;
8 იანვარი 2014      Deakoo     8 კომენტარი     ნანახია 5147-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, main

◆ სოკრატესნაირ ადამიანს მეტი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობისათვის, ვიდრე რამდენიმე შტატს.

◆ ხასიათის მქონე ადამიანის ყოველი სიტყვა და საქციელი კეთილსინდისიერია.

◆ წიგნებს შევყავართ უკეთესს საზოგადოებაში, გვაცნობენ ყოველი დროის უდიდეს ადამიანებს. გვირჩევენ, გვანუგეშებენ ჭირში და ლხინში.

◆ ადამიანი თავისი ნებისყოფის მიხედვითაა დიდი ან პატარა.

◆ უხასიათო, უპრინციპო ადამიანი ემსგავსება გემს, რომელსაც არ გააჩნია საქმე და კომპასი, ქარის მიხედვით იცვლის მიმართულებას.

- სამუელ სმაილსი (1816-1903)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [2]


◆ ჭეშმარიტებას ბოროტების გზით ვინც დაეძებს, უბედურია, ვერასოდეს მიაღწევს მიზანს.

◆ წიგნი, რომელსაც მე დავწერ, შეიძლება ჯალათის ხელით დაიწვას.

◆ განა სიკვდილი გაშინებს შენა? და გინდა იყო მარად ცოცხალი? მაშინ იცხოვრე მთლიანობაში! შენ მოკვდები და ის კი დარჩება.

◆ მამაკაცები სხვაგვარად სჯიან. ქალის სასჯელი - სიყვარულია. თუ ქალს არ უყვარს, იქ სასიკვდილო განაჩენია გამოტანილი.

◆ თქვენ მკალვთ იმისათვის, რომ მსურს ადამიანებად გაქციოთ.

- იოჰან ქრისტოფ ფრიდრიხ შილერი (1756-1805)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [2]


◆ შრომა ჩემი პირველი სიამოვნებაა.

◆ ყველა რომ ჩვენსავით გრძნობდეს ჰარმონიის ძალას, კაცობრიობა ვერ იარსებებდა: ყველა ხელს აიღებდა ყოველდღიური საჭიროებისათვის ზრუნვაზე.

◆ გენიალობა და ბოროტება ერთი მეორეს ვერ ეწყობიან.

◆ მაპატიეთ თქვენო უდიდებულესობავ, ჩემს ოპერაში იმდენი ნოტია, რამდენიც საჭიროა (პასუხი იმპერატორ იოსებს.)

◆ მაშფოთებს ჩემი რეკვიემი...

- ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756-1791)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [2]


◆ კაცობრიობას მხოლოდ ის ამდიდრებს დიდი ხნით, ვინც მას თავისი თავის შეცნობაში ეხმარება და მის შემოქმედებით შეგნებას აღრმავებს.

◆ ადამიანის ხასიათი შეიცნობა გადამწყვეტ წუთებში.

◆ მხოლოდ სიკვდილი ჰფენს ნათელს ბოლომდე პიროვნების სიცოცხლის უკანასკნელ საიდუმლოებას. მხოლოდ უკანასკნელ წამს, როცა მისი საოცნებო ფიქრი ძლევამოსილად ხორციელდება, საქვეყნოდ თვალსაჩინო ხდება ამ განმარტოებული ადამიანის (მაგელანის) შინაგანი ტრაგედია, მარად რომ თავისი ამოცანის თვირთად ტარება უწერია და არასოდეს მისი საბოლოო განხორციელებით გახარება (თითქმის მრავალ გმირზე, სარდალზე, ბელადზე).

◆ მხოლოდ ის ერთი გმირობა ებოძა მაგელანს, არა მისი ოქროს ჩრდილი. მხოლოდ ერთხელ გაუღიმებს ბედი ადამიანს.

◆ ბედი ტრაგიკულ ფორმებში ახვევს სწორედ დიდ ადამიანებს.

◆ არც ერთმა ექიმმა არ იცის დაქანცული სხეულისა და გატანჯული სულის სამკურნალოდ იმისთანა წამალი, როგორიცაა იმედი.

◆ კარგია მხოლოდ სრული სიმართლე. ნახევარსიმართლე არაფერი არ არაა.

- სტეფან ცვაიგი (1881-1942)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [2]


◆ თავმდაბლობის ნაკლებობა ჭკუის ნაკლებობაა.

