;
16 სექტემბერი 2013      Britain     19 კომენტარი     ნანახია 4016-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"ცაზე ორი მზე ვერ გაანათებს, დედამიწაზე ორი ხანი ვერ იარსებებს" - მსოფლიოს დამპყრობი ჩინგის ხანის სიტყვები მოიშველია შტეფან ცვაიგმა და ერთი შეხედვით მარტივი დასკვნა გამოიტანა: ერთ-ერთს - ელისაბედს ან მარიამ სტიუარტს უნდა დაეთმო. ერთი ინგლისის დედოფალი იყო, მეორე - ჯერ საფრანგეთის, შემდგომ შოტლანდიისა და ამავდროულად ინგლისის ტახტის პრეტენდენტი. არც ერთმა არ დათმო . ამ ერთდროულად ფარულმა და აშკარა ბრძოლამ მრავალთა სიცოცხლე შეიწირა. სამას წელზე მეტია, დიდი გატაცებით მსჯელობენ, ვერ გადაუწყვეტიათ დამნაშავეა თუ უდანაშაულო..სინამდვილეს იმდენი ტყუილი ურევია, ფაქტებს კი გამონაგონი.. ამოუწურავი იდუმალების მომხიბლავ, კლასიკურ მაგალითად უნდა ჩაითვალოს მარიამ სტიუარტის ცხოვრების ტრაგედია. ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე ქალის ცხოვრებაზე ასეთი მდიდარი ლიტერატურა - დრამები, რომანები, ბიოგრაფიები შექმნილიყოს; არცერთი ქალის ცხოვრებას არ გამოუწვევია ასეთი კამათი . არაერთი საუკუნეა, უმშვენიერესი დედოფლის ტრაგედია, ფოტერინგეის ციხის ეშაფოტით, რომ დასრულდა აღელვებს მწერლებს, იპყრობს მეცნიერების ყურადღებას.მისი სახე დღესაც შეუნელებელ ინტერესს აღძრავს და ხორშესხმას მოელის, რადგან ბუნდოვანება სიცხადეს მოითხოვს, წყვდიადი - სინათლეს.

მარიამ სტიუარტის იდუმალებით მოცულ ცხოვრებას სულ სხვადასხვანაირად ასახავენ და ხსნიან, ისევე როგორც მრავალფეროვანია თვით ეს ისტორია. იშვიათად მოიძებნება ისტორიაში ქალი, ვისაც ასე სხვადასხვაგვარად ხატავდნენ: ხან მკვლელად გამოწყავთ, ხან წმინდად, ხან უჭკუო ინტრიგანად. საოცარია, მაგრამ მისი ცხოვრების სხვადასხვაგვარად ასახვა ჩვენამდე მოღწეული ცნობების სიმცირით კი არ არის გამოწვეული, არამედ მათი მეტიმსმეტი სიუხვით. ათასობით საბუთი, წერილი, ოქმი, აქტი, ცნობაა შემონახული. რაც უფრო ყურადღებით ვსწავლობთ წყაროებს, მით უფრო ნაღველი გვერევა და ვრწმუნდებით, რომ ყველა ისტორიული საბუთი საეჭვოა, რადგან არც დოკუმენტთა სიძველე, არც გულმოდგინედ შემოწმებული მისი არქივის სინამდვილე და ხელწერა მისი საიმედობის და ადამიანური სამართლის საწინდრად არ გამოდგებიან.

მარიამ სტიუარტის მაგალითზე ნათლად ჩანს, რა უჩვეულოდ და განსხვავებულად ხსნიან თანამედროვენი ერთსა და იმავე მოვლენას. ყოველ ბრალდებას მიტევება მოსდევს. ვინც მოინდომებს, დაამტკიცოს მარიამ სტიუარტი ქმრის მკვლელობაში მონაწილეობდაო, ხელთ უამრავი ფაქტი ექნება, ხოლო, ვინც საპირისპიროს მტკიცებას მოჰყვება, არც ამისი დადასტურება გაუჭირდება. ათასნაირ საღებავს მოძებნით მისი პორტრეტის შესაქმნელად. როცა ჩვენამდე მოღწეულ გადმოცემებში პოლიტიკური ზრახვები ან ნაციონალური პატრიოტიზმი იჭრება, სურათი მაშინვე მახინჯდება. კაცის ბუნება ასეთია, როცა ორი ადამიანი, ორი იდეა, ორი მსოფლმხედველობა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება, ვერ გაუძლებს ცდუნებას და ან ერთს მიემხრობა, ან მეორეს. ეცდება, ერთი გაამართლოს, მეორეს კი ბრალი დასდოს; ერთი დაადანაშაულოს, მეორეს პატივი მიაგოს. პროტესტანტმა ავტორებმა მთელი დანაშაული მარიამ სტიუარტს გადააბრალეს, კათოლიკეებმა კი - ელისაბედს.

