;
6 იანვარი 2014      Deakoo     20 კომენტარი     ნანახია 6124-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, main

◆ ყოველი ცივილიზაცია თეოკრატიით იწყება და დემოკრატიით მთავრდება.

◆ ხალხის კეთილგანწყობილება ზღვის მარადიულ მიმოქცევას ჰგავს!

◆ კაცთა მოდგმა მთლიანად ხარაჩოებშია. თითოეული გონება კალატოზია. თვით ყველაზე თავმდაბალიც კი თავის ღრუს ავსებს ან თავის ქვას დებს.

◆ მოწყალება ყველა ქველმოქმედის ჩორაღდანია.

◆ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება კარგისა და ავის, კეთილისა და ბოროტის ხელჩართული ბრძოლაა. მწუხარება მუდამ თან ახლავს სიხარულს.

-ვიქტორ ჰიუგო (1802-1885)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [1]


◆ ვინც პატივმოყვარეობის სენითაა შეპყრობილი, ლაქლაქი უყვარს და სურს რომ ყველამ მას უსმინოს, მუდამ ცდილობს მუჯლუგუნებით გზა გაიკვლიოს, ხალხის თავში მოექცეს, რადგან იქ მუდამ მეტი ჰაერია. გზის გაკაფვა კი ჭირს, როგორც ჯოჯოხეთიდან ამოსვლა, სამაგიეროდ თავებზე თავს არხეინად გრძნობს და ლაქლაქებს დაუსრულებლივ ერთსა და იმავეს. "ზედა ჰაერზე გამოსვლა, აი ეს არის სიძნელე"

◆ ყოველგვარ მდგომარეობაში მოიძებნება რაიმე სანუგეშო, თუ კაცი წესიერად დაძებნის.

◆ ადამიანური სიბრძნის უზენაესი ხარისხი ისაა, რომ უნარი ჰქონდეს შეეგუოს შექმნილ ვითარებას და ყოველგვარ ჭექა-ქუხილში სულის სიმშვიდე შეინარჩუნოს.
-დანიელ დეფო (1660-1731)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [1]


◆ ორნი იცავენ საიდუმლოს მართ ოდენ მაშინ, ის საიდუმლო თუ არ იცის ერთმა მათგანმა.

◆ ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს.

◆ რაცა სჭირდება, მასზე მეტი ხალხს თუ არ მიეც, ადამიანი ხომ პირუტყვად გადაიქცევა!

◆ სადაც ჩმლუნგი გონებაა, იქ ხუმრობას რა ხელი აქვს! და პირველი სისულელე-სულელური სიცილია.

-უილიამ შექსპირი (1564-1616)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [1]


◆ მოღალატე მეგობარი ყველაზე უფრო საშიში მტერია.

◆ ბედნიერია ის, ვინც თავის თავს ბედნიერად აღიქვამს.

◆ ცილისწამება დაშნაზე საშიში იარაღია, რადგან მასგან მიყენებული ჭრილობა ყოველთვის განუკურნებელია.

◆ ჩვენი სულის სამსალა შურია.

◆ მთელს ჩემს გამწარებულ ცხოვრებაში უდიდესი ნუგეში ისაა, რომ ვერავითარი მტერი ვერ წამართმევს ჩემს სინდისს.

◆ ცუდ წიგნებსაც ისევე შეუძლიათ ადამიანის გაფუჭება, როგორც ცუდ მეგობარს.

-ჰენრი ფილდინგი (1707-1754)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [1]


◆ არაფერი ისეთი აუტანელი არაა, როგორც უსაქმურობა.

◆ კაცი, რომელიც განიზრახავს დახარჯოს თუნდაც ერთი საათი და არ დაინანებს დაკარგულ დროს, ჯერ კიდევ ვერ გაზრდილა იმდენად, რომ შეიგნოს მთელი სიცოცხლის ფასი.

◆ უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე.

◆ მხოლოდ უმეცარი იტყვის, მეცნიერებანი ვერასოდეს შესძლებენო ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრას.

