;
10 იანვარი 2014      Johnny depp     12 კომენტარი     ნანახია 10496-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

^ამონარიდები სხვადასხვა ნაწარმოებებიდან^

არ არსებობს ადამიანი კითხვა რომ არ უყვარდეს .
ყველა კატეგორიის პიროვნებისთვის გამოიძებნებაწიგნი ,რომელიც ძალიან დააინტერესებს.
ზოგი ადამიანი თვლის რომ წიგნმა კონკრეტულიასპექტით უნდა მიგიზიდოს . ამის კარგი
საშუალებაა წიგნებიდან ამონერიდები.
ყველაზე ლამაზი , დასამახსოვრებელი ფრაზების
კრებული
რომელის წაკითხვის შემდეგაც ხშირადუჩნდებათ მთლიანი ნაწარმოების წაკითხვის
სურვილი . სტატიაში შემოგთავაზებთ ამონარიდებს სხვადასხვა ნაწარმოებებიდან.

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან
დორიან გრეის პორტერტი

„ცინიკოსი ადამანია, რომელმაც ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვს მათ ფასეულობაზე.“

„მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბალით, ნაცნობებს – კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს – მათი ინტელექტით.“

„ერთულებაში მესაკუთრის სიხარბეს ვხედავ. ჩვენ ბევრ რამეს მოვიშორებდით თავიდან, იმის შიში რომ არ გვქონდეს, რომ მას სხვები წაატანენ ხელს

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

„სწორედ ის გრძნობები, რომელთა არსში გარკვევაც ჩვენ ასე გვიჭირს და საკუთარ თავს ხშირად ვიტყუებთ, ბატონობენ ჩვენზე ყველაზე მეტად.“

„ყველაზე მეტად ვაგნერის მუსიკა მიყვარს. იგი იმდენად ხმამაღალია, რომ შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა ილაპარაკო ისე, რომ ერთი სიტყვაც კი ვერავინ გაიგოს შენი ნათქვამიდან.“

„არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს.“

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

„ტანჯვის გარდა ყველაფერში შემიძლია ვუთანაგრძნო ადამიანებს. ის იმდენად შემაძრწუნებელ და აუტანელ წამებას გვაყენებს, რომ მისი თანაგრძნობა არასგზით არ შემიძლია. უბედურებისადმი საყოველთაო თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური.“

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

„მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ, ქალები კი იმიტომ თხოვდებიან, რომ ფრიად ცნობისმოყვარენი არიან. ორივე მხარე ბოლოს იმედგაცრუებული რჩება.“

„ცხოვრება იქიდან უნდა დავიწყოთ, სადაც გუშინ შეჩერდა, მაგრამ მწვავედ შევიგრძნობთ, რომ განწირულნი ვართ უიმედოდ, რადგან დაუსრულებლად უნდა ვხარჯოთ ენერგია, თავბრუდამხვევად ვიტრიალოთ ერთსა და იმავე დამქანცველ წრეში მისთვის ჩვეული სტერეოტიპული საქმიანობით.“


ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

ალქიმიკოსი

„სიყმაწვილეში ყველა ადამიანმა იცის, რა ბედი ელის. ცხოვრების ამ პერიოდში ყველაფერი გასაგებია და ყველაფერი-შესაძლებელი. ამიტომ არ ეშინიათ:ოცნებობენ და ისწრაფიან იმისკენ, რისი გაკეთებაც სურთ. მაგრამ დროთა განმავლობაში იდუმალი ძალა არწმუნებთ, რომ ოცნების ასრულება შეუძლებელია.“
ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

„სამყაროს სული ადამიანთა ბედნიერებით იკვებება. ბედნიერებით, მაგრამ, ამასთან ერთად, უბედურებით, შურითა და ეჭვებითაც. ადამიანს მხოლოდ ერთადერთი მოვალეობა აკისრია ამქვეყნად:ბოლომდე მიჰყვეს თავის ბედს.