ინგლისელებს მარიამ სტიუარტი კაცისმკვლელად მიაჩნდათ, შოტლანდიელებს კი საზიზღარი ცილისწამების უდანაშაულო მსხვერპლად. განსაკუთრებით დიდი დავაა ზარდახშის წერილებზე. ერთი სიტყვით, ყოველ წვრილმანში მიკერძოება იგრძნობა . იქნებ სწორედ ამიტომაა, რომ ვინც ინგლისელი ან შოტლანდიელი არ არის, არც მათი სისხლით ნათესავია მეტი უნარი შესწევს ობიექტურად ასახოს ისტორია. მაგრამ მაინც, რაც არ უნდა ავწონ-დავწონოთ, მარიამ სტიუარტის ცხოვრების გარკვეული ეპიზოდები ბნელით მოცული, ამოუცნობი დარჩება და იქნებ სამუდამოდაც . მარიამის ხასიათი ჩამოყალიბებულია, წინააღმეგობა მხოლოდ მის გარეგნობაშია. იგი მეტისმეტად ამაღელვებელ, იშვიათ ქალთა ტიპებს ეკუთვნის, რომელთა მღელვარე განცდათა უნარი თითქოს დროის მარწუხებშია მოქცეული, წუთიერად იფურჩქნებიან და თანდათანობით კი არ ჭკნებიან, არამედ, ერთიან ცეცხლში იფერფბლებიან. ოცდასამ წლამდე მისი გრძნობები მიყუჩებული იყო, მხოლოდ მომდევნო ორი წლის განმავლობაში წარმოგვიდგება დედოფალი ტრაგიკულ ქალად. იმ ვნების წყალობით, ადრე, რომ შეიწირა, სტიუარტი დღემდე ცოცხლობს ლექსებში.

მისი შინაგანი ცხოვრების ეს უჩვეულო სიმტკიცე მიგვანიშნებს მარიამ სტიუარტის ცხოვრების რიტმზე. ცხოვრებაში გარეგანი და შინაგანი დრო პირობითად ემთხვევა ერთმანეთს. სულის საზომს მხოლოდ განცდათა სისრულე წარმოადგენს. იგი თავისებურად ითვლის შინაგანად განვლილ საათებს. გრძნობებით მთვრალმა, ნიავივით თავისუფალმა, ბედისგან განებივრებულმა უმოკლეს დროში იგემა სიცოცხლის ნეტარება, რის შემდეგაც უშიშრად მიჰყვა უშინაარსო, უსასრულო წელთა სიმრავლეს, არარაობის ჩრდილებად რომ მიცურავდნენ. აი რატომაა, რომ განვლილი ცხოვრებიდან მხოლოდ მღელვარე წუთები ამახსოვრდებათ . აი, რატომ შეიძლება მხოლოდ ამ წუთებში და ამ წუთების წყალობით სინამდვილის აღწერა. მხოლოდ მაშინ იკრებს ადამიანი სულიერ ძალებს, ჭეშმარიტად ცოცხლობს საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც; მხოლოდ მაშინ წარმოგვიდება თვალდასანახად, როცა მისი სული მგზნებარედ ანთია.


