;
30 დეკემბერი 2013      salome0789     8 კომენტარი     ნანახია 8470-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ისტორიკოსები და ანთროპოლოგები უძველესი საიდუმლოებების ამოსახსნელად თავდაუზოგავად შრომობენ. მათი თეორიები და მოსაზრებები ზოგჯერ აბსურდულია, ზოგჯერ კი სიმართლეს შეესაბამება. წარსულში თუ გავიხედავთ, სხვადასხვა ცივილიზაციათა აღზევების და დაცემის მოწმენი გავხდებით, მათი გაუჩინარება ჩვენთვის ბურუსით არის მოცული. დიახ, წარსული უამრავ საიდუმლოს მალავს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ამ წარსულის გასაღები ჩაძირული ქალაქების, პირამიდების, იეროგლიფების თუ სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშების აღმოჩენისას მოვიპოვოთ.
აქ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ უძველესი ცივილიზაციების ირგვლივ არსებულ
10 უდიდეს საიდუმლოს გაეცნობით.





#10 სფინქსის ასაკი

უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
ეგვიპტოლოგების მოსაზრება, რომ გიზას პლატოზე არსებული დიდებული სფინქსი დაახლოებით 4,500 წლის უნდა იყოს, მხოლოდ თეორიად რჩება. ცნობილი მკვლევარის რობერტ დიუვალის თქმით სფინქსის ზუსტი ასაკის დადგენა ადრეა, რადგან ჩვენამდე არავითარი ნივთმტკიცება არ არის შემონახული. შესაბამისად, მკვლევარებს ჯერ არც პაპირუსის იეროგლიფური ნიმუშები, თუ ქვის სვეტზე ამოკვეთილი წარწერა აღმოუჩენიათ, რომლებიც მისი აშენების ზუსტი თარიღის დადგენაში დაეხმარებოდათ. და მაინც, როდის აშენდა სფინქსი? ჯონ ენტონი ვესტმა მონუმენტის ასაკთან დაკავშირებით პრეტენზია, მას შემდეგ გამოთქვა, რაც ვერტიკალური ეროზიის კვალი შენიშნა, რაც მხოლოდ ხანგრძლივი წვიმებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. წვიმა შუა უდაბნოში? ეს ცოტა საეჭვო თემაა. გეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ასეთ წვიმებს მხოლოდ 10, 500 წლის წინ ჰქონდა ადგილი, რაც გვაფიქრებინებს, რომ სფინქსი ორჯერ უფრო მეტი ხნის არის, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. რობერტ დიუვალი და გრეემ ჰენკოკი ამტკიცებენ, რომ სფინქსი ეგვიპტური ცივილიზაციის წინამორბედია და ქრისტეს შობამდე დაახლოებით 10, 500 წლით თარიღდება. ეს ბადებს კიდევ ერთ კითხვას : ვინ და რატომ ააშენა სფინქსი?


