;
9 ნოემბერი 2013      Johnny depp     19 კომენტარი     ნანახია 7804-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

რა არის ბედნიერება ?

მეცნიერული განმარტებით , ბედნიერება ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც იმ დადებითი ემოციებით
ხასიათდება, რასაც ინტენსიური სიხარულის განცდა იწვევს. მას არ აქვს ზუსტი დეფინიცია და ყველა
ადამიანისათვის სხვადასხვა სხვადასხვა რაიმეს ნიშნავს.ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ სასწაულების
მოხდენას არ უნდა ველოდოთ.
ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება ვიპოვოთ სასიხარულო მომენტები.
რაღაც დიდის მოლოდინში არ უნდა გამოგვრჩეს ის ბედნიერება, რომელსაც ყოველდღიურობა გვთავაზობს


ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

ადამიანი ბედნიერებას ეძებს, მაგრამ როგორია ან სად არის იგი? ინკვიზიტორისთვის, ალბათ, ის ალქიმიკოსის წამებაა, მხატვრისთვის - ნახატის დასრულება, მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატება და მებაღისთვის, ალბათ, პირველი კვირტის გაფურჩქვნა. თუმცა მოდის დრო და ალქიმიკოსი ინკვიზიტორზე მეტად ფასდება, მოდის დრო და ნახატსაც სიძველის სუნი
ასდის, მოდის ზამთარი და ყვავილიც ჭკნება.
ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

მაინც რა არის ბედნიერება? როდის იწყება მისი ძებნა? იქნებ ბავშვობაშივე, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ ვიცით,რომ უბედურებაც არსებობს ამქვეყნად... ბავშვობაში ვამბობთ:ბედნიერები ვიქნებით თუმცა სიმართლე სულ სხვაა.არ არსებობს უკეთესი დრო ბედნიერებისათვის, ვიდრე ეს დღე, ეს წუთი და ეს წამია.
ბედნიერება შეიძლება ყველაზე ელემენტარულმა და ძალიან უმნეშვნელო შემთხვევამაც კი მოგვანიჭოს, უბრალოდ, პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მზად ვიყოთ ამის მისაღებად. სიცოცხლე ხომ ძალიან ხანმოკლეა, იმისთის, რომ სულ ცოტა ბედნიერებაც კი მოვიკლოთ...

ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში
ჩვენ მთელი ცხოვრება ველოდებით ბედნიერებას, შეგვიძლია ვთქვათ აი ეს და ეს თუ მოხდება ბედნიერი ვიქნები ! მაგრამ რა იქნებოდა ცხოვრება ამ ლოდინის გარეშე?უნაკლო ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა.ბედნიერებას ლოდინის შემდეგ ვაფასებთ,ბედნიერებას სევდის შემდეგ ვაფასებთ. “ადამიანის უმეტესობა ბედნიერია იმდენად,რამდენადაც გადაწყვეტენ,რომ ბედნიერები იყვნენ”-ეს კარნეგის სიტყვებია და ჩემი აზრით ეს ასეა. წარმოიდგინეთ
ჩვენ , ზოგიერთი ადამიანი რამდენს მოვითხოვთ ბედნიერებისთვის და ზოგისთვის კარდონის ყუთში ცხოვრება ბედნიერებაა.მათხოვარი ქუჩაში,ნაგვის ბუნკერში ტანსაცმელს თუიპოვის ბედნიერია.

ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

ფრაზები ბედნირებაზე

“არასოდეს დაუწყო ბედნიერებას დევნა.გახსოვდეს რომ ის მუდამ შენშია” – პითაგორა

ბედნიერების გასაღები არ არსებობს, კარი ყოველთვის ღიაა!- დედა ტერეზა

ჩვენ ყველას გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ადამიანური ყოფიერება და მოვალეობაც ესაა. ჩვენ ცხოვრება უნდა იყოს დამყარებული ერთმანეთის ბედნიერებაზე და არა ერთმანეთის უბედურებაზე- ჩარლი ჩაპლინი

ბედნიერება რაც არ გვაქვს იმის დანახვით კი არ მოდის არამედ იმის დანახვით და დაფასებიტ რაც გვქვს და ვერ ვამჩნევდით- ბუდა

არ არსებობს ბედნიერევაზე უკეტესი კოსმეტიკა-მარგარეტ ბლენისგტონი


ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

ოდესღაც ყველანი ბედნიერები ვყოფილვართ: თითოეული ცალ–ცალკე, ან ყველანი ერთად
ბედნიერებას ყველა ეძებს, მაგრამ ცოტანი პოულობენ მას იქ, სადაც ის არის. შეიძლება მთელი ცხოვრება ბედნიერებას ეძებდეს ადამიანი, მაგრამ ვერ მოიპოვოს იგი, იმიტომ რომ ხშირად ბედნიერებას სულის გარეთ ვეძებთ – არადა ყველაფერი მასშია, ჩვენს სულში. თუ ბედნიერება საკუთარ გულში ვერ ვიპოვეთ, სხვაგან ვერსად ვიპოვით. მხოლოდ გულს შეუძლია დაგვაჯილდოვოს ჭეშმარიტი სიმშვიდით და შესაბამისად – ბედნიერებითაც.

ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

ბედნიერება დამოკიდებული არაა გარეგნულ გარემოებებზე, მას გულის შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს. ბედნიერების მოსაპოვებლად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას გადალახავენ ხოლმე, არადა სულ ახლოსაა, ჩვენში, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არც ვიხედებით. სრული ბედნიერება არ არის და არც იქნება დედამიწაზე.

ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

მრავალნაირი მოსაზრება არსებობს ბედნიერების შესახებ. თითქმის იმდენივე, რამდენი ადამიანიც არის დედამიწაზე. თითოეული ერთმანეთისგან მკაფიოდ ან არცთუ ისე მკაფიოდ განსხვავდება.ბედნიერებისთვის იბრძვიან, ბედნიერებას ეძებენ–პოულობენ, უფრთხილდებიან ან ვერ უფრთხილდებიან და კარგავენ. უთმობენ–ან არ უთმობენ სხვას.. ხვისას ითვისებენ ან თავისზეც უარს ამბობენ და ბედნიერების გარეშე ცხოვრობენ.

ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

ყველა შემთხვევაში არსებობს ორი უკიდურესობა. თუმცა, იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს შუალედიც.. ოქროს შუალედს რომ უწოდებენ ხოლმე აი ისეთი. თუმცა ხშირად ამ შუალედს სრულად ვერ აღიქვამენ და ესეც ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეა. თვლიან, რომ მისი წილი ბედნიერებით სხვა ვიღაც სარგებლობს.. ეცოტავებათ ის, რაც აქვთ და უბედურად გრძნობენ თავს.. საინტერესოა, როგორ უნდა იგრძნო თავი უბედურად, როცა ბოლომდე ბედნიერებაც არ გაქვს გააზრებული, მაგრამ, მაინც გრძნობენ ...

ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

ბედნიერება თითოეულ ადამიანშია. მთავარია შეძლოს და დაინახოს.. იპოვოს, აღმოაჩინოს..საინტერესო ფენომენია ადამიანი. აქვს, მაგრამ სხვა უნდა, სხვისიც უნდა, ბევრი უნდა, ძალიან ბევრი.. მაგრამ, დაიტევს კი მისი გული ამდენს ..??ადამიანის შინაგანი მე არასდროს არ მიიღებს სხვის წილს.. იწყება ჭიდილი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის სხვისი წილი ბედნიერების მიღება–არმიღებისთვის და უფრო უბედური ხდება ადამიანი..

ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

უბედური და უმადური.. მაინც უნდა.. ეძებს , ეძებს და ამ ძებნაში ავიწყდება გამოიყენოს ის, რაც უკვე აქვს, რაც თავისია. ვერც სხვას იღებს და უკვე არსებულიც ქრება უკვალოდ.სწორედ ამიტომ, სრული ბედნიერება არც არის და არც შეიძლება იყოს დედამიწაზეო, უთქვამთ. ალბათ მართალია. ადამიანს სრული ბედნიერებისთვის რაღაც ყოველთვის აკლია და ეს რაღაც ყოველთვის იარსებებს..ბედნიერება ყოველთვის უნდა ვეძიოთ რომ მოვიპოვოთ, მაგრამ უპირველესად ბედნიერება საკუთარ გულში უნდა ვეძიოთ.თუ იქ არ არის არც არსად არ იქნება. უნდა შეგეძლოს ბედნიერების შეგრძნება და გულით ტარება..სრულფასოვანი ადამიანიც მაშინ ხარ, როცა ეს შეგიძლია..

ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

”ეძებეთ ბედნიერება თქვენში და არა სხვაგან . . . და გახსოვდეთ, რომ დრო არავის ელოდებადა რაც მეტ დროს ვუთმობთ ბედნიერების ძებნას იქ, სადაც არ არის, მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება ვისიამოვნოთ მისით. ახლავე დაიწყეთ ფიქრი ამაზე და გახსოვდეთ, რომ სწორედ ახლა, ამ წამს ბედნიერების დროა“ !


ბედნიერება  ჩვენს ცხოვრებაში

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

19


  • adrianalima თქვა:
    13 ნოემბერი 2013 15:16 - ID: 19,
    ძალიან კარგი სტატია იყო.. love ძალიან კარგად წერ

  • elga თქვა:
    11 ნოემბერი 2013 12:49 - ID: 18,
    ბედნიერებას ზოგჯერ საკუთარი სისულელეებით ვანგრევ. მაგრამ ეხლა ვარ ბედნიეი შეიძლება ბოლომდე არა რაღაც მაკლია მაგრამ მაინც ვარ ბედნიერი მყავს ადამიანი რომელიც მაბედნიერებს და მე მას ვაბედნიერებ ესაა ჩემთვის ბედნიერება. მაგარამ არ არსებობს სრულყოფილი ბედნიეერება ადამიანს სულ მეტი და მეტი გინდა ბედნიერებისთვის და როცა ვერ აღწევ შEნზე უბედური არავინ გგონია.

    თაკო შენ კი ბედნიერი ხარ ამდენი ადამიანის გულებს სიხარულით რო გვივსებ ესეც თAვისებული ბედნიერებაა.
    ყოჩაღი გოგო ხარ უამრავჯერ მითქვამს და გეტყვი კიდეც ბევრჯერ.

  • Imaginary თქვა:
    10 ნოემბერი 2013 15:20 - ID: 17,
    გამოჯანმრთელება მინდა, სხვა არაფერი და მერე ვიტყვიი რომ ბედნიერიი ვარ.. ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად..

  • Dudu თქვა:
    10 ნოემბერი 2013 03:22 - ID: 16,
    ბედნიერება ყველას,გჩუქნით უანგაროდ smile

  • MaRihanna თქვა:
    9 ნოემბერი 2013 22:28 - ID: 15,
    ამ საიტის ნათელი წერტილია ეს ადამიანი:)))))

    მიყვარხარ თაკო

  • SaLuKaAa თქვა:
    9 ნოემბერი 2013 19:41 - ID: 14,
    ვაიმე როგორ მიყვარს შენი პოსტები.

