;
21 ნოემბერი 2013      Hermione...♥     17 კომენტარი     ნანახია 5836-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

გთავაზობთ ბუნების ხელთუქმნელ და ამავე დროს, ყველაზე ავანგარდულ საოცრებებს, რომელთა თვალისმომჭრელი სილამაზეც ფერად სიზმრებს, მეზღაპრეთა მიერ აღწერილ სურათებსა თუ ფანტასტიკური ჟანრის ფილმების პეიზაჟებს მოგაგონებთ და რომლებიც თანამედროვე, ტექნოლოგიების ეპოქაში მცხოვრებლებსაც კი გაგაოცებთ.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები





ქვის ტყე, შილინ-ის ავტონომიური რესპუბლიკა, იუნანის პროვინცია, ჩინეთი

შილინთან მდებარე 120 კმ-ზე გადაჭიმული ქვის ტყე, რომელიც 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა სიაშია შესული, კირქვისაგან ფორმირებული უზარმაზარი ლოდებით გამოირჩევა, რომლებიც გაქვავებულ ხეებს მოგვაგონებენ. ლეგენდის თანახმად, ამ ტყეში ულამაზესი გოგონა, სახელად აშიმა დაიბადა, რომელმაც ვერ შეძლო თავის რჩეულზე დაქორწინება და მწუხარებისგან ქვად გადაიქცა.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

ეშმაკის კოშკი, ვაიომინგი, აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თეოდორ რუზველტმა, ვაიომინგში მდებარე "ეშმაკის კოშკი" 1906 წელს ეროვნულ მონუმენტად გამოაცხადა. ზღვის დონიდან თითქმის 1500 მ-ზე აღმართული ბუნების ძეგლი მეცნიერთა ვარაუდით ჩამქრალი ვულკანია. "ეშმაკის კოშკს" ყოველწლიურად 400, 000 ტურისტი სტუმრობს და მათი მხოლოდ 1% ახერხებს მომუმენტზე ბოლომდე ასვლას.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

ტალღები, არიზონა, აშშ

აშშ-ში, არიზონასა და იუტას საზღვარზე მდებარე "ტალღების" შექმნა ქვიშაქვის ფორმირების შედეგია, რომელიც, სავარაუდოდ, იურიული პერიოდიდან დაიწყო. დაბინძურებისა თუ სხვა სახის ზარალის თავიდან ასაცილებლად, "ტალღების" ყოველწლიური მნახველების რიცხვი ლიმიტურებულია და მისი მონახულებისთვის საჭირო ბილეთები ლატარიით თამაშდება.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

გიგანტების გზა, ჩრდილოეთ ირლანდია

ლეგენდის თანახმად, "გიგანტების გზის" შექმნა თავზარდაცემული გოლიათის სახიფათო ადგილიდან თავქუდმოგლეჯილმა გაქცევამ განაპირობა. თუმცა, მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ იგი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილმა ბაზალტის სვეტებმა ჩამოაყალიბა. დღესდღეობით, "გიგანტების გზა" ჩრდილოეთ ირლანდიის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

"გიგანტების გზის" ფართო ხედი, რომელიც უძველესი ქალაქის ნამარხებს მოგვაგონებს

ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

ჰოუპველ როკსი, ნიუ-ბრანსუიკი, კანადა

ბუნების ეს კონკრეტული ძეგლი კი წყლის ეროზიის შედეგად შეიქმნა. მეცნიერები დღემდე კამათობენ იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა ზემო ფერდობის საუკუნეების მანძილზე შენარჩუნება, რომელსაც მყარი საყრდენი არ გააჩნია.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

ჰუდუ (ფერიების საკვამურები), კაპადოკია, თურქეთი

ჰუდუები, ე.წ. "ფერიების საკვამურები", მსოფლიოს არაერთ კუთხეში გვხვდება, მაგრამ ითვლება, რომ მათი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ძველად ამ მაღალ სვეტებს ბუნებრივ პირამიდებსაც კი უწოდებდნენ.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

მძინარე გოლიათი, ბლასკეთის კუნძულები, ირლანდია

თუ ქვემოთ მოცემულ ფოტოს ყურადღებით დააკვირდებით, უკანა კუნძული ზურგზე მწოლიარე მამაკაცს მოგაგონებთ. სწორედ ამან განაპირობა მისთვის "მძინარე გოლიათის" შერქმევა.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

მოერაკის ლოდები, კოეკოეს სანაპირო, ახალი ზელანდია

ეს უჩვეულოდ დიდი, სფეროსებრი ლოდები, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, შიგნიდან ფუღუროა. მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან მათი წარმოქმნის მიზეზებს.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

მანკო პატა, "დაკარგული ქალაქი", პერუ

ალბათ დამეთანხმებით, რომ წარმოდგენილი მართკუთხედის ფორმის ქვები ადამიანთა ნახელავს ჰგავს. ასე მიიჩნიეს მისი აღმოჩენისასაც, მაგრამ ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ისინი 100%-ით ბუნებრივია.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

წარმართი ქალიშვილი, იულიუსის ალპები, სლოვენია

იულიუსის ალპები არა მხოლოდ იშვიათი ფერით, არამედ უნიკალური გამოსახულებებითაც გამოირჩევა - მოცემულ ფოტოზე თავისუფლად შეიძლება ქალის სახის გარჩევა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, გაქვავებული ნიმფაა.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