# 9 ნასკას ხაზები

ცნობილი ნასკას ხაზები, 1930-იან წლებში, უდაბნოში, სამხრეთ ლიმადან 322 კმ მოშორებით აღმოაჩინეს. დაახლოებით 60 კმ სიგრძეზე და 2 კმ ფართობზე გადაჭიმულმა გრავირებულმა ხაზებმა და ფიგურებმა მსოფლიოს მეცნიერული სამყარო საგონებელში ჩააგდო. იდეალურად სწორი ხაზები და ზოლები, რომლებიც ერთმანეთს ჰკვეთენ, კოსმოსიდან ანტიკურ ასაფრენ ბილიკებს მოგვაგონებენ. 1968 წელს, თეორეტიკოსმა, ერიკ ვონ დენიკენმა წიგნიც კი გამოსცა, სადაც ამტკიცებდა, რომ ნასკას ხაზები რეალურად უცხოპლანეტელთა ასაფრენი ბილიკები უნდა ყოფილიყო. ყველაზე დამაინტრიგებელია ის ფაქტი, რომ გიგანტური ზომის ფიგურების დანახვა მხოლოდ ზემოდან არის შესაძლებელი, დედამიწიდან მათი აღქმა შეუძლებელია. შესაბამისად, მისი შექმნა იმ დროის ნასკას ცივილიზაციას არ შეეძლო. წარმოდგენილ გამოსახულებათა შორისაა პირდაპირი ხაზები, სამკუთხედები, სპირალები, ჩიტი, მაიმუნი, ობობა და ყვავილები. და მაინც, რას წარმოადგენდნენ ეს ხაზები? ზოგიერთს მიაჩნია, რომ მათ ასტრონობიული დანიშნულება უნდა ჰქონოდა, ზოგი კი ფიქრობს, რომ რელიგიური ცერემონიებისთვის იყენებდნენ. დღევანდელ თეორიას თუ გავითვალისწინებთ, ისინი უდაბნოში ძვირფასი წყლის მოპოვებაში დაგვეხმარებიან. სიმართლე კი ის არის, რომ არავინ არაფერი იცის.
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები



# 8 ატლანტიდის მდებარეობა

უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
ატლანტიდის რეალურ მდებარეობაზე უამრავი მოსაზრება არსებობს. მის ხსენებაზე პირველად რაც გვახსენდება, ეს პლატონის ლეგენდაა, რომელიც ულამაზეს, ტექნოლოგიურად განვითარებულ, კონტინენტის ზომის კუნძულზე მოგვითხრობს ჯერ კიდევ ჩ. წ - მდე 370 წელს. სამწუხაროდ, ფილოსოფოსის თქმულება მის ადგილმდებარეობაზე იმდენად მწირი და ბუნდოვანია, უამრავი მეცნიერი თანხმდება, რომ ატლანტიდა მხოლოდ მითი და პლატონის ფანტაზიის ნაყოფია. ცნობილი ნათელმხილველის, ედგარ ქეისის განცხადებით კი ანტიკური ანტლანტიდის ნარჩენები ატლანტის ოკეანეში, ბერმუდის სიახლოვეს უნდა ვეძებოთ. 1969 წელს ბიმინის კუნძულებთან ნაპოვნი იქნა გეომეტრიული ქვის ფორმები, რომლებმაც ედგარ ქეისის წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება დაადასტურა. დღეს, ამ ადგილს ბიმინის კედელს უწოდებენ. სხვა მოსაზრებებს თუ გავითვალისწინებთ, ანტიკური კუნძული მექსიკასთან, ანტარქტიკასთან, ინგლისის ან კუბას სანაპიროებთან უნდა ვეძებოთ. ალბათ, ეს კამათი და თეორიები იქამდე გაგრძელდება, სანამ ვინმე ერთ დღეს არ დაიძახებს: “Welkommen zu Atlantis! Eat at Joe’s ”.
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები


# 7 მაიას ცივილიზაციის გაუჩინარება
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
მაიას ცივილიზაციამ ჩამოყალიბება ჩ. წ - მდე დაახლოებით 2000 წელს დაიწყო ცენტრალურ ამერიკაში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბნელ საუკუნეებში ევროპა თვლემდა, ამ ინოვატორმა ადამიანებმა გასაოცარი ასტრონომიული აღმოჩენები გააკეთეს, განავითარეს ადგილობრივი ამერიკელებისთვის ერთადერთი, ჭეშმარიტი წერის სისტემა, გამოირჩეოდნენ კალენდარული სიზუსტით და ფლობდნენ ფენომენალურ მათემატიკურ უნარ - ჩვევებს. ლითონის იარაღების, ტვირთმზიდავი ცხოველების, თუ ბორბლის დახმარების გარეშე ააშენეს არქიტექტურულად სრულყოფილი და მრავალფეროვანი ქალაქები. სად გაქრა ეს ცივილიზაცია? ისტორიკოსებს თუ დაუჯერებთ, მაიას ცივილიზაციის მასობრივი დევნა ესპანელი კოლონისტების ამერიკის კონტინენტზე ჩამოსახლებამ გამოიწვია, რაც ძირითადად რელიგიური მიზეზებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. სხვა თეორიით, მიწათმოქმედი მაიას ტომების გადასახლება კლიმატური ცვლილებების ბრალი უნდა ყოფილიყო. ცივილიზაციის გაუჩინარების საყურადღებო მიზეზად კიდევ მიწისძვრა, ეპიდემია და ტომებს შორის განხეთქილება სახელდება. ალბათ, კიდევ ბევრი დრო გავა, სანამ ამ კითხვას საბოლოოდ გაეცემა პასუხი.
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები



# 6 Spirit Cave - ის მუმია
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
1940 წელს ცოლ - ქმრისგან შემდგარმა არქეოლოგიურმა ჯგუფმა, სიდნი და ჯორჯია უილერებმა Spirit Cave - ის მღვიმეში, ნევადას შტატის ქალაქ ფალონის სიახლოვეს, აღმოაჩინეს მუმია, რომელიც ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე ნაპოვნ მუმიათაგან ყველაზე უძველესია. უილერებმა, მღვიმიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით, კიდევ 67 ისტორიული მნიშვნელობის ნიმუშების მოგროვება შეძლეს. ეს ნივთები შესწავლილი იქნა ნევადას სახელმწიფო მუზეუმის მიერ და დადგინდა, რომ ისინი 1,500 - 2,000 წლით თარიღდებოდა. ორმოცდათოთხმეტი წლის შემდეგ, 1994 წელს, კალიფორნიის რივერსაიდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა, ერვ ტეილორმა მასიური სპექტომეტრის დახმარებით 17 ნიმუში შეისწავლა და მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა. შედეგებმა აჩვენა, რომ მუმია 9,400 წლის უნდა ყოფილიყო. შემდგომმა კვლევებმა კი მეცნიერებს კიდევ უფრო გასაოცარი შედეგები მოუტანა. Spirit Cave - ის მღვიმეში ნაპოვნი მუმიის ექსპონატებს ევროპეიდული რასის, აინუს ხალხების მსგავსი (ეთნიკურად იაპონელების) მახასიათებლები აღენიშნებოდათ. მათთან საბოლოო გაწევრიანება ოფიციალურად ვერ დადგინდა, მაგრამ ამ აღმოჩენამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.





# 5 ეგვიპტური განძი დიდ კანიონში
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
1909 წლის 5 აპრილს გამოცემული გაზეთი «Arizona Gazette» იტყობინებოდა, რომ სმითსონის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დიდ კანიონში აღმოაჩინა ადამიანის ხელით შექმნილი ლაბირინთის მსგავსი გვირაბი, სადაც ნაპოვნი იქნა სპილენძის იარაღები, იეროგლიფები, ეგვიპტური ღვთაებების ქანდაკებები და მუმიები. სმითსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, მოგვიანებით, ამ აღმოჩენის შესახებ ყველაფერი უარყვეს. გამოქვაბულის მაძიებელი უამრავი ექსპედიციაც რამოდენიმეჯერ დიდი კანიონიდან ხელცარიელი დაბრუნდა. რატომ უნდა სდომოდა გაზეთს მთელი მეცნიერული სამყაროს გაბრიყვება? ,, არ შეიძლება, მთელი ეს ამბავი გაზეთის დახვეწილი ხუმრობა იყოს, - წერს მკვლევარი დევიდ ჰეჩერ ჩილდრესი. - ის ფაქტი, რომ სტატია, პრესტიჟული სმითსონის ინსტიტუტის სახელით, გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა და დეტალურად აღწერდა კვლევის შედეგებს, არ შეიძლება სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.“ მისი მხარდამჭერები ასევე აცხადებდნენ, რომ კანიონის ზოგიერთი ადგილები მუშებისთვისაც კი აკრძალული იყო. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რაღაცის დაფარვას მეცნიერები საგულდაგულოდ ცდილობენ.



