;
10 ოქტომბერი 2013      Johnny depp     15 კომენტარი     ნანახია 6086-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

✤Des phrases intéressantes ✤


სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.

სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს.

ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს.

ჩვენ არასდროს ვტყუვდებით- ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს.


✤Des phrases intéressantes ✤

ჭკუა ის არის, მოქმედებდე სიტყვის თანახმად

წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა.

არაფერი დამთავრებულა მისთვის, ვინც ცოცხალია.

მთელი ცოდნა იწყება ეჭვით და მთავრდება რწმენით

ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.

ის, ვინც ადამიანებს იმედს აძლევს, როგორც უნდა, ისე მართავს მათ.

✤Des phrases intéressantes ✤

გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.

მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.

ჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო და ყველა ამაში დარწმუნდეს.

შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.

კარგი გრძნობაა,გრცხვენოდეს ადამიანების,მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს.

✤Des phrases intéressantes ✤

ვერც ერთი ბოროტი ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება

დამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია.

ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს,როგორც ცარიელი თავი.

დავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.

რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი.

ყველა წამალზე უმჯობესია დასვენება და თავშეკავება

არაფერია იმაზე ძნელი თავიდან აღზარდო ცუდად აღზრდილi

✤Des phrases intéressantes ✤

ყველა აზრი, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება, ყოველთვის უბრალოა.

ცუდია ის აღმზრდელი, რომელსაც თავისი ბავშვობა არ ახსოვს.

სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის ვინ არის სულელი.

ჭირში ჩავარდნილი კაცი სხვის უბედუერბას ვერ გაიზიარებს

სულელი მუდამ მოძებნის უფრო მეტ სულელს რომელსაც გააკვირვებს.

უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს.

✤Des phrases intéressantes ✤

ჭკვიანია იგი,ვინც კაი დროზე მოვა, უფრო ჭკვიანია,ვ ინც თავის დროზე წავა.

მოვალეობა ის არის, რასაც სხვათაგან მოითხოვენ და არა ის, რასაც თვითონ აკეთებენ….

ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, თუ რა ადგილი უჭირავს მას სინამდვილეში.

შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.

გოლიათებში ქონდრისკაცობას ესწრაფე. ქონდრისკაცებში-გოლიათობას, მაგრამ თანასწორებთან თანასწორი იყავი.

✤Des phrases intéressantes ✤

ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.

ვინც ყიდულობს იმას,რაც არ სჭირდება, მალე გაყიდის იმას, რაც სჭირდება.

ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსამოვნოდ იქცევა, თუ ზომას გადასცილდება.

მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი

კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.

ქალი მამაკაცზე უკეთ უგებს ბავშვებს, მაგრამ მამაკაცი ქალზე უფრო ბავშვია

-არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი.

✤Des phrases intéressantes ✤

ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი.

სასაცილოდ აგდება სხვისი-ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს.

არავითარი მრისხანება არ შეედრება სიძულვილში გადასულ მიყვარულს.

რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.

გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.

არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.

ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს

✤Des phrases intéressantes ✤

თუ გინდა ყველაფერი დაიქვემდებარო. თვით შენ უნდა დაექვემდებარო გონებას

ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი არ უსწავლია.

ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.

ზედმიწევნით ეშმაკი ადამიანები ხშირად ცდებიან, რადგან სხვები მიაჩნიათ უფრო ჭკვიანებად, ვიდრე სინამდვილეში არიან.

✤Des phrases intéressantes ✤

ისე არაფერი უბიძგებს ადამიანს ფულის მოპარვისკენ, როგორც საშინელი სიღატაკე ან დიდი სიმდიდრე.

სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.

ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს.

კლასიკა- ეს არის ის, რაც ყველას უნდა, რომ წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავის უნდა წაკითხვა.

არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.

✤Des phrases intéressantes ✤

ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს,
შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.

ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას.


რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?!

მტკიცება იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერია ისეთივე აბსურდია, როგორიც ის, რომ მთვრალი კაცი ფხიზელზე მეტად ბედნიერად გრძნობს თავს.

✤Des phrases intéressantes ✤

არსებობს უხეში ეჭვიანობა, როცა არ ენდობი იმას, ვინც გიყვარს; არის დახვეწილი ეჭვიანობა – როცა საკუთარ თავს არ ენდობი.

ახალგაზრდობის თვალსაზრისით, ცხოვრება უსასრულოდ გრძელი მომავალია, სიბერის თვალსაზრისით კი – ძალიან მოკლე წარსული.

ეშმაკობა ეგოისტების ტალანტია. მან შეიძლება, ბრიყვები მოატყუოს, რომლებსაც ცბიერება ჭკუა ჰგონიათ, სერიოზულობა-კეთილგონიერება,
ურცხვობა-ტალანტი, სიამაყე კი – ღირსება.

თითოეულმა მოქალაქემ თავისი შესაძლებლობების მიხედვით საკუთარი მისწრაფება იქითკენ უნდა მიმართოს, რომ გარკვეული ძალაუფლება ჰქონდეს საკუთარ სახელმწიფოზე.

შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გარიყვება სამუდამოდ.

