;
17 ნოემბერი 2013      salome0789     13 კომენტარი     ნანახია 4864-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

არსებობს კი სიცოცხლე სხვა პლანეტებზე? დღეს ეს კითხვა ყველას ატყვევებს - ბავშვებიდან მოზრდილებამდე, მეცნიერებიდან ფილოსოფოსებამდე. ის ფაქტი კი ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი გალაქტიკა მილიარდობით ვარსკვლავს შეიცავს და სავარაუდოდ, მილიარდობით პლანეტას. უამრავ ადამიანს და მეცნიერს სჯერა, რომ ჩვენთვის მიუწვდომელ სამყაროში სიცოცხე არსებობს, მაგრამ აქ კიდევ ერთ დაბრკოლებასთან გვაქვს საქმე. არავითარ არსებას არ შეუძლია ჩვენამდე მოღწევა, რადგან უახლოვესი ვარსკვლავიც კი რამოდენიმე სინათლის წლით არის დედამიწიდან დაშორებული. დღევანდელი მეცნიერული გაგებით კი არაფერი მოძრაობს სინათლეზე სწრაფად, აქედან გამომდინარე, არც უცხოპლანეტელთა მფრინავი ობიექტები. ჩვენს წინაშე არსებული რეალობა კი საპირისპიროს ამტკიცებს. არამიწიერი მფრინავი საშუალების თვითმხილველი უამრავი ადამიანი გამხდარა, მათ მიერ მონათხრობი ისტორიები და გადაღებული კადრები შოკისმომგვრელია. გთავაზობთ, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველ ათ საუკეთესო ფოტო და ვიდეო მასალას, რომლებიც ყველა დროის ყველაზე საკამათო თემად იქცნენ.



1942 წელი, 25 თებერვალი, ლოს - ანჟელესი, აშშ.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 10 საუკეთესო ფოტო
ჯერ კიდევ შუაღამისას ლოს - ანჟელესში განგაშის ზარი შემოჰკრეს, ცაზე ქალაქის დასაბომბად ,,იაპონელთა მფრინავი ობიექტები გამოჩნდენ“, მთავრობამ ყველას შუქების ჩაქრობისკენ მოუწოდა, შეშინებულმა მოქალაქეებმაც მითითება დაუყოვნებლივ შეასრულეს. ღამის 03:16 წუთზე ოკეანიდან მომავალ მფრინავ ობიექტებს საზენიტო ქვემეხებით ცეცხლი გაუხსნეს, თვითმხილველებმა შეამჩნიეს, რომ ობიექტები მაღალ სიმაღლეზე, ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ და ათასხუთასზე დიდი საარტილერიო ჭურვების სროლის შემდეგაც უვნებლად გამოიყურებოდნენ. რამოდენიმე საათის შემდეგ სამხედრო ძალების მდივანმა, ფრენკ ნოქსმა პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ინციდენტი ცრუ განგაში იყო, რომელიც ომიანობის პერიოდში ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობით იყო გამოწვეული. რა მოხდა იმ დღეს?! ეს კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ეს შემთხვევა კი ისტორიაში შევიდა, როგორც ,,ბრძოლა ლოს - ანჟელესისთვის.“







1950 წელი, 8 მაისი, მექმინვილი, ორეგონი, აშშ.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 10 საუკეთესო ფოტო
ამ უნიკალური კადრის ავტორი გახლავთ პოლ ტრენტი, რომლის გადაღებული ფოტოები, დღესაც, ყველაზე განხილვად და საკამათო მასალად ითვლება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ისტორიში. ექსკლუზიური ფოტოები, ქვეყნისთვის, არსებობის დღიდანვე გახდა ცნობილი. ისინი ჯერ ადგილობრივ გაზეთებში იბეჭდებოდა, შემდეგ კი, 1950 წლის 26 მაისს, Life magazine-ში გამოაქვეყნეს. უკვე სამოცდასამი წელია, პოლ ტრენტის მიერ დაფიქსირებული ფენომენი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობის უტყუარ საბუთს წარმოადგენს.


