2 November 2013      chyipina     Views 8 253    
Category: Fun, Interesting / Georgians

ტოლერანტობა საქართველოში

ტოლერანტობა - დისკრიმინაციის ანტითეზისი. ტერმინი გამოიყენება
რელიგიური, სექსუალური თუ რასისტული შემწყნარებლობის გამოსახატად.

საქართველო - ჩვენი სამშობლო. ტრადიციების, კონფლიქტების,
ევროპელების, აზიელების, პატრიოტების და "მართმადიდებლების" ქვეყანა.


რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ორ სიტყვას? ისინი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც
ზედსართავი და არსებითი სახელი, შედეგად მივიღეთ "ტოლერანტული საქართველო".
ეს ტერმინი არალოგიკურია და ირონიულადაც ჟღერს, ამიტომ, ჯობია ქართველ ხალხზე
და მათ ერთ-ერთ "საუკეთესო თვისებაზე" ტოლერანტულობაზე ვისაუბროთ.

ტოლერანტობა საქართველოში

უკვე გაცვეთილი თემაა, რომ ყველა წარმოშბით ქართველ ადამიანს,
პატარაობიდანვე უბეჭდავენ თავში, რომ ის არის მართმადიდებელი
და მართმადიდებლობა გულისხმობს ყველაფერს კარგს. სიკეთეს,
შემწყნარებლობას, სიყავრულს, პატიებას, მეგობრობას, ერთგულებას...

თუმცა სწორედ ის მშობლები რომლებიც ბავშვებს ამ ყველაფერს
უნერგავენ თავში, უკრძალავენ სხვა რელიგიური აღმსარებლობის
მქონდე ადამიანებთან ურთიეთობას, არიდებენ სექსუალურ უმცირესობებს,
ხშირ შემთხვევაში უშლიან გონებრივად ან ფიზიკურად შეზღუდულ პირებთან
ურთიერთობას, უკრძალავენ სხვა რომელიმე რასის წარმომადგენელთან
მეგობრობას, უშლიან ქუჩის ძაღლთან ან კატასთან საჭმლის განაწილებას...

ვის ახსენდება ამ პროცესების დროს ტოლერანტობა? მითუმეტეს ჩვენი
სარწმუნოება ქადაგებს ამას. ასეთი ტიპის ადამიანები ხომ, მუდმინად დადიან
ეკლესიაში და ისმენენ ქადაგებას, ყოველ დღე ითხოვენ ცოდვების შენდობას,
კითხულობენ სიტყვებს "გიყვარდეს მოყვასი შენი", ტაძრის დანახვაზე იწერენ
პირჯვარს, მერე გვერდზე გაიხედავენ და შავკანიანის დანახვაზე მეგობარს
ჩაუჩურჩულებენ "ფუ ზანგი..." (მე თვითონ არა ერთხელ შევსწრებივარ მსგავს
ფაქტს)

ტოლერანტობა საქართველოში

არსებობს კი ტოლერანტობა საქართველოში? ბოლო დროინდელ მოვლენებზე
დაკვირვებით აშკარაა, რომ მენტალიტეტი და ჩვენი მოსახლეობის აგრესია
ყოველგვარ კანონზე მაღლა დგას. როცა ქართველი "ხალხი" ხედავს იმას რაც
არ მოსწონს, არ მოუგონია მას და უბრალოდ არაფერს არგებს, ვეღარ აცნობიერებს
იმას, რომ მისი უფლება იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყება. ქმნიან საზოგადოებებს,
აწყობენ აქციებს სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ (არც სხვისი მოწყობილი
აქციის ძალადობრივ დარბევას უშინდებიან) დასდევენ განსხვავებულ ადამიანებს
და ხმას არ იღებენ რეალურად ღირებულ საკითხებზე. მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანოთ შარშანდელი წამების ფაქტები, არცერთი მართმადიდებლური საზოგადოება
მათ დასაცავად არ გამოსულა. პატიმრების დასაცავად სწორედ ამ მასის მიერ გარიყული
ინდივიდუალური საზოგადოება იდგა.

თუმცა ჩვენი, ახალგაზრდების თაობა, პროგრესულად და დასავლურად აზროვენებს,
ამრიგად შეგვძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ჩვენ თუ არა, ჩვენს შვილებს ეღირსებათ
რეალურად და არა ფორმალურად ტოლერანტულ ქვეყანაში ცხოვრება. თვით ჩვენი
მშობლების კუმირ ილია ჭავჭავაძესაც კი ჰქონდა კონფლიქტი (პროგრესული აზროვნების
გამო) მამების თაობასთან:)

ტოლერანტობა საქართველოში

Category: Fun, Interesting / Georgians
Tags:

Related
Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top