✤Des phrases intéressantes ✤

ქალი ჩხუბობს მხოლოდ მასთან, ვისთან შერიგების იმედიც აქვს, სხვა დანარჩენი უბრალოდ არ აინტრესებს


როგორ ლამაზადაც არ უნდა ილაპარაკოს ადამიანმა,თუ ის ბევრს ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის.

ქალი იყო და იქნება კაცობრიობის ყველაზე დიდი ფუფუნება" - ნიცშე, ,სიყვარული ადამიანში ყველა კეთილ თვისებას აღმოაჩენს.

ადამიანების უმრავლესობა მცენარეების არ იყოს ბევრი ფარული უნარი აქვს, რომლებსაც მხოლოდ შემთხვევითობა ამჟღავნებინებს

ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში

✤Des phrases intéressantes ✤

გახსოვდეს, არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია,რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება.

სულელია ის, ვინც ბრიყვებს ვერ ცნობს ან მიხვდება და მაინც არ მიდის მათგან. ისინი საშიშები არიან ზედაპირული ურთიერთობის დროს და დამღუპველები – სანდო სიახლოვისას

არ არსებობს არც ერთი სისულელე, რომლის გამოსწორება არ შეიძლებოდეს ჭკუისა და შემთხვევის დახმარებით და არც ისეთი სიბრძნე არსებობს, რომლის გაფუჭება არ შეიძლებოდეს სისულელისა და შემთხვევის საშუალებით.

მამაკაცი ღალატობს ქალს მაშინ, როცა უნდა, მეტი სიამოვნება მიიღოს. ხოლო ქალი ღალატობს მამაკაცს, როდესაც ვერანაირ სიამოვნებას ვერ იღებს

✤Des phrases intéressantes ✤

სიყვარული– მოჯადოებული ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვდე და მოსწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.

ბანკირი ის ადამიანია, რომელიც სიამოვნებით გათხოვებს ქოლგას, როცა ცა მოწმენდილია და წაგართმევს იმავე ქოლგას, როცა წვიმს.

იმის თქმა, რომ ერთი ადამიანი სიკვდილამდე გეყვარება იგივეა, რომ თქვა რომ ერთი სანთელი მანამ არ ჩაქრება, სანამ ცოცხალი ხარ.

ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს მაშინ, როცა თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ.


✤Des phrases intéressantes ✤

თუ ვინმემ ერთხელ მოგატყუათ, ის დამნაშავეა თქვენს წინაშე, მაგრამ იგივე პიროვნებამ, მეორედაც თუ მოგატყუათ, მაშინ თქვენ ბრძანდებით ბრიყვი.

ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.

ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.


✤Des phrases intéressantes ✤

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

15


  • elentussaa თქვა:
    4 ნოემბერი 2013 16:36 - ID: 15,
    მომეწონა !)

  • mariami222 თქვა:
    12 ოქტომბერი 2013 21:19 - ID: 14,
    ძალიან მაგარიაა <3 ყოჩაღ კიდევ მინდა <3

  • SaLuKaAa თქვა:
    12 ოქტომბერი 2013 18:24 - ID: 13,
    ჩემი ფავორიტი ხარ.

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 23:47 - ID: 11,
    ძალიან მაგარი ნიუსია love

  • Bao თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 22:18 - ID: 10,
    ძალიან, ძალიან მაგარია! request

  • tatagutsy თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 20:57 - ID: 9,
    საოცარი ნიუსია! love

  • Britain თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 18:20 - ID: 8,
    შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად. !!!


    თაკო ძაააან მაგარი ხარ. მიყვარხარ და მომენატრეეეეეეეე love

  • demetria თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 16:18 - ID: 7,
    love love

  • Dudu თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 14:23 - ID: 6,
    ძალიან ვისიამოვნე love მადლობა ავტორს.

  • Countess A. თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 13:57 - ID: 5,
    სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.<-- დოსტოევსკის ამ გენიალურ ფრაზად ღირდა მთელი ნიუსი, თანაც პირველი რომ ეწერა, პირდაპირ აქ შემოვედი..
    ძალიან კარგი ნიუსია, უძლიერესი ფრაზებითა და მშვენიერი, კარგად შერჩეული სურატებით.. ყოჩაღ..!!

  • beonce თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 02:28 - ID: 4,
    ძალიან კარგი ნიუსია love

  • gossip girl თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 00:15 - ID: 3,
    აი ძალიან მაგარი იყო

    აღფრთოვანებული ვარ

  • MARAUDER თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 00:02 - ID: 2,
    უზომოდ მომეწონა სტატია love არაჩვეულებრივი იყო გამონათქვამებიც და ფოტოკრებულიც love
    ყოჩაღ ავტორ smile
    დიდ სიამოვნებას ვღებულობ შენი ნიუსების კითვისას და არც ეს ყოფილა გამონაკლისი love

  • smileyz_xato თქვა:
    10 ოქტომბერი 2013 22:32 - ID: 1,
    გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.-ენჯელზე მითუმეტეს :D

    არავითარი მრისხანება არ შეედრება სიძულვილში გადასულ სიყვარულს. ძალიან მაგარი ნიუსია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top