◆ ნურასოდეს ნუ დაუმეგობრდები კაცს, რომელიც შენი პატივისცემის ღირსად არ მიგაჩნია.

-ჩარლზ დარვინი (1809-1882)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [1]


◆ ხელოვანი შემოქმედია მშვენიერის.

◆ ვინც ლამაზ ნაწარმოებში ცუდ აზრებს ეძებს, თვითონვეა გარყვნილი და მიმზიდველობას მოკლებული. ეს ნაკლია. ხოლო ვინც მშვენიერ ნაწარმოებში ლამაზ აზრს ეძებს, ჭეშმარიტად კულტურული ადამიანია.

◆ ყველაზე საზიანო ჯანმრთელობისთვის არის ბევრი ფიქრი. ამისაგან შეიძლება მოკვდე, როგორც ყოველი ავადმყოფობისაგან.

◆ პარადოქსების გზა მიდი ჭეშმარიტებამდე.

◆ ყველა ქალი ცდილობს მამაკაცი კეთილი მოქმედების გზაზე დააყენოს. მაგრამ როცა მათი კეთილი სურვილის თანახმად კეთილისმოქმედნა ვხვდებით, მათ აღარ ვუყვარვართ.

-ოსკარ უაილდი (1856-1900)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [1]


◆ სიყვარული- ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ იმ ადამიანურ სისუსტეთა შორის.

◆ ქვეყნად ისეთი გორაკი არ არსებობს, რომ ადამიანმა დაჟინებითი ცდით ვერ მიაღწიოს.

◆ ვინ იცის, ჩვენი გარდაქმნა რომ დასრულდება, იქნებ აღმოჩნდეს ლონდონში და პროვინციებში ისეთი მოსამართლეც, ყოველდღე რომ ხელს ჩამოართმევს საღ აზრსა და სამართლიანობას... ან იქნებ იმ უწვრილესმა დაწესებულებებმა.. ნაკლები ციები და ჭლექი გააგზავნონ ღვთის ქმნილებათა მისამართით, და არც მარად ასე აწრაპინონ თავიანთი ვიოლინოები იქ, სადაც სიკვდილი ცეკვავს.

◆ სიცოცხლე გვეძლევა აუცილებელი პირობით, რომ აღსრულებამდე ვაჟკაცურად ვიცავდეთ.

-ჩარლზ დიკენსი (1812-1870)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [1]

კატეგორია: საინტერესოა, main
Tags:

20


  • lalaaala თქვა:
    11 იანვარი 2014 17:43 - ID: 20,
    მაგარია ! love

  • MARAUDER თქვა:
    7 იანვარი 2014 23:52 - ID: 19,
    კარგი სტატიაა smile ძალიან მომეწონა love
    იმედია გააგრძელებ love

  • demetria თქვა:
    7 იანვარი 2014 21:47 - ID: 18,
    ხელოვანი შემოქმედია მშვენიერის. love

  • Hermione...♥ თქვა:
    7 იანვარი 2014 21:34 - ID: 17,
    ძალიან მომწონს ეს სტატია, საინტერესო და ყველანაირად გამართულია. მომდევნო ნაწილს ველოდები ♥

  • angel from paradise თქვა:
    7 იანვარი 2014 19:31 - ID: 16,
    მოღალატე მეგობარი ყველაზე უფრო საშიში მტერია.
    სამწუხაროდ სრული სიმართლეა sad მომეწონა ყველა გამონატქვამი დასაფიქრებელი და აზრიანი იყო თითუეული და რაც მთავარია გასათვალისწინებელი. love

  • Bao თქვა:
    7 იანვარი 2014 19:14 - ID: 15,
    ვაიმეე როგოორრ მიყვარსს ყველაფერიი ეს........გააგრძელეებ იმედიაა ამ პოსტსს love
    ოსკარრ, მე უბრალოდ ვგიჟდები შენზე! ნეტავ ლონდონიის ფრაზებიც ყოფილიყოო...დიიკეენზიიცც მაგარიაა drunk