◆ ქალის ბუნების არსია სურვილი, რომ მოგვეწონოს და სურვილი, რომ გვიბრძანოს. ეს მეორე - პირველის მიზანია.

◆ ვინც ბრაზობს, იმის შეცდომებს იტაცებს, ვინც გააბრაზა.

◆ უხამსი კაცი დახვეწილ სიტყვებს ისევე არ იკარებს, როგორც ქვა - სამართებელს.

◆ ვერც ერთი მიკროსკოპი საგანს ისე ვერ გაადიდებს, როგორც თავმოთნე კაცი საკუთარ თავს.

◆ ყოველი რეგვენი ცდილობს სხვას დასცინოს.

◆ ვინც ცრუობს, ვერ ანგარიშობს, რა ძნელ ამოცანას ეჭიდება: მან ხომ კიდევ ოცჯერ უნდა იცრუოს, რომ პირველი სიცრუე დაამტკიცოს.

◆ გონებას ძალა ანიჭებს ვარჯიში და არა სიმშვიდე.

- ალექსანდრე პოპი (1688-1744)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [2]


◆ მე მზად ვარ დავემორჩილო მებრძოლ ეკლესიას, მხოლოდ იმ პირობით, თუ ის იმოქმედებს უფლის ნებით.

◆ თუნდაც ასო-ასო დამკეპოთ და სული ამომგლიჯოთ, მაშინაც არ შევცვლი ჩემს ჩვენებას, რადგან მე რომ სხვა ვთქვა, ყოველთვის იქნება საბაბი დამცირებისა, რომ სიტყვა გადამათქმევინეს..

◆ თუ ჩემში არაა ციური მადლი, დაე უზენაესმა მომივლინოს ის, და თუ არის, ნუ წაართმევს ამ წყალობას.

◆ რატომ მეჭირა საფრანგეთის დროშა? ჩემმა დროშამ დადებით გამოიარა ბრძოლის ქარცეცხლი. მას ნება ჰქონდა ზიარებოდა ზლევის დიდებასაც.

◆ თუ კარი ღია იქნება, მე გავიქცევი, რათა დავრწმუნდე, რომ უფალს სურს ჩემი სამართლიანი საქმის გადარჩენა.

- ჟანა დ'არკი (ორლეანელი ქალწული, დაახ. 1412-1431)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [2]


◆ იმაზე სამარცხვინო არაფერია, ქვეყნის და თავის ურგი რომ იქნები და მხოლოდ იმისი ჭკუა გექნება, არაფერი აკეთო.

◆ გონებასთან არაფერი ისე ახლო არაა, როგორც უნდობლობა საკუთარი თავისადმი.

◆ მთელი ჩვენი ღირსება აზრშია მოქცეული. არა დრო და სივრცე, არამედ სწორედ ის, აზრი გვამაღლებს.

◆ კაცის ბუნების არსი - მოძრაობაა. სრული სიმშვიდე - სიკვდილი.

◆ ადამიანისათვის ყველაზე უფრო აუტანელია სიმშვიდე, რასაც არ არღვევს არც ვნებათა ღელვა, არც საქმე, არც გართობა, არც მეცადინეობა. მაშინ გრძნობს კაცი თავის უბადრუკობას, უპატრონობას, მარტოობას, არასრულყოფილებას, უძლურობას, სიცარიელეს, სხვაზე დამოკიდებულის უმწეობას.

◆ მხოლოდ თავისთავზე ფიქრი და თავისთვის ცხოვრება ადამიანს აუბედურებს.

◆ ვისაც ჭეშმარიტება არ უყვარს, მყისვე ზურგს აქცევს იმ საბაბით, რომ სადავო და საეჭვოა.

◆ ადამიანებს რას არ ასწავლიან, წესიერებას კი არა. მერე და ისინი ცდილობენ თავი გამოიჩინონ სწორედ წესიერებით - იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.

◆ კაცი რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო პოულობს ორიგინალურ ადამიანებს. მოუქნელი პიროვნებანი ადამიანებს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ.

- ბლეზ პასკალი (1623-11662)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [2]


◆ ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო, ეს ნიშნავს, რომ მონაწილე ხარ მისი.

◆ კითხვის ბოროტად გამოყენება კლავს მეცნიერებას. მეტისმეტი გატაცება კითხვით ზრდის მხოლოდ თავდაჯერებულ უმეცარს.

◆ ჭეშმარიტი აღზრდა უფრო ვარჯიშით ხდება, ვიდრე წესებით.

◆ თითქმის ყოველ საქმეში მთავარი სიძნელეა დაწყება.

◆ ახალგაზრდობა - არის სიბრძნის დაგროვების ჟამი. სიბერე კი მისი გამოყენების ჟამია.

◆ ათასი გზა მიდის დაბნეულობისაკენ, ხოლო ჭეშმარიტებას ერთი გზა აქვს.

◆ კარგად გამოყენება დროს კიდევ უფრო ძვირფასად აქცევს.

◆ თუ ბავშვს დაუთმობთ, ის თქვენი მბრძანებელი გახდება. იმისათვის, რომ მორჩილი იყოს, ყოველ წუთს ხელშეკრულება უნდა დაუდოთ.

◆ კარგის ცოდნა უფრო საჭიროა, ვიდრე ბევრის ცოდნა.

- ჟან ჟაკ რუსო (1712-1778)
კლასიკოსების გამონათქვამები..❖ [2]

კატეგორია: საინტერესოა, main
Tags:

8


  • KiKi თქვა:
    13 იანვარი 2014 14:38 - ID: 8,
    მაგარია ძააან

  • beonce თქვა:
    8 იანვარი 2014 22:41 - ID: 7,
    .წიგნებს შევყავართ უკეთესს საზოგადოებაში, გვაცნობენ ყოველი დროის უდიდეს ადამიანებს. გვირჩევენ, გვანუგეშებენ ჭირში და ლხინში.
    .ადამიანის ხასიათი შეიცნობა გადამწყვეტ წუთებში.
    .თითქმის ყოველ საქმეში მთავარი სიძნელეა დაწყება.
    ყველაზე მეტად ეს ფრაზები მომეწონა. love
    კარგი სიახლეა,ავტორო.

  • Countess A. თქვა:
    8 იანვარი 2014 19:13 - ID: 6,
    ◆ თქვენ მკალვთ იმისათვის, რომ მსურს ადამიანებად გაქციოთ. < ეჰ, რამდენი მოუკლავავტ მხოლოდ იმის გამო, რომ "ადამიანებს" ადამიანობას უქადაგებდა.!!!
    კარგია ძალიან და მომდევნო სტატიებს მოუთმენლად ველი..

  • Deakoo თქვა:
    8 იანვარი 2014 19:08 - ID: 5,
    ✿Bad Crazy AnGeL✿From VoGuE✿✮ , SHERLOCKED318 , Bao , MARAUDER

    დიდი მადლობა, გამიხარდა რომ მოგეწონათ love

  • MARAUDER თქვა:
    8 იანვარი 2014 18:52 - ID: 4,
    არაჩვეულებრივი სტატიაა love

  • Bao თქვა:
    8 იანვარი 2014 15:56 - ID: 3,
    მაგარიაა love

  • SHERLOCKED318 თქვა:
    8 იანვარი 2014 15:51 - ID: 2,
    კარგი სიახლეა!

  • 8 იანვარი 2014 15:26 - ID: 1,
    ◆ ხასიათის მქონე ადამიანის ყოველი სიტყვა და საქციელი კეთილსინდისიერია.

    ◆ წიგნებს შევყავართ უკეთესს საზოგადოებაში, გვაცნობენ ყოველი დროის უდიდეს ადამიანებს. გვირჩევენ, გვანუგეშებენ ჭირში და ლხინში.

    ◆ უხასიათო, უპრინციპო ადამიანი ემსგავსება გემს, რომელსაც არ გააჩნია საქმე და კომპასი, ქარის მიხედვით იცვლის მიმართულებას.

    ◆ ჭეშმარიტებას ბოროტების გზით ვინც დაეძებს, უბედურია, ვერასოდეს მიაღწევს მიზანს.

    ◆ მამაკაცები სხვაგვარად სჯიან. ქალის სასჯელი - სიყვარულია. თუ ქალს არ უყვარს, იქ სასიკვდილო განაჩენია გამოტანილი.

    ◆ თქვენ მკალვთ იმისათვის, რომ მსურს ადამიანებად გაქციოთ.
    მაგარი ნიუსი იყო love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top