10 January 2014      -Diana-     Views 5 303    
Category: Fun, Interesting

გერმანიის არქიტექტურა

გერმანია/Deutschland

გერმანია ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული, ლამაზი და მნიშვნელოვანი
ქვეყანაა. ლათინურად გერმანია მომდინარეობს სიტყვეიდან Germani, რაც კელტურ
ენაზე "ძმას" ან "მეზობელს" ნიშნავს. მუზეუმები, უძველესი ტაძრები, ისტორიული ნაგებობები,
ძეგლები და სხვა უამრავი საინტერესო ღირსშესანიშნაობა იქცევს უამრავი დამთვარიელებლის
ყურადღებას. ქვეყნის დედაქალაქი ბერლინი, მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი
საუკეთესო ქალაქია, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.
გერმანიის არქიტექტურა

დედაქალაქი: ბერლინი
სახელმწიფო ენა: გერმანული
ქვეყნის დევიზი: ერთიანობა, სამართალი,
თავისუფლება/Einigkeit und Recht und Freiheit
სახელმწიფო წყობა: ფედერაციული რესპუბლიკა
ფულის ერთეული: ევრო



გერმანიის არქიტექტურა

ბრანდენბურგის კარიბჭე/Brandenburger Tor

ბერლინის სიმბოლოდ ქცეული ბრანდენბურგის კარიბჭე , ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კარიბჭე XVIII საუკუნეში კარლ გოტჰარდ ლანგანსის მიერ აიგო. მისი აშენება ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ შეუკვეთა, რადგან სურდა, რომ ქალაქში სიმშვიდის სიმბოლო ყოფილიყო
გერმანიის არქიტექტურა

რაიხსთაგი/Reichstag

რაიხსთაგი თავდაპირველად გერმანიის იმპერიის პარლამენტის შენობას წარმოადგენდა, რომელიც 1933 წლამდე ფუნქციონირებდა. შენობამ თავისი მნიშვნელობა ნაცისტების მმართველობის დროს დაკარგა. ნაცისტების მიერ წაკიდებულმა ცეცხლმა შენობა დააზიანა, მაგრამ 1999 წელს ბრიტანელმა არქიტექტორმა მას ძველებური იერსახე დაუბრუნა და შენობამ თავისი მნიშვნელობა აღიდგინა. დღესდღეობით შენობაში გერმანიის პარლამენტია განთავსებული, რომელსაც ბუნდესთაგი ეწოდება

გერმანიის არქიტექტურა

ხალხთა ბრძოლის ძეგლი/Völkerschlachtdenkmal

ხალხთა ბრძოლის ძეგლი ლაიფციგის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ძეგლადაა მიჩნეული. 1813 წლის ოქტომბერში გაიმართა ე.წ. ხალხთა ბრძოლა, სადაც ნაპოლეონი ჯარზე გამარჯვება რუსების, შვედების, პრუსიელების და ავსტრიელების გაერთიანებულმა ძალებმა შეძლო. სწორედ ამ ფაქტის გამო აიგო ეს ძეგლი

გერმანიის არქიტექტურა

ჰოლოკოსტი/Holocaust

მემორიალი, რომელიც აიგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ებრაელების საპატივცემულოდ. დაახლოებით 6 მილიონი უდანაშაულო ებრაელი გახდა გენოციდის მსხვერპლი. სიტყვა "holocaust" "სრულად დაწვას" ნიშნავს

გერმანიის არქიტექტურა

აახენის ტაძარი
გერმანიის არქიტექტურა

შპაიერის საკათედრო ტაძარი
გერმანიის არქიტექტურა

გერმანიის არქიტექტურა

გერმანიის არქიტექტურა

სანსუსის პარკი
გერმანიის არქიტექტურა

კვედლინბურგი

კვედლინბურგი არის X საუკუნეში დაარსებული ქალაქი, რომელიც ჰარცის მთების ჩრდილოეთით მდებარეობს, რომლის მოსახლეობა არც ისე დიდია. ქალაქი ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეულია. XVIII საუკუნის მოედანი და ქალაქის ძველი ნაწილი მოხვდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ქალაქი თავისი ულამაზესი არქიტექტურით გამოირჩევა. სახლებისა და სასახლეების უმეტესობა რომანულ არქიტექტურულ სტილშია შესრულებული. დღესდღეობით კი კვედლინბურგი გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრია

გერმანიის არქიტექტურა

მესელის ორმოები

მესელის ორმოები გერმანიის სოფელ მესელში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ცენტრია. აქ აღმოჩენილია უამრავი უძველესი ნაშთი. დღესდღეობით ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. იმის გამო, რომ აქ დღესაც მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, ტურისტთა დაინტერესება ძალიან დიდია და სწორედ ამიტომ უამრავი დამთვარიელებელი სტუმრობს მესელის ორმოებს. დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ აქ არსებული რელიეფი დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა

გერმანიის არქიტექტურა

გერმანიის არქიტექტურა


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top