11 November 2013      lilina     Views 3 999    
Category: Fun, Interesting


" ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი იყიდება, ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა. ამიტომაც გადავწყვიტე 33 წლის ასაკში სამსახურისთვის თავი გამენებებინა, თანაც, როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო ასაკია აღდგომისათვის.. "


ფრედრიკ ბეგბედერი - თანამედროვე ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, გამომცემელი რომელიც დაიბადა 1965 წლის 11 სექტემბერს. ბეგბედერმა განათლება მიღო მონტენისა და ლუი-ლე-გრანის ლიცეუმებში. შემდეგ დაამთავრა პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი. უმაღლესი გაათლება აქვს მიღებული მარკეტინგშიც.

1990 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი: „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“, რის შემდეგაც ხდება ერთ-ერთი დიდი სარეკლამო სააგენტოს რედაქტორი. პარალელურად თანამშრომლობს, როგორც კრიტიკოსი და ქრონიკების ავტორი ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Elle, Paris Match, Voici, VSD. მონაწილეობას იღებს სატელევიზიო გადაცემებში ლიტერატურის შესახებ.

1994 წელს გამოვიდა მისი რომანი „არდადეგები კომაში“. 1997 წელს ბეგბედერმა დაწერა რომანი "სიყვარული გრძელდება სამი წელი“, რაზეც რეჟისორი მარკ მარონიემ ტრილოგია გადაიღო.

2000 წელს იწერება ბეგბედერის ყველაზე ცნობილი რომანი „99 ფრანკი“, რომელსაც მოგვიანებით ჯერ „14,99 ევრო“, შემდეგ კი „6,20 ევრო“ ეწოდება. რომანში ფარდა აქვს ახდილი სარეკლამო სფეროს შიგა სამზარეულოს. წიგნში აღწერილი გარემო და მოვლენები ავტორის პირადი გამოცდილების ანარეკლია. ბეგბედერი ცინიკურად აღწერს იმ გამოჩენილ ადამიანთა ზღვარგადასულ სიმდიდრეს, რომელთაც კეთილდღეობა დანარჩენი მსოფლიოს უბედურების ხარჯზე მოიპოვეს. მსოფლიოში ყველაფერი ელვისუსწრაფესად იცვლება მაღალი ტექნოლოგიების მიღწევას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ვერანაირი ტექნოლოგიური პროგრესი ვერ შეცვლის ადამიანურ გრძნობებს. ადამიანს დღესაც ისევ უყვარს, სძულს, სტკივა, ეშინია, დარდობს, როგორც მაშინ, როცა კომპიუტერი არ არსებობდა...

ნაწარმოების გამოსვლიდან ცოტა ხანში ავტორი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.


ფრედრიკ ბეგბედერი
2003 წელს მწერალი ინტერალიეს პრემიას იღებს რომანისთვის „Windows on the world“, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ეხება.


დღემდე ბეგბედერი არის 1994 წელს მის მიერვე დაარსებული ფლორის პრემიის ჟიურის თავმჯდომარე. მან ასევე დააარსა სადის პრემია, 2001 წელს, ლიონელ არასილთან ერთად.

2005-დან 2007 წლამდე იგი მუშაობდა ჟურნალისტად სატელევიზიო გადაცემაში Canal+-ზე.

2007 წლიდან კი ჟურნალ „პლეიბოის“ ფრანგული გამოცემის ლიტერატურული კრიტიკოსია. პარალელურად მუშაობს Canal+-ის ლიტერატურულ-კინემატოგრაფიულ გადაცემა „წრის“ წამყვანი.

1998 წლიდან მუშაობს ლიტერატურულ ჟურნალ „Lire“-შიც.


2007 წელს გამოვიდა „99 ფრანკის“ მიხედვით შექმნილი კინოფილმი, რომლის რეჟისორია ჟან კუნენი. ფილმში ბეგბედერიც ასრულებს მცირე ეპიზოდურ როლს.


2008 წლის 29 იანვრის საღამოს ფრედერიკ ბეგბედერი ერთ თავის მეგობართან ერთად დაკავებულ იქნა ნარკოტიკების მოხმარების გამო. მან წინასწარი დაკავების საკანში გაატარა 39 საათი, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

99 ფრანკი არ კარგავს აქტუალურობას. მან ფრედერიკ ბეგბედერი ყველაზე ცნობილ თანამედროვე ფრანგ მწერლად აქცია. იგი არის ადამიანი, რომელიც ცინიზმის საშუალებით ჭეშმარიტებას ღაღადებს, მას არ სჩვევია ფაქტების შელამაზება, მისი მიზანია ხალხს თვალი აეხილოს და რეალობა მთელი მისი საშინელებით იხილოს.
-მე ისეთ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობამ,რომლებიც სხვებს ბრიყვებად მიიჩნევდნენ. მეც კინაღამ ერთი მათგანი გავხდი,-ამბობს მწერალი და და ამგვარი პოზიციის საშიშროებაზე მიუთითებს.

თუმცა მისი აზრით შეცდომები ძალიან სასარგებლოა.
ყოველი შეცდომა წინგადადგმული ნაბიჯია, ამიტომ იმ შეცდომებსაც გავიმეორებდი, რომლებიც ადრე დამიშვიაო.



აი რას ეუბნება მკითხველს ფრედერიკ ბეგბედერი დღეს:"ვცდილობ გამოგაფხიზლოთ, რომ მსოფლიოს სხვა თვალით შეხედოთ. ეს ცოტა როდია. სულაც არ მგონია, რომ ჩემი რომანები სამყაროს შეცვლის, მაგრამ ისინი დღევანდელ პრობლემებს უპასუხებს. ბევრს შოკში აგდებს ჩემი პერსონაჟების წინააღმდეგობრივი ბუნება, მაგრამ ეს ჩემი წინააღმდეგობებიც არის. ჩემი წიგნებით დაინტერესება იმან განაპირობა, რომ მკითხველი მათ გმირებსჰი საკუთარ თავს ხედავს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც გვხიბლავს და ამავდროულად სიძულვილს გვინერგავს სარეკლამო ცხოვრება."



Category: Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top