;
30 დეკემბერი 2013      LohanFan     5 კომენტარი     ნანახია 7674-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ბრაზილიელი მწერლისა და ლირიკოსის პაულო კოელიოს ( დ. 24 აგვისტო 1947) "ალქიმიკოსი" თანამედროვე კლასიკადაა აღიარებული.უკვე რამდენიმე წელია რაც პაულო კოელიოს ეს წიგნი მსოფლიო ბესტსელერების სიაში პირველობას არ თმობს.1980-იანი წლებიდან მოყოლებული,იგი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია.მისი წიგნები 100 მილიონიანი ტირაჟითაა გაყიდული და შესულია გინესის რეკორდების წიგნში,როგორც მსოფლიოს 70-ზე მეტ ენაზე თარგმნილი წიგნის "ალქიმიკოსის" ავტორი.

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"


„-რა არის ამქვეყნად ყველაზე დიდი ტყუილი?-გაოცდა სანტიაგო.
-ტყუილია,რომ რაღაც მომენტში ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს.“


„ამქვეყნად ერთადერთი დიადი ჭეშმარიტება არსებობს: იმისდა მიუხედავად,ვინ ხარ და რას აკეთებ,თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას,აუცილებლად მიაღწევ კიდეც,რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია ჩასახული. და სწორედ ეს არის შენი დანიშნულება ამქვეყნად.“

„მეც სხვებს ვგავარ:სასურველს რეალობად მივიჩნევ და სამყაროს ისეთს კი არ ვხედავ როგორიც არის,არამედ ისეთს,როგორიც მე მინდა რომ იყოს.“

„რაც უფრო შორს მიჰყვები საკუთარ გზას,მით მეტად განსაზღვრავს ის შენს ცხოვრებას.“

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"



„სწორედ ეს ამოძრავებს სამყაროს,ალქიმიაში ამას „სამყაროს სული“ ეწოდება.როცა მთელი სულით და გულით გწადია რაღაც,მაშინ სამყაროს სულს ეზიარები,რომელშიც უზარმაზარი ძალაა დაფარული.
და დასძინა,რომ ეს მხოლოდ ადამიანებისთვია არ იყო დამახასიათებელი,სული აქვს ყველაფერს ამქვეყნად-ქვას,მცენარეს,ცხოველს და თვით აზრსაც.
-რაც კი რამ არსებობს დედამიწის ზურგზე, ყველაფერი იცვლება,რადგან თავად დედამიწაც ცოცხალია და სულიერი.ჩვენ ყველა ამ სულის ნაწილი ვართ,ამიტომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიკეთეს,მისგან რომ ვიღებთ.თუმცა შენ,ფარდულში მუშაობისას,უნდა მიმხვდარიყავი,რომ ბროლიც კი გეხმარებოდა წარმატების მიღწევაში.“


„ყველა თავისებურად სწავლობს,ჩემთვის მისი გზაა მიუღებელი,მისთვის კი-ჩემი.მაგრამ ორივე საკუთარ გზას ვეძებთ და თუნდაც ამისთვისაა პატივისცემის ღირსი.“

„როცა გიყვარს,ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.“

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"


„-დარჩენა რომ გადავწყვიტო?
-შენ შეგიძლია,ბელადის მრჩეველი გახდე.იმდენი ოქრო გექნება,რომ უამრავ ცხვარსა და აქლემს შეიძენ,მერე ფატიმას შეირთავ ცოლად და პირველ წელს ბედნიერად იცხოვრებ.თანდათან ისწავლი უდაბნოს სიყვარულს და ამ ორმოცდაათი ათასი ფინიკის პალმას სათითაოდ გაიცნობ.გაიგებ,როგორ იზრდება პალმა და თავისი ზრდით ამტკიცებს,რომ სამყარო ცვალებადია.ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო გაგიადვილდება ნიშნების ამოკითხვა,რადგან უდაბნოზე უკეთესი მასწავლებელი არ არსებობს.

მაგრამ გავა ერთი წელი და ისევ განძი გაგახსენდება.ნიშნები დაჟინებით შეგახსენებენ შენს მიზანს,შენ კი ეცდები,არად ჩააგდო მათი ნათქვამი.ეცდები,ოაზისისა და მის ბინადართა საკეთილდღეოდ გამოიყენო ცოდნა.ტომის ბელადები დაგაფასებენ,აქლემები კი სიმდიდრესმოგიტანენ და ძალაუფლებას გაგიმტკიცებენ.

