Category: Fun, Interesting

ანორექსია


ანორექსია

დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი სწრაფად იკლებს წონაში, ეკარგება მადა, აქვთ გასუქების აკვიატებული შიში და ადექვატურად ვეღარ აფასებენ საკუთარ მდგომარეობას..ანორექსიის მიზეზები შეიძლება იყოს ბუნებრივი(გენეტიკური მიდრეკილება), ფსიქოლოგიური(ოჯახის ზეგავლენა და შინაგანი კონფლიკტები) და სოციალური(ხალხის ზეგავლენა, მიბაძვა).ანორექსია ხშირ შემთხვევაში ემართება მოზარდ გოგოებს, და საკმაოდ გავრცელებულია სამოდელო საქმიანობაში. დაავადების გავრცელებაა ქალებში 0.3-1%, კაცებში – 0.1%. უფრო ხშირად გვხვდება განვითარებულ ქვეყნებში. განსაკუთრებული ზრდის ტენდენციაა 1945 წლიდან, რასაც უკავშირებენ მოდის ინდუსტრიის განვითარებას..

ანორექსია

სიმპტომები

მომატების პანიკური შიში, დეპრესია, უძილობა, დაავადების უარყოფა და ბულემია, კულინარიით დაინტერესება და ვეგეტარიანიზმი, სააბაზანოში დიდხანს ყოფნა და ახლო ადამიანებთან ნაკლები დროის გატარება.

ანორექსია

მკურნალობა

კვებითი აშლილობის მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ ფაქტორებს. შესაბამისად, მიდგომა კომპლექსურია. ენდოკრინოლოგთან, ფსიქიატრთან თუ ფსიქოთერაპევტთან ერთად მკურნალობაში აქტიურად ერთვება ოჯახი, გარემო. აუცილებელია კვების ეტაპობრივად გამოსწორება, იმ დაავადებებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობების მკურნალობა, რაც ანორექსიის შედეგად განვითარდა.

ანორექსია

ანორექსია


თქვენ ულამაზესი სხეულის მონაცემები გაქვთ, შეიძლება ეს არ ემთხვეოდეს 90-60-90 მაგრამ ნუ მიბაძავთ მოდელებს და ნუ დაიღუპავთ თავებს, გაუფრთილდით სიცოცხლეს ! შიმშილის გარდა გახდომისთვის კიდევ არსებობს საშუალებები !!

ანორექსია


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top