;
7 ოქტომბერი 2013      miss elizabeth bennet     19 კომენტარი     ნანახია 4358-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Pride and Prejudice

Pride and Prejudice

გამორჩეული ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების, "სიამაყე და მცდარი აზრის" გახსენებისას ალბათ ყველას თვალწინ უდგება 19-ე საუკუნის ადრეული წლების, ე.წ. "ვიქტორიანული ეპოქის ინგლისი," დრო, როდესაც ბრიტანულ ოჯახთა მთავარ საზრუნავს ქალიშვილების სარფიანად დაოჯახება წარმოადგენდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში იგრძნობა საოცარი ხიბლი და რომანტიკა. მოვიყვანოთ მაგალითად თუნდაც ზემოთხსენებული რომანის მთავარი გმირების, მისტერ დარსისა და ელიზაბეტ ბენეტის ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია. დარსის თავდაპირველი გულგრილობა და სიამაყე, ელიზაბეტის მცდარი აზრი მის შესახებ, დარსის მოულოდნელი გრძნობები და მის მიერ ჩადენილი წარმოუდგენელი საქმეები სიყვარულის სახელით, დღესაც, 200 წლის შემდეგ, აღფრთოვანებას იწვევს მკითხველში.
Pride and Prejudice

ელიზაბეტ ბენეტი, მიუხედავად იმისა, რომ პროვინციული საზოგადოების ნაწილი იყო და არ მიეკუთვნებოდა არისტოკრატთა იმ მაღალ ფენას, რომელშიც მისტერ დარსი ტრიალებდა, თავისდა უნებურად, შეძლო მოეხიბლა მამაკაცი საკუთარი გონებამახვილობით, იუმორის გრძნობით, თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს ღირსეული მანერებით და ჭკვიანი თვალებით. მისტერ დარსი კი საყვარელი ქალის ბედნიერებისთვის საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ წავიდა და თავის სიამაყეს გადააბიჯა...

თუმცა, ნაწარმოები არ აღწერს მხოლოდ ასეთ დიდებულ ადამიანებს. ჯეინ ოსტინმა დაუფარავად გააქილიკა გადაჭარბებულად, გაცვეთილად ზრდილობიანი მანერების მქონე, არაფრისმომცემი, ზედმეტად ჩახლართული და გრძელი ფრაზებით მოსაუბრე პერსონაჟები, რომელთაც თავი ჭკვიანად მიაჩნდათ. სიბრალულით გვიჩვენა უსიყვარულოდ დაოჯახებული გმირები, არასასურველ მამაკაცზე, მშვიდი ცხოვრებისა და კომფორტული სახლის სანაცვლოდ... რომანში გვხვდება ქარაფშუტა გოგონებიც, რომელთა მთავარ საწადელს და ერთადერთ მიზანს მამაკაცებზე ნადირობა წარმოადგენს და რომელთაც თავიანთი თავცარიელობითა და უჭკუობით ცხოვრება დაინგრიეს.


Pride and Prejudice
გარდა იმისა, რომ ნაწარმოების შინაარსი საინტერესო და მიმზიდველია, ამას ემატება რომანის ძველი, ულამაზესი ინგლისური დამწერლობის სტილი, რომელიც მიუხედავად ცოტაოდენი სირთულისა, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მკითხველს.
არსებობს წიგნის რამდენიმე ეკრანიზაცია. მათგან აღსანიშნავია 1995 წელს გადაღებული B.B.C-ის მინი-სერიალი, რომლის მთავარი როლის შემსრულებელია კოლინ ფერტი. სერიალი სასიამოვნო საყურებელია, მასში თვალნათლივ ჩანს ვიქტორიანული ხანის ბრიტანეთის პროვინციული ცხოვრება-მეჯლისები, წვეულებები, პერსონაჟების ჩაცმულობა, ვარცხნილობა და სხვა... ფილმში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ინგლისის თვალწარმტაცი ბუნების თავისებურებანი, გიჩნდება სურვილი 2 საუკუნით უკან დაბრუნდე და მისტერ დარსის მსგავს მამაკაცთან ერთად ქალაქგარეთ ისეირნო...