# 4 დაკარგული ქვეყანა ლემურია
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
ლეგენდარული დაკარგული ქვეყანა ლემურია, დაახლოებით, იმავე პერიოდში არსებობდა, როცა ატლანტიდა. გადმოცემების თანახმად, ლემურია, ტროპიკული სამოთხის მსგავსი კონტინენტი, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში მდებარეობდა. 1864 წელს, ზოოლოგმა, ფილიპ სლეიტერმა სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია სათაურით “მადაგასკარის ძუძუმწოვრები” , სადაც პრიმატის ჯგუფები ,,ლემურებად“ მოიხსენია. სლეიტერმა განაცხადა, რომ ლემურების ნაშთები მხოლოდ მადაგასკარზე და ინდოეთში მოიპოვებოდა, შესაბამისად მან ივარაუდა, რომ მადაგასკარი და ინდოეთი, ოდესღაც, ერთი კონტინენტის ნაწილი იყვნენ. დარვინისტმა, ერნსტ ჰეკელმა წამოაყენა ვარაუდი, რომ ,,ლემურია“ ცხოველების ნაშთებს შორის არსებული ,,დაკარგული კავშირის“ ახსნა იყო და რადგან ისინი უკვე ოკეანის სიღრმეში განისვენებდნენ, მათი პოვნა შეუძლებელი იქნებოდა. მოგვიანებით, მეცნიერებმა კონტინენტის დაშლის შედეგად ოკეანეში გეოლოგიური ცვლილებების კვალს ვერ მიაგნეს, რაც ლემურიას უარყოფის საფუძველი გახდა. ჩვენ კი გვიჩნდება კითხვა, მართლა არსებობდა, თუ არა ლემურია და თუ არსებობდა სად?



# 3 ვინ ,,აღმოაჩინა“ ამერიკა?
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
ვინ ,,აღმოაჩინა“ ამერიკა? ამ კითხვაზე უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ ქრისტეფორე კოლუმბმა. ის ფაქტი კი ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ ევროპელები გაიგებდნენ ამ უზარმაზარი ქვეყნის არსებობის შესახებ, ის მანამდე საუკუნეების მანძილზე დასახლებული იყო. დღეს, უკვე უამრავი ნივთმტკიცებულება არსებობს, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ კოლუმბზე წინ ,,ახალ მიწამდე“ სხვადასხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებმა მიაღწიეს. კონტინენტზე ნაპოვნი ანტიკური ნიმუშები მიუთითებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ფეხის დადგმა უძველესმა კულტურებმა შეძლეს. შეერთებული შტატების და მექსიკის ტერიტორიებზე ნაპოვნი იქნა ბერძნული, რომაული მონეტები და თიხის ჭურჭელი. მექსიკაში ასევე აღმოაჩინეს ისისის და ოსირისის ეგვიპტური ქანდაკებები, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში, დიდ კანიონში, ეგვიპტური ცივილიზაციის კვალს მიაგნეს (იხ. ზემოთ). სიმართლე კი ის არის, რომ დღევანდელი მეცნიერული სამყარო ძალიან მწირ იმფორმაციას ფლობს უძველესი, შორეულ მიწებზე მოგზაური კულტურების შესახებ.