არა მხოლოდ მუზებმა, ღმერთებმაც აკურთხეს მარიამ სტიუარტის აკვანი. სულიერ სრულყოფილებასთან ერთად, მას დაჰყვა უჩვეულო ხორციელი მშვენება. "მეთხუთმეტე წელიწადში, რომ გადავიდა, მისი სილამაზე დღის სინათლესავით მოგჭრიდათ თვალს", - წერს ბრანტომი. დიუ ბელე უფრო ვრცლად აქებს:
"თითქოს სარკეში იყურება თვით ზეციერი
და თქვენს სინაზეს ღვთისნიერი ხელებით კვეთავს, -
გზნება გულისა, ცეცხლი სულისა, სიუხვე ფერთა
ადამიანებს მოგვივლინა თქვენი იერით,
ასეთი იყო ღვთის სურვილი, ნება ძლიერი,
მოგვაჯადოვა თქვენი სახით მაღალმა ღმერთმა,
რაც საოცრება არსებობდა, სუყველა ერთად
თქვენში ასახა, თქვენ გასხივათ მზე ცისიერი.
ო, ხელოვნების ყველა მუზა იღვწოდა თქვენთვის,
ერთადერთობა თუ არსებობს, თქვენა ხართ ერთი,
ცისა და მიწის ჰარმონიის ერთი ქმნილება.
ანგელოსებმა მიტომ მიძღვნეს მე მგოსნის ჩანგი,
თქვენ გადიდებდეთ, გაღმერთებდეთ დიდების ჰანგით,
თქვენ, ყველა სიბრძნის და ბუნების სრულყოფილებას.




კატეგორია: საინტერესოა
Tags:

19


  • dianthe თქვა:
    30 მაი 2014 16:16 - ID: 19,
    მე წავიკითხე და მომეწონა,კარგია. Reign-ის ყურებაც დავიწყე პირველი სერიის გამოსვლისთანავე. მომწონს,ნორმალურია. კარგი სტატიაა.

  • FuCk Off. თქვა:
    22 სექტემბერი 2013 15:48 - ID: 18,
    წიგნი ჯობია, არ მიყვარს ფილმი შენს წარმოდგენაში შექმნილ პერსონაჟს რომ გიმახინჯებს !!!

  • Thamo თქვა:
    18 სექტემბერი 2013 17:17 - ID: 17,
    წიგნიც წაიკითხეთ ცვაიგიის , ძაან მაგარია )))

  • FAME თქვა:
    17 სექტემბერი 2013 23:48 - ID: 16,
    ამაზე სიახლე მედო უკვე!!!!!!!!

  • ana-anuci თქვა:
    17 სექტემბერი 2013 20:47 - ID: 15,
    dzaan magariaaa yochaggggg magariaaaaaaaaaaa :LOVE:

  • tamo_ თქვა:
    17 სექტემბერი 2013 14:35 - ID: 14,
    შენ მგონი მხოლოდ ფილმი გაქ ნანახი დედაოფალ ელიზაბედზე რომ არის და მათ გარეგნობას იქიდან გამომდინარე აფასებ :) ქეით ბლანშეტი მართლა მაგარია მაგ ფილმში
    ციტატა: tatagutsy
    არმომწონს ესქალი. )) გარეგნობითაც არ იყო არაფერი და არც შინაგანად... უგულო იყო,უგულოს კიდე არ შეუძლია მართვა. ამდენი ადამიანის სიცოცხლე რომ შეიწირა არ ქენჯნიდა სინდისი?! ვითომ თავგამოდებული კათოლიკე იყო,რომელიც ვითომ ღმერთს ემსახურებოდა. )) ელიზაბედი იყო ქალი თუ იყო,გარეგნობითაც და შინაგანადაცუკეთესი. feel

  • BarcaFan თქვა:
    17 სექტემბერი 2013 02:07 - ID: 13,
    ბრავო ავტორ, ნადვილად კარგა ხანია ამ საიტზე ესე არ მისიამოვია (შეიძლება იშვიათად რომ შემოვდივარ იმიტომ).. ძალიან მიყვარს, უფრო სწორად მაინტერესებს ეს პიროვნება და ყოველთვის ვცდილობ რასაც ვნახავ მასზე წავიკითხო .. მადლობა კიდევ ერთხელ (კიდე ერთხელ რა პირელად :D )

