;
12 სექტემბერი 2013      nini.     21 კომენტარი     ნანახია 6524-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

პაულო კოელიო დაიბადა ბრაზილიაში,რიო-დე-ჟანეიროში 1947 წელს.1980-იანი წლებიდან მოყოლებული, იგი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია. პაულო კოელიოს წიგნები მსოფლიოს მაშტაბით 100 მილიონიანი ტირაჟითაა გაყიდული, მოპოვებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია. შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს 70-ზე მეტ ენაზე თარგმნილი წიგნის ,,ალქიმიკოსის" ავტორი.

ამ სტატიაში გადავწყვიტე შემომეთავაზებინა ფრაზები კოელიოს 3 წიგნიდან: ,,რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი" ,,ზაჰირი" და ,,ალქიმიკოსი".


ადამიანები ერთმანეთისგან ყოველთვის განსხვავდებოდნენ და ამჯერადაც ასეა. ზოგი ფიქრობს, რომ ის საკმაოდ ზედაპირული ადამიანია, თუმცა მეორე ნაწილი მას საკმაოდ ღრმა და ემოციურ ადამიანად თვლის. ნამდვილად ღირს დავფიქრდეთ მის სიტყვებზე. ის ამბობს იმას, რაც ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ გვეხმარება უფრო ხშირად დავფიქრდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. კოელიო სამყაროს განსხვავებულად ხედავს და მოგზაურობის შთაბეჭდილებასაც დიდი სიამოვნებით გვიზიარებს.


ამჯერად ვიქნები სუბიექტური და გეტყვით რომ კოელიოს ნაშრომები ძალიან მიყვარს. ამიტომაც გადავწყვიტე ამ სტატიის შექმნა და ჩემი საყვარელი ფრაზების თქვენთვის გაზიარება. იქნებ რომელიმე თქვენგანს რთული პერიოდი აქვს და დაეხმაროს აქ წაკითხულო ერთი ფრაზაც კი, ისევე როგორც ისინი მეხმარებიან მე !

Paulo Coelho - Become who you are ^

,,რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი"

ნაწარმოები პირველი ნაწილია პაულო კოელიოს ტრილოგიისა, რომელშიც გაერთიანებულია რომანები: ,,რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი", ,,ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა" და ,,ეშმაკი და სენიორიტა პრიმი". ტრილოგიის საერთო თემაა ბოროტი და კეთილი ძალების ბრძოლა ადამიანში.

აუცილებლად ჩართეთ მუსიკა


ეგებ სწორედ სიყვარული გვაბერებს დროზე ადრე და სიყვარულივე გვიბრუნებს დიდი ხნის წინ ჩავლილ ახალგაზრდობას.

სადაც უნდა იყო, რომელი გზაც უნდა აირჩიო, ყველგან სრულფასოვნად უნდა მყოფობდე. ,,ყოველი სამეფო რომელიც გაიყოფა, გაპარტახდება." ორად გახლეჩილი ადამიანი ღირსეულად და უშიშრად ვერ შეხვდება ცხოვრებას.

ლოდინი მტანჯველია, დავიწყება-მტკივნეული, მაგრამ ყველაზე მწარე მაინც ის არის, როცა არ იცი, რა გზას დაადგე."

,,აღარ მინდა საკუთარი სულის სიღმეებში ხელის ფათური,-გავიფიქრე და ,,სხვას" ცხვირწინ კარი მივუხურე, - რა მნიშვენლობა აქვს, საიდან ვარდები - მესამე თუ მეასე სართულიდან, შედეგი ერთი და იგივეა."
ჰოდა, თუ ეცემი, ისევ ცათამბჯენიდან სჯობია.

ის, ვინც ღვთის საძებნელად მიდის, დროს ტყუილად კარგავს. შეიძლება, ქვეყნიერება შემოიარო, ყველა რელიგიას გაეცნო, ყველა სექტას შეუერთდე, მაგრამ ამ გზით ღმერთს ვერასოდეს მისწვდები.
ღმერთი აქ არის, ჩვენთან, ჩვენ გვერდით. შეგვიძლია, ამ ნისლშიც დავინახოთ, ამ ტანსაცმელშიც და ამ ფეხსაცმელშიც. მისი ანგელოზები ფხიზლობენ, როცა გვძინავს, და გვეხმარებიან, როცა ვშრომობთ. ღმერთის პოვნა თუ გინდა, ირგვლივ უნდა მიმოიხედო.