1952 წელი, 19 ივლისი, კაპიტოლიუმის შენობა, ვაშინგტონ დი. სი.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 10 საუკეთესო ფოტო
გამთენიისას თეთრი სახლის, პენტაგონის და კაპიტოლიუმის შენობის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ჯგუფმა გადაწყვიტა თავი თავისუფალი მსოფლიოს ლიდერებისთვის წარედგინა. ამ დროს ამერიკის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 1948 წლიდან მოყოლებული უფოლოგიურმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზემოთაღნიშნული კამათის საგნები პლანეტათაშორისო მოწყობილობები უნდა ყოფილიყო. მათ იმდენად სურდათ თავიანთი არსებობის საიდუმლოს შენახვა, რომ სამთავრობო სააგენტოს იგნორირება არჩიეს. რადიოლოკაციური სადგურის ეკრანებზე მათი დაფიქსირება ვაშინგტონის ნაციონალურმა აეროპორტმა და ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზამ მოახერხა. ეს შემთხვევა ამო-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენადაა მიჩნეული.







1956 წელი, 17 ივლისი, როსეტა/ნატალ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 10 საუკეთესო ფოტო
ფოტო სამხრეთ აფრიკის საჰაერო ძალების დაზვერვაში მომუშავე ქალბატონმა, დრაკენსბურგის მთებში, გადაიღო. სულ შვიდი ფოტო მასალა არსებობს და მხოლოდ ორი თვითმხილველი. ელიზაბეტ ქლარას ისტორია არასდროს შეუცვლია. ის 1994 წელს გარდაიცვალა, 83 წლის ასაკში. მან წიგნიც კი გამოსცა სახელად ,,სინათლის ბარიერს მიღმა“, რომელიც რომანტიკული რომანის სტილში უფროა დაწერილი. ქლარას საკმაოდ ხმამაღალ განცხადებდას, რომ მაღალ, თეთრთმიან, კოსმოსური ხომალდის პილოტთან მოულოდნელი შეხვედრის შემდეგ დაორსულდა, საზოდადოება სკეპტიკურად შეხვდა. 90-იან წლებში კი ამო-ს მიერ ადამიანების გატაცების მომრავლებულმა შემთხვევებმა, მკვლევარები აიძულა ელიზაბეტის ისტორიას უფრო სერიოზულად მოჰკიდებოდნენ.


1967 წელი, 16 ივნისი, ვუნსოქიტ როუდ აილენდი, აშშ.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 10 საუკეთესო ფოტო
დისკისმაგვარი ობიექტის კადრზე აღბეჭვდა, უცნობ მფრინავ ობიექტებზე მაძიებელმა, ჰაროლდ ტრუდელმა მოახერხა. ფოტოზე ნაჩვენებია ცოტათი ასიმეტრიული ფორმის ობიექტი მცირე გუმბათით და ბოლოში საჰაერო გაგრძელებებით. ტრუდელს სჯეროდა, რომ უცხოპლანეტელებთან ფსიქიკური კავშირი შეეძლო, რომლებიც ტელეპატიურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ, თუ სად და როდის უნდა გამოჩენილიყვნენ.



1971 წელი, 4 სექტემბერი, კოსტა-რიკა.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 10 საუკეთესო ფოტო
ფოტო გადაღებულია კოსტა რიკის მთვრობის ოფიციალური თვითმფრინავის მიერ, რომელიც ლაგო დე ქოტეს თავზე მიფრინავდა. ავტორს მისი გადაღებისას რაიმე უჩვეულო არ შეუმჩნევია. კვლევებმა ობიექტის იდენტიფიკაცია ვერ მოახერხა. 1989 წელს რიჩარდ ჰეინსმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ,, ფილმზე ასახულია დაუდგენელი, შუქშეუხწევადი საჰაერო ობიექტი, რომელიც დაახლოვებით 3.04800 მეტრის მანძილზე მოსჩანს ... არავითარი მიზეზი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ სურათი ორმაგი ექსპოზიციის პროდუქტს ან მიზანმიმართულ გაყალბებას წარმოადგენს.“