გავა მეორე წელიც.ნიშნები ისევ დაჟინებით გაგახსენებენ განძს და შენს ბედისწერას.ძილი გაგიკრთება,ღამღამობით ოაზისში იბორიალებ,ფატიმას კი ნაღველი აუვსებს გულს,რადგან მიხვდება,რომ სწორედ მის გამო თქვი უარი საკუთარ გზაზე.ფატიმა ისევ ძველებურად გეყვარება და ისიც სიყვარულით გუპასუხებს.გაგახსენდება,რომ მას დარჩენა არასოდეს უთხოვია შენთვის,რადგან უდაბნოს ქალებს შეუძლიათ ქმრების ლოდინი.და შენც ვერაფრით დაადანაშაულებ მას,თუმცა ღამეებს მაინც უდაბნოში და პალმების ქვეშ გაათენებ და მიხვდები,რომ ალბათ,წახვიდოდი კიდეც,ფატიმასა და საკუთარ სიყვარულს უფრო მეტად რომ ნდობოდი.რადგან ოაზისში შე მხოლოდ შიში გაჩერებს-გეშინია,რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდები.იმ დროისთვის კი ნიშნები გეტყვიან,რომ სამუდამოდ დაკარგე განძი.

მოვა მეოთხე წელი და ნიშნებიც გაქრება,რადგან შენ უკვე აღარ გენდომება მათი დანახვა.ამას ბელადებიც მიხვდებიან და სამსახურზე უარს გეტყვიან,თუმცა იმ დროისთვის შენ უკვე მდიდარი ვაჭარი იქნები,უამრავი დუქან-ფარდული გექნება და აქლემების ქარავნები გეყოლება.და სიცოცხლის ბოლომდე უდაბნოსა და პალმებს შორის იბორიალებ და გეცოდინება,რომ უარი თქვი საკუთარ ბედისწერაზე,მაგრამ უკვე გვიანი იქნება სინანული.“


პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"


„სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს,საკუთარ გზას ეწიოს.თუ შეუშალა,მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა ჭეშმარიტი,არ ყოფილა ის რაც საერთო ენაზე ლაპარაკობს.“

„-მივდივარ,-უთხრა მან,-მინდა,ისიც იცოდე,რომ აუცილებლად დავბრუნდები.მე შენ მიყვარხარ,მიყვარხარ იმიტომ...
-ნურაფერს იტყვი,-შეაწყვეტინა ქალიშვილმა,-უყვართ იმიტომ,რომ უყვართ.სიყვარულს ახსნა არ სჭირდება.“


„ამქვეყნის ყველა მკვიდრს თავისი განძი ელის,-ეუბნებოდა გული,-მაგრამ ჩვენ,გულები,ჩუმად ყოფნას მივეჩვიეთ,რადგად ადამიანებს არ სურთ იმ განძის პოვნა.ჩვენ მხოლოდ ბავშვებს ვეჩურჩულებით ამის შესახებ,მერე კი ვაკვირდებით,როგორ წარმართავს მათ ცხოვრება თავიანთი ბედისწერისკენ.მაგრამ,სამწუხაროდ,ცოტანი თუ მიჰყვებიან წილხვედრილ გზას.დანარჩენებს სამყაროსი ეშინიათ.
და ჩვენ სულ უფრო ჩუმად ვიწყებთ ლაპარაკს.ჩვენ არასოდეს ვჩუმდებით,მაგრამ ვცდილობთ ჩვენმა ნათქვამმა არ შეაშფოთოს ადამიანები:არ გვინდა,იმის გამო გაიტანჯონ,რომ დროზე არ მიუგდეს ყური გულისხმას.“


„ჩვენ ვერასოდეს ვხვდებით,რა განძი გვიჭირავს ხელში.იცი რატომ? ადამიანებს საერთოდ არა სჯერათ საგანძურისა.“

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"



„ოცნების ასრულებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს-დამარცხების შიში.“

„ის,რაც ერთხელ მოხდა,შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს.მაგრამ ორჯერ მომხდარი აუცილებლად განმეორდება.“

„დაიმახსოვრე,ყოველი ადამიანი ამ დედამიწაზე,რასაც უნდა აკეთებდეს,უმთავრეს როლს ასრულებს სამყაროს ისტორიაში.თუმცა,შეიძლება,არც არაფერი იცოდეს ამის შესახებ.“

„სანტიაგო რის ვაი-ვაგლახით წამოდგა და უკანასკნელად გახედა პირამიდებს.ისინი უღიმოდნენ და მანაც გაუღიმა პასუხად,გული ბედნიერებით ჰქონდა სავსე.მან იპოვა თავისი განძი.“

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

5


  • dreamer26 თქვა:
    4 იანვარი 2014 15:19 - ID: 5,
    ვგიჟდები

  • liliana თქვა:
    2 იანვარი 2014 18:24 - ID: 4,
    ფავორიტებში.. love
    ციტატა: Bao
    გაღიარებ პაულო! feel

    რაღა უჭირს პაულოს შენ თუ აღიარებ,,

  • Bao თქვა:
    31 დეკემბერი 2013 20:15 - ID: 3,
    გაღიარებ პაულო! feel

  • Countess A. თქვა:
    31 დეკემბერი 2013 01:18 - ID: 2,
    ..................................

  • წოწორია თქვა:
    30 დეკემბერი 2013 13:52 - ID: 1,
    ძალიან მიყვარს <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top