  • beonce თქვა:
    8 ნოემბერი 2013 23:47 - ID: 13,
    ზუსტად დღეს ძალიან ცუდი დღე მქონდა.ყველაფერში გეთანხმები,თუმცა,როგორც ჩანს მარტო მე ვერ ვახერხებ ჩემში ბედნიერების პოვნას. recourse
    კარგი ნიუსია.დადებითი feel

  • keetaa თქვა:
    8 ნოემბერი 2013 22:36 - ID: 12,
    მალადეც თაკ

  • ehiwmxtl თქვა:
    8 ნოემბერი 2013 22:05 - ID: 11,
    ბედნიერებაა ერთი ნათქვამი მიყვარხარ!მთელ გულს და სულს რომ გივსებს დადებითი ემოციებით.ბედნიერებაა როცა იცი რო ვიღაცას ნატრბი,ვიღაცა აუცილებლად დაგელოდება რა დროც არ უნდა გავიდეს როცა გყავს ვუღაც ისეთი ვისთანაც ეგიძლია ნებისმიერ დროს ნებსმიერ ადგილას ნებისმიერ თემაზე იაუბრო. ბედნიერება ყველაფერშია-მხოლოდ დანახვა სჭირდება ამას

  • bibi თქვა:
    8 ნოემბერი 2013 22:02 - ID: 10,
    მთლიანობაში კარგი იყო ♥

    ___________________________

    My Webpage

  • tiko_lovely თქვა:
    8 ნოემბერი 2013 21:43 - ID: 9,
    ძალიან კარგია <3

  • Countess A. თქვა:
    8 ნოემბერი 2013 21:13 - ID: 8,
    მიუხედავად ასეთი პოზიტიური შეგონებებისა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, თუმცაღა ადამიანი შეიძლება მზის ნათელი სხივების შეგრძნებამაც გააბადნიეროს.. მიუხედავად იმისა რომ ყველამ იცის ზუსტად რა არის ბედნიერება და რა ხდის მას ბედნიერს, დედამიწაზე მაინც უბედურება დააბიჯებს ბედნიერების ნაცვლად, ეს კი ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ...
    სიახლე ძალიან, ძალიან კარგია..

  • B2UTY თქვა:
    8 ნოემბერი 2013 21:01 - ID: 7,
    როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივი სტატიაა request ეს საიტი უშენოდ ვერ წარმომიდგენია, ავსებ ყველაფერს

    (¯`•.•´¯) (¯`•.•´¯)
    *`•.¸(¯`•.•´¯)¸.•´
    ¤ º° ¤`•.¸.•´ ¤ °º ¤

  • Hermione...♥ თქვა:
    8 ნოემბერი 2013 19:59 - ID: 6,
    რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ შენს ნიუსებს ზებუნებრივი ძალა აქვთ - საჭირო დროს მუდამ საჭირო ადგილას არიან. სერიოზულად ვამბობ, როცა რთულად გადასაჭრელი პრობლემების წინაშე ვდგები, რამდენიმე დღეში ენჯელზე შენი ავტორობით ზუსტად ის სტატია მხვდება ხოლმე, რომელიც მამხნევებს და დაბრკოლებათა გადალახვის ახალთახალ პერსპექტივას მიხატავს. არც ეს უკანასკნელი ყოფილა გამონაკლისი, ჩემო უნიჭიერესო :)

  • mako-mako თქვა:
    8 ნოემბერი 2013 19:51 - ID: 5,
    don't worry be happy fellow

  • mary...p თქვა:
    8 ნოემბერი 2013 19:43 - ID: 4,
    Tme, to be happy.. <3

  • tatagutsy თქვა:
    8 ნოემბერი 2013 19:40 - ID: 3,
    კარგი სტატია იყო smile

  • salYyY თქვა:
    8 ნოემბერი 2013 19:31 - ID: 2,
    ერთ წუთს ბედნიერი ხარ მეორე წუთს უბედური შენ ამას ბედნიერებას თუ ეძახი -_-
    მე არ ვარ ბედნიერი .. :))
    მე ვიქნები ბედნიერი თუ მე ... :)))

  • liii :) თქვა:
    8 ნოემბერი 2013 19:30 - ID: 1,
    კარგია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top