თუკი თავს გამობუტყდებით, რომ უფალმა ბედნიერებისთვის გაგვაჩინა, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ: ყველაფერი, რასაც ნაღველისა და დამცირებისკენ მივყავართ - ჩვენი ბრალია.

Paulo Coelho - Become who you are ^

თუ გექნებათ მდოგვიც მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება.

თუკი ადმიანს შესწევს უნარი, თავისი სხეული დაიმორჩილოს, ის საკუთარ სულზე ბატონობასაც შეძლებს.

მაგრამ მხოლოდ მან, ვინც პირველი ავიდა ამ მწვერვალზე, იცოდა, რად ღირდა ეს ყველაფერი. ღირდა იმად, რომ მიეღო გამოწვევა და ნაბიჯი წინ გადაედგა, რათა ამიერიდან სცოდნოდა, რომ თითოეული დღე ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ყოველი დილა ადამიანებს თავის განუმეორებელ სასწაულებს უძღვნიდა საჩუქრად და ყოველ ადამიანს თავისი ჯადოსნური წამი ჰქონდა განკუთვნილი:როცა ძველი გალაქტიკები ქრება და ახლები იბადება,

სითამამის გარეშე სიცოცხლე მადლს კარგავს.

უფალმა ჯოჯოხეთი სამოთხის გულში ჩამალა.

ოცნებები თავისით არ ხდება !

Paulo Coelho - Become who you are ^

,,ზაჰირი"

ამ, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულ რომანში ავტორი ადამიანის ამოუწურავ შინაგან შესაძლებლობებსა და ძიებებზე, ამასთან, ქალისა და მამაკაცის რთულ ურთიერთობებზე გვიამბობს.


სიყვარულს ფასი რომ არ დაეკარგამ წინ უნდა მევლო, სანამ იმ ქალს არ შევხვდებოდი, მხოლოდ ჩემთვის რომ მოვიდა ამქვეყნად.

გარეგნული ფუფუნების მონები იყვნენ; მონები ცხოვრებისა, რომელიც არ აურჩევიათ, თუმცა გადაწყვიტეს, ასე ეცხოვრათ იმიტომ, რომ მან, ვინც გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა, დაარწმუნა, თქვენთვის ასე ჯობიაო.

,,იარებისგან დავიცავ ჩემს სხეულსაც და სულსაც! აღარც სხვებს დავჭრი ჩემი სიტყვებით–ბოლოს ხომ მაინც ყოველთვის ბოდიშს ვუხდი ხოლმე. სულაც არ ვნანობ იმ წამებს, როცა ვიტანჯებოდი, და ჩემს იარებსაც ისე ღირსეულად დავატარებ, თითქოს მედლები იყოს."

,,ყოველთვის არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი !"

ვხედავ: ახალგაზრდა, რომელსაც სურვილი კლავდა, გამხდარიყო ცნობილი მწერალი , აღმოაჩენს, რომე რეალობა, რომელშიც ცხოვრობს, მისი ოცნებებისაგან ძირფესვიანად განსხვავდება.

,,ფულიც მაქვს და საჭირო ნაცნობობაც. ერთადერთი, რაც მაკლია, ეს არის გამბედაობა, რომ ვცადო და ჩემი ოცნება რეალობად ვაქციო. მაგრამ რომ ვცადო და არ გამომივიდეს? მერე რა ვქნა, როგორღა გავატარო დარჩენილი სიცოცხლე? ამიტომაც, უმჯობესია, ოცნება ოცნებად დარჩეს, ვიდრე კრახით დასრულდეს."

,,ცოდნა ყოველთვის მაშინ მოდის, როცა მზად ხარ, და თუ ყურადღებით მოეკიდები ,,ნიშნებს“, შეძლებ, ისწავლო ყველაფერი, რაც მომდევნო ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარება,"


,,ადამიანებს ორი უდიდესი პრობლემა აქვთ: ერთი არის დასაწყისის, მეორე კი – დასასრულის."

