27 September 2013      mariami222     Views 15 684    
Category: Fun, Interesting / Take Care

სკოლის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია თინეიჯერის ცხოვრებაში, თუმცა არავის აწყენდა თუნდაც ცოტაოდენი პოპულარულობა სკოლაში, სადაც ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, თუ როგორ გავხდეთ პოპულარული და სასიამოვნო ადამინი კლასში ან სკოლაში

ნაბიჯი 1. ,,არ დაიმალო"
იმისათვის რომ შესამჩნევი და პოპულარული გახდე, აუცლებელია არ დაიმალო, ჩანდე შენს მეგობრებში. ამისათვის კი აუცილებელია საკუთარი თავის დადებით თვისებებზე გაუსვა ხაზი. ამ დროს მაქსიმალურად უნდა შეეცადო ყოველგვარი უარყოფითი დამალო, რაც კი შენშია. ლაპარაკში ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს, რომ საკუთარი თავით ამაყობ, მზად ხარ შენი პიროვნების რეალიზაციისთვის. ამისთვის კი აუცლებელია კლასში მუდამ ჩანდე, როგორც ყველაზე აქტიური ადამიანი
როგორ გავხდეთ პოპულარული სკოლაში/კლასში


ნაბიჯი 2. ,,სიკეთე"
იმისათვის, რომ შენს მიმართ ყურადღება მაქსიმალური იყოს, აუცილებელი არ არის უხეშად იქცეოდე ან ,,რამედ" მოგქონდეს თავი. შენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ შეცვლის ყველაფერს სიტყვა ,,სიკეთე". ეცადე გარშემომყოფებს ხშირად დაეხმარო, თუნდაც საშინაო დავალების გაკეთებაში. ამით შენ მათ ნდობას მოიპოვებ და რაც მთავარია სხვა დროს სხვა სიტუაციაში ისინი თავის მეგობრებს მოუყვებიან თუ როგორ დახმარება შეგიძლია.
როგორ გავხდეთ პოპულარული სკოლაში/კლასში


ნაბიჯი 3. ,იყავი მეგობრული"
ეს ნაბიჯი არამარტო პოპულარულობისთვისაა აუცილებელი არამედ შენი შინაგანი სამყაროს წარსამართავად. ეცადე ყოველ თანაკლასელთან პატარა საუბარი მაინც გქონდეს ყოველდღიურად. ეს შენ ურთიერთობას შეგინარჩუნებს ყოველ მათგანთან. სასაუბრო თემა ნებისმიერი შეგიძლია აარჩიო: სკოლის ცხოვრება, დასვენების დღის გეგმები, ტელევიზორი, გადაცემები, მოდა და ა.შ რაც მთავარია შენ შთაბეჭდელება უნდა დატოვო ყველაზე.
როგორ გავხდეთ პოპულარული სკოლაში/კლასში


ნაბიჯი 4. ,,იუმორი"
ეს ძალიან სახალისო მაბიჯია. ყველას უყვარს სასიამოვნო იუმორის გრძნობის მქონე ადამიანთან ურთიერთობა. მოსაწყენ სკოლის რუტინას ყველაზე მეტად ხომ იუმორი უხდება. ამიტომ სიმხიარულე, იუმორი ბევრ ადამაინს შემოკრებს შენს გარშემო.
როგორ გავხდეთ პოპულარული სკოლაში/კლასში


ნაბიჯი 5. ,,სტილი"
შენ აუცილებლად უნდა გქონდეს შენი ჩაცმის სტილი. ეს განგახვავებს ყველასგან. პოპულარულობისთვის აუცილებელია არ არის ძვირიანი ტანისამოსი გეცვას, მთავარია შეინარჩუნო განხვავებული ხაზი, სტილი ყველასგან. ეს შენ გამოგარჩევს და ურთიერთობების დალაგებისას, შენ ყოველთვის იდგები შენს ადგილზე, რადგან შენ ინდივიადულური ხარ.
როგორ გავხდეთ პოპულარული სკოლაში/კლასში


ნაბიჯი 6. ,,კარგი ნიშნები"
ალბათ ფიქრობ, რომ კარგი სწავლა ამასთან არაფერ შუაშია. მაგრამ ცდები, კარგი ნიშნები შენ ძალიან ბევრ გზას გაგიხსნის. ადამიანების შენი ნდობა მეტად გაუჩნდებათ.
როგორ გავხდეთ პოპულარული სკოლაში/კლასში


ნაბიჯი 7. ,,არ დაკარგო დრო"
შენ არ უნდა დაკარგო დრო კომპიუტერთან. აუცილებელი არ არის შენი დროის ნახევარი ფეისბუქს და სხვა სოციალურ საიტებს დაუთმო. ინტერნეტი ძალიან გვაშორებს რეალურ სამყაროს და ურთიერთობებს უფრო ცივს ხდის. ეცადე ის დრო მეგობრებს, კლასელებს და სწვლას დაუთმო.
როგორ გავხდეთ პოპულარული სკოლაში/კლასში


ნაბიჯი 8. ,,სხვისი აზრი"
შენი მთავარი ღირსება სხვისი აზრის პატივისცემა უნდა იყოს. თუ კლასში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შენზეა დამოკიდებული, უნდა მოუსმინო სხვებსაც, თუმცა თუ შენი აზრი უფრო მყარია არ უნდა შეუშინდე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. აგრამ ისიც გახსოვდეს, რომ სამართლიანობა შენი პოპულარულობის, ადამიანიანობის დამამტკიცებელი საბუთია.
როგორ გავხდეთ პოპულარული სკოლაში/კლასში


ნაბიჯი 9. ,,ყურადღება"
შენ კლასში და სკოლაში მიმდინარე ყველა საკითხში გათვიცნობიერებული უნდა იყო. ყურადღება მიაქციე საკითხებს, რომლებიც კლასისთვის მნიშვნელოვანია. ეცადე კლასთანაც გქონდეს ამაზე საუბარი. კარგი ურთიერთობა მასწავლებლებთან აუცილებელია.
როგორ გავხდეთ პოპულარული სკოლაში/კლასში


ნაბიჯი 10. ,,უბრალოდ ღიმილი"
შენი სახის გამომეტყველება დიდ როლს თამაშობს. ყოველთვის ეცადე გაიღიმო, ამით ადამიანებს უბიძგებ შენთან კარგი ურთიერთობა დაამყარო, ს იმაზეც მეტყველებს თუ როგორი სასიამოვნო პიროვნება ხარ.\
როგორ გავხდეთ პოპულარული სკოლაში/კლასში


აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოპულარულობა არ ნიშნავს იყო ,,ცუდი ადამიანი", ან ბატონობდე ვინმეზე, მთავარია ამ დროს გამოავლინო შენი საუკეთესო თვისებები, გყავდეს ბევრი მეგობარი, რამოდენიმე გამორჩეული, იყო გარკვეული სკოლის საკითხებში, გიყვარდეს შენი კლასი და აქტიური იყო. ადამიანებთან კარგი ურთიერთობა შენ გამოგარჩევს ყველასგან.

Category: Fun, Interesting / Take Care
Tags:

Related
Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top