  • loseyourself თქვა:
    17 სექტემბერი 2013 00:37 - ID: 12,
    demetria
    ნაწილობრივ მიეზღო, ის დიდებული სახელმწიფო რომელიც შექმნა, ოქროს ხანას ვგულისხმობ მარის, მისი მტრის შვილს გადაულოცა, მისი დინასტია დაასრულია , და შოტლანდიელი სტუარტები გაამეფა.. მაგრამ მე ლიზი მიყვარს.. love
    climb for life
    მე ზედმეტადაც ვაკრიტიკებ მარის, მას მისი სიმართლე ჰქონდა და რელიგია რომ არ შეცვლილიყო ინგლისში, კათოლიკური ეკლესიის მიხედვით ელიზაბედი უკანონოდ შობილი იყო, მაგრამ მარიში რაც არ მომწონდა, მისი ინტრიგები, სასოწარკვეთილი ქალის ინტრიგები იყო, რომელიც თავიდანვე დასაღუპად იყო განწირული.. ამ უჭკუობით ჩემ თვალში დამცირდა მისი. დედოფლის ღირსება, კი ბოლომდე ცდილობდა ომს, მაგრამ ჯობდა დიპლომატიურად დაესრულებია ყველაფერი... რისი შესაძლებლობაც არაერთხელ ჰქონდა feel

  • climb for life თქვა:
    16 სექტემბერი 2013 23:03 - ID: 11,
    ეს ქალი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებითაც მიყვარს... რარაცნაირი ქალია აი დიდებული იმდენად დიდებული რომ ჩემთვის ელიზაბედსაც ჩრდილავს :) თუმცა ბევრი შეცდომა აქვს ჩადენილი.

    ციტატა: loseyourself
    ძალიან კარგი სტატიააა love მიყვარს ცვაიგი.. რაც შეეხება მარის, ჩემი აზრით უჭკუო ინტრიგანი იყო, ფაქტებს ვეღარ ხედავდა და ამბიციებით დაბრმავებულიყო, რადგან საფრანგეთის გვირგვინი აღარ ჰქონდა მხოლოდ შოტლანდიას არ დაჯერდა, მისთვის მისი სამშობლო ზედმეტად უბრალო იყო... მაგრამ ელიზაბედიც შეცდა, მონარქის სიკვდილით დასჯა იმ დროში უდიდესი შეცდომა იყო... feel

    ყველანაირად გეთანხმები, იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ შოტლანდია სულ ცალ ფეხზე ეკიდა.. მაგარამ აი რა ვიცი ბოლოს ისე დაასრულა სიცოცხლე რომ ჩემში დადებითი ემოციები აღძრა :)

  • NiNi_N თქვა:
    16 სექტემბერი 2013 22:59 - ID: 10,
    დიდი ხნის წინ წავიკითხე...შთაბეჭდილებების ქვეშ ნამდვილად არ ვყოფილვარ! მივიღე ის როგორც ისტორიული ჟანრის რომანი, რომელიც მე ასე ძლიერ მიყვარს! თუმცა ეს ის წიგნია, რომლის მთავარი პერსონაჟი (მარიამი) სასტიკად არ მხიბლავს! როგორც მონარქი ზედმეტად სულელი, თავდაჯერებული, ამაყი, მგრძნობიარე და ზოგჯერ მიამიტიც იყო! ელიზაბედსაც ახასიათებდა ამ თვისებებიდან გარკვეული ნაწილი, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ელისაბედი ამას საჯაროდ არ ამჟღავნებდა, ძლიერი პიროვნება იყო და შეეძლო გრძნობების ოსტატურად გაყალბება! მას ზუსტად ის თვისებები ჰქონდა, რაც უნდა ჰქონოდა მეთექვსმეტე საუკუნის უდიდეს ქალ მონარქს და 'მოიგო' კიდეც...მოკლედ რომ ვთქვა, ელისაბედის დიდი თაყვანისმცემელი ვარ :))) სტატია კი ძალიან მაგარია love

  • miracLe თქვა:
    16 სექტემბერი 2013 22:27 - ID: 9,
    ამ ზაფხულს წავიკითხე და ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არ არის ლიტერატურული შედევრი ან რამე ღრმადფილოსოფიური, მხატვრული აღმოჩენა. მიუხედავად ამისა სადად, ლაკონურად და ძალიან კარგად არის აღწერილი ამ ქალის მართლაც რომ საინტერესო ცხოვრება. ზოგადად ვგიჟდები ცვაიგზე, მისი წერის მანერა მომწონს) ... მარიამ სტიუარტი კი ზუსტად ჩემი სტილის ნაწარმოებია. ბიოგრაფიული , რომელიც წარმოაჩენს ქალის ყველა მხარეს, სულიერს, ხორციელს, დიდებას და დაცემას. მოკლედ არაჩვეულებრივია და გირჩევთ ყველას, წაიკითხოთ. სიახლის ავტორს დიდი მადლობა :)