,,ყოველთვის ფრთხილად ვამბობ სიტყვას ,,ნახვამდის“. ხომ შეიძლება, ოდესმე აზრი შევიცვალო, ამიტომ ყოველთვის ვიტოვებ უკან დასაბრუნებელ გზას"

,,უკვე გადავწყვიტე ვიცხოვრო ისე, თითქოს ეს ჩემი უკანასკნელი წამია."

,,ზღვარზე მდგარი ადამიანი ყოველთვის განსხვავებულად იქცევა"

,,ადამიანების ტვინი ასეა მოწყობილი: მხოლოდ ის სჯერა, რაც უნდა, რომ სჯეროდეს"

,,ერთხელ ნანახი და განცდილი ხომ არასოდეს ეძლევა დავიწყებას. მანამდე ებღაუჭება ტვინის ხვეულებს, სანამ სიგიჟემდე არ მიგიყვანს"

,,ტრაგედია და ტკივილი ცხოვრების ნაწილია და არ შეიძლება სასჯელად აღიქვა. როცა შეცდომებს ვუშვებთ, სამყარო ყოველთვის გვანიშნებს და ჩვენთვის ყველაზე ძირფასს–მეგობრებს გვართმევს."

,,სიძულვილის ენერგია ვერსად წაგიყვანს, ჩემო კარგო, მაგრამ პატიების ენერგია, სიყვარულის მიღმა რომ იმალება ხოლმე, შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის."

,,სრული თავისუფლება არ არსებობს. არსებობს არჩევანისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება"

,,როცა დასაკარგი არაფერი მქონდა, მაშინ მივიღე ყველაფერი. როცა აღარ ვფიქრობდი ,,ვინ“ ვიყავი, მაშინ ვიპოვე საკუთარი თავი. როცა შეყრაცხყოფილმა გავაგრძელე გზა, მაშინ მივხვდი, რომ ბედის საძებნელად თავისუფლება მქონდა."

,,–რა ძლიერი ხარ, მარი ! ისეთი მამაცი
–გეშლება, მშიშარა ვარ ! უბრალოდ, ახლა სხვა არჩევანი არა მაქვს!“

Paulo Coelho - Become who you are ^

,,სამყარო მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება – რწმენით, თითქოს სიყვარულის რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია."

,,სიყვარული ველურ ძალას ჰგავს. როცა გაკონტროლებას ვცდილობთ, გვანგრევს, როცა დატყვევებას– გვიმონებს. მისი არსის გაგებას თუ მოვისრვებთ, დაბნეულობისა და ქაოსის გარდა, ვერაფერს მივიღებთ. ეს ძალა სიხარულის მოსანიჭებლად მოდის მიწიდან. მოდის იმიტომ, რომ მეტად დაგვაახლოვოს ღმერთთან."

,,ტკივილს მე გრძნობების გარეშე ცხოვრება მაყენებს. ომში კი ყველა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გრძნობს."

,,–შენ რა, არ გიყვარვარ?
–გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად“


აუცილებლად ჩართეთ მუსიკა


Paulo Coelho - Become who you are ^

,,ალქიმიკოსი"

ნაწარმოები თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდნეიმე წელია, მსოფლიოს ბესტსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება. მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს.


ცხოვრება სწორედ იმით არის საინტერესო რომ შეიძლება ყველა სიზმარი ახდეს.

ტყუილია, რომ რაღაც მომენტში ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს.

როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.

ადამიანს ყოველთვის შეუძლია ოცნება აისრულოს.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ძალიან მალე ხვდებიან რისკენ ისწრაფვიან და რაშია დაფარული მათი ცხოვრების აზრი.

თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე თავისი თავის გარდა წინ არაფერი ეღობებოდა.

იმის მეშინია, რომ თუ ოცნებები ამისრულდება , აღარც ჩემს სიცოცხლეს ექნება აზრი.

Paulo Coelho - Become who you are ^

ოცნებაზე არასოდეს თქვა უარი.

ამქვეყნად არსებობს ენა, რომელიც ყველას ესმის.

ყოველ კაცს ძალუძს, ის შეიძინოს, რაც სურს, და მიიღოს-რაც ჭირდება.