ინდიელის თავი, ალბერტა, კანადა

წარმოდგენილ ფოტოზე აღბეჭდილი სანახაობა მნახველთა აბსოლუტურ უმრავლესობას ადამიანის მიერ შექმნილი ბარელიეფი ჰგონია, რომელზეც ინდიელი ქალის პროფილია წარმოდგენილი, მაგრამ იგი ნიადაგზე შექმნილი ბუნების მორიგი საოცრებაა, რომლის დანახვაც მხოლოდ თვითმფრინავიდანაა შესაძლებელი.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

სიყვარულის გვირაბი, უკრაინა

მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ძეგლი კი მთლიანად დედაბუნების ნახელავი არაა, იგი ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. მიტოვებული რკინიგზის გარშემო გაზრდილი ხეები ულამაზეს სანახაობას ქმნიან და მნახველს ნამდვილ ზღაპარში ამოგზაურებენ.
ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

"სიყვარულის გვირაბი" ზამთარში

ყველაზე ავანგარდული ბუნების ძეგლები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

17


  • Hermione...♥ თქვა:
    24 ნოემბერი 2013 20:18 - ID: 17,
    niniko♥,
    tata ۰۪۫۰,
    მადლობა, გოგონებო! love
    kate,
    მიხარია, თუ მოგეწონა feel ჩემი რჩევა იქნება, რომ კიდევ სცადო ნიუსის დადება, პირველ ცდაზე თითქმის არავის უმართლებს.

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    24 ნოემბერი 2013 16:09 - ID: 16,
    ვაუ რა ლამაზია, ბოლო განსაკუთრებით მომეწონა, იმედია ვნახავ ოდესმე, ქვის ტყეც ძაან მომეწონა, სიახლე ძალიან კარგია, ფავორიტებში love

  • demetria თქვა:
    22 ნოემბერი 2013 23:30 - ID: 15,
    ბოლომ გადამრიაა ულამაზესიაა თითოეული მართლაა love

  • kate თქვა:
    22 ნოემბერი 2013 21:20 - ID: 14,
    თითქმის ასეტი შინაარსის ნიუსი დავდევი(ადგილები სხვა იყო) თუმცა არ გამოუქვეყნებიათ. არა უშავს ძალიან გამიხარდა ეს ნიუსი რომ ვნახე, სიმღერაც უხდებო ადგილები კი ფანტასტიური იყო. იმედია ყველას ნახვის საშუალება მომეცემა გამოტჩეულად კი სიყვარულის ბილიკს და ჰოუპველ როკსის ვნახავდი ყველაზე მეტად ესენი მომეწონა

  • Bao თქვა:
    22 ნოემბერი 2013 19:48 - ID: 13,
    როგორრრ მიყვარსს მსოოფლიოოო მარტოო მე ვიციი! request მაგარიააა feel

  • Princess თქვა:
    22 ნოემბერი 2013 16:27 - ID: 12,
    გაოცებული ვარ.რა სილამაზეა! love იმედია ოდესმე მომეცემა მათი ხილვის საშუალება<3

  • niniko♥ თქვა:
    22 ნოემბერი 2013 16:10 - ID: 11,
    ღმერთო უბრალოდ გასაოცარია... ძალიან მომწონს კარგი ნიუსია love

  • Hermione...♥ თქვა:
    22 ნოემბერი 2013 15:30 - ID: 10,
    Nina√,
    • Angel M •,
    liliana,
    beonce,
    liii :),
    Shakemake,
    მიხარია, რომ ასე მოგეწონათ! სიმღერას ჰქვია Anchor love

  • Shakemake თქვა:
    22 ნოემბერი 2013 11:39 - ID: 9,
    რა მაგარიი ნიუსიაა love

  • liii :) თქვა:
    22 ნოემბერი 2013 09:57 - ID: 8,
    კარგია love

  • beonce თქვა:
    21 ნოემბერი 2013 23:01 - ID: 7,
    დიდია ბუნების ძალა feel სიყვარულის ბილიკს ვნახავდი სიამოვნებით :))
    საინტერესო ნიუსი გამოვიდა :)

  • liliana თქვა:
    21 ნოემბერი 2013 22:48 - ID: 6,
    ფავორიტებში love

  • Nirvana თქვა:
    21 ნოემბერი 2013 22:46 - ID: 5,
    და მერე იტყვიან სასწაულების არ მჯერა აბა ესენი რა არი ??? ადამიანის ხელი რო ვერ შექმნის ისეთი საოცრებებია <3

  • • Angel M • თქვა:
    21 ნოემბერი 2013 22:02 - ID: 4,
    კარგი სიახლეა,მე დიდ კანიონსაც მივამატებდი love

  • Nina√ თქვა:
    21 ნოემბერი 2013 21:52 - ID: 3,
    სიყვარულის გვირაბი რა საოცრებაა love კარგი ნიუსია
    და სიმღერას რა ქვია? winked

  • Imaginary თქვა:
    21 ნოემბერი 2013 21:51 - ID: 2,
    საოცრებაა <3

  • Hermione...♥ თქვა:
    21 ნოემბერი 2013 21:49 - ID: 1,
    ჰუდუები ნანახი მაქვს feel დანარჩენებიდან ყველაზე მეტად გიგანტების გზა, ქვის ტყე და სიყვარულის ბილიკი მხიბლავს და იმედია, ოდესმე მათი ხილვის საშუალებაც მომეცემა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top