არსებობს ახალი, 2005 წელს გადაღებული ვერსია, სადაც ელიზაბეტ ბენეტის როლს ულამაზესი კირა ნაითლი, ხოლო მისტერ დარსის-უნიჭიერესი მეთიუ მაკფაიდენი ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ B.B.C.-ის ეკრანიზაციასთან შედარებით, მცირე მოცულობის გამო, ფილმში ზოგიერთი დეტალი არ ჩანს, მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩება გასაოცრად ლამაზად დადგმული სცენებით, შესანიშნავი საუნდტრეკებით, მშვენიერი ბუნებითა და ნაგებობებით და, რასაკვირველია, კირა ნაითლის შესანიშნავი სამსახიობო მონაცემებით, რის შედეგადაც ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ოსკარზე იქნა ნომინირებული.

Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice

Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice
Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice
Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice

Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice Pride and Prejudice

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

19


  • miss elizabeth bennet თქვა:
    11 იანვარი 2014 21:14 - ID: 19,
    ციტატა: Amber Rose
    wigni qartulad natargmni ar aris?? :///

    კი, არის winked

  • Amber Rose თქვა:
    1 იანვარი 2014 22:04 - ID: 18,
    wigni qartulad natargmni ar aris?? :///

  • Blanche M თქვა:
    10 ოქტომბერი 2013 17:17 - ID: 17,
    ჰო... ამ დრო თუ არ ვცდები ინგლისურად Regency England-ს ეძახიან ქართულად არ ვიცი როგორაა... winked
    ციტატა: miss elizabeth bennet
    ციტატა: Blanche M
    სიამაყე და მცდარი აზრის მოქმედება არ ხდება ვიქტორიანულ დროში,ვიქტორინულ დროდ ითვლება 1937-1901 წლები,ჯეინ ოსთინი არ არის ვიქტორინელი მწერალი იგი 1917 წელს გარდაიცვალა,წიგნში აღწერილი მოვლენები კი თუ არ ვცდები 1913 წელს ვითარდება.(ყველას ჰგონია,რომ წიგნში და ფილმშიც ასახული მოვლენები ვიქტორიანულ ინგლისშია)რომანი კი ძალიან მიყვარს love და ჯეინიც.პოსტიც საყვარელია winked ჩემი ყველაზე საყვარელი ეკრანიზაცია კი 1995 წლის მინი სერიალია,კირა ნაიტლის მონაწილეობითაც მომწონს.

    ჰმმმ... მართალი ხარ, შეცდომა მომივიდა, ახლახანს გადავამოწმე და რომანი, თუ არ ვცდები, ჯორჯ მეოთხის მეფობის დროსაა დაწერილი... რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ "სიამაყე და მცდარი აზრი" ვიქტორიანული ეპოქის ლიტერატურას ეკუთვნოდა belay

  • elga თქვა:
    10 ოქტომბერი 2013 13:48 - ID: 16,
    რა კარგი ნიუსია შთამბეჭდავი როგორც ფილმი. წიგნი ჯერ არ მაქვს წაკითხული.
    სანსი არაა ეს ფილმი გადიოდეს ტელევიზორში და მე არ ვუყურო უამრავჯერ მაქვს ნანახი. მისტერ დარსი და ლიზა ბენეტის ბოლო კადრზე ვგიჟდები ერთმანეთს სიყვარულით აღსავსე თვალებით რო უყურებენ აი ტანში ჟრუანტელი მივლის ხოლმე.
    ნამდვილად ულამაზესი ფილმია love

  • miss elizabeth bennet თქვა:
    10 ოქტომბერი 2013 01:51 - ID: 15,
    ციტატა: Blanche M
    სიამაყე და მცდარი აზრის მოქმედება არ ხდება ვიქტორიანულ დროში,ვიქტორინულ დროდ ითვლება 1937-1901 წლები,ჯეინ ოსთინი არ არის ვიქტორინელი მწერალი იგი 1917 წელს გარდაიცვალა,წიგნში აღწერილი მოვლენები კი თუ არ ვცდები 1913 წელს ვითარდება.(ყველას ჰგონია,რომ წიგნში და ფილმშიც ასახული მოვლენები ვიქტორიანულ ინგლისშია)რომანი კი ძალიან მიყვარს love და ჯეინიც.პოსტიც საყვარელია winked ჩემი ყველაზე საყვარელი ეკრანიზაცია კი 1995 წლის მინი სერიალია,კირა ნაიტლის მონაწილეობითაც მომწონს.

