;
25 დეკემბერი 2014      • Angel M •     30 კომენტარი     ნანახია 11238-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

10 საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად ❅

10 საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად

ალბათ, ყველას თუ არა ბევრ თქვენგანს მაინც აქვს სურვილი, რომ ახალ წელს სადმე, ლამაზ
ადგილას შეხვდეს. მსოფლიო სავსეა ულამაზესი ადგილებით. ყოველ მათგანს თავისი ხიბლი აქვს,
რაც მისკენ მიგიზიდავს. ახალი წელი, ეს ის დროა, როცა ყველფერი იმაზე გაცილებით ლამაზი
ხდება ვიდრე სხვა დროს არის ხოლმე.
რა ჯობია იმას, რომ დადიხარ ქუჩებში და შენდაუნებურად
გრძნობ, რომ ახალი წელი მოდის
?! მართალია ყველა ქალაქში აღინიშნება ეს დღესასწაული, მაგრამ
ზოგიერთში მას განსაკუთრებულად აღნიშნავენ. მოდით გადავხედოთ მსოფლიოს იმ 10 ადგილს,
სადაც ახალი წელი დიდი გრანდიოზულობით აღინიშნება.





_____________________________________



✺ ლას ვეგასი ნევადის შტატი, აშშ.

შეიძლება ითქვას, რომ ლას ვეგასში მუდმივად ახალი წელია, მაგრამ 31 დეკემბერს
ყველაფერი გაცილებით გრანდიოზული ხდება. აქ დაახლოებით 320,000 ადამიანი
იკრიბება და აღნიშნავს ამ დღესასწაულს.





_____________________________________



✺ სიდნეი ავსტრალია

სიდნეის ახალი წელი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაული.
აქ მყოფი ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ ყველაზე დიდი ფეიერვერკები. ბოლო
წლებში ავსტრალიაში დაიხარჯა 4 მილიონი დოლარი ამ ერთი ღამის გაფორმებებზე.






_____________________________________



✺ რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია

ყოველი წლის 31 დეკემბერს, კოპაკაბანის პლაჟზე ახალი წლის აღსანიშნავად 2,5 მლნ ადამიანი იყრის
თავს. ხალხის ეს ბრბო, ძირითადად თეთრებში ჩაცმული, მთელი ღამის განმავლობაში პლაჟის გასწვრივ
ასობით სხვადასხვა შოუსა და ღონისძიებას მართავს. ეს დღესასწაული მეორე უდიდესია რიოში და
მხოლოდ კარნავალს ჩამოუვარდება. ხალხი ერთმანეთს ახალ წელს შამპანურით ულოცავს.





_____________________________________



✺ პარიზი საფრანგეთი

ახალ წელს პარიზში უამრავი ადამიანი იყრის თავს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მთავარი შოუ
ეიფელის კოშკის გარშემო იმართება, სწორედ აქედან უშვებენ ულამაზეს ფეიერვერკებს.





_____________________________________



✺ ნიუ-იორკი აშშ

ნიუ-იორკში, Times Square-ზე იმართება გრანდიოზული შოუ რომელსაც მილიონობით ადამიანი
ადევნებს თვალყურს. მას 100 წლიანი ტრადიცია აქვს. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გიგანტური
ბურთის ანთებაა.





___________________________________



✺ მაიამი ფლორიდა

ახალ წელი მაიამიში მზეზე, ქვიშასა და სიცხეში აღინიშნება. მას დაახლოებით 250,000 ადამიანი
სტუმრობს. აქ იმართება სამ დღიანი მუსიკის ფესტივალი, რომელიც 30 დეკემბერს იწყება.





___________________________________



✺ ლონდონი დიდი ბრიტანეთი

ლონდონში ხალხი London Eye-ს (ეშმაკის ბორბალი) ირგვლივ იკრიბება და ელოდება თუ როდის
ჩამოკრავს ბიგ ბენზე საათის ისარი 12-ს, რადგან მაშინ იწყება ულამაზესი ფეიერვერკების გაშვება.





___________________________________



✺ ჰონგკონგი ჩინეთი

ჩინური ახალი წელი ასევე ცნობილია როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი.
ის ჩინურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მოიცავს
დღესასწაულთა მთელ სერიას.





__________________________________



✺ დისნეილენდი კალიფორნია

დისნეილენდი ძირითადად ბავშვებს იზიდავს, მაგრამ ეს ისეთი ადგილია, სადაც ყველა ასაკის ადამიანი
იპოვის გასართობს. აქ დიდი შოუები იმართება: მუსიკა, ფეიერვერკები, ლაზერები და სხვ..





___________________________________



✺ ბერლინი გერმანია

ვისაც ევროპა და ევროპული დღესასწაულები უყვარს, მას ახალი წლის გატარებაც ბერლინში მოეწონება.
ახალ წელს აქ უამრავი ადამიანი იკრიბება მთელი მსოფლიოდან. სხვა ქალაქებთან შედარებით ბერლინში
ნაკლები დეკორაციებია, მაგრამ ამავდროულად არის გრანდიოზული ფეიერვერკები.





P.S თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ურჩევიათ, რომ თავიანთ სახლებში დარჩნენ

და ახლობელ ადამიანებთან ერთად შეხვდნენ ამ გრანდიოზულ დღესასწაულს.
ANGEL.GE გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!


კატეგორია: საინტერესოა, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

30


  • Trouble თქვა:
    27 იანვარი 2014 14:36 - ID: 30,
    აბა საქართველოში ერთ ხლაპუშკას ააგდებენ და მორჩაა : :

  • TaTiKo :D თქვა:
    4 იანვარი 2014 15:48 - ID: 29,
    ნიუ იორკი! love ლონდონი პარიზი love დუბაიშიც ძალიან მაგარად ხვდებიან feel

  • xmiadalika თქვა:
    3 იანვარი 2014 10:55 - ID: 28,
    რამაგარია love მინდაა wink მანდ ყოფნაა

  • mariamgabrichidze თქვა:
    1 იანვარი 2014 19:53 - ID: 27,
    სიდნეიში რა სილამაზეა,რიოშიც <3 ნეტავ მომახვედრა ამ ადგილებში ოდესმე ახალი წლისას და ჩემი თვალით მენახა ეს სიამოვნება love
    გილოცავთ ახალ წელს

  • nina (: ... ❤ თქვა:
    1 იანვარი 2014 17:41 - ID: 26,
    dzalian, dzalian lamazia, magari iyoo, kargi newsia love

  • Bao თქვა:
    31 დეკემბერი 2013 15:31 - ID: 25,
    ძალიან მაგარია :'( ალბათ როდესმე შევძლებ შევხვდე ახალ წელს როდესმე: ან პარიზში; ლონდონში; მაიამიში; რიოოოოოოოოო; ნიუ-იორკში; ანჟელესში და სხვ. მაგარიაა !!!

  • katt_katterina თქვა:
    30 დეკემბერი 2013 20:06 - ID: 24,
    გამისკდა გულიი wink სუყველგან მინდააა wink არამართლა ყველგან დიიდი სიამოვნებით წავიდოდი, ფული მომცა და winked love
    მეც გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს <3 love

  • liii :) თქვა:
    30 დეკემბერი 2013 19:01 - ID: 23,
    რა მაგარიაა love sad

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    30 დეკემბერი 2013 17:42 - ID: 22,
    რა სილამაზეა love ყველა კარგია, ნიუსი მომეწონა, კარგი იყო love

  • tatagutsy თქვა:
    30 დეკემბერი 2013 14:07 - ID: 21,
    ნიუ იორკი... ბურთი რომ ადის მაღლა და შემდეგ დაბლა ეშვება არის საოცარი მომენტი,ჩემიოცნებაა იქ ახალი წლის ღამეს ერთხელ მაინც მოხვედრა... და ხალხი სულ უცხოებიც კი რომ ეხუტებიუან და კოცნიან ბურთის დაშვებისას არის საოცარი ტრადიცია love drunk

  • demetria თქვა:
    30 დეკემბერი 2013 12:46 - ID: 20,
    აუუ რა კარგია ყველგან წავიდოდი სიამოვნებით მაგრამ აი ნიუ-ორკიიი love
    პარიზიიი love
    ლონდონიიიი love
    დინეილენდიიი love
    ავსტრალიაა love

  • marusa თქვა:
    30 დეკემბერი 2013 12:37 - ID: 19,
    ნიუორკში ახალი წლის შეხვედრა რაღაც მაგარი იქნება მარა სად არის sad როგორ ვოცნებობ ნიუიორკში მოხვედრას მარა სად არის what

  • gaga თქვა:
    29 დეკემბერი 2013 23:40 - ID: 18,
    ტაიმ სკვერიიი უეჯველიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი<3

  • Shining Diamond თქვა:
    29 დეკემბერი 2013 22:06 - ID: 17,
    რიო დე ჟანეირო არის ჩემი ოცნების ქალაქი drunk
    მე იმედი მაქ რომ საქართველოშიც ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები love

  • beonce თქვა:
    29 დეკემბერი 2013 21:59 - ID: 16,
    კარგი ნიუსია.ლონდონში შევხვდებოდი დიდი სიამოვნებით. love

  • NataLefayStew თქვა:
    29 დეკემბერი 2013 21:27 - ID: 15,
    ჩემი ლონდონიიიიიიიიიიიი! recourse love

  • tako_takunebi თქვა:
    29 დეკემბერი 2013 21:19 - ID: 14,
    ჰონ კონგში სიამოვნებით შევხვდებოდი winked

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    29 დეკემბერი 2013 20:56 - ID: 13,
    აქედან რიოში ან პარიზში ავღნიშნავდი :) ნეტავ როდის ეღირსება საქართველო ასეთ ახალ წელს გარეთ აღნიშვნა რომ არ დაგეზარება :D

  • Aniutaa თქვა:
    29 დეკემბერი 2013 20:33 - ID: 12,
    პარიზი <3

  • Shakemake თქვა:
    29 დეკემბერი 2013 20:04 - ID: 11,
    ვაიიმეე ნიუ-იორკიი <3 <3 <3

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top