# 2 კუბას ჩაძირული ქალაქი

2001 წელს კანადური კომპანიისგან (ADC) შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც ოკეანის ფსკერზე კუბის ტერიტორიული წყლების რუკის შედგენით იყო დაკავებული, საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. 670 მეტრ სიღრმეზე მკვლევართა ჯგუფის მიერ გადაღებულმა ჰიდროლოკატორულმა გამოსახულებებმა მოულოდნელი და საკამოდ, გასაოცარი ფენომენი გამოავლინა. მასიური, გლუვი ქვის ბლოკებისგან აგებული სხვადასხვა სახის პირამიდები და წრიული ფორმის ნაგებობები მეცნიერებს აიძულებს ,,ჩაძირული ქალაქის“ არსებობაზე ალაპარაკდნენ. ნუთუ, მათ ატლანტიდის ნაშთებს მიაკლიეს?! ,,ის დიდი ქალაქის ცენტრს მოგვაგონებს, - განაცხადა კომპანიის (ADC) პრეზიდენტმა, პოლინა ზელიცკიმ. - თუმცა, ჩემი მხრიდან ეს დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ვთქვა რა არის, სანამ მტკიცებულება არ გვექნება.“
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები






# 1 იაპონიის წყალქვეშა ნანგრევები

1995 წელს იაპონიის კუნძულ ოკინავას სამხრეთ სანაპიროებთან, მყვინთავებმა, 6 - 30 მეტრ სიღრმეზე, ნაქალაქარი აღმოაჩინეს . სკეპტიკოსების მოსაზრებით უზარმაზარი, კიბისმაგვარი ქვის სტრუქტურები ბუნებრივი წარმონაქმნები უნდა იყოს. (რაც სურათების დათვალიერების დროს ცოტა გიჟურ აზრად გვეჩვენება). მოკირწყლული ქუჩები, გზაჯვარედინები, ფართო მოედნებთან მიმავალი გრანდიოზული კიბეები, დიდი საკურთხევლის მსგავსი წარმონაქმნები, თაღები, კარიბჭისმაგვარი უზარმაზარი ქვის ბლოკები[/color], რომლებიც ერთმანეთთან სიზუსტით, პრეისტორიული წყობის მსგავსად არიან განლაგებულნი, ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ ადამიანის ხელით არიან შექმნილნი. უამრავი ექსპერტი თანხმდება, რომ იაპონიის წყალქვეშა ნანგრევები, შესაძლებელია, დაკარგული კონტინენტი, ლემურია იყოს (იხ. ზემოთ).
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები
უძველესი საიდუმლოებები და დაკარგული ცივილიზაციები



კატეგორია: საინტერესოა
Tags:

8


  • Countess A. თქვა:
    2 იანვარი 2014 22:08 - ID: 8,
    შესანიშნავი სიახლეა, მაგრამ სფინქსის პირამიდა - ეს ტერმინი არასორია..!

  • niniiiiiii თქვა:
    1 იანვარი 2014 01:58 - ID: 7,
    Saintereso iyo, dsfet sseti shemecnebiti saxis siaxleebi...

  • tamo_ თქვა:
    31 დეკემბერი 2013 10:54 - ID: 6,
    ძალიან კარგი სიახლე იყო. მადლობა ამისთვის

  • Emy bithces თქვა:
    31 დეკემბერი 2013 00:52 - ID: 5,
    მიყვარხარ ავტორ ! ისტორია ჩემი ტკივილი ჩემი სისუსტე ! ეგვიპტოლოგიიტ და ძველი ცივილიზაციებით ვარ შეპყრობილი! ძაან კაი სიახლეა ყოჩაღ

  • Nina√ თქვა:
    31 დეკემბერი 2013 00:07 - ID: 4,
    ძალიან მაგარი სიახლეა ფავორიტებში love

  • megi:) თქვა:
    30 დეკემბერი 2013 21:18 - ID: 3,
    კიდე მინდა ასეთი სიახლეები love

  • liii :) თქვა:
    30 დეკემბერი 2013 19:10 - ID: 2,
    საინტერესო სიახლე იყო,მართალაც რომ ყოჩაღ! love

  • Shining Diamond თქვა:
    30 დეკემბერი 2013 14:32 - ID: 1,
    სუპერ სიახლეა,ყოჩაღ! love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top