    ჰმმმ... მართალი ხარ, შეცდომა მომივიდა, ახლახანს გადავამოწმე და რომანი, თუ არ ვცდები, ჯორჯ მეოთხის მეფობის დროსაა დაწერილი... რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ "სიამაყე და მცდარი აზრი" ვიქტორიანული ეპოქის ლიტერატურას ეკუთვნოდა belay

  • Blanche M თქვა:
    9 ოქტომბერი 2013 19:07 - ID: 14,
    სიამაყე და მცდარი აზრის მოქმედება არ ხდება ვიქტორიანულ დროში,ვიქტორინულ დროდ ითვლება 1937-1901 წლები,ჯეინ ოსთინი არ არის ვიქტორინელი მწერალი იგი 1917 წელს გარდაიცვალა,წიგნში აღწერილი მოვლენები კი თუ არ ვცდები 1913 წელს ვითარდება.(ყველას ჰგონია,რომ წიგნში და ფილმშიც ასახული მოვლენები ვიქტორიანულ ინგლისშია)რომანი კი ძალიან მიყვარს love და ჯეინიც.პოსტიც საყვარელია winked ჩემი ყველაზე საყვარელი ეკრანიზაცია კი 1995 წლის მინი სერიალია,კირა ნაიტლის მონაწილეობითაც მომწონს.

  • Ggvantsa თქვა:
    9 ოქტომბერი 2013 17:45 - ID: 13,
    მთლიანად გათავისებული მაქვს ეს ნაწარმოები,ძალიან მიყვარს love დიპლომიც კი ამაზე დავიცავი feel წიგნი სულ ახლახანს 2011-ში ითარგმნა,22ლარი ღირს, თითქმის ყველაა წიგნის მაღაზიაში აქვთ. თარგმანი ასე თუ ისე კარგია, ნამდვილად გაგასეირნებთ შორეულ ინგლისში smile

  • momento mori თქვა:
    9 ოქტომბერი 2013 16:17 - ID: 12,
    ჩემი საყვარელი წიგნი და ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმი

  • miss elizabeth bennet თქვა:
    9 ოქტომბერი 2013 09:34 - ID: 11,
    Pride and Prejudice ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია, ფილმსაც ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ, მიხარია რომ თქვენც მოგწონთ love


    ციტატა: B2UTY
    ნაწილობრივ გეთანხმები, ფილმში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი შინაარსია და არა გაფორმება, კოსტიუმები, საუნდტრეკები და ა.შ. რომანის ახალ ეკრანიზაციაში, სცენარზე მეტი ყურადღება ვიზუალურ მხარეს ენიჭება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ჩემი საყვარელი ფილმების სიაში შედის...თუმცა, განსხვავებული აზრი მაქვს კირა ნაითლის მონაცემების შესახებ, სწორედ მისი პროფესიონალიზმის გამო მიყვარს ეს და კიდევ ბევრი სხვა ფილმი... განსაკუთრებით მომწონს "ჰერცოგინიაში", საოცარი მიმიკები აქვს და შეუძლია პერსონაჟის განცდები მაყურებლამდე მიიტანოს winked


    ციტატა: loseyourself
    სხვათა შორის, პირველად მეც ფილმი ვნახე და წიგნი მერე წავიკითხე. ბანალურად ჟღერს, მაგრამ წიგნი სხვაა, კინოში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია გამოტოვებული. თუ ორიგინალი გაქვს, აუცილებლად წაიკითხე, მეც ინგლისურად მაქვს წაკითხული, მიუხედავად იმისა, რომ რთულია ძალიან ლამაზი ენითაა დაწერილი და არქაიზმებითაა დატვირთული, დიდ ლექსიკურ მარაგს შეგძენს.

    ციტატა: beonce
    მეც ზუსტად შენსავით ვიქტორიანულ ინგლისს ვაღმერთებ, მუდამ ვოცნებობ ამ ეპოქაში მეცხოვრა love წიგნი ინგლისურად და რუსულად იყიდება ბიბლუსში, მაგრამ ქართულად თუ არის არ ვიცი smile

  • im888 თქვა:
    8 ოქტომბერი 2013 17:34 - ID: 10,
    ამ ფილმს ყოველთვის სიამოვნებით უყურებ, ვგიჟდები! მადლობა ავტორს !!

  • tamo თქვა:
    8 ოქტომბერი 2013 16:10 - ID: 9,
    vgijdebiii <33

    matthewstan shedarebit ukve chems tvalshi bradic araferiiaa..unichieresii kacia imena vgijdebi <333

  • niniko♥ თქვა:
    8 ოქტომბერი 2013 13:26 - ID: 8,
    ვგიჟდები ამ გოგოზე love უნიჭიერესი მსახიობიააააა....