თუ დრო სწრაფად გადის, თითქოს ქარავანიც ნაბიჯს უჩქარებს,

იქნებ უდაბნო ღმერთმა სწორედ იმისთვის შემქნა, რომ ადამიანმა ხეებს გაუღიმოს.

სიყვარული ხომ ერთთავად ითხოვს, იმის გვერდით იყო, ვინც გიყვარს.

როცა გიყვარს, ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.


Paulo Coelho - Become who you are ^

ბედისწერას თავს ვერავინ დააღწევს.

სწავლისა და წვდომის ერთადერთი გზა არსებობს - მოქმედება

განძიც იქ არის, სადაც გულია.

მზერაში სულის სიძლიერე ჩანს.

ვინც სხვის ბედისწერაში ერევა, ვერასოდეს გაივლის თავისას.

როგორც წესი, სიკვდილი სასიცოცხლო ძალებსა და შეგრძნებებს აძლიერებს.

როცა გიყვარს, ცდილობ უკეთესი გახდე.

Paulo Coelho - Become who you are ^

Paulo Coelho - Become who you are ^

Paulo Coelho - Become who you are ^
Paulo Coelho - Become who you are ^
Paulo Coelho - Become who you are ^

ეს ადამიანი ერთ-ერთი ჩვენგანია. შეუძლებელია დაეთანხმო მის ყოველ ფრაზასა და მოსაზრებას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ზედაპირული ადამიანია. დიდი იმედი მაქვს თუ სტატიით ისიამოვნეთ ან ოდნაც მაინც დაგეხმარეთ

Paulo Coelho - Become who you are ^

მოგწონთ თუ არა კოელიო და თვლით თუ არა მას ღრმა ადამიანად?

რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. ის ღრმა და დაფიქრებულია. კოელიოს განსხვავებული ხედვა აქვს.
არანაირად. არც მომწონს და ვფიქრობ, რომ სრულიად უინტერესოა მისი წიგნები.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

21


  • sesi თქვა:
    15 სექტემბერი 2013 00:15 - ID: 20,
    თუ გექნებათ მდოგვიც მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება. <<<< ეს კოელიოს ფრაზა არ არის და ტყუილად ნუ იჩენთ ასეთ უმეცრებას რა wassat :) :) :) კოელიო ბევრ რამეს აციტირებს ბიბლიიდან ასე რომ ყველაფერს მისად ნუ მონათლავთ.

  • nimo თქვა:
    14 სექტემბერი 2013 11:50 - ID: 19,
    ორჰან ფამუქმა და კოელიომ პატარა თაობაზე დიდი გავლენა იქონიეს... ვაფასებ ორივეს,ამ კომპიუტერულ საუკუნეში შეძლეს და მოზარდებმა წიგნების ყიდვა და ერთმანეთისთვის წაკითხულის გაზიარება დაიწყეს... ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო ის 3 წუთი,როდესაც ამას ვკითხულობდი და ვიხსენებდი კოელიოს წიგნებს :* ასე გააგრძელე ჩემო კარგო:* love

  • nini:)(: თქვა:
    14 სექტემბერი 2013 00:12 - ID: 18,
    ციტატა: nin115
    ნერვები მეშლება როცა ამბობენ ადამიანს არაფერი ეშველება თუ სიყვარულს არ ისწავლისო..რას ჩაიციკლნენ ამ სიყვარულზე მსოფლიოს წიგნების ნახევარი ამ გრძნობას ეძღვნება..რამე უკეთესი მოიფიქრონ რა მომბეზრდა უკვე სიყვარულზე ფილოსოფიური იდეების მოსმენა!

    ზაჰირი წაიკითხე და გრძნობებს და სიყვარულს სულ სხვა თვალით შეხედავ, ამას ყოველგვარი სარკაზმის გარეშე გეუბნები:))

  • nin115 თქვა:
    13 სექტემბერი 2013 13:20 - ID: 17,
    ნერვები მეშლება როცა ამბობენ ადამიანს არაფერი ეშველება თუ სიყვარულს არ ისწავლისო..რას ჩაიციკლნენ ამ სიყვარულზე მსოფლიოს წიგნების ნახევარი ამ გრძნობას ეძღვნება..რამე უკეთესი მოიფიქრონ რა მომბეზრდა უკვე სიყვარულზე ფილოსოფიური იდეების მოსმენა!

  • lilina თქვა:
    13 სექტემბერი 2013 12:39 - ID: 16,
    მე მარტო ალქიმიკოსი მაქვს წაკითხული და ძალიან, ძალიან მომეწონა... ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი და როცა ვკითხულობდი, მისი თითოეული სიტყვის მჯეროდა, მჯეროდა რომ როცა რაღაც გულით გინდა, მთელი სამყარო გეხმარება მის ასრულებაში.. ეს წიგნი დაგეხმარება, როცა გიჭირს და უკეთესის რწმენას ჩაგინერგავს...
    ალბათ იმასაც გააჩნია როგორ მიუდგები.. როცა ეს წიგნი წავიკითხე წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო კოელიო და არც მის ნაწარმოებებზე მსმენოდა რამე, არც სხვებს არ ავყოლილვარ... ჩემთვის იყო სასიამოვნო სიახლე.. და ასეც უნდა იყოს, რომ შენზე შთაბეჭდილება დატოვოს...
    რათქმაუნდა არსებობს მასზე კარგი მწერლები... სისულელეა, დოსტოევსკის საერთოდ როგორ შევადარებ.. უკვე მეშინია იმდენად მაგარი ნაწარმოებები აქვს...





  • E . B თქვა:
    13 სექტემბერი 2013 09:02 - ID: 15,
    მე ალქიმიკოსი. ზაჰირიი დაა გამარჯვებული მარტოა... ეს წიგნები მაქვს წაკითხულიი.. love მე ვფიქროობ რომ პაულო კოელიოს წიგნებს ყველა ვერ ჩაწვდებააა.. მე პირადად ძალიან მომწონს მისიი წიგნები (ყოველ შემთხვევაში ისინი რომელიც წავიკითხე) ის წერს რეალობას რაც 21 საუკუნეში ხდებაა ... იმ პრრობლემებს იმ განცდებს რაც ჩვენ განვიცდიით მაგრამ თავს არ ვუტყდებით

  • kristi_ თქვა:
    13 სექტემბერი 2013 08:29 - ID: 14,
    ზაჰირი და ალქიმიკოსი მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს ^_^ კარგი ნიუსია ძალიან მომეწონა კარგი გოგო ხარ

  • natuka555 თქვა:
    13 სექტემბერი 2013 01:29 - ID: 13,
    ყველაზე კარგ მწერლად ნამდვილად არ მიმაჩნია, რა სისულელეა. უბრალოდ ძალიან პოზიტიური ციტატები აქვს, რაღაცნაირად იმედის მომცემი. შესაძლოა არარეალურიც და რა თქმა უნდა როცა რაღაც მთელი გულით გინდა მთელი მსოფლიო სულაც არ გეხმარება ამის მიღწევაში, მაგრამ მაინც სასიამოვნოა თუნდაც წამით დაჯერება. პლიუს ამას რაღაცნაირ სტიმულს გაძლევს კოელიო, სტიმულს იმისთვის , რომ ცადო და იქნებ გამოვიდეს. 11 წუთი, ალქიმიკოსი და ზაჰირი მაქვს წაკითხული და საშუალო დონის მწერალია. უბრალოდ მარტივი ენით წერს, თავისუფლად იკითხება , ბევრი ფიქრი არ ჭირდება და სწორედ ამიტომაა პოპულარული დღევანდელ ახალგაზრდებში.ყოველ შემთხვევაში მომკალით და რეკლამაზე გათვლილ, ბინძურ და მართლა არაფრის მომცემ 99 ფრანკს კოელიოს წიგნები მირჩევნია.

  • loseyourself თქვა:
    13 სექტემბერი 2013 00:52 - ID: 12,
    ციტატა: nini.
    ციტატა: loseyourself
    კოელიოს მხოლოდ ალქიმიკოსი მაქვს წაკითხული ცუდი არაა მაგრამ არც საოცრებას ვუწოდებდი, თუ ყველაზე კარგ მწერლად მიგაჩნიათ ერთს გეტყვით წაიკითხეთ დოსტოევსკი, კოელიო არც გაგახსენდებათ დამიჯერეთ...

    რატომ ფიქრობ, რომ თუ მოგვწონს აუცილებლად საუკეთესოდ ვთვლით? : )) ადამიანებს ბევრი რაღაც მოგვწონს და დონეების მიხედვით ვყოფთ.. ასეა მწერლების შემთხვევაშიც, ყოველთვის მოიძებნება კოელიოზე მილიონჯერ მაგრები და ძლიერები ისევე როგორც მასზე სუსტები... : )) ეს აქსიომაა : ))ვინმეს კოელიო თუ არ მოსწონს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ,,მდაბიო" მწერალია, უბრალოდ ისე ვერ იგებთ როგორც ჩვენ.


    წიგნს ყველა თავისებურად იგებს მაგრამ აზრი ერთი აქვს, კარგია თU საუკეთესოდ არ თვლიდ მაგრამ ჩემი აზრით არაა მწერალი რომელიც რაღაცას მნიშვნელოვანს მოგვცემს :))ყოველ შემთხვევაში მე პირადად ალქიმიკოსი მშვენივრად გავიგე, და ისე როგორც საჭირო იყო, მაგრამ დიდი შთაბეჭდილება არ დამრჩენია.. კი ვისიამოვნე, კარგი და საინტერესო ნამუშევარია, მაგრამ არა გასაგიჟებელი... თან შენ შეიძLება არ თვლი საუკეთესოდ მაგრამ მე მათ მივმართე ვისაც ყველაზე კარგი გონიათ და გიჟდებიან... შეიძლება კარგად ვერ გამოვხატე ჩემი აზრი, ზედმეტად დავკონკრეტდი, მაგრამ იგივე ვიგულისხმე რაც დაწერე რომ მასზე უკეთესები არსებობენ (უბრალოდ ჩემთვის დოსტოევსკია საუკეთესო და უცებ ის დავწერე))) feel

  • Ancho. თქვა:
    12 სექტემბერი 2013 22:57 - ID: 11,
    კოელიო დამეხმარათქო, რბილი ნათქვამია
    ვგიჟდები ამ კაცსა და მის ხედვებზე, მის მიგნებებზე..
    მადლობას ვიხდი ასეთი ნიუსისთVის რომ ვწელავდი დაკვირვებით ვიხსენებდი ამ ადგილებს და არ მსურდა დასრულებულიყო....

  • nini. თქვა:
    12 სექტემბერი 2013 22:48 - ID: 10,
    ციტატა: loseyourself
    კოელიოს მხოლოდ ალქიმიკოსი მაქვს წაკითხული ცუდი არაა მაგრამ არც საოცრებას ვუწოდებდი, თუ ყველაზე კარგ მწერლად მიგაჩნიათ ერთს გეტყვით წაიკითხეთ დოსტოევსკი, კოელიო არც გაგახსენდებათ დამიჯერეთ...

    რატომ ფიქრობ, რომ თუ მოგვწონს აუცილებლად საუკეთესოდ ვთვლით? : )) ადამიანებს ბევრი რაღაც მოგვწონს და დონეების მიხედვით ვყოფთ.. ასეა მწერლების შემთხვევაშიც, ყოველთვის მოიძებნება კოელიოზე მილიონჯერ მაგრები და ძლიერები ისევე როგორც მასზე სუსტები... : )) ეს აქსიომაა : ))ვინმეს კოელიო თუ არ მოსწონს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ,,მდაბიო" მწერალია, უბრალოდ ისე ვერ იგებთ როგორც ჩვენ.

  • loseyourself თქვა:
    12 სექტემბერი 2013 22:41 - ID: 9,
    კოელიოს მხოლოდ ალქიმიკოსი მაქვს წაკითხული ცუდი არაა მაგრამ არც საოცრებას ვუწოდებდი, თუ ყველაზე კარგ მწერლად მიგაჩნიათ ერთს გეტყვით წაიკითხეთ დოსტოევსკი, კოელიო არც გაგახსენდებათ დამიჯერეთ...

  • nini:)(: თქვა:
    12 სექტემბერი 2013 22:29 - ID: 8,
    უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის იმისთვის რომ ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო კოელიოს მიმართ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი ზაჰირმა დატოვა ეს არ არის წიგნი, რომელისც რაიმე სახის სიამოვნებას მოგიტანს ან ართხელ წაიკითხავ, ეს ჩემთვის ცხოვრების წესს და განსხვავებული აზროვნების საწყისს უფრო წარმოადგენს. რაც შეეხება იმ ადამინებს რომლებიც ფიქრობენ რომ კოელიო მხოლოდ მოდური მწერალია დიდი სისულელე მგონია და მათ აშკარად არაფერი უგრძვნიათ მისი წიგნების კითხვისას://
    სტატია ძალიან კარგია მაგრამ მე რატომღაც ზაჰირიდან მეგობრობაზე ველოდი ციტატას:)

  • mariami222 თქვა:
    12 სექტემბერი 2013 22:28 - ID: 7,
    ძალიან მაგარი ნიუსი და ნუ კოელიოზე არაფერს აღარ ვამბობ <3 ფავორიტებში!! ყოჩაღ ავტოროო!!

  • nini. თქვა:
    12 სექტემბერი 2013 22:21 - ID: 6,
    სტატიაშიც აღვნიშნე და აქაც ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენგანი განსხვავებულად აზროვნებს.პირადად მე კოელიო დამეხმარა და ბევრ რამეს ახლა სხვა მხრიდან ვუყურებ... თქვენთვის თუ სისულელეა, ჩვენთვის-ვისაც მოგვწონს, ეს უბრალოდ შესანიშნავია.

    დიდების მწვერვალზე კი არავის აყვანა არ ღირს, რადგან იქიდან ბოლოს ყველა ვარდება. უბრალოდ ვისიამოვნოთ იმით, რასაც ეს ადამიანი გვთავაზობს.

    სტატიაც იმისთვის არის შექმნილი, რომ სხვებს დავეხმარო... თუ ვინმე სტატიას არ წაიკითხავს და კომენტარს ისე დაწერს რთული იქნება მასთან კამათი.

  • MARAUDER თქვა:
    12 სექტემბერი 2013 21:58 - ID: 5,
    კარგი სტატიაა.... კოელიო მე პირადად ძალიან მიყვარს

  • macacuna თქვა:
    12 სექტემბერი 2013 21:09 - ID: 4,
    ,,ალქიმიკოსი'' რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, და ნამდვილად აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში ♥ წელს ,,ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა'' წავიკითხე, ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ჩემზე, რამდენიმე დღე ზეგავლენის ქვეშ ვიყავი და სერიოზულად დავფიქრდი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი... მოკლედ ძალიან ვაფასებ ამ მწერალს, ყველას სხვადასხვანაირი აზრი აქვს, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არის კოელიო ,,დიდების მწვერვალზე''

  • jjabrams თქვა:
    12 სექტემბერი 2013 21:06 - ID: 3,
    ბევრად უკეთესი მწერლები არსებობენ და ბევრად გენიალურები. ჩემი აზრით იმიტომაა ასეთი პოპულარული რომ ხალხი ერთმანეთს ბაძავს და კითხულობს მერე კი უტყდება თქვას არ მომწონსო, მეც ავყევი ხმებს წავედი ვიყიდე რამდენიმე წიგნი და წავიკითხე და პირადად დავრწმუნდი რომ საკმაოდ მდარე ხარისხია... გემოვნების საკითხია მაგრამ მე პირადად ვერ ვურჩევდი ადამიანს წაიკითხეთქო

  • mary...p თქვა:
    12 სექტემბერი 2013 20:55 - ID: 2,
    ''ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა"
    საოცრებაა, ძაალიან მიყავრს..
    ყველა ადამიანს სხვადასხვა მწერალიყავს აყვანილი ''დიდების მწვერვალზე'', ამიტომ რეალურად ვერ ვიტყვით ვი დიდებულია და ვინ არა, იმიტომ რომ ერთსაც თაისი მკითხველი ყავს და მეორესაც.. <3
    მე მიყავრს კოელიო, მისი ფრაზები და ნაწარმოებებიც... თითქმის ოველთვის ჩემს სათქმელს გამოხატავს მისი ფრაზები...

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top