  • demetria თქვა:
    16 სექტემბერი 2013 22:15 - ID: 8,
    მიყვარს ეს წიგნი აკრიტიკებენ ცვაიოგს ამისთვის თიქოს მშრალი ან რამე მაგდაგვარი ნაწარმოები სინამდვილეში ძალიან კარგია ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია და თვითონ მარიამ სტიუარდიც იმისმიუხედავად რომ როცა საქმე სიყვარულს ეხებოდ აძალიან ქარაფშუუტა იყოო მაში მაინც ცოცხლობდა, ქალი და უბარლოდ დედოფალი რომელსაც მისი ტიტული არასდროს ავიწყდებოდაა love

    ციტატა: loseyourself
    ძალიან კარგი სტატიააა love მიყვარს ცვაიგი.. რაც შეეხება მარის, ჩემი აზრით უჭკუო ინტრიგანი იყო, ფაქტებს ვეღარ ხედავდა და ამბიციებით დაბრმავებულიყო, რადგან საფრანგეთის გვირგვინი აღარ ჰქონდა მხოლოდ შოტლანდიას არ დაჯერდა, მისთვის მისი სამშობლო ზედმეტად უბრალო იყო... მაგრამ ელიზაბედიც შეცდა, მონარქის სიკვდილით დასჯა იმ დროში უდიდესი შეცდომა იყო... feel

    თუმცა ელიზაბედს ამისთვს არ მიეზღოო

  • psiqologia თქვა:
    16 სექტემბერი 2013 21:28 - ID: 7,
    კარგი ნიუსია!
    ცვაიგს არაჩვეულებრივად აქვს ყველაფერი აღწერილი, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ

  • tatagutsy თქვა:
    16 სექტემბერი 2013 21:26 - ID: 6,
    არმომწონს ესქალი. )) გარეგნობითაც არ იყო არაფერი და არც შინაგანად... უგულო იყო,უგულოს კიდე არ შეუძლია მართვა. ამდენი ადამიანის სიცოცხლე რომ შეიწირა არ ქენჯნიდა სინდისი?! ვითომ თავგამოდებული კათოლიკე იყო,რომელიც ვითომ ღმერთს ემსახურებოდა. )) ელიზაბედი იყო ქალი თუ იყო,გარეგნობითაც და შინაგანადაცუკეთესი. feel

  • L I L E თქვა:
    16 სექტემბერი 2013 20:14 - ID: 5,
    საინტერესო სტატიაა feel ასეთს სტატიას ელისაბედზეც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი, კარგო იქნება თუ კიდევ დადებ რამე მსგავსს winked

  • mokingbird თქვა:
    16 სექტემბერი 2013 19:41 - ID: 4,
    სტატია კარგი იყო,საინტერესო უდავოდ.მაგრამ პირდაპირ ცვაიგის წიგნიდანაა ამოღებული

  • NataNatata თქვა:
    16 სექტემბერი 2013 19:34 - ID: 3,
    კარგი იქნებოდა ცოტა შენი სიტყვებითაც დაგეწერა, სიტყვა-სიტყვითაა გადმოკოპირებული წიგნის შესავალიდან smile კარგი გოგო ხარ წიგნებს რომ კითხულობ smile

  • loseyourself თქვა:
    16 სექტემბერი 2013 19:24 - ID: 2,
    ძალიან კარგი სტატიააა love მიყვარს ცვაიგი.. რაც შეეხება მარის, ჩემი აზრით უჭკუო ინტრიგანი იყო, ფაქტებს ვეღარ ხედავდა და ამბიციებით დაბრმავებულიყო, რადგან საფრანგეთის გვირგვინი აღარ ჰქონდა მხოლოდ შოტლანდიას არ დაჯერდა, მისთვის მისი სამშობლო ზედმეტად უბრალო იყო... მაგრამ ელიზაბედიც შეცდა, მონარქის სიკვდილით დასჯა იმ დროში უდიდესი შეცდომა იყო... feel

  • MARAUDER თქვა:
    16 სექტემბერი 2013 19:11 - ID: 1,
    კარგი სტატიაა love დიდი ინტერესით წავიკითხე... ყოჩაღ ავტორ! smile
    კარგი იქნება, თუ ასეთი ტიპის სტატიებს კიდევ შემოგვთავაზებ <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top