18 September 2013      lilina     Views 4 648    
Category: Fun, Interesting

ორჰან ფამუქი დაიბადა 1952 წელს სტამბოლში, გაიზარდა ნიშანთაშიში, ისეთ ხალხმრავალ ოჯახში, როგორსაც აღწერს რომანებში "ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" და "შავი წიგნი". როგორც თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებ " სტამბოლში" მოგვითხრობს, ოცდაორ წლამდე ხატავდა და ოვ=ცნებობდა მხატვრობაზე. დაამთავრა სტამბოლის ამერიკული ლიცეუმი "რობერტ კოლეჯი". სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სამი წლის განმავლობაში სწავლის შემდეგ მიხვდა, რომ აღარ უნდოდა, რომ მხატვარი ან არქიტექტორი გამოსულიყო, სასწავლებელი დატოვა და სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ოცდასამი წლისამ გადაწყვიტა მწერალი გამხდარიყო, ყველაფერს თავი დაანება, სახლში ჩაიკეტა და წერა დაიწყო.

ორჰან ფამუქი


მისი პირველი რომანი "ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" 1982 წელს დაიბეჭდა და მაშინვე მიიღო "ორჰან ქემალისა" და "ეროვნული რომანის" ჯილდოები. მომდევნო წელს გამოაქვეყნა "უხმო სახლი" და ამ წიგნის თარგმანმა ფრანგულ ენაზე ჯილდო მიიღო. პირველი რომანი, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და ფამუქს საერთაშორისო სახელი მოუტანა. იმავე წელს მეუღლესთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა და 1985-1988 წლებში ნიუ-ორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობდა მოწვეულ მეცნიერად.
ორჰან ფამუქი


1990 წელს თურქულ ენაზე გამოსცა ნაწარმოები "შავი წიგნი", სადაც დაკარგული ცოლის მაძებარი ადვოკატის პირით აღგვიწერს სტამბოლის ქუჩებს, მის წარსულს და ატმოსფეროს. რომანმა ფამუქს თურქეთს საზღვარ გარეთაც გაუთქვა სახელი როგორც მწერალს, რომელიც წარსულსა და აწმყოს ერთნაირი მღელვარებითა და ოსტატობით აღწერს.

ორჰან ფამუქი


1990-იანი წლების შუიდან ფამუქი, ადამიანის უფლებების დაცვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე დაწერილ სტატიებში აკრიტიკებდა თურქეთის მთავრობას. 2002 წელს დაიბეჭდა "თოვლი", რაზეც ავტორმა განაცხადა ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი პოლიტიკური რომანიაო. 2004 წელს თოვლი TIMES BOOK REVIEW-ს მიერ საუკეთესო 10 წიგნს შორის დასახელდა. ფამუქმა 2003 წელს გამოაქვეყნა "სტამბოლი", მისი მოგონებები 22 წლის ასაკამდე. ნაწარმოები დასურათებულია ალბომიდან დასავლელი მხატვრებისა და თურქი ფოტოგრაფების ნამუშევრებით. წიგნი ითარგმნა 59 ენაზე და და მთელ მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ფამუქი მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.
ორჰან ფამუქი


2005 წელს ორჰან ფამუქს მიენიჭა მშვიდობის ჯილდო, რომელსაც 1950 წლიდან გასცემს გერმანული საგამომცებლო კავშირი და ის გერმანიაში კულტურის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება. იმავე წელს ფამუქი დასახელდა მსოფლიოს 100 ინტელექტუალს შორის, ხოლო 2006 წელს მსოფლიოს 100 გავლენიან პირთა შორის მოხვდა.

"უმანკოების მუზეუმი" - ფამუქის მერვე რომანი 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალის და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება . ნაწარმოების წერისას ორჰანი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა- ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა.. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში.

ორჰან ფამუქი
ორჰან ფამუქი
ორჰან ფამუქი
ორჰან ფამუქი


2006 წელს ორჰან ფამუქს მიენიჭა ნობელის პრემიერა ლიტერატურის დარგში. იგი ამ პრემიის მფლობელი ერთადერთი თურქი მწერალია.
ორჰან ფამუქი


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top