;
19 სექტემბერი 2013      miss elizabeth bennet     5 კომენტარი     ნანახია 2404-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



მე-19 საუკუნის დასასრულს, როდესაც საზოგადოება ქალის ერთადერთ ფუნქციად ქორწინებასა და საოჯახო საქმეების გაძღოლას მიიჩნევდა, საერთაშორისო სარბიელზე გამოჩნდა ამერიკელი ჟურნალისტი, ელიზაბეტ კოჩრანი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის პოპულარული გახდა ფსევდონიმით-ნელი ბლაი. იმ პერიოდში, მდედრობითი სქესის წარმომადგენელნი ძირითადად ბომონდური წვეულებებისა და ელიტური საზოგადოების აღწერით იყვნენ დაკავებულნი. ნელიმ კი ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე არჩია ყურადღების გამახვილება , როგორიც იყო გაყრა(ხალხი ამ თემას ძალზედ იშვიათად განიხილავდა), სიღარიბე, აუტანელი სამუშაო პირობები ქარხებში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სტატიები ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამ ყველაფერმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მაგალითად ადგილობრივი ქარხნების მფლობელებში.



ელიზაბეტ კოჩრანი ქვეყანას1867 წელს, პენსილვანიის შტატში, ქალაქ კოჩრან მილსში მოევლინა. ნელი ერთ-ერთი იყო 10 დედმამიშვილიდან. მამამისის გარდაცვალების შემდეგ, დედამისი მეორედ გათხოვდა, რაც განქორწინებით დასრულდა, რამაც საზოგადოების დიდი გაოცება გამოიწვია.
სხვა გოგონების მსგავსად, ელიზაბეტმა განათლება სახლში მიიღო. შემდეგ იგი სკოლაში გააგზავნეს, რადგან ნელის დიდი სურვილი იყო მასწავლებლობა, თუმცა უსახსრობის გამო, იგი სახლში დაბრუნდა.




18 წლის ასაკში, ბლაიმ გაზეთ Pittsburgh Dispatch-შიგამოქვეყნებული სტატია "What girls are good for", რომელიც აკრიტიკებდა ქალებს, რომელთაც "კაცების სამყაროში" შემოჭრას ცდილობდნენ, სხვაგვარად კი თვითრეალიზება სურდათ. აღშფოთებულმა ნელიმ გაზეთის გამომცემელს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათლად დაადასტურა საკუთარი შეხედულებები. ეს უკანასკნელი კი ისე აღფრთოვანდა ელიზაბეტის მონაცემებით, რომ სამსახური შესთავაზა. ამან ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში გადატრიალება მოახდინა. მან დაიწყო წერა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, თავისი სტატიებით იმედი მისცა მომუშავე ქალებს.





ნელი ბლაი მექსიკაში გაემგზავრა, სადაც თავდაპირველად ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს აღწერდა, შემდეგ კი უფრო სერიოზული თემებით შემოიფარგლა. მან ფარდა აჰხადა მექსიკის მთავრობას, კორუფციაში დაადანაშაულა და ერს რეფორმისკენ მოუწოდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევეს.




ა.შ.შ-ში დაბრუნების შემდეგ, 1887 წელს იგი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და დაიწყო მუშაობა გაზეთ New York World-ში. ბლაიმ თავის ახალ საწერ მასალად მენტალურად დაავადებულთა საავადმყოფოს პირობების აღწერა აირჩია. იქაური პირობების გამოსაკვლევად, იგი ბლექველის კუნძულზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა მოხვედრილიყო. გარკვეული დროის მანძილზე, სარკის წინ ვარჯიშის შედეგად, ნელი ბლაიმ მიზანს მიაღწია-ძველმანებში გამოწყობილმა, ესპანურად მოსაუბრე და უმიზეზოდ ატირებულმა ქალმა, მოუწესრიგებელი ვარცხნილობით, იმდენად კარგად გაითამაშა მენტალურად დაავადებულის როლი, რომ თვით პროფესიონალი ექიმები გააცურა. ბლექველის კუნძულიდან 10 დღის შემდეგ დაბრუნებული ელიზაბეტის ჩანაწერებმა მთელი ქვეყანა შეძრა. ნელიმ ნათელი მოჰფინა აქამდე დამალულ უამრავ დეტალს-ჭუჭყიან, მოუწესრიგებელ საავადმყოფოს, პაციენტების მიმართ სასტიკ მოპყრობას და ა.შ.
ცნობილმა ჟურნალისტმა არა მხოლოდ ამით ჩააგდო შოკში მსოფლიო- მან თავი დაიპატიმრა, რადგან ქალთა ციხე აღეწერა. ღამის კლუბში მოცეკვავედ დაიწყო მუშაობა... და ა.შ.