1972 წელი, 16-27 აპრილი, აპოლო 16, მისია მთვარეზე.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 10 საუკეთესო ფოტო
ამჯერად, ასრონავტებმა, მთვარეზე მისიის დროს, შეისწავლეს კლდოვანი და მაღალმთიანი ნიადაგი. ჩარლზ დიუკმა სადგურ 1-თან მთვარის ნიმუშების შეგროვებისას დააფიქსირა უცნობი ობიექტი, რომელიც ფოტოზე ცენტრიდან ოდნავ მარჯვნივ მოსჩანს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,ნასას“ არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია.






1987 წელი, 26 მაისი, ვოთაბერი, ქონექთიქათ, აშშ.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 10 საუკეთესო ფოტო
რენდი ეტინგი თავისი სახლის ეზოში სეირნობდა. ოცდაათი წლის გამოცდილების მქონე კომერციული ავიაკომპანიის პილოტს ცაში ყურება უყვარდა. იმ ღამით მან ფოტო გადაუღო ნარინჯისფერად და წითლად განათებულ ობიექტს, რომელიც დასავლეთიდან უახლოვდებოდა. მან დურბინდი მოიმარჯვა და მეზობლებს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდა. ამ დროისთვის ობიექტი უფრო მოახლოვებული იყო და შუქები თვალისმომჭრელად ციმციმებდნენ. რენდის ძრავის ხმა არ გაუგონია. მოგვიანებით თვითმხილველმა განაცხადა, რომ როგორც კი ამოუცნობი ობიექტი დაახლოვებით 115კმ (I-84) სიგრძის შეიქმნა, გზატკეცილზე მანქანები დასავლეთ და აღმოსავლეთ ბილიკებს მიაწყდნენ და გაჩერება დაიწყეს.


1994 წელი, 21 დეკემბერი, პუებლა, მექსიკა.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 10 საუკეთესო ფოტო
კარლოს დიაზი მოქმედი ვულკანის, პოპოქატეპელტისთვის ფოტოების გადაღებით იყო დაკავებული, როცა ყვითლად მოკაშკაშე, დისკის ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნა, რომლის ზედა ნაწილზე წითელი ფერის ტონალურობა და ილუმინატორები შეიმჩნეოდა. ეს უნიკალური ფოტო მასალა უკვე დამოწმებულია უამრავი ექსპერტისა თუ ჟურნალ - გაზეთის მიერ.


2004 წლის ოქტომბერი, ვალპარა, მექსიკა.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 10 საუკეთესო ფოტო
ობიექტის ფოტოზე აღბეჭდვა გაზეთის რეპორტიორმა, მანუელ აგირემ მოახერხა. ე.წ. მფრინავი თეფში განათებული ქალაქის, ვალპარას ფონზე მოსჩანს. დამტკიცებულია, რომ კადრი უტყუარია და სიყალბეს არ წარმოადგენს. უცნობი ობიექტი, როგორც ჩანს წრიული, ან სფერული ფორმისაა. მანუელმა აღნიშნა, რომ ფოტოების გადაღებისას რაიმე უცნაური არ შეუნიშნავს, მაგრამ აქამდე მისთვის თვალით უნახავი საგნის შემჩნევა მალევე მოახერხა.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

13


  • Mari.♫ თქვა:
    20 ნოემბერი 2013 21:49 - ID: 13,
    რა თქმა უნდა არსებობენ :D
    მე მჯერა

  • BooBoni თქვა:
    19 ნოემბერი 2013 22:41 - ID: 12,
    მე არ მჯერა უცხოპლანეტელბის არსებობის, ადრე სადღაც მოვკარი ყური თითქოს ამო ამერიკელი მეცნიერების შექმნილია თუ რაღაც. რამდენად მართალია არ ვიცი, თუმცა ვიცი რომ არ მჯერა. კარგი ნიუსია winked