  • loseyourself თქვა:
    8 ოქტომბერი 2013 13:26 - ID: 7,
    ძალიან კარგი ფილმია, მიყვარს ძალიან, მართალია ჩემ საყვარელ ფილმების ათEულში ვერ შედის მაგრამ სასიამოვნო საყურებელი ნამდვილადაა, წიგნი სახლში მაქვს ინგლისურად ოღონდ და მეზარება წაკითXვა, ინტერესი დავკარგე რაც ფილმი ვნახე, მაინც წავიკითხავ მაგრამ არა მგონია წაუკითხაობით რამე დავკარგო :D ნიუსი არის ძალიან კარგი და სასიამოვნო love

  • Livia თქვა:
    8 ოქტომბერი 2013 05:12 - ID: 6,
    ამ წამს დავამთავრე მე6 თავის კითხვა, დღეს დავიწყეთ სკოლაში და რო დავინახე აქ ეს newsი გამეხარდა მომწონს ჯერ ჯერობით ძალიან love

  • beonce თქვა:
    8 ოქტომბერი 2013 00:20 - ID: 5,
    სამწუხაროდ წიგნი ჯერ ვერ ვიშოვე,რომ წავიკითხო.არადა ძალიან მაინტერესებს და წინასწარ ვიცი,რომ მომეწონება,რადგან მე–19 საუკუნის ინგლისი ძალიან მომწონს სწორედ მისი ხიბლისა და რომანტიულობის გამო.ჩემი სტილის წიგნია.რაც შეიძლება მალე უნდა წავიკითხო... feel
    ყველაზე მეტად ორი ფილმი მიყვარს:
    1) forrest gump
    2) pride and prejudice (2005)

    კირა ნაითლი შესანიშნავია ამ კინოში და ამიტომაც დაიმსახურა ოსკარის ნომინაცია.მსახიობთა ქასთიც ძალიან კარგადაა შერჩეული,ადგილებიც,მუსიკაც.რომ ვუყურე,დიდი ხანი ვიყავი შთაბეჭდილებების ქვეშ.მოკლედ ვგიჟდები ამ კინოზე! love love love
    ნიუსი ძალიან კარგი და საყვარელია feel

  • B2UTY თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 23:55 - ID: 4,
    წიგნი სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული. ჩემი სტილი არაა. ფილმი კი ნანახი მაქვს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მხატვრული ღირებულება ნაკლებია მასში. რაღაც "ლაითი" საყურებელია, უფრო "გოგოშკურია" და მიუხედავად იმისა რომ 18ის ვხდები მალე, უკვე დიდი ხანია გამოვედი ამ სტილის ფილმებიდან... ნუ პრინციპში 13 წლისამ ვნახე პირველად ბერტოლუჩის "მთვარე" და მას მერე გადაფასება დაიწყო ჩემმა კინემატოგრაფიულმა გონებამ, ამიტომ სერიოზულად ვეღAრ აღვიქვამ მსგავს ფილმებს.

    მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩება გასაოცრად ლამაზად დადგმული სცენებით, შესანიშნავი საუნდტრეკებით, მშვენიერი ბუნებითა და ნაგებობებით

    მდააა.... გასაგებია რომ ვიზუალური მხარე საკმაოდ მნიშვნელოვანია ფილმისთვის, მაგრამ რავიცი, წესითა და კანონით, მაყურებელი ღირებული ფილმის ნახვის შემდეგ აღფრთოვანებული უნდა დარჩეს არა კინონამუშევარში ნაჩვენები ხეებით და სახლებით, არამედ ორიგინალური სცენარით, მართლა ძლიერი თამაშით (რასაც კირა ნაითლს ვერ ვატყობ რატომღაც. საშუალო მსახიობია და რატო აღმერთებთ არ მესმის..?!) (ეს მართლა რაღაც სააკაშვილივით გამომივიდა : D), ოპერატორის მუშაობით (რაც ხშირად ავიწყდებათ და უმნიშვნელოვანესია თუ ვის ხელშია კამერა, როგორი ხედვა აქვს მას,, ფილმზე დიდ გავლენას ახდენს),დამაფიქრებელი დიალოგებით და ა.შ. საუნდტრეკებზე გეთანხმები ისე: P

  • NiNi_N თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 23:15 - ID: 3,
    ძალიან მიყვარს ფილმიც, წიგნიც, მწერალიც, კირაც და მეთიუც :D love და ძალიან მაგარი ნიუსია

  • ani_1008 თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 23:11 - ID: 2,
    vgiჯdebi wignzec da filmzec <3

  • keetaa თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 22:49 - ID: 1,
    ულამაზესი ნიუსია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top