;
24 ნოემბერი 2013      NiNi_N     19 კომენტარი     ნანახია 3712-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ფაქტები ფრაია ბეა ერიქსონის შესახებ ფაქტები ფრაია ბეა ერიქსონის შესახებ
"Float through life, just take it easy, not too much stress, just, float." - Freja Beh Eerichsen

ყველასათვის ცნობილი 26 წლის დანიელი მოდელის, ფრაია ბეა ერიქსონის დებიუტი მოდის სამყაროში 2005-2006 წლებში, შემოდგომა/ზამთრის კოლექციების ჩვენებაზე შედგა პარიზში, ხოლო შემდეგ მილანში. ის დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი მოდელია. თითქმის ცხრა წლიანი კარიერის განმავლობაში, მან უამრავი ცნობილი ჟურნალის გარეკანი დაამშვენა და სხვადასხვა მოდურ კამპანიებში მიიღო მონაწილეობა. გოგონა, რომელმაც ანდროგენული გარეგნობით დაამახსოვრა და შეაყვარა თავი საზოგადოებას, საკუთარ პიროვნებაზე ძალიან იშვიათად და ცოტას საუბრობს. ნიუსში შემოგთავაზებთ ფაქტებსა და მცირე ამონარიდებს სხვადასხვა ჟურნალთან მიცემული ინტერვიუებიდან.

❤❤❤❤❤❤❤❤❤ ❤❤❤❤❤ ❤❤❤❤❤❤❤❤❤

საყვარელი ყვავილი: თეთრი ვარდი.

● ფრაია ნიჭიერი მუსიკოსია. ის უკრავს გიტარაზე, პიანინოზე და დრამზე.

ადგილი სადაც თავს კარგად გრძნობს: კოპენჰაგენი (დანია), სიდნეი (ავსტრალია).

● ფოტოგრაფი, რომელთან ერთადაც ყველაზე ხშირად უწევს მუშაობა - ტერი რიჩარდსონი.

საყვარელი მუსიკოსები: Metallica, Janis Joplin, Led Zeplin, Rolling Stones, Kira & The Kindred Spirits.

● საყვარელი ბრენდი: Alexander Wang-ის, Helmut Lang-ის, Rick Owens-ისა და Balenciaga-ს მოდის სახლები.
ფაქტები ფრაია ბეა ერიქსონის შესახებ
ბავშვობის ოცნება: "მინდოდა გამოვსულიყავი მომღერალი თუმცა, ჩემი ვოკალური შესაძლებლობები ამის საშუალებას არ მაძლევს, ამიტომ სიმღერას ახლა მხოლოდ აბანოში ვახერხებ."

NYC-ის შესახებ: "ყველაზე ენერგიული ქალაქია მთელ მსოფლიოში. აქ იმდენი შემოქმედებითი ადამიანი ცხოვრობს... ყველა საკუთარი საქმითაა დაკავებული. ნიუ-იორკი მუსიკოსებისა და ზოგადად ხელოვანი ადამიანების ქალაქია."

● ფრაიას ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან და როგორც მოდელი აღნიშნავს, მათი კავშირია ძალიან მჭიდროა: დედა, მამინაცვალი, თავად და მისი უფრო ძმა, რომელიც მისი შთაგონების წყაროა."

საყვარელი საჭმელი: "თითქმის ყველა სახის კერძს მივირთმევ და დღეში დაახლოებით 4/5-ჯერ ვჭამ. მიყვარს იმ საკვების დაგემოვნება, რომელიც მანამდე არასოდეს გამისინჯავს, მაგრამ ყველაზე მეტად დედის მომზადებული საჭმელი მომწონს."
ფაქტები ფრაია ბეა ერიქსონის შესახებ
კარლს ლაგერფილდის შესახებ: "კარლს აქვს იუმორის შესანიშნავი გრძნობა და ამასთანავე ძალიან შემოქმედებითი პიროვნებაა. მასთან ერთად მუშაობა დიდ ენერგიასა და გამოცდილებას მოითხოვს, ამიტომ მოხარული ვარ რომ ის ხშირად მე მიწვევს სხვადასხვა კამპანიებში. ვფიქრობ, ის უბრალოდ გენიოსია."