  • demetria თქვა:
    19 ნოემბერი 2013 10:49 - ID: 11,
    ციტატა: barsutka)))
    თუ არ მჯეროდეს რაა :D უეჭველი ვიციი რომ არსებობეენ :D

    მეც ეგრე ვარ მჯერა და მომკალით wink

  • SWITZERLAND თქვა:
    18 ნოემბერი 2013 21:33 - ID: 10,
    ძალიან საინტერესო იყო

  • T A M U თქვა:
    18 ნოემბერი 2013 19:43 - ID: 9,
    შანსი იმის რო მართლაც არსებობს სიცოცხ;ე დედამიწის გარდა სადმე 50-50ზეა ასე როო მეც მჯერაა
    winked

  • marishka თქვა:
    18 ნოემბერი 2013 18:38 - ID: 8,
    ვიცი რომ არიან მაგრამ ჩვენ ნუ შეგვეშინდებათ 1 მილიონი წის შემდეგ მოვლენ დედამიწაზე ალბათთთ:)

  • FsT.FrEe თქვა:
    18 ნოემბერი 2013 18:32 - ID: 7,
    მეც მჯერა რომ არსებობენ

  • BoTuKa თქვა:
    18 ნოემბერი 2013 17:03 - ID: 6,
    არსებობენ მჯერა და იარსებონ ოღონდ :D აქ არა ... :X და არ შეგვაწუხონ და იყვნენ : )

  • beonce თქვა:
    18 ნოემბერი 2013 16:38 - ID: 5,
    მჯერა,რომ არსებობენ უხოპლანეტელები.
    საინტერესო ნიუსი იყო :)

  • barsutka))) თქვა:
    18 ნოემბერი 2013 16:32 - ID: 4,
    თუ არ მჯეროდეს რაა :D უეჭველი ვიციი რომ არსებობეენ :D

  • Hermione...♥ თქვა:
    18 ნოემბერი 2013 15:53 - ID: 3,
    რა "ჩაშკა-ლოჟკა" თარგმანია, ი-დაბოლოებების გამოტოვებამ და საკუთარი სახელების ბრმა გადმოქართულებამ საბჭოთა კავშირის დროს ქართულად გამოცემული სამეცნიერო წიგნების სტილისტიკა გამახსენა, რომლებიც პირდაპირ, რუსულიდან ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშეა თარგმნილი. ახლა ინგლისურიდან უფრო ხშირად აკეთებენ იმავეს, დიდი განსხვავება..! ისე, ჩემი ძმა ორჯერ იყო კონექტიკუტში და ორივეჯერ საკმაოდ კმაყოფილი დაბრუნდა, ერთი ისიც უნდა ვკითხო ქონექთიქათში თუ არის ნამყოფი, მაგრამ არამგონია, სად შეგვიძლია ჩვენ ეგეთი ულტრათანამედროვე ადგილები(!) wink 1972 წელს მთვარეზე გამართული ექპედიცია მართლა ძალიან საინტერესო ფენომენია, რის შესახებაც მამაჩემსაც უამრავჯერ ველაპარაკე, ინტერნეტშიც ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და ბიბლიოთეკაშიც, სადაც ჩემი დაქალიც ძალით წავათრიე, ვეძებე ცნობები, მაგრამ ცნობისმოყვარეობის ბოლომდე დაკმაყოფილება მაინც ვერ შევძელი და ალბათ ვერც შევძლებ, რადგან მის შესახებ "ნასას" არქივებში დაცული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილიც კი განადგურებულია request

  • paparaci თქვა:
    18 ნოემბერი 2013 14:25 - ID: 2,
    ყოჩაღ , მაგარი სტატია იყო . ხშIრად დადეთ ესეთები , ამოვიდა ყელში მოდა და ერთიდაიგივე ხალხის ყურება .

  • im888 თქვა:
    18 ნოემბერი 2013 11:07 - ID: 1,
    ვაიმე როგორ მაშინებს ესეთი რაგაცებიი.. მჯერა რომ არიან..

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top