„როცა შენს ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ როგორღაც თავისთავად ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან. შერე კი თანდათან იმასაც ცდილობენ, როგორმე შეგცვალონ და მათი სურვილისამებრ თუ არ შეიცვლები, ბრაზდებიან. ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის, როგორ უნდა იცხოვრო ამქვეყნად.“

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

„სასურველს რეალობად მივიჩნევთ და სამყაროს ისეთს კი არ ვხედავთ, როგორც არის, არამედ ისეთს, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს.“

„სამყაროს სული ადამიანთა ბედნიერებით იკვებება. ბედნიერებით, მაგრამ, ამასთან ერთად, უბედურებით, შურითა და ეჭვებითაც. ადამიანს მხოლოდ ერთადერთი მოვალეობა აკისრია ამქვეყნად:ბოლომდე მიჰყვეს თავის ბედს
ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან



ვენეციელი ვაჭარი

„ვინც ზედმეტსა სჭამს, ისევე ავადმყოფობს, ვით იგი, ვინც შიმშილით კვდება. ნამდვილი ბედნიერება-ზომიერებაა.“

„სიჭაბუკე შმაგი კურდღელია, რომელიც გადაევლება ხეიბარი კეთილგონიერების მიერ დაგებულ ხაფანგს.“

„ეს ბუნება უცნაურ ხალხს ქმნის.ერთნი მუდამ თვალებს აჭყეტენ, ვით თუთიყუშნი, ხარხარებენ მესტვირის ხმაზე, სხვებს დაძმარული სახე აქვთ და ღიმილის ნიშნად კბილებს ოდნავაც არ აჩენენ.“

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან
„ამქვეყნიურ სიკეთისთვის მეტად ბევრს სწუხართ. წუთისოფელს ის კარგავს სწორედ, ვინც მეტისმეტად ბევრსას ზრუნავს ამ სიკეთისთვის.“

„არის ერთგვარი ხალხი ქვეყნად, რომელთა სახეს ბრკე მოსდებია დამყაყებულ ჭაობის მსგავსად. ისინი მუდამ დაჟინებულს დუმილს არჩევენ, რათა ქვეყანა ისეთ აზრში გაახვიონ, თითქოს სიბრძნით, სიდინჯით და ღრმა ჭკუით შემკულნი იყვნენ.“

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

„მოქცევა რომ ისეთივე ადვილი იყოს, როგორც იმის ცოდნა, თუ როგორ ჯობია მოვიქცეთ, მაშინ სამლოცველოები ტაძრები იქნებოდნენ, ღატაკთა ქოხები დიდებულთა სასახლეებად გადაიქცეოდნენ.“

„გონებას შეუძლია კანონები დააწესოს სისხლისთვის, მაგრამ დაუდეგარი ბუნება ადამიანისა გადაახტება ხოლმე ყოველგვარ ცივ წესებს.“

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

ჯეინ ეარი

სიბრალული, ზოგიერთი ადამიანის მხრით მომწამვლელი და შეურაცხმყოფელი მოწყალებაა.”

“გრძნობა გონების გარეშე მხოლოდ სუსტი, ორჭოლი ქარია, მაგრამ თუ გონებაც არ არის ნაკარნახევი, მწვავე და მძიმე ხვედრია ადამანისათვის გადასატანად.”

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

“სიყვარული, რომელიც ცალმხრივია და გაუმხელელი, თვითონ სპობს თავის მასაზრდოებელს – სიცოცხლეს. გამჟღავნების შემთხვევაში კი, თუნდაც მას სიყვარულითვე უპასუხონ, ის ემსგავსება შორს მოკიაფე სინათლეს, ტრამალებში რომ შეიტყუებს ადამიანს და უკან დასახევ გზას მოუჭრის.

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

მარტინ იდენი

“სიყვარული ეს არის კოსმოსური გრძნობა, რომლის ძალითაც ქალი და მამაკაცი ქვეყნის დასაბამიდან ერთმანეთისაკენ მიისწრაფიან, რომელიც მეტოქეებით აგზნებულ ირმებს გაზაფხულობით სასიკვდილოდ შეაჭიდებს ხოლმე ურთიერთს და თვით ბუნების ელემენტებსაც კი ერთმანეთის შესარწყმელად აშლის და აღძრავს.”

“ადამიანის ორგანიზმი სწორედ სიყვარულში ახორციელებს თავის უმაღლეს დანიშნულებას, ამიტომ სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება, იგი უნდა მიიღონ, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო!…”

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

“სიცოცხლე და მშვენიერება სხვადასხვა ძაფებისაგან ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდ ნაწილია მისი, მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების, გამოუცნობ მიუწვდომელ ქსოვილისა.”