თუმცა ნელი ბლაი არ არის ცნობილი, როგორც მხოლოდ ჟურნალისტი. მან ჟიულ ვერნის ნაწარმოების "80 დღე დედამიწის გარშემო" გმირის რეკორდის გაუმჯობესება გადაწყვიტა. მან ატლანტიკის ოკეანით გაცურა, შემდეგ ინგლისის არხი გადაკვეთა და საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ჟიულ ვერნის შეხვდა. მწერალი ახალგაზრდა ქალით აღფრთოვანდა. ნელიმ მსოფლიო შემოიარა გემით, მატარებლით, ვაგონითა და ყველა შესაძლო ტრანსპორტით. ჰონგ-კონგიდან ჩინეთისკენ მიმავალი საშინელ ქარიშხალს გადაურჩა. ყოველდღე, გაზეთი World მისი მოგზაურობის შესახებ სიახლეებს გამოსცემდა. ნელი ბლაი ლეგენდად იქცა, მასზე წერდნენ სიმღერებს, მის სახელს არქმევდნენ თამაშებს, ტანსაცმელს, სათამაშოებს... საბოლოოდ,ელიზაბეტმა მსოფლიო 72 დღეში, 6 საათში, 11 წუთსა და 14 წამში შემოიარა. ამერიკაში დაბრუნებულ ნელის ხალხი ემოციებითა და აპლოდისმენტებით ხვდებოდა. ბლაი დიდების მწვერვალზე იდგა.





დაბრუნების შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, ელიზაბეტი ლექციებს კითხულობდა, შემდეგ წერას დაუბრუნდა. 1895 წელს, შეძლებულ ბიზნესმენს, 72 წლის რობერტ სიმენს გაჰყვა ცოლად. მაშინ ბლაი დაახლოებით 30 წლის იყო. 9 წლის შემდეგ კი რობერტი გარდაიცვალა დათავისი ბიზნესები და ქარხნები ცოლს გადააბარა. თავდაპირველად, ნელი საქმეს კარგად უძღვებოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ცუდად წავიდა და ქალმა მთელი ფული დაკარგა. უსიამოვნებათაგან თავის დასაღწევად, ბლაი ავსტრიაში გაემგზავრა. 1919 წელს, 54 წლის ჟურნალისტი ა.შ.შ-ში დაბრუნდა. არასასურველ მდგომარეობაში ჩავარდნილს, , ოჯახის გარეშე, არც ისე ბევრი მეგობრით გარშემორტყმულს, მიზერული თანხით ხელში, ერთმა მეგობარმა New York Evening Journal-ში სამსახური მისცა. 2 წლის შემდეგ კი, ნელი დაავადმყოფდა და მალე გარდაიცვალა.






კატეგორია: საინტერესოა
Tags:

5


  • makomako თქვა:
    22 სექტემბერი 2013 01:41 - ID: 5,
    იქნებ ნაზი შამანაურზეც დაგეწერა? კარგი ნიუსია

  • miss elizabeth bennet თქვა:
    20 სექტემბერი 2013 17:28 - ID: 4,
    მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონათ love

  • psiqologia თქვა:
    19 სექტემბერი 2013 15:27 - ID: 3,
    საინტერესო იყო, ყოჩაღ ამ ქალბატონს

  • beonce თქვა:
    19 სექტემბერი 2013 15:20 - ID: 2,
    საინტერესო ნიუსი იყო winked

  • Dudu თქვა:
    19 სექტემბერი 2013 15:00 - ID: 1,
    საინტერესო იყო,მე მომეწონა smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top