8 September 2013      nini.     Views 3 544    
Category: Fun, Interesting

ექსტრემალური აკვაპარკები ^ექსტრემალური აკვაპარკები ^

ალბათ დამეთანხმებით რომ ზაფხულის ცხელ დღეებში აკვაპარკის სტუმრობა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია გაგრილდე, გაერთო მეგობრებთან ერთად და თუ ექსტრემის მოყვარულიც ხარ, მაშინ აუცილებლად მიიღებ იმას, რაც გსურს - ადრენალინს. მსოფლიოს გარშემო 2 000-მდე გასართობი პარკია, სადაც შეგიძლია გაექცე მცხუნვარე მზეს.
ექსტრემალური აკვაპარკები ^


Noah's Ark (Wisconsin, USA)


აკვაპარკი სახელწოდებით ,,შავი ანაკონდა" მდებარეობს ამერიკაში, რომელიც საკმაოდ საშიშია. განთავსებულია 2 ტალღისებური აუზი. გამოყოფილია ბავშვებისთვის გასართობი ადგილი. აკვაპარკში ადრენალინის მოყვარულთათვის ყველაზე გასართობი ატრაქციონი Time Warp -ია.მთელი ,,მოგზაურობის" განმავლობაში არ იცი რას უნდა ელოდე და ბოლოს სად აღმოჩნდები.







Wet 'N' Wild (Australia)


ეს არის ყველაზე დიდი აკვაპარკი ავსტრალიაში. უამრავი პარკისგან განსხვავებით, აკვაპარკი ღიაა მთელი წლის განმავლობაში. აკვაპარკის გახსნიდან მცირე დროის შემდეგ მოხდა ცვლილებები და დაემატა ახალი ატრაქციონი, რომელიც სპეციალურად იყო გათვლილი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უყვართ ამაღელვებელი და მიმზიდველი ,,თამაშები".







Sandcastle Waterpark (Blackpool, UK)


გაერთიანებულ სამეფოში სტუმრობისას ალბათ ერთადერთი თქვენი სურვილი ციხესიმაგრეებისა და სასახლეების დათვალიერება იქნება. Sandcastle ყველაზე დიდი დახურული აკვაპარკია ბრიტანეთში.




Schlitterbahn (Texas, USA)


ტეხასის ყველაზე დიდი აკვაპარკის სახელწოდება Schlitterbahn -ია და ეს ნამდვილად ნიშნავს რაღაცას. მოცემული სიტყვა გერმანულად ნიშნავს არასაიმედო გზას. მოცემული სახიფათო გზები ნამდვილად ,,მომგებიანია", რადგან რაც უფრო საშიშია გზა მით უფრო ბევრი ადრენალინის მოყვარული ჩნდება ჰორიზონტზე. ოდესმე ტეხასში თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ აკვაპარკს.




Water Country (Virginia, USA)


ვიდეოს ნახვის შემდეგ თავად შეაფასეთ ღირს თუ არა ცდა..სუსტი გულის პატრონებმა ნამდვილად თავი უნდა შეიკავონ, რადგან შესაძლოა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს. როცა ძირიდან თითქოს მიწა გეცლება, ყველაფერი იცვლება. ის 7 წამი, რომელიც გჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ყველაზე გრძელ 7 წამად მოგეჩვენება, რომელიც კი ოდესმე ცხოვრებაში გქონია,





ცდიდი თუ არა ბედს მსგავს აკვაპარკებში?


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top