ძირითადი საქმიანობა თავისუფალ დროს: "პირველ რიგში, რა თქმა უნდა ვუსმენ მუსიკას, რომელიც ჩემი შთაგონების წყაროა. ხანდახან ვწერ კიდეც (ძირითადად სიმღერის ტექსტებს), თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც დეპრესიაში ვარ ან უბრალოდ მოწყენილი."

ჩაცმის სტილზე: "ვცდილობ ჩავიცვა თავისუფლად და კომფორტულად. სამოსი, რომელშიც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, არის შავი ტყავის ქურთუკი და ჯინსის შარვალი, მაგრამ ყველაზე კომფორტულად თავს მაშინ ვგრძნობ, როდესაც არაფერი მაცვია. მე ხომ დანიელი ვარ (იცინის). არასდროს ვტვირთავ ლუქებს უამრავი აქსესუარით, თუმცა არის რამოდენიმე სამკაული, რომელიც წარსულის მოგონებებთან მაკავშირებს. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მხოლოდ პოდიუმზე და ფოტოსესიების დროს ვიცვამ, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ძალიან იშვიათად, რადგან მისი ხშირი გამოყენება დამღლელი და მტკინვეულია, ამასთანავე ის ფეხის კუთნებს აჩენს, რაც ნამდვილად არაა ლამაზი."
ფაქტები ფრაია ბეა ერიქსონის შესახებ
Spur Magazine-ის არქივიდან:

საყვარელი სუნამო: "ჩემი საყვარელი სუნამოა Chanel No.5. ეს არის ის, რაც არასდროს გადადის მოდიდან."

ყოველდღიური მაკიაჟი: "არასდოს ვიკეთებ მაკიაჟს სამსახურის გარეთ. სახეს ყოველთვის ვიბან მაკიაჟის მოშორების შემდეგ და ძილის წინ. კანის მოსავლელად კი ვიყენებ დამატენიანებელ კრემებს, რომლებსაც პარიზში ვიძენ."

● "მე შემიძლია გარდავისახო ისეთად, როგორი სახითაც ვჭირდები ფოტოსესიის თემატიკას, ამიტომ ვფიქრობ მოდელისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს გარდასახვის უნარი. ეს უბრალოდ დაეხმარება მას უკეთ გაითავისოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა."

მოდური ტენდენციები, რომელიც მიუღებელია მისთვის: "არ მომწონს წინდები სანდლებზე, მსგავსი შემთხვევები კი ძალიან ხშირია დანიაში ჩამოსულ ტურისტებს შორის."

● "ჩემი პროფესია მოითხოვს ხშირ მოგზაურობას, საყიდლებზე სიარულს, სწორ კვებას და რაც მთავარია ვარჯიშს ფორმის შესანარჩუნებლად, რასაც სახლის პირობებში ვახერხებ. აქედან გამომდინარე, ვცდილობ დრო სწორად გავანაწილო და სხვების მსგავსად ავყვე ნორმალური ცხოვრების რიტმს."

ვარცხნილობა: "თმას ყოველთვის თავად ვიჭრი, მაგრამ როდესაც სარკეში ვიხედები ვხედავ, რომ ის ზოგგან თანაბარია, ზოგგან კი აჩეხილი, ამიტომ თმის მოსაწესრიგებლად წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვსტუმრობ სალონს."
ფაქტები ფრაია ბეა ერიქსონის შესახებ

საყვარელი ფილმი: "ხშირად ვუყურებ ფილმებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი
გამორჩეულად მიყვარს."

● მას არ აქვს არც Facebook-ის, არც Instagram-ის და არც Twitter-ის ოფიციალური ექაუნთი, რადგან ის ამბობს,
რომ სოციალური ქსელები მისთვის არაა!

მას აქვს 16 ტატუ, რომელთაგან ყველაზე პოპულარულებია: კისერზე - 'float', მარჯვენა მკლავზე - 'serendipity is life'
და 'This Too Shall Pass', მარჯვენა ხელის მაჯაზე - 'this world tonight is mine'.

2013 წლის 16 სექტემბერს ფრაიამ საზოგადოებას წარუდგინა მისი პირველი კოლექცია Mother Denim-თან ერთად, რომელიც საქველმოქმედო მიზნით შეიქმნა. "მე არ ვარ დიზაინერი. უბრალოდ მინდოდა გამეკეთება ის, რისი გაკეთებაც ვიცი რომ შემიძლია. კოლექცია, რომლის დიზაინიც თავად შევქმენი, სწორედ ისეთი გამოვიდა, როგორც მინდოდა, რადგან ის ძალიან გავს ჩემს ყოველდღურ სტილს. კოლექციაში წარმოდგენილი ჯინსები ძალიან კომფორტული, მოსახერხებელი და პრაქტიკულია. მე უკვე შევიძინე რამოდენიმე შავი ჯინსი, რომელიც ძალიან მომწონს და ვიმედოვნებ საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩება."
ფაქტები ფრაია ბეა ერიქსონის შესახებ

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

19


  • Hermione...♥ თქვა:
    26 ნოემბერი 2013 20:32 - ID: 19,
    NiNi_N,
    აჰაა :) დიდი ინტერესით დაველოდები ♥

  • tamo თქვა:
    25 ნოემბერი 2013 15:10 - ID: 18,
    აუ ძალიან საყვარელია,მართლა არ მბეზრდება მასზე სიახლეები..
    ვგავართ აშკარად,მეც ჩემით ვიჭრი ხოლმე თმებსს :)
    კარგი სიახლეა

  • NiNi_N თქვა:
    24 ნოემბერი 2013 21:25 - ID: 17,
    Hermione...♥
    ები?! კერშაუ ალბათ ხო?! ებიზე და კეტრინზე ისედაც ვაპირებდი დადებას :))
    ჯულიაზეც თუ მოვიძიე საკმარისი მასალა დავდებ :))

  • Hermione...♥ თქვა:
    24 ნოემბერი 2013 21:09 - ID: 16,
    NiNi_N,
    ძალიან კარგი :))
    P.S. გამიხარდება, თუ ასეთ ნიუსებს ჯულია ნობისსა და ებიზეც დადებ.

  • NiNi_N თქვა:
    24 ნოემბერი 2013 20:41 - ID: 15,
    Hermione...♥
    NYC იმიტომ უფრო დავწერე ასეთი შემოკლებული ვარიანტით, რომ წინადადება ჩამოდიოდა ქვედა ხაზზე,
    მე კიდევ მინდოდა რომ ყოფილიო სწორ ხაზზე (თუმცა აშკარად მაინც ჩამოიწია :|) ცუდად არ გამიგია ნამდვილად :) ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი სახის შენიშვნა, საიტის ნებისმიერი წევრისგან :))

  • Hermione...♥ თქვა:
    24 ნოემბერი 2013 20:36 - ID: 14,
    NiNi_N,
    არაფრის :* აშკარად არ მითქვამს შეცდომაა-მეთქი. უბრალოდ, ბოლო დროს ძალიან ბევრი ცდილობს, რომ უცხოური სიტყვების გამოყენებით მოდას აყვნენ, რაც უკვე მოსაბეზრებელი გახდა (როგორც უამრავ სხვა ქართულ ვარიანტში ხდება ხოლმე), შენს ნიუსში კი ძალიან გამიკვირდა მსგავსი რაღაცების დანახვა, მაგრამ თუ ასე მოგწონს, როგორც გინდა, ისე წერე. თუ დაუკვირდები, შენიშვნა არ მომიცია, მხოლოდ კითხვა დავსვი :)

  • NiNi_N თქვა:
    24 ნოემბერი 2013 20:13 - ID: 13,
    Hermione...♥
    moisturizing --> თუ ეს ამდენს ნიშნავს და 'სვეტსკობასთან' ასოცირდება, არაა პრობლება, დავწეროთ სიტყვა დამატენიანებელი :)) რაც შეეხება NYC - უბრალოდ მე ასე მომწონს, თანაც ამ ქალაქის სახელის ამ ფორმით დაწერა შეცდომა ნამდვილად არაა! ნიუსის დადებითი შეფასებისთვის კი მადლობა :)
    elga
    suvi
    masho
    B2UTY
    ta_mo
    -Diana-
    liliana
    Eleniko♥

    მადლობა დიდი ♥

    გადასათარგმნად/ნიუსში ჩასაწერად ნამდვილად არ ღირდა მაგრამ ისე კარგად ვიხალისე ამ დიალოგზე :)
    J: ok, now, a very private personal question. what's ur favorite way to keep warm this winter?
    Freja: oh, that would probably be with my lover, in bed... or maybe in the shower.
    J: with hot water, do u take hot showers or cold showers?
    Freja: hot, cold? what the f... what's wrong with u?

  • Hermione...♥ თქვა:
    24 ნოემბერი 2013 19:53 - ID: 12,
    არანორმალურად ლამაზია, არ მბეზრდება მისი ყურება ♥♥♥
    ნიუსიც მომეწონა, საინტერესო ფაქტები და შესაფერისი ფოტოები შეგირჩევია, მაგრამ... უბრალოდ რატომ უნდა დაწერო moisturizing-ის კრემები და NYC, როდესაც დამატენიანებელი და ნიუ-იორკიც მშვენივრად ჟღერს? "სვეტსკობის" ახალი გამოხატულებაა? ცუდად არ გამიგო, სხვა მხრივ, მართლა არაჩვეულებრივი სტატიაა :)

  • Eleniko♥ თქვა:
    24 ნოემბერი 2013 17:13 - ID: 11,
    ვგიჟდები, ფრაიაზე ძაან ლამაზია, დახვეწილი, გემოვნებაც კარგი ჰქონია რაც გამიხარდა რადგან ჩემსას დაემთხვა თითქმის:))) მოდელებიდან ყველაზე ძაან ეს მიყვარს და ჯულია სანერი:)))))))
    love love კარგი ნიუსია ყოჩაღღ

  • suvi თქვა:
    24 ნოემბერი 2013 16:52 - ID: 10,
    საოცრებაა love ძალიან კარგი ნიუსია

  • liliana თქვა:
    24 ნოემბერი 2013 16:40 - ID: 9,
    როგორ მიყვარს love მაგარი ნიუსია

  • masho თქვა:
    24 ნოემბერი 2013 15:31 - ID: 8,
    ფრაიააა love love ძალიან კარგი ნიუსიიაა love

  • ta_mo თქვა:
    24 ნოემბერი 2013 14:37 - ID: 7,
    ბრწყინვალე სიახლეა, ფრაია კი უბრალოდ love

  • liii :) თქვა:
    24 ნოემბერი 2013 14:09 - ID: 6,
    NYC-ის შესახებ: "ყველაზე ენერგიული ქალაქია მთელ მსოფლიოში. აქ იმდენი შემოქმედებითი ადამიანი ცხოვრობს... ყველა საკუთარი საქმითაა დაკავებული. ნიუ-იორკი მუსიკოსებისა და ზოგადად ხელოვანი ადამიანების ქალაქია."-ვეთანხმები love

  • mako-mako თქვა:
    24 ნოემბერი 2013 13:49 - ID: 5,
    ფრეა მაგარიაააა request

  • -Diana- თქვა:
    24 ნოემბერი 2013 13:24 - ID: 4,
    - ულამაზესია ფრაია ♥ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელია ♥ ნინი ძალიან კარგი სიახლეა ♥

  • beonce თქვა:
    24 ნოემბერი 2013 12:42 - ID: 3,
    ჩემი ფავორიტი მოდელია feel

  • elga თქვა:
    24 ნოემბერი 2013 10:35 - ID: 2,
    ვაიმეეე ჩემი პრინცესა . ჩემი ჭკვიანი გოგო რაც აქ ეწერა ყველაფერი ვიცოდი მაგრამ მაინც სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის ეს ნიუსი.
    კარგია რო არ ვივიწყებთ ფრეს.
    როგორი კეთილი გოგო მყავს.ულამაზესი და უბრალო ადამიანია.
    დიდი მადლობა ნინი love

  • B2UTY თქვა:
    24 ნოემბერი 2013 01:09 - ID: 1,
    ძაან კარგი ნიუსია: ))
    ნუ, თუ მისი ძმა ყოფილა შთაგონების წყარო, მაშინ არც მიკვირს ასეთი ბიჭური როა : D

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top