  • tamo თქვა:
    7 იანვარი 2014 17:05 - ID: 14,
    ჰიუგოო დიკენს <3
    ფავორიტებში :))

  • - Dreamer თქვა:
    7 იანვარი 2014 16:42 - ID: 13,
    ◆ ვინ იცის, ჩვენი გარდაქმნა რომ დასრულდება, იქნებ აღმოჩნდეს ლონდონში და პროვინციებში ისეთი მოსამართლეც, ყოველდღე რომ ხელს ჩამოართმევს საღ აზრსა და სამართლიანობას... ან იქნებ იმ უწვრილესმა დაწესებულებებმა.. ნაკლები ციები და ჭლექი გააგზავნონ ღვთის ქმნილებათა მისამართით, და არც მარად ასე აწრაპინონ თავიანთი ვიოლინოები იქ, სადაც სიკვდილი ცეკვავს.
    ძალიაან მაგარიია love

  • Deakoo თქვა:
    7 იანვარი 2014 13:38 - ID: 12,
    ციტატა: aNaNo_O
    ციტატა: Deakoo
    უკეთესსში რას გულისხმობ, მითხარი და შემდეგში გამოვასწორებ ;))

    აუ რა საყვარელი ხარ :დ :*
    ძალიან მაგარი ნიუსია
    გილოცავ შობას :*


    მადლობა request <3 შენც გილოცავ love

  • Shining Diamond თქვა:
    7 იანვარი 2014 13:23 - ID: 11,
    ძალიან კარგი სიახლეა love

  • liii :) თქვა:
    7 იანვარი 2014 11:58 - ID: 10,
    ძალიან კარგი სიახლეა love

  • aNaNo_O თქვა:
    7 იანვარი 2014 02:59 - ID: 9,
    ციტატა: Deakoo
    უკეთესსში რას გულისხმობ, მითხარი და შემდეგში გამოვასწორებ ;))

    აუ რა საყვარელი ხარ :დ :*
    ძალიან მაგარი ნიუსია
    გილოცავ შობას :*

  • )))))))) თქვა:
    7 იანვარი 2014 01:59 - ID: 8,
    მაგარია

  • beonce თქვა:
    6 იანვარი 2014 23:31 - ID: 7,
    ძალიან კარგი ნიუსია,ავტორო. feel

  • Deakoo თქვა:
    6 იანვარი 2014 23:02 - ID: 5,
    BooBoni , Queen^^)) , SHERLOCKED318

    დიდი მადლობა, გამიხარდა რომ მოგეწონათ :) love

    ციტატა: dalalo123
    უკეთესიც შეიძლებოდა .

    უკეთესსში რას გულისხმობ, მითხარი და შემდეგში გამოვასწორებ ;))

  • dalalo123 თქვა:
    6 იანვარი 2014 22:06 - ID: 4,
    უკეთესიც შეიძლებოდა .

  • SHERLOCKED318 თქვა:
    6 იანვარი 2014 21:57 - ID: 3,
    კარგი სიახლეა

  • Queen^^)) თქვა:
    6 იანვარი 2014 21:19 - ID: 2,
    ◆ ყველა ქალი ცდილობს მამაკაცი კეთილი მოქმედების გზაზე დააყენოს. მაგრამ როცა მათი კეთილი სურვილის თანახმად კეთილისმოქმედნა ვხვდებით, მათ აღარ ვუყვარვართ. -მართალიაა smile
    კარგი ნიუსია ყოჩაღ! winked

  • BooBoni თქვა:
    6 იანვარი 2014 21:16 - ID: 1,
    ძალიან, ძალიან მაგარი სიახლეა, კიდევ ბევრი ასეთი ასეთივე სიახლე. მართლა გენიალურები და გენიოსები არიან ეს ადამიანები. ჰიუგო და უალდი ხო მე არ ვიცი. ძალიან მაგარი სიახლეა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top