6 December 2013      Hermione...♥     Views 6 439    
Category: Fun, Interesting

მოგზაურობა იაპონიაში/日本に旅行する

Powered by www.Mp3Olimp.net

იაპონია - 6,852 კუნძულისაგან შემდგარი არქიპელაგი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ამომავალი მზის ქყეყანას, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოდ და მილიონობით ადამიანის საოცნებო ადგილად ითვლება. ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილ ტრადიციათა და განუწყვეტელ ტექნოლოგიურ გამოგონებათა სინთეზით იაპონია იზიდავს როგორც ეგზოტიკური ადგილების მოყვაულთ, ისე მოდერნისტული სტილის თაყვანისმცემლებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალური შთაბეჭდილებების მისაღებად საკმარისი არ იქნება, ამ სტატიის საშუალებით შევეცდები ვირტუალური ვოიაჟი მოგიწყოთ ამომავალი მზის ქვეყანაში და მოკლედ გაგაცნოთ მისი კულტურა, ტრადიციები და ღირშესანიშნაობები.
მოგზაურობა იაპონიაში
დედაქალაქი: ტოკიო
სახელმწიფო ენა: იაპონური
სახელმწიფო წყობა: კონსტიტუციური მონარქია
ფულის ერთეული: იენი
ძირითადი რელიგიები: ბუდიზმი, შინტოიზმი

მოგზაურობა იაპონიაში
* არქიტექტურა

იაპონური არქიტექტურა, რომელმაც განვითარება პრეისტორიულ ხანაში დაიწყო და დღემდე განიცდის, მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ადგილობრივი და დასავლური კულტურის შესანიშნავ სინთეზს წარმოადგენს. თვალსაჩინოებისათვის გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო ნიმუშს.

ტოშუგუ იომეიმონის სალოცავი ნიკოში
მოგზაურობა იაპონიაში
ტოდაიჯის ტაძარი
მოგზაურობა იაპონიაში
ჰიმეჯის სასახლე
მოგზაურობა იაპონიაში
ფერმერთა სახლები შირაკავაგოში
მოგზაურობა იაპონიაში
ყოფილი საიმპერიო სასტუმრო მეიჯი მურაში
მოგზაურობა იაპონიაში
ცათამბჯენებს შორის მოქცეული ტოკიოს სადგური
მოგზაურობა იაპონიაში

* ეტიკეტი

იაპონიაში დიდი ყურადღება ექცევა ადგილობრივი ეტიკეტის ნორმების დაცვას. იმისათვის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, საჭიროა ძირითადი წესების გაცნობა.

-წმინდა ადგილების მონახულებისას ტურისტებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და ადგილობრივი კულტურის მიმართ პატივისცემა გამნოიჩინონ. სასურველი არაა სამლოცველოს მონახულება, თუ ავად ხართ, ღია ჭრილობა აქვთ ან მგლოვიარე ბრძანდებით, რადგანაც ზემოხსენებული მდგომარეობები ბიწიერებასთან ასოცირდება.
მოგზაურობა იაპონიაში

-იაპონიაში ხალხი ერთმანეთს თავის დახრით ესალმება. თავის დახრა ასევე მართებულია მადლიერების გამოსახატად, ბოდიშის მოსახდელად და რაიმეს თხოვნის წინ. იაპონელებში ხელის ჩამორთმევა გავრცელებული არაა და მხოლოდ უცხოელებთან ურთიერთობისას გამოიყენება.
მოგზაურობა იაპონიაში

-წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში იაპონიაში მცხოვრები თანამშრომლები, მეგობრები და ნათესავები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან, რომელთაც შესაბამისად ოსეიბო და ოჩუგენი ეწოდებათ. სასაჩუქრე სეზონზე თითქმის ნებისმიერი სახის ნივთის გასხვისება მიღებულია, მაგრამ ნებისმიერ სხვა დროს, იაპონელისათვის პატივის მისაგებად ტკბილეული ყველაზე გავრცელებულ საჩუქრად ითვლება. დაბადების დღისა და საშობაო საჩუქრების ჩუქება იაპონიაში დიდად მიღებული არაა, მაგრამ დასავლური ზეგავლენის გამო, ადგილობრივთა ნაწილი არც ამგვარ შანსს უშვებს ხელიდან გარშემომყოფთა გახარებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საჩუქარი აუცილებლად ორივე ხელით უნდა გასცეთ და მიიღოთ.
მოგზაურობა იაპონიაში

-გახსოვდეთ, რომ ნომერი 4, თავით ჩრდილოეთისაკენ ძილი და ჭამის დასრულებისთანავე დაძინება იაპონიაში უბედურების მომტანად ითვლება და ამიტომაც უმჯობესია, რომ იქ ყოფნისას თავი აარიდოთ მათ.
მოგზაურობა იაპონიაში

* ტრადიციული სამზარეულო
მოგზაურობა იაპონიაში
იაპონური სამზარეულო ეგზოტიკური ინგრედიენტების სიმდიდრით გამოირჩევა, რაც ტურისტთა უმეტესი ნაწილის დაბნევას იწვევს.
მოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაში
ტრადიციული იაპონური საუზმე
მოგზაურობა იაპონიაში

* ულამაზესი პეიზაჟები

მოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაშიმოგზაურობა იაპონიაში

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top