ყველაფერო მოირყევა ამ ქვეყანაზე, სიყვარული კი არა. სიყვარულს გზას ვერ აუბნევ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია ეს და არა უდღეური, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე. ”

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

შაგრენის ტყავი

“მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა.”

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

“ადამიანი მუდამ თავის თავს ეწინააღმდეგება,იგი თავის იმედებს ატყუებს თავისი ახლანდელი უბედურებით,ხოლო თავის უბედურებას–მომავლით,რომელიც მას არ ეკუთვნის, და ყველა თავის მოქმედებას მერყეობისა და სისუსტის ნიშანს აჭდობს.ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი გარდა უბედურებისა.”

“ადამიანი მეტისმეტად უბედური უნდა იყოს, რათა შებრალება გამოიწვიოს, ან მეტისმეტად სუსტი,რათა თანაგრძნობა გააღვიძოს, ან მეტისმეტად პირქუში, რათა სულნი შეაშფოთოს.”

ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

“განა ჯალათებს არ უტირიათ ქალწულთა დანახვაზე, რომელთა ქერა თავები გილიოტინის ქვეშ უნდა დაყრილიყო?”

“არის რაღაც დიდი და შემაძრწუნებელი თვითმკვლელობაში.ბევრია ისეთი ადამიანი,რომლის ძირს ჩამოვარდნა არაა სახფათო,როგორც ბავშვისა,რომელიც ისეთი სიმაღლიდან ვარდება, რომ არ შავდება; მაგრამ დიდი ადამიანის დასამსხვრევად საჭიროა, რომ იგი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდეს,ზეცამდე იყოს ასული,რაღაც მიუწვდომელი სამოთხე ჰქონდეს დანახული. შეუბრალებელი უნდა იყოს ქარიშხალი, რომელიც ადამიანს აიძულებს სულიერი მშვიდობა სთხოვოს დამბაჩის ლულას.”


ამონარიდები  სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

12


  • tyupebi98 თქვა:
    24 ივნისი 2014 18:19 - ID: 12,
    ყველა ვიცი, განსაკუთრებით მომწონს მარტინ იდენი <3 აი ყველა კარგი წიგნია ღირს წაკითხვა!

  • Gvancii თქვა:
    25 იანვარი 2014 20:31 - ID: 11,
    მაგარიაა სურათებიც ძაან მომეწონა love

  • potterhead777 თქვა:
    11 იანვარი 2014 23:58 - ID: 10,
    მაგარი სტატიაა love
    დორიან გრეის პორტრეტი, ჯეინ ეარი love

  • tamo თქვა:
    11 იანვარი 2014 17:42 - ID: 9,
    მარტინ იდენიდან ამოწერილი ფრაზები სულ არ "მაინტერესებ",როცა მთლიანად წიგნი მაქვს განუყოფელი <3

  • liii :) თქვა:
    11 იანვარი 2014 16:51 - ID: 8,
    კარგი სიახლეაა love

  • demetria თქვა:
    11 იანვარი 2014 16:19 - ID: 7,
    ჯეინ ეარიი love დორიან გრეიიი love
    უმაგრესი ნიუსიააა

  • tatagutsy თქვა:
    11 იანვარი 2014 14:49 - ID: 6,
    ძალიან კარგი ნიუსი იყო მიყვარს ასეთი სტატიები.. მადლობა ავტორს არსებობისთვის love

  • ninuuuuu თქვა:
    11 იანვარი 2014 13:57 - ID: 5,
    ვენეციელი ვაჭარი, შექსპირის პიესებიდან ყველაზე მეტად მიყვარს <3

  • KaTy )) თქვა:
    11 იანვარი 2014 02:38 - ID: 4,
    დორიან გრეის პორტერტი love

  • 10 იანვარი 2014 23:23 - ID: 3,
    კარგია ^^ აქედან მხოლოდ "ალქიმიკოსი" და "ვენეციელი ვაჭარი" არ მაქვს წაკითხული winked

  • ta_mo თქვა:
    10 იანვარი 2014 23:16 - ID: 2,
    სუპერ სიახლეა თაკო love

  • KiKi თქვა:
    10 იანვარი 2014 22:29 - ID: 1,
    აი ყოჩაღ რაა,ძაალ მაგარი სიახლე გამოვიდაა რა...აღფრთოვანებული ვარ შენი ნიუსით!!!ყოჩაააღ ))))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top