;
15 სექტემბერი 2013      Johnny depp     7 კომენტარი     ნანახია 4187-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე
მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებიდან უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, მისი სახელი დღევანდელ დღემდე რჩება ერთ–ერთ ყველაზე ავტორიტეტულად მოდის სამყაროში.შემოიტანა გამოთქმა “სუპერ მოდელი” . უსაზღვრო ფანტაზიის, შეუდარებელი შარმის და რა თქმა უნდა ფორტუნას დამსახურება იყო, რომ უბრალო იტალიელი მკერავი ჯანი ვერსაჩე გახდა გასული საუკუნის, მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი .მოშურნეები ამბობდნენ, რომ ჯანი ვერსაჩე მეტისმეტად მოშილიფებულ კაბებს კერავდა, ლამის მსუბუქი ყოფაქცევის ქალების შესაფერისს, თუმცა მაშინდელ ქალებს სწორედ ამის გამო უყვარდათ... ვერსაჩე თავისი დროის უდიდესი მოდელიერი იყო და შექმნა იმპერია, რომელიც დღემდე წარმატებით უწევს კონკურენციას მსოფლიოს მოწინავე სამოდელო სახლებს.უკიდეგანო ფანტაზია, სამხრეთული ტემპერამენტი, განუმეორებელი შარმი და, რა თქმა უნდა, ბედისწერის კეთილგანწყობის მაუწყებელი ღიმილი – ამ ფაქტორებმა გადააქციეს უბრალო იტალიელი მკერავი ასწლეულის ყველაზე ცნობილ იტალიელ დიზაინერად. გაბედული, თავისუფალი, ყოველთვის ეროტიული მოდელები ვერსაჩე სგან იპყრობენ მოდის ოლიმპს და ჰოლივუდის გულებს, რომლებმაც ვერსაჩეს სტილს ნებით თუ უნებლიედ რეკლამა გაუკეთეს, და შემქმნელს მილიარდობით დოლარი მოუტანეს.
ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე
ჯანი ვერსაჩე დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს იტალიის ქალაქ რიჯიო–დი–კალაბრიაში.
ბავშვობაში იგი ოცნებობდა პიანისტობაზე. დედა მუშაობდა სამკერვალო სახელოსნოში პროფესიონალ მკერავად
და პატარა ჯანი ხშირად დაყავდა სამსახურში. როგორც ჩანს, მუდმივად კაბების და კოსტუმების გარემოცვაში ყოფნამ განსაზღვრა მომავალი დიზაინერის ცხოვრების გზა. თვითონ ვერსაჩე ამბობდა, რომ თავის პროფესიონალიზმს დედას უმადლოდა.მიუხედავად დედის მნიშვნელოვანი გავლენისა ჯანი ვერსაჩეს ცხოვრებაში, მათ არ ჰქონდათ დაწყობილი ურთიერთობა. ფრანჩესკას ჯანის გარდა ჰყავდა კიდევ ორი შვილი: დონატელა და სანჩო, რომელსაც გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობდა. მოგვიანებით ვერსაჩე ამბობდა, რომ შესაძლებელია მისი ცხოვრების მთავარი აზრი დედის ყურადღების დამსახურებაში მდგომარეობდა. იგი ყოველთვის ცდილობდა მისი სიყვარულის და მეტი სითბოს მოპოვებას.

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

ჯანი უყურებდა და აკვირდებოდა, როგორ მოხერხებულად ახვევდა დედა ხავერდში თავის კლიენტებს, ქსოვილზე
მუშაობის პირველი გაკვეთილები სწორედ ასე მიიღო.
სამუდამოდ დაიმახსოვრა, რა ეფექტურად ალაგებდა ნაკეცებს
ქსოვილზე და ამას ისე აკეთებდა, რომ ხაზს უსვამდა ფიგურის ღირსებას და ოსტატურად მალავდა ნაკლს. “დედის
წყალობით, მე მივხვდი, რა აუცილებელია უშუალოდ სხეულთან მუშაობა, რომ ხედავდე და გრძნობდე,
როგორ ეფინება ქსოვილი, და როგორ ურთიერთქმედებს ქალის სხეულის ხაზებთან. დიზაინერის
ნამდვილი მოწოდება ალბათ ასეთი მუშაობაა”.
თანდათან ჯანი სამკერვალოში დედის დამხმარე გახდა. უზავებდა რა საკუთარ ფანტაზიას და მოდის ახალ-ახალ ჭირვეულობებს ერთმანეთს, მთელი არსებით გადაეშვა სამოსის შემნის პროცესში. სიახლეები რომ არ გამოპარვოდა, მოდის ცენტრებში – პარიზსა და ლონდონში - რეგულარულად ესწრებოდა ჩვენებებს.

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

ჯანი შეესწრო, როგორ უღებდა ზომებს დედამისი საცვლებში გამოწყობილ მშვენიერ ქალს. ფრანჩესკა ორისაათი სხეულს შავ ხავერდში "ფუთავდა", ქინძისთავებით ნიშნავდა ნაკეცებს და ყოველ დეტალს ზედმიწევნით ითვალისწინებდა... ბიჭი ცოტა მოშორებით იდგა, მისი აღფრთოვანებული მზერის წინაშე ნახევრად შიშველი უცნობი ქალი იმოსებოდა საოცარი მორთულობით, რომელიც ხაზს უსვამდა ბუნებრივ მშვენიერებას, ხოლო ზადს მალავდა. ეს მომენტი ბავშვს სამუდამოდ დაამახსოვრდა. დედის წყალობით ის მიხვდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ სხეულთან მუშაობა, როცა გრძნობ და ხედავ, როგორ "აჰყვება და დაჰყვება" ქსოვილი ქალის ფორმებს.ყოველ დღე ჯანი და დედამისი ფრანჩესკა 7:30 საათზე იღვიძებდნენ, საუზმობდნენ და პირდაპირ ატელიეში მიდიოდნენ. გზად პატარა საროსკიპოსთან უნდა გაევლოთ, რომელიც მათი სამკერვალოს გვერდით იყო. ბავშვს თვალი გაურბოდა, დედა კი მუჯლუგუნით შეახსენებდა, გვერდით არ გაეხედა. ბიჭიც მორჩილად
იბრუნებდა პირს.


ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

9 წლის იყო ჯანი, როცა ბიჭის ყოფა-ქცევით აღშფოთებულმა სკოლის დირექტორმა ფრანჩესკა დაიბარა.
"დროა, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ვაჟს. ნამდვილი სექსუალური მანიაკი გეზრდებათ!" - გამოაცხადა
დირექტორმა და "ნივთმტკიცებად"
ცხვირწინ ჯანის ესკიზები აუფრიალა. ეს იყო ბავშვური, გაუწაფავი
ხელით დახატული ჯინა ლოლობრიჯიდა და სოფი ლორენი უმშვენიერეს საღამოს კაბებში, რომლებიც
ბიჭმა საგანგებოდ მათთვის შექმნა! დირექტორის შეშფოთების მიუხედავად, ჯანი სულაც არ ყოფდა
ცხვირს მოზრდილთა სექსუალურ საიდუმლოებებში . მისთვის ქალის სხეული მოდელი
იყო, რომელიც ზღაპრული კაბით უნდა შეემოსა.

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

დრო გადიოდა. ჯანი კვლავ ხატავდა. მან არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა და ალბათ, თავის ცხოვრებას მყუდრო, ვიწრო საპროექტოში დაასრულებდა მორიგი იტალიური სასაუზმის პროექტზე მუშაობაში, მაგრამ საქმეში ფრანჩესკა ჩაერია. პირველად და მტკიცედ - ვაჟიშვილი აიძულა, მისი სრულუფლებიანი თანაშემწე გამხდარიყო. ბიჭი უსიტყვოდ დათანხმდა. 18 წლისამ უყოყმანოდ მიატოვა სწავლა, რათა ტანსაცმელი შეექმნა.დედასთან ერთად "ოთხ ხელში" მუშაობის მიუხედავად, თვალყურს ადევნებდა მოდის ცვალებადობას, ესწრებოდა
ჩვენებებს პარიზში, ლონდონში, ფლორენციაში, რომში და შეუჩერებლად ქმნიდა სამოსს. ამან შედეგი გამოიღო. ყმაწვილი ვერსაჩეს ვირტუოზული ნიჭის შესახებ ერთმა მილანელმა ბიზნესმენმა შეიტყო .ერთ მშვენიერ დღეს, ატელიეში გაისმა ტელეფონის ზარი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ვერსაჩეს ცხოვრება.

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

ზარი ეკუთვნოდა საკმაოდ შეძლებულ ბიზნესმენს მილანიდან, რომელსაც გაგებული ჰქონდა ჯანის განსაკუთრებული ფანტაზიის და ახალი მოდელების შექმნის ნიჭის შესახებ და გადაწყვეტილი ჰქონდა გარკვეული თანხის ჩადება მის საქმიანობაში. 1970 წლის ერთ მშვენიერ დღეს იგი ახალგაზრდას პირდაპირ ატელიეში მიადგა და პარმაღიდანვე თანამშრომლობა შესთავაზა. ყმაწვილმა უყოყმანოდ აიღო ბილეთი და იმავე დღეს გადაფრინდა მილანში. ჯერ მიწაზე არ დაედგა ფეხი, რომ მიხვდა - ეს მისი შანსი იყო. ვერსაჩე მუშაობას შეუდგა. ეს იყო უნიკალური შანსი ახალგაზრდა მკერავისთვის.ჯანი დაუფიქრებლად დათანხმდა ბიზნესმენის წინადადებას და 1973 წელს გაემგზავრა მილანში. ასე დაიწყო ჯანი ვერსაჩეს აღმასვლა მსოფლიო მოდის მწვერვალზე. ცოტა ხანში იგი მიხვდა, რომ შეძლებდა საკუთარი საქმის დაწყებას.

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

ვერსაჩე "მოხეტიალე მკერავი" გახდა, ფაბრიკები მას ახალ-ახალ დაკვეთებს აყრიდნენ. ჯანი ღამეებს ათენებდა ესკიზების შექმნაზე და საკუთარ, დამოუკიდებელ ბიზნესზე ოცნებობდა. თუმცა საქმის ფინანსური მხარე შემოქმედებით მიღწევებს ჩამორჩებოდა...ერთხელაც, მოკრძალებულ ბინაში ფრანჩესკასგან "მეგობრული ვიზიტით", ძმა ესტუმრა... ისინი მარტინის წრუპავდნენ და თავ-თავიანთ მიღწევებსა თუ წარუმატებლობებზე საუბრობდნენ. სანტო წარმატებული ფინანსისტის პოზიციიდან ლაპარაკობდა, ჯანი - პროფესიულ დამოუკიდებლობას მიელტვოდა. სანტომ უბის წიგნაკი ამოიღო და რაღაცას გამალებით წერდა და ანგარიშობდა. დილით ძმა გაემგზავრა. არ გასულა სამითვე და სანტო ფულით დაბრუნდა... 1976 წელს ძმებმა მარკა "ჯანი ვერსაჩე" შექმნეს და საქმეში და - დონატელაც ჩართეს.ჯანი ვერსაჩეს ხანა 1977 წლის ივლისში დაიწყო. მოდელიერი უტყუარი ალღოთი გრძნობდა დროის განწყობას, მისი დიდებული სტილი ვარსკვლავურ ოთხმოციანებს ეხამებოდა. ოსტატის ნახელავი გამომწვევი იყო - მეტისმეტად თამამი, მეტისმეტად კაშკაშა. ვერსაჩემ შეძლო, კიჩის ზღვარზე გაევლო და სხვადასხვა ახალგაზრდული და ექსტრემალური სტილი მიესადაგებინა ფუფუნების მოყვარული მდიდარი და ჭირვეული კლიენტურისთვის. ეს იყო როგორც შემოქმედებითი, ისევე ბიზნესგარღვევა.

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

პირველი კოლექციებით ფრთაშესხმული ჯანი 1978 წელს თავის მოდის სახლს -<< Gianni Versace >>– ხსნის.
პრეზიდენტებად უახლოეს ადამიანებს, ძმას – სანჩოს და დას - დონატელას ნიშნავს. ერთი წლის შემდეგ
მან მილანში საკუთარი მარკით პირველი კოლექცია წარმოადგინა, მოჯადოეული იტალიელი მაყურებლის
აღფრთოვანებული აპლოდისმენტები დაიმსახურა, და უფრო მეტიც, საზოგადოება მომენტალურად მოიხიბლა
ვერსაჩეს სტილით.თავისი მოდის სახლის საფირმო ნიშნად ჯანიმ მედუზის თავი აირჩია. 1978 წელს ეს
გამოსახულება ვერსაჩეს მარკის ყველა მოდელს ამშვენებს. როცა თავის გადაწყვეტილებას განმარტავდა,
დიზაინერი ამბობდა: “ეს არჩევანი სრულიად შეგნებულად გაკეთდა. მედუზა სილამაზისა და ანტიკური
ბერძნული კლასიკის საბედისწერო ხიბლის სიმბოლოა როგორც ხელოვნებაში, ისე ფილოსოფიაში. ის
– სილამაზის და უბრალოების სინთეზია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით პარალიზებას გიკეთებს
და ჰიპნოზივით მოქმედებს”.


ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

ჯანი იმით გამოირჩეოდა, რომ ექსპერიმენტის არასდროს შეშინებია, ტყავს აბრეშუმთან ახამებდა, მაქმანს– ჯინსთან. ძალიან გულწრფელ, გაბედულ და ექსტრავაგანტულ სამოსს ქმნიდა და ამ დროს არასდროს ივიწყებდა ლაკონურ, ზედროულ მოდას. უბრალო ელეგანტური შავი კაბები, ფანტასტიკურად ქალური საღამოს სამოსი – სწორედ მათ განამტკიცეს უნაკლო სტილი ვერსაჩესგან და საყოველთაო დიდება მოუტანეს. მაგრამ უდიდესი პოპულარობა ტოპ-მოდელის გაგების დამკვიდრებამ განაპირობა. ორმაგ და სამმაგ ჰონორარებს უხდიდა ჩვენებაში მონაწილეებს და საყვარელ მანეკენებთან გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებდა. ასე გადაიქცნენ სუპერმოდელები უამრავი ადამიანის კერპებად, და მათი კარიერა მილიონობით
გოგონას ოცნებად იქცა. კლაუდია შიფერი, კრისტი ტარლინგტონი, ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი,
ნაომი კემპბელი – ყველა ეს მოდელი ჯანი ვერსაჩემ შექმნა.პაროდოქსია, მაგრამ რეალობაა – ჯანი განადიდებდა და აღმერთებდა მშვენიერი ქალის ქალურობას და ანგელოზურ სილამაზეს, მაგრამ არასდროს ყვარებია ქალი. არც არასდროს დაუმალავს, რომ ჰომოსექსუალი იყო. ბევრ ცნობილ ადამიანს უთქვამს, რომ ჯანის კაბებში
თავი დედოფლად უგრძვნია...

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

1981 წელს ქალის პირველი სუნამო გამოვიდა, 1986 წელს - მამაკაცის. 1990-იანი წლებში ვერსაჩე უკვე
მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი გახლდათ. პრესა მას ლამის აღმერთებდა... ჭურჭლის ხაზის გახსნის
შემდეგ, ვერსაჩემ ფაიფურით სავსე რამდენიმე ყუთი სილვესტერ სტალონეს გაუგზავნა. მისი სახლი
ათასობით დოლარის ბალიშებით, ქსოვილებით, სკივრებით აავსო, იგივე გაიმეორა კლაუდია შიფერთან.

ესოდენი ყურადღების სანაცვლოდ, ერთიცა და მეორეც სიამოვნებით და უსასყიდლოდ დათანხმდა,
სრულიად შიშვლებს ეპოზიორათ ჟურნალებისთვის - მხოლოდ სასირცხვო ადგილზე იფარებდნენ "
ვერსაჩეს" საფირმო ლანგრებს. ოდესღაც დაჩაგრულ ბიჭუნას, აწ კი მსოფლიო მოდის დიდ დიქტატორს,
შეეძლო, ყველაფრის უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის.
ვერსაჩეს სამოსი, მართლაც, აჯადოებდა ყველას
სილამაზით, სუფთა ხაზებით და უზუსტესი თარგით. ვერსაჩეს სტილმა ააფეთქა პოდიუმები და დიზაინერი
80-იანი წლების მსოფლიო მოდის ლიდერად აქცია.
ყველაზე მოკრძალებული დათვლებით, მისი წლიური
შემოსავალი 900 მილიარდ დოლარს აღწევდა! მთელ მსოფლიოში 165 ბუტიკი და 23 კერძო მაღაზია
აქტიურად მუშაობდა. მოდელიერის ფანტაზია სამოსით არ იზღუდებოდა, ვერსაჩე თეატრალურ რეკვიზიტებს
და კოსტიუმებს ქმნიდა, აქსესუარებს, სუნამოებს, საათებს, ფაიფურს, დეკორატიულ კაფელს და მთელ
ინტერიერსაც კი შეხვდებოდით ”a la Versace”


ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

ჯანი ყიდულობდა მრავალსართულიან სახლებსა და უზარმაზარ ვილებს, გამოსცემდა წიგნებს, მოგზაურობდა,აცარიელებდა ანტიკვარულ მაღაზიებს... მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა.1997 წლის 15 ივლისის საბედისწერო დილას ჯანი მაიამი-ბიჩზე თავის ვილაში იყო და ქუჩაში ახალი ჟურნალების საყიდლადგამოვიდა. ამ დიდი ფუფუნების – ქუჩაში მარტო, დაცვის გარეშე სიარულის - უფლებას მხოლოდ აქ აძლევდა საკუთარ თავს. უკვე სახლში ბრუნდებოდა, გასროლა გაისმა, რომელმაც ნაადრევად, 50 წლის ასაკში შეწყვიტა მისი სიცოცხლე. FFBI-ს აგენტებმა მალევე იპოვეს მკვლელი, მაგრამ დააგვიანდათ, ენდრიუ კიუნენენმა თავი მოიკლა იმავე პისტოლეტით, რომლითაც ჯანი გამოასალმა სიცოცხლეს .27 წლის ენდრიუ კუნანანი, სერიულიმკვლელი, რომელიც ჰომოსექსუალური პროსტიტუციითაც შოულობდა ფულს. გამომძიებლებს არ უთქვამთ, აკავშირებდათ თუ არა რამე მსხვერპლსა და მოძალადეს, თუმცა გავრცელდა ხმები, რომ კუნანანი უიღბლოდ იყო შეყვარებული ვერსაჩეზე. . ენდრიუს თურმე ვერსაჩეს ფირმის საცვლები ეცვა

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

მკვლელობის ნამდვილი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი. ბევრი ვარაუდის დონეზე თანხმდება, რომ
მკვლელობა შეკვეთილი იყო კალაბრიის მაფიოზური ორგანიზაციის მიერ, რომელმაც უზარმაზარი ფული
გააკეთა ყალბი ვერსაჩეს ყალბი სამკაულების წარმოებაზე.მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე უზარმაზარი
ფინანსური დანაკარგების გამო ჯანიმ ომი გამოუცხადა ამ მაფიოზურ ორგანიზაციას.
აქედან გამომდინარე
არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზი. სამოდელო სახლს სათავეში
ჩაუდგა ჯონის და – დონატელა ვერსაჩე რომელმაც დაიწყო თავისი მოდელების ხაზის გამოშვება, მაგრამ
ძმის არაჩვეულებრივი წარმატების გამეორება მან ჯერ–ჯერობით ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა სამოდელო
სახლი ვერსაჩე დღევანდელ დღემდე რჩება ერთ–ერთ წარმატებულ და უმხვილეს მსოფლიო სამოდელო სახლად.

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

ვერსაჩეს" სახლი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მოდის სამყაროში. მისი მართვა მთლიანად
დონატელა ვერსაჩეს დააწვა და უნდა ითქვას, რომ ქალმა წარმატებით გაართვა თავი ამ საქმეს. "ვერსაჩეს"
კლიენტები არიან: მადონა, ბექჰემები, გვინეტ პელტროუ და სხვ. ბიზნესჯგუფში საკვანძო პერსონა დონატელა
ვერსაჩეა. კომპანიები საჯარო არ არის, თუმცა ცნობილია, რომ 2011 წელს "ვერსაჩეს" მოგებამ 340 მილიონი
ევრო შეადგინა. ეს სულაც არ გახლავთ ვეებერთელა კორპორაცია - დონატელას საწარმოებში სულ 500
ადამიანი მუშაობს...


ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე

ვერ ვიჯერებ, ნუთი ამდენი დრო გავიდა ჯანის გარდაცვალებიდან... მისი უზარმაზარი ენთუზიაზმი და
ბედნიერების გრძნობა ყველაფერში დარჩა, - მის იდეებში, ტენდენციებში, მოგონებებში, ხელოვნებაში,
- ყველგან იგრძნობა ენერგია, მისი ცხოვრებიდან, ის დიდი შემოქმედი იყო“-
წერს არმანი.წიგნში არმანი
70-80 წლების წარმატებულ კარიერას იხსენებს. დროს, როდესაც ის და ვერსაჩე ერთმანეთის დიდ
კონკურენტებად ითვლებოდნენ.„ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა,
ერთმანეთის მეტოქეები ვიყავით და ყოველი შოუს შემდეგ ხმამაღლა ვკითხულობდით თუ, რა გააკეთა
ვერსაჩემ? რა წარმოადგინა არმანმა?
იტალიური მენტალიტეტი წინააღმდეგობებზეა დაფუძნებული
„არმანი ვერსაჩეს წინააღმეგ“ კი, ამის ყველაზე კარგი მაგალითია.“- ამბობს დიზაინერი.მიუხედავად
იმისა, რომ ლეგენდარული ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებიდან უკვე 15 წელი გავიდა, მისი სახელი
დღემდე მოდის სამყაროში, ერთ-ერთი, ყველაზე ავტორიტეტულია.

ლეგენდარაული ჯანი ვერსაჩე


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

7


  • elentussaa თქვა:
    4 ნოემბერი 2013 16:52 - ID: 7,
    ძალიან მესიამოვნა ეს ნიუსი <3 მადლობა ეს მჭირდებოდა

  • Britain თქვა:
    16 სექტემბერი 2013 17:51 - ID: 6,
    თაკო, აღფრთოვანებული ვარ. მართლა. ბრავო! ძალიან საინტერესო და კარგი სიახლეა love

  • _Mariami_ თქვა:
    16 სექტემბერი 2013 13:29 - ID: 5,
    კარგი სტატია იყო... louis vuitton.-ზეც დადეთ რაააა :))

  • Shakemake თქვა:
    15 სექტემბერი 2013 23:37 - ID: 4,
    არაჩვეულებრივი სტატია იყო :) ყოჩაღ love კიდევ დადეთ ასეთი ნიუსები smile

  • elga თქვა:
    15 სექტემბერი 2013 22:16 - ID: 3,
    ვაიმე თაკუშ მოდის სამყაროშიც არაჩვეულებრივ სტატიებს წერ.
    არ ვარ ვერსაჩეს ბრენდის დიდი მოყვარული დონატელამ გააციგნავა მაგრამ ჯანის დროს რა კოლექციებსაც ვუყურე ძალიან მაგარია.
    რისთვის მოკლეს ისე საინტერესოა .
    პატარაობიდანვე სურდა დიზაინერობა და ტანსაცმლის შექმნა და ამისთვის ყველაფერი გააკეთა რო თავისი ოცნება აეხდინა.
    კარგი ნიუსია ძალიან თაკუშ კიდევ ერთხელ ბრავო

  • Hellen თქვა:
    15 სექტემბერი 2013 20:17 - ID: 2,
    ძალიაან ძალიან ძააალიააან მიყვარს ჟანი
    საუკეთესო დიზაინერი

  • liii :) თქვა:
    15 სექტემბერი 2013 17:43 - ID: 1,
    ვაბოდებ